გენდერული თანასწორობის შესახებ

მუხლი 4. ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფის გარანტიები

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 12 ნოე. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სალომე ოსეფაშვილისალომე კობერიძე

1.სახელმწიფო ხელს უწყობს და უზრუნველყოფს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და  კულტურულ ცხოვრებაში ქალისა და მამაკაცის თანასწორ უფლებებს, ასევე უზრუნველყოფს ქალისა და მამაკაცის რეალური თანასწორობის დამკვიდრების სტიმულირებას და ფაქტობრივი უთანასწორობის აღმოფხვრას.

2.ქალისა და მამაკაცის თანასწორობის დაცვის მიზნით, დისკრიმინაციის გარეშე უზრუნველყოფილია: ა) ქალისა და მამაკაცის თანასწორი ინდივიდუალური უფლებები და თავისუფლებები; ბ) ქალისა და მამაკაცისთვის განათლების მიღების თანაბარი ხელმისაწვდომობა და განათლების თავისუფალი არჩევანი სწავლების ყველა ეტაპზე; გ) მეუღლეთა უფლებრივი თანასწორობა; დ) შვილებთან დაკავშირებული თანასწორი უფლებები და მოვალეობები; ე) ქალისა და მამაკაცის თანასწორი უფლებები და მოვალეობები – იყვნენ ბავშვთა მეურვეები, მზრუნველები, რწმუნებულები, მშვილებლები; ვ) ოჯახსა და საზოგადოებაში ძალადობის აღმოფხვრის ხელშეწყობა; ზ) პროფესიის ან სამუშაოს სახეობის თავისუფლად არჩევა, თანამდებობრივი დაწინაურება, პროფესიული მომზადება/გადამზადება; თ) საჯარო სამსახურში თანამდებობის პროფესიის, უნარ-ჩვევებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად დაკავება; ი) ქალისა და მამაკაცის მიმართ თანასწორი მოპყრობა მუშაობის ხარისხის შეფასებისას; კ) ქალისა და მამაკაცის თანაბარი სოციალური უზრუნველყოფა ავადმყოფობისას და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენისას; ლ) ქალისა და მამაკაცისთვის თანასწორი შესაძლებლობების შექმნა ჯანმრთელობის დაცვისას; მ) ქალისა და მამაკაცისთვის თანასწორი შესაძლებლობების შექმნა ინფორმაციის ხელმისაწვდომობისას.

3.ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა ემყარება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, ამ კანონსა და სხვა ნორმატიულ აქტებს. საქართველოს 2022 წლის 15 დეკემბრის კანონი №2432 – ვებგვერდი, 23.12.2022წ. საქართველოს 2025 წლის 2 აპრილის კანონი №428 - ვებგვერდი, 04.04.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სახელმწიფო ხელს უწყობს და უზრუნველყოფს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და  კულტურულ ცხოვრებაში ქალისა და მამაკაცის თანასწორ უფლებებს, ასევე უზრუნველყოფს ქალისა და მამაკაცის რეალური თანასწორობის დამკვიდრების სტიმულირებას და ფაქტობრივი უთანასწორობის აღმოფხვრას. 2. ქალისა და მამაკაცის თანასწორობის დაცვის მიზნით, დისკრიმინაციის გარეშე უზრუნველყოფილია: ა) ქალისა და მამაკაცის თანასწორი ინდივიდუალური უფლებები და თავისუფლებები; ბ) ქალისა და მამაკაცისთვის განათლების მიღების თანაბარი ხელმისაწვდომობა და განათლების თავისუფალი არჩევანი სწავლების ყველა ეტაპზე; გ) მეუღლეთა უფლებრივი თანასწორობა; დ) შვილებთან დაკავშირებული თანასწორი უფლებები და მოვალეობები; ე) ქალისა და მამაკაცის თანასწორი უფლებები და მოვალეობები – იყვნენ ბავშვთა მეურვეები, მზრუნველები, რწმუნებულები, მშვილებლები; ვ) ოჯახსა და საზოგადოებაში ძალადობის აღმოფხვრის ხელშეწყობა; ზ) პროფესიის ან სამუშაოს სახეობის თავისუფლად არჩევა, თანამდებობრივი დაწინაურება, პროფესიული მომზადება/გადამზადება; თ) საჯარო სამსახურში თანამდებობის პროფესიის, უნარ-ჩვევებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად დაკავება; ი) ქალისა და მამაკაცის მიმართ თანასწორი მოპყრობა მუშაობის ხარისხის შეფასებისას; კ) ქალისა და მამაკაცის თანაბარი სოციალური უზრუნველყოფა ავადმყოფობისას და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენისას; ლ) ქალისა და მამაკაცისთვის თანასწორი შესაძლებლობების შექმნა ჯანმრთელობის დაცვისას; მ) ქალისა და მამაკაცისთვის თანასწორი შესაძლებლობების შექმნა ინფორმაციის ხელმისაწვდომობისას. 3. ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა ემყარება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, ამ კანონსა და სხვა ნორმატიულ აქტებს. საქართველოს 2022 წლის 15 დეკემბრის კანონი №2432 – ვებგვერდი, 23.12.2022წ. საქართველოს 2025 წლის 2  აპრილის კანონი №428 - ვებგვერდი, 04.04.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №12 · ძალაშია 17 ნოე. 2025-დან

ტექსტი იტვირთება…

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 19 თებ. 2014 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6711307101173612944
მნიშვნელობით ახლოსგენდერული თანასწორობის…შეზღუდული შესაძლებლობი…საქართველოს კონსტიტუცი…ბავშვის უფლებათა კოდექ…ქალთა მიმართ ძალადობის…პენიტენციური კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა