დიზაინის შესახებ

მუხლი 20. სააპელაციო პალატაში გასაჩივრების საფუძვლები

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი · უფასო კონსულტაცია

ნინო ლიპარტია

1.განმცხადებელს უფლება აქვს, საქპატენტის გადაწყვეტილება ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულების ან განაცხადზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, ასევე არსობრივი ექსპერტიზის გადაწყვეტილება დიზაინის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გაასაჩივროს სააპელაციო პალატაში.

2.დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს, არსობრივი ექსპერტიზის გადაწყვეტილება დიზაინის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გაასაჩივროს სააპელაციო პალატაში, თუ დაირღვა ამ კანონის მე-17 მუხლის მოთხოვნები.

3.ამ კანონის 29-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ პირს უფლება აქვს, დიზაინის რეგისტრაციის შესახებ არსობრივი ექსპერტიზის გადაწყვეტილება სააპელაციო პალატაში გაასაჩივროს, თუ არსებობს იმავე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფუძველი.

4.მრავლობითი ან გაერთიანებული განაცხადის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი შეიძლება შეეხებოდეს მასში შემავალ ერთ ან რამდენიმე დიზაინს.

4¹.ამ კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ე“ ან „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას დიზაინის რეგისტრაციის შესახებ არსობრივი ექსპერტიზის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში შესაძლებელია განხორციელდეს დიზაინის შეცვლილი ფორმით რეგისტრაცია, თუ შეცვლილი დიზაინი აკმაყოფილებს დაცვისუნარიანობის კრიტერიუმებს და შენარჩუნებულია თავდაპირველი დიზაინის არსი.

4².დიზაინის შეცვლილი ფორმით რეგისტრაცია შეიძლება განხორციელდეს: ა) განმცხადებლის განცხადების საფუძველზე, რომლითაც იგი დაცვის დიზაინის ნაწილზე გავრცელებაზე უარს აცხადებს; ბ) რეესტრის მონაცემებში ან განაცხადში სასამართლოს, სააპელაციო პალატის ან დიზაინის ხელახალი ექსპერტიზის იმ გადაწყვეტილების შეტანით, რომლითაც დიზაინის რეგისტრაცია ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი.

5.სააპელაციო პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანა დასაშვებია შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან/ჩაბარებიდან 3 თვის ვადაში.

6.სააპელაციო პალატა სააპელაციო საჩივარს იხილავს დადგენილი წესით სააპელაციო საჩივრის შეტანის დღიდან 3 თვის ვადაში.

7.სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება შესაძლებელია კანონით დადგენილ ვადაში გასაჩივრდეს სასამართლოში. საქართველოს 2025 წლის 11 ნოემბრის კანონი №1029 – ვებგვერდი, 17.11.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4 · ძალაშია 1 იან. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 14 ივლ. 2010 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 17 ნოე. 2025

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
40³91638⁴291729212222¹25281413720
მითითებამნიშვნელობით ახლოსდიზაინის შესახებსაქართველოს საპატენტო …სასაქონლო ნიშნების შეს…საქონლის ადგილწარმოშობ…საჯარო რეესტრის შესახე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა