საერთო სასამართლოების შესახებ

მუხლი 23. სააპელაციო სასამართლოს შემადგენლობა

რედაქცია №61 კონსოლიდირებული · 4 მარ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 3 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾250-დან

გიორგი ფანცულაიასალომე კობერიძელექსო სვიმონიშვილი

1.სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

2.სააპელაციო სასამართლოში იქმნება: ა) სამოქალაქო საქმეთა პალატა; ბ) ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა; გ) სისხლის სამართლის საქმეთა პალატა; დ) საგამოძიებო კოლეგია.

2¹.სააპელაციო სასამართლოში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, შეიძლება განხორციელდეს მოსამართლეთა უფრო ვიწრო სპეციალიზაცია ან, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულების გარდა, დამატებით შეიქმნას სხვა სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეული/ერთეულები (ერთი ან რამდენიმე პალატა/კოლეგია).

3.სააპელაციო სასამართლოს პალატებსა და საგამოძიებო კოლეგიაში მოსამართლეთა რაოდენობას და მათ შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

4.აუცილებლობის შემთხვევაში, მართლმსაჯულების განხორციელების შეფერხების თავიდან ასაცილებლად სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესის შესაბამისად შერჩეულ მოსამართლეს, მისი თანხმობით, შეიძლება დაავალოს საქმის განხილვაში მონაწილეობა ამავე სასამართლოს სხვა პალატაში ან საგამოძიებო კოლეგიაში.

5.სააპელაციო სასამართლოს თითოეულ პალატასა და საგამოძიებო კოლეგიას ჰყავთ თავმჯდომარეები. სააპელაციო სასამართლოს პალატებისა და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეებს შესაბამისი პალატისა და კოლეგიის შემადგენლობიდან 10 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლე სააპელაციო სასამართლოს პალატის თავმჯდომარედ ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარედ დაინიშნება თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში.

6.სააპელაციო სასამართლოს ჰყავს თავმჯდომარე და თავმჯდომარის 2 მოადგილე, რომელთაც სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთაგან 10 წლის ვადით თანამდებობებზე ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დასაბუთებული გადაწყვეტილებით. თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ ან თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნება თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შეიძლება დანიშნოს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ მისი, როგორც თავმჯდომარის მოადგილის, უფლებამოსილების ვადით.

7.სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, პალატის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის დანიშვნამდე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, მისი უფლებამოსილების განხორციელება შეიძლება დაეკისროს ამავე სასამართლოს ერთ-ერთ მოსამართლეს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია შეუწყვიტოს მოსამართლეს მისთვის დაკისრებული აღნიშნული უფლებამოსილება.

8.სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, სააპელაციო სასამართლოს პალატის თავმჯდომარის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; ბ) სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტა; გ) დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების სახით სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის/მოადგილის, სააპელაციო სასამართლოს პალატის თავმჯდომარის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება; დ) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის/მოადგილის, სააპელაციო სასამართლოს პალატის თავმჯდომარის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლა.

9.ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობისას (გარდა იმავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, სააპელაციო სასამართლოს პალატის თავმჯდომარის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა ფორმდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.

10.ამ მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სააპელაციო სასამართლოს პალატის თავმჯდომარე ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე თანამდებობიდან თავისუფლდება ამ კანონის XIII 1 თავის შესაბამისად. საქართველოს 2013 წლის 1 ნოემბრის ორგანული კანონი №1489 - ვებგვერდი, 13.11.2013წ. საქართველოს 2017 წლის 8 თებერვლის ორგანული კანონი №255 - ვებგვერდი, 13.02.2017წ. საქართველოს 2018 წლის 7 მარტის ორგანული კანონი №2034 - ვებგვერდი, 29.03.2018წ. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ . საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის ორგანული კანონი №1252 – ვებგვერდი, 18.12.2025წ.

სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 1

ყველა გადაწყვეტილება
  • №ას-1267-20192020-02-2543
    დაუშვებლობა (T5)

    იწვევს თუ არა მომხსენებელი მოსამართლის აცილების შემდეგ საქმის სხვა კოლეგიური შემადგენლობისათვის გადაცემა სასამართლოს შემადგენლობის არაკანონიერებას?

    დავა შეეხებოდა წინარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული კომერციული ფართის გადაცემის ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელეს მოთხოვნილი თანხა სრულად მიაკუთვნა. უზენაესმა სასამართლომ არ გაიზიარა კომპანიის პრეტენზიები სასამართლოს შემადგენლობის, მიუკერძოებლობისა და ზიანის ოდენობის შესახებ და განმარტა მტკიცების ტვირთისა და ახალი მტკიცებულებების წარდგენის წესები. საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დაუშვებლად იქნა ცნობილი და არსებითად არ განხილულა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №59 · ძალაშია 31 დეკ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 11

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 18 დეკ. 2025

    23-ე მუხლის მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტებში თანამდებობათა ჩამონათვალში სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილესთან ერთად დაემატა თავმჯდომარის პირველი მოადგილე. შესაბამისად, დანიშვნამდე უფლებამოსილების დროებითი დაკისრების, შეწყვეტის საფუძვლებისა და შეწყვეტის გაფორმების წესები ამ თანამდებობაზეც ვრცელდება.

  2. · გამოქვეყნდა 27 ივნ. 2025

    23-ე მუხლში მე-4 პუნქტით სხვა პალატაში დასავალებელი მოსამართლე შეირჩევა საქმეთა ავტომატური განაწილების წესით; მე-5 და მე-6 პუნქტებში თავმჯდომარეთა და მოადგილის ვადა 10 წელია და ამოღებულია 3 წლით განწესებულ მოსამართლეთა დანიშვნის შეზღუდვა და კონსულტაციების წესი.

  3. · გამოქვეყნდა 25 დეკ. 2019
  4. · გამოქვეყნდა 26 აპრ. 2018

    მე-9 პუნქტში სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, მოადგილის, პალატის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის გათავისუფლება ცალკე კანონის ნაცვლად ამ კანონის XIII 1 თავის შესაბამისად ხდება.

  5. დაემატა 2¹ პუნქტი სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეთა უფრო ვიწრო სპეციალიზაციის შესახებ; მე-7 პუნქტში თანამდებობაზე დანიშვნამდე უფლებამოსილების მოსამართლისთვის დაკისრების წესი გავრცელდა სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარესა და მის მოადგილეზე.

  6. · გამოქვეყნდა 13 თებ. 2017
  7. 23-ე მუხლიდან ამოღებულია სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეთა, მოადგილეთა, პალატებისა და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეთა 5-წლიანი ვადით დანიშვნისა და გათავისუფლების წესი.

  8. მე-5 და მე-6 პუნქტებში ძველი ვადის შეზღუდვა ამოღებულია და მის ნაცვლად დაემატა წესი ვადიანად დანიშნული მოსამართლის თავმჯდომარედ (მოადგილედ) დანიშვნაზე — უფლებამოსილების ვადის ფარგლებში, არაუმეტეს 5 წლით.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
25606461112224473024¹261923
მნიშვნელობით ახლოსსაერთო სასამართლოების …პროკურატურის შესახებსაქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს სისხლის სა…ადამიანის უფლებათა და …საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №61 · ბოლოს შემოწმდა