1.ძველ და ახალ კრედიტორებს შორის ვალდებულებების მიმართ მოთხოვნის დათმობისას გამოიყენება იმ ქვეყნის სამართალი, რომელსაც ექვემდებარება მათ შორის დადებული ხელშეკრულება.
2.სამართალი, რომელსაც ექვემდებარება გადაცემული მოთხოვნა, განსაზღვრავს, შეიძლება თუ არა ამ მოთხოვნის გადაცემა, აგრეთვე მოვალის უფლება-მოვალეობებს ძველი და ახალი კრედიტორების მიმართ.




