საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

მუხლი 363⁵⁰. გადაწყვეტილების მოდიფიკაცია

რედაქცია №178 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.კრედიტორი და მოვალე უფლებამოსილი არიან მიმართონ სასამართლოს და მოითხოვონ კონვენციის ფარგლებში ალიმენტის გადახდევინების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების ან საქართველოში ცნობილი გადაწყვეტილების მოდიფიკაცია.

2.კონვენციის ფარგლებში მისი ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მოდიფიკაცია (მათ შორის, დაკისრებული თანხის გაზრდის ან შემცირების მოთხოვნით) ნებადართულია, როდესაც მომხდარია კრედიტორის ან მოვალის მატერიალური, ოჯახური ან იმ ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოების არსებითი ცვლილება, რომლის საფუძველზედაც თავდაპირველი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

3.თუ ალიმენტის გადახდევინების საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ, დაუშვებელია მოვალის მიმართვის საფუძველზე ამ გადაწყვეტილების მოდიფიკაციის მიზნით საქმის წარმოების დაწყება, თუკი კრედიტორი მუდმივად ცხოვრობს ისევ იმ სახელმწიფოში, სადაც ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

4.ამ მუხლის მე-3 ნაწილი არ გამოიყენება, თუ: ა) მხარეებს შორის არსებობს წერილობითი შეთანხმება სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოს იურისდიქციის საკითხზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაბამისი დავა ეხება ბავშვის რჩენის ვალდებულებას; ბ) კრედიტორი აშკარად ეთანხმება სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ იურისდიქციის გავრცელებას ან პირველი შესაძლებლობისთანავე, იურისდიქციის საკითხის სადავოდ გახდომის გარეშე იღებს მონაწილეობას საქმის არსებით განხილვაში; გ) გადაწყვეტილების მიმღები სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს არ შეუძლია იურისდიქციის გავრცელება ან უარს ამბობს იურისდიქციის გავრცელებაზე ამ გადაწყვეტილების მოდიფიკაციისთვის/მასში ცვლილებების შესატანად ან ახალი გადაწყვეტილების მისაღებად; დ) გადაწყვეტილების მიმღები სახელმწიფოს გადაწყვეტილების ცნობა ვერ მოხდება ან ეს გადაწყვეტილება აღსრულებას არ ექვემდებარება იმ მეორე სახელმწიფოს ტერიტორიაზე, სადაც მოიაზრება უკვე მიღებული გადაწყვეტილების მოდიფიკაციის ან ახალი გადაწყვეტილების მიღების პროცედურების განხორციელება. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3947 – ვებგვერდი, 25.12.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №163 · ძალაშია 1 მაი. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 31 დეკ. 1997 – 1 მაი. 2024 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

ლაშა კაპანაძე

ლაშა კაპანაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100-დან

აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

თათია თოხაძე

თათია თოხაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი, დამატებითი სპეციალიზაცია - სამშენებლო სამართალი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ბავშვთა უფლებები

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
186275363⁴⁸363⁴⁶363⁵¹123412312049240231145¹38363⁵⁰
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…რეაბილიტაციისა და კრედ…საქართველოს სამოქალაქო…საგადახდო სისტემისა და…საქართველოს საგადასახა…საერთაშორისო კერძო სამ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №178 · ბოლოს შემოწმდა