1.არსებული მიმწოდებელი ვალდებულია, ამ წესებით დადგენილი პირობებით, უზრუნველყოს მომხმარებლისთვის მიწოდება ახალ მიმწოდებელთან დადებული მიწოდების ხელშეკრულების ძალაში შესვლასა და ახალი მიმწოდებლის მიერ მიწოდების დაწყებამდე, იმგვარად, რომ აღნიშნულმა არ გამოიწვიოს მომხმარებლისთვის მიწოდების წყვეტა. ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც მომხმარებელს მიწოდება შეწყვეტილი ჰქონდა არსებული მიმწოდებლის მოთხოვნით ან თუ მომხმარებელი არ იხდის მომსახურების საფასურს ამ წესებით დადგენილი პირობების შესაბამისად.
2.თუ მომხმარებელი ამ წესებით დადგენილ ვადაში არ გადაიხდის არსებული მიმწოდებლის მიერ საბოლოო დარიცხვის პერიოდზე დარიცხულ მომსახურების საფასურს, არსებული მიმწოდებელი აღნიშნულის თაობაზე აცნობებს ახალ მიმწოდებელს, რომელიც ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიმართოს შესაბამის სისტემის ოპერატორს მომხმარებლისთვის მიწოდების შეწყვეტის მოთხოვნით. თავი VI. გარდამავალი დებულებები

