ნიადაგის დაცვის შესახებ

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 2 ნოე. 2021

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ნიადაგის დაცვის პრობლემა დიდ მნიშვნელობას იძენს მცირემიწიანი საქართველოსთვის, სადაც ეროზიული პროცესების, ნიადაგის გაჭუჭყიანებისა და დანაგვიანების, მეორადი დაჭაობების და დამლაშების, სასარგებლო წიაღისეულისა და საშენი მასალების ღია წესით მოპოვების, ადამიანის არასწორი სამეურნეო მოქმედების შედეგად დიდია ნიადაგის დანაკარგები.

2.ნიადაგის დაცვა სახელმწიფოებრივი პრობლემაა, რადგან საქართველოში გავრცელებული ყველა ტიპის ნიადაგის, მათ შორის მწირი, მლაშე, დაჭაობებული, ბიცობი, მჟავე და ძლიერ დატენიანებული ნიადაგების სწორი და რაციონალური გამოყენება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და საერთოდ ეკონომიკის დინამიკური განვითარების მთავარი რეზერვია.

სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 1

ყველა გადაწყვეტილება
  • №ას-665-20242025-02-2835
    დაუშვებლობა (T5)

    რა წინაპირობები უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისას?

    გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოპასუხისგან გარემოსათვის მიყენებული ზიანის ფულად ანაზღაურებას ითხოვდა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა დელიქტური პასუხისმგებლობის წინაპირობები და თვითდახმარების აუცილებლობის მტკიცების ტვირთი. სასამართლომ გაიზიარა ქვედა ინსტანციების შეფასება, რომ მოპასუხე რეალური და მყისიერი საფრთხის პირობებში აუცილებელი თვითდახმარების ფარგლებში მოქმედებდა. საკასაციო საჩივარი სსსკ 391-ე მუხლის საფუძველზე დაუშვებლად იქნა ცნობილი და არსებითად არ განხილულა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 8 ოქტ. 1997 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5125622384534570311
მნიშვნელობით ახლოსნიადაგის დაცვის შესახე…ნიადაგების კონსერვაციი…გარემოს დაცვის შესახებკანონი საქართველოს საბ…საქართველოს ტყის კოდექ…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა