წიაღის დაცვის ძირითადი მოთხოვნებია: ა) არ დაუშვან წიაღით თვითნებური სარგებლობა; ბ) დაიცვან განსაკუთრებული სამეცნიერო და კულტურული მნიშვნელობის წიაღის ობიექტები ან უბნები; გ) დაიცვან სასარგებლო წიაღისეულის საბადოები მათი განლაგების ფართობების განაშენიანებისაგან, წყალსაცავებით დატბორვისაგან და სხვა; დ) რაციონალურად ისარგებლონ სასარგებლო წიაღისეულით და გამოიყენონ სამთომომპოვებელი მრეწველობის ნარჩენები; ე) დაიცვან წიაღის ის უბნები, რომლებიც გამოიყენება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან დაკავშირებული საინჟინრო ნაგებობების, მიწისქვეშა საცავების, ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული ნაგავსაყრელების, ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტებისა და ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოსაწყობად; ვ) დაიცვან სარგებლობისათვის წიაღის გადაცემის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესები და არ დაუშვან წიაღით თვითნებურად (ულიცენზიოდ ან ლიცენზიით გამოყოფილი სამთო ნაკვეთის ფარგლებს გარეთ) სარგებლობა; ზ) უზრუნველყონ წიაღის სრული და კომპლექსური შესწავლა და წიაღის დაცვისა და მისი რესურსების რაციონალური, კომპლექსური გამოყენება; თ) წინასწარ შეისწავლონ წიაღი იმისათვის, რომ მიღებულ იქნეს სარწმუნო მონაცემები სასარგებლო წიაღისეულის მარაგების შეფასებისა და წიაღით სარგებლობის სხვა ობიექტების მახასიათებლების დასადგენად; ი ) აღრიცხონ სასარგებლო წიაღისეულის მარაგები და წიაღით სარგებლობის ობიექტებზე გაცემული წიაღის უბნები ; კ) შესაძლებელი სისრულით ამოიღონ წიაღიდან როგორც ძირითადი, ასევე თანმდევი სასარგებლო წიაღისეული და უზრუნველყონ მათი აღრიცხვა, აგრეთვე უზრუნველყონ დანაკარგების შესაბამისობა მოქმედ სტანდარტებთან, ნორმებთან და წესებთან და განახორციელონ ღონისძიებები მათ შესამცირებლად; ლ) დაიცვან სასარგებლო წიაღისეულის საბადოები დატბორვისაგან, გაწყლიანებისაგან, დაბინძურებისაგან, ხანძრის, დაშრეტისა და სხვა ფაქტორებისაგან, რომლებიც აუარესებენ წიაღისეულის ხარისხს, ამცირებენ საბადოს სამრეწველო ღირებულებას ან ართულებენ მის ათვისებას; მ) თავიდან აიცილონ წიაღზე მავნე ზემოქმედება გაზისა და სხვა ნივთიერებების წიაღში შენახვის, მავნე ნივთიერებებისა და წარმოების ნარჩენების ჩამარხვის, ჩამდინარე წყლების ჩაშვების დროს; ნ) დაიცვან სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელ წარმოებათა და იმ მიწისქვეშა ნაგებობების კონსერვაციისა და ლიკვიდაციის დადგენილი წესები, რომლებიც დაკავშირებული არ არიან წიაღისეულის მოპოვებასთან; ო) აღკვეთონ წიაღით სარგებლობის ობიექტების განლაგების ფართობზე თვითნებური განაშენიანება; პ) არ დაუშვან სასმელი წყლითა და ტექნიკური წყლით მომარაგების სათავო ნაგებობებთან ახლოს და მათი წყალშემკვრელი ფართობების ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნარჩენების განთავსება; ჟ) უზრუნველყონ გარემოს მდგომარეობაზე წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებული სამუშაოების გავლენის სარწმუნო პროგნოზირება და შეფასება, განახორციელონ აუცილებელი ზომები გარემოსა და მოსახლეობის უსაფრთხოების დასაცავად. საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის კანონი №1409 - სსმ I, №22, 18.05.2005 წ., მუხ.153 საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2014 წლის 26 დეკემბრის კანონი №3006 – ვებგვერდი, 12.01.2015წ.
მუხლი 38. წიაღით რაციონალურად სარგებლობისა და მისი დაცვის ძირითადი მოთხოვნები
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №14 · ძალაშია 15 იან. 2015-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 3
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
- · გამოქვეყნდა 12 იან. 2015
- · გამოქვეყნდა 5 აპრ. 2013
„ი“ ქვეპუნქტი ახლა ავალდებულებს, აღრიცხონ სასარგებლო წიაღისეულის მარაგები და გაცემული წიაღის უბნები; სახელმწიფო ექსპერტიზისა და სახელმწიფო აღრიცხვის ფორმულირება ამოღებულია.
38-ე მუხლის ჩამონათვალი დანომრილ ქვეპუნქტებად დაიყო; კ) ქვეპუნქტით დაემატა დანაკარგების შესაბამისობისა და შემცირების ვალდებულება.
რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით
სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

