Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკანიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებმუხლი 2

ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ

მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 30 ივნ. 2023
თემები:დაბინძურების კონტროლი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ნიადაგი – დედამიწის ზედა, ფხვიერი და ნაყოფიერი ფენა, რომელიც ნიადაგწარმომქმნელ ფაქტორთა ხანგრძლივი ურთიერთმოქმედების შედეგია; ბ) ნიადაგის ეროზია − ბუნებრივი ან ანთროპოგენური ფაქტორების ზეგავლენის შედეგად ნიადაგური მასის რღვევა, დაშლა, გადატანა, ჩამორეცხვა; გ) ნიადაგის ნაყოფიერება – ნიადაგის უმთავრესი და არსებითი თვისება, რომელიც განასხვავებს მას დედაქანისაგან და რომელიც გულისხმობს სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის უზრუნველმყოფი თვისებების ერთობლიობას; დ) ნიადაგის ტიპი – ნიადაგის კლასიფიკაციის ძირითადი ტაქსონომიური ერთეული; ე) მლაშობი ნიადაგი – წყალში ხსნადი მარილებით მდიდარი ნიადაგი, რომელიც ხასიათდება უარყოფითი ფიზიკურ-ქიმიური თვისებებით და მნიშვნელოვნად აბრკოლებს მცენარეთა ზრდა-განვითარებას; ვ) ბიცობი ნიადაგი – ნიადაგი, რომლის პროფილშიც ნატრიუმიანი ჰორიზონტი გამოხატულია ზედაპირიდან 100 სმ-ის ფარგლებში; ზ) მჟავე ნიადაგი – ნიადაგი, რომელსაც ახასიათებს ფუძეებით მაძღრობის დაბალი ხარისხი და მჟავე რეაქცია; თ) ძლიერდაქვიანებული ნიადაგი – ნიადაგი, რომლის ზედაპირის 20-40% დაფარულია 5 სმ-ზე მეტი დიამეტრის ქვებით; ი) დეგრადირებული ნიადაგი – ნიადაგი, რომლის ბიოლოგიური თვისებები გაუარესებულია, ხოლო ეკონომიკური მაჩვენებლები დაცემულია სხვადასხვა ფაქტორთა ზემოქმედების შედეგად; კ) ნიადაგის ბონიტირება – ნიადაგის, როგორც სოფლისა და სატყეო მეურნეობის წარმოების ძირითადი საშუალების, ხარისხობრივი შეფასება, რაც დაფუძნებულია ნიადაგის თვისებებსა და მოსავლიანობის დონეზე და გამოხატულია რაოდენობრივი მაჩვენებლებით; ლ) დაჭაობება – პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ნიადაგში ტენიანობის გაზრდის შედეგად და რომელსაც თან სდევს მცენარეულობის, მიკროფლორისა და ჟანგვა-აღდგენის რეჟიმის შეცვლა, რკინის ქვეჟანგისა და დაუშლელი ორგანული ნივთიერებების დაგროვება; მ) ნიადაგის მონიტორინგი – ნიადაგში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვება დროსა და სივრცეში, მიღებული მონაცემების ანალიზი და პროგნოზი; ნ) რეკულტივაცია – სხვადასხვა ფაქტორთა ზემოქმედების შედეგად დაზიანებული მიწების აღდგენა და სასოფლო-სამეურნეო ათვისება; ო) ნიადაგების კონსერვაცია – ნიადაგების დაცვა და ტიპური სახით შენარჩუნება; პ) ქიმიური მელიორაცია – თაბაშირის, კირის, ტორფ-კომპოსტების, ბენტონიტების და სხვა ქიმიური შენაერთების გამოყენებით ნიადაგის ფიზიკურ-ქიმიური თვისებების გაუმჯობესება; ჟ) მელიორირებული ნიადაგი – ნიადაგი, რომელზედაც, ჩატარებულია სამელიორაციო ღონისძიებები (ირიგაცია, დაშრობა, ქიმიური მელიორაცია, ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებები, ნიადაგის ძირეული და ზედაპირული გაუმჯობესება და სხვა); რ) მელიორანტი – ქიმიური, ბიოლოგიური და სხვა ნაერთები, რომლებიც გამოიყენება ნიადაგის გასაუმჯობესებლად; ს) რადიონუკლიდები – რადიოაქტიური ელემენტები (სტრონციუმი, ცეზიუმი და სხვა), რომლებიც ნიადაგში შეიძლება მოხვდეს სხვადასხვა გზით; ტ) აგრომადნეულები – წიაღისეული, რომელსაც აქვს ნიადაგების გაუმჯობესებისა და ნაყოფიერების ამაღლების თვისებები; უ) წარმოების ნარჩენები – მრეწველობაში პროდუქციის გადამუშავების შედეგად მიღებული ნარჩენი მასა, რომელიც გამოიყენება ნიადაგების გასაუმჯობესებლად; ფ) ჰუმუსი – ნიადაგში არსებული სპეციფიკური და არასპეციფიკური ორგანული ნივთიერებების ერთობლიობა, მუქად შეფერილი უფორმო მასა, რომელიც არ შეიცავს ცოცხალ ორგანიზმებსა და მათი ნარჩენების ისეთ მინარევებს, რომელთაც შენარჩუნებული აქვთ უჯრედული აგებულება; ქ) ბიოსფერო – აქტიური არეალი, რომლის შედგენილობა, სტრუქტურა და ენერგეტიკა განპირობებულია ცოცხალი ორგანიზმების ცხოველმყოფელობით; ღ) მიწა – ხმელეთის ბიოპროდუქტიული სისტემა, რომელიც მოიცავს ნიადაგს, მცენარეულ საფარს, სხვა ბიომასებს, ეკოლოგიურ და ჰიდროლოგიურ პროცესებს, რომლებიც მოქმედებენ ამ სისტემაში; ყ) მიწის კადასტრი – მიწის სახელმწიფო რეგისტრაცია; შ) ღვარცოფი – მთისა და მთისწინა რეგიონებიდან დიდი რაოდენობით მთის ქანის ნანგრევის დაბლობში ჩამოტანა, რაც იწვევს ნიადაგის გადარეცხვას და ფართობის დარიყვას; ჩ) მეწყერი – ფერდობების დიდი მოცულობით ჩამონგრევა; ც) ზვავი – დიდ გროვად წამოსული ჩამორღვეული მიწა ან თოვლი; ძ) წყალდიდობა – მდინარეების ადიდება თოვლის დნობის ან წვიმების შედეგად; წ) აბრაზია – ზღვის ნაპირისა და მიმდებარე ტერიტორიის რღვევა-ჩარეცხვა წყლის მიმოქცევისა და ტალღების შედეგად. საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №972 – ვებგვერდი, 05.11.2021წ.

რედაქციების შედარება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ნიადაგი – დედამიწის ზედა, ფხვიერი და ნაყოფიერი ფენა, რომელიც ნიადაგწარმომქმნელ ფაქტორთა ხანგრძლივი ურთიერთმოქმედების შედეგია; ბ) ნიადაგის ეროზია −– ბუნებრივინიადაგის ანზედა ანთროპოგენურიფენის ფაქტორებისრღვევა, ზეგავლენისდაშლა, შედეგადგაფანტვა ნიადაგურიდა მასისჩამორეცხვა რღვევა,ანთროპოგენური დაშლა,და გადატანა,სხვა ჩამორეცხვა;ფაქტორების ზეგავლენის შედეგად; გ) ნიადაგის ნაყოფიერება – ნიადაგის უმთავრესი და არსებითი თვისება, რომელიც განასხვავებს მას დედაქანისაგან და რომელიც გულისხმობს სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის უზრუნველმყოფი თვისებების ერთობლიობას; დ) ნიადაგის ტიპი – ნიადაგის კლასიფიკაციის ძირითადი ტაქსონომიური ერთეული; ე) მლაშობი ნიადაგი – წყალში ხსნადი მარილებით მდიდარი ნიადაგი, რომელიც ხასიათდება უარყოფითი ფიზიკურ-ქიმიური თვისებებით და მნიშვნელოვნად აბრკოლებს მცენარეთა ზრდა-განვითარებას; ვ) ბიცობი ნიადაგი – ნიადაგი, რომლის პროფილშიც ნატრიუმიანი ჰორიზონტი გამოხატულია ზედაპირიდან 100 სმ-ის ფარგლებში; ზ) მჟავე ნიადაგი – ნიადაგი, რომელსაც ახასიათებს ფუძეებით მაძღრობის დაბალი ხარისხი და მჟავე რეაქცია; თ) ძლიერდაქვიანებული ნიადაგი – ნიადაგი, რომლის ზედაპირის 20-40% დაფარულია 5 სმ-ზე მეტი დიამეტრის ქვებით; ი) დეგრადირებული ნიადაგი – ნიადაგი, რომლის ბიოლოგიური თვისებები გაუარესებულია, ხოლო ეკონომიკური მაჩვენებლები დაცემულია სხვადასხვა ფაქტორთა ზემოქმედების შედეგად; კ) ნიადაგის ბონიტირება – ნიადაგის, როგორც სოფლისა და სატყეო მეურნეობის წარმოების ძირითადი საშუალების, ხარისხობრივი შეფასება, რაც დაფუძნებულია ნიადაგის თვისებებსა და მოსავლიანობის დონეზე და გამოხატულია რაოდენობრივი მაჩვენებლებით; ლ) დაჭაობება – პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ნიადაგში ტენიანობის გაზრდის შედეგად და რომელსაც თან სდევს მცენარეულობის, მიკროფლორისა და ჟანგვა-აღდგენის რეჟიმის შეცვლა, რკინის ქვეჟანგისა და დაუშლელი ორგანული ნივთიერებების დაგროვება; მ) ნიადაგის მონიტორინგი – ნიადაგში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვება დროსა და სივრცეში, მიღებული მონაცემების ანალიზი და პროგნოზი; ნ) რეკულტივაცია – სხვადასხვა ფაქტორთა ზემოქმედების შედეგად დაზიანებული მიწების აღდგენა და სასოფლო-სამეურნეო ათვისება; ო) ნიადაგების კონსერვაცია – ნიადაგების დაცვა და ტიპური სახით შენარჩუნება; პ) ქიმიური მელიორაცია – თაბაშირის, კირის, ტორფ-კომპოსტების, ბენტონიტების და სხვა ქიმიური შენაერთების გამოყენებით ნიადაგის ფიზიკურ-ქიმიური თვისებების გაუმჯობესება; ჟ) მელიორირებული ნიადაგი – ნიადაგი, რომელზედაც, ჩატარებულია სამელიორაციო ღონისძიებები (ირიგაცია, დაშრობა, ქიმიური მელიორაცია, ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებები, ნიადაგის ძირეული და ზედაპირული გაუმჯობესება და სხვა); რ) მელიორანტი – ქიმიური, ბიოლოგიური და სხვა ნაერთები, რომლებიც გამოიყენება ნიადაგის გასაუმჯობესებლად; ს) რადიონუკლიდები – რადიოაქტიური ელემენტები (სტრონციუმი, ცეზიუმი და სხვა), რომლებიც ნიადაგში შეიძლება მოხვდეს სხვადასხვა გზით; ტ) აგრომადნეულები – წიაღისეული, რომელსაც აქვს ნიადაგების გაუმჯობესებისა და ნაყოფიერების ამაღლების თვისებები; უ) წარმოების ნარჩენები – მრეწველობაში პროდუქციის გადამუშავების შედეგად მიღებული ნარჩენი მასა, რომელიც გამოიყენება ნიადაგების გასაუმჯობესებლად; ფ) ჰუმუსი – ნიადაგში არსებული სპეციფიკური და არასპეციფიკური ორგანული ნივთიერებების ერთობლიობა, მუქად შეფერილი უფორმო მასა, რომელიც არ შეიცავს ცოცხალ ორგანიზმებსა და მათი ნარჩენების ისეთ მინარევებს, რომელთაც შენარჩუნებული აქვთ უჯრედული აგებულება; ქ) ბიოსფერო – აქტიური არეალი, რომლის შედგენილობა, სტრუქტურა და ენერგეტიკა განპირობებულია ცოცხალი ორგანიზმების ცხოველმყოფელობით; ღ) მიწა – ხმელეთის ბიოპროდუქტიული სისტემა, რომელიც მოიცავს ნიადაგს, მცენარეულ საფარს, სხვა ბიომასებს, ეკოლოგიურ და ჰიდროლოგიურ პროცესებს, რომლებიც მოქმედებენ ამ სისტემაში; ყ) მიწის კადასტრი – მიწის სახელმწიფო რეგისტრაცია; შ) ღვარცოფი – მთისა და მთისწინა რეგიონებიდან დიდი რაოდენობით მთის ქანის ნანგრევის დაბლობში ჩამოტანა, რაც იწვევს ნიადაგის გადარეცხვას და ფართობის დარიყვას; ჩ) მეწყერი – ფერდობების დიდი მოცულობით ჩამონგრევა; ც) ზვავი – დიდ გროვად წამოსული ჩამორღვეული მიწა ან თოვლი; ძ) წყალდიდობა – მდინარეების ადიდება თოვლის დნობის ან წვიმების შედეგად; წ) აბრაზია – ზღვის ნაპირისა და მიმდებარე ტერიტორიის რღვევა-ჩარეცხვა წყლის მიმოქცევისა და ტალღების შედეგად. საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №972 – ვებგვერდი, 05.11.2021წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 19 ნოე. 2021· გამოქვეყნდა 5 ნოე. 2021
წინა მუხლი 1შემდეგი მუხლი 3

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ნიადაგის დაბინძურების სამართალისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-06-30 · №10

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2021-11-05
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ

  • 1კანონის რეგულირების სფერო
  • 5ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების ღონისძიებები
  • 9ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების ღონისძიებათა განხორციელების ობიექტები

ნიადაგის დაცვის შესახებ

  • 11კანონში მოცემული ტერმინების განმარტება
  • 1ზოგადი დებულებები

ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

სამრეწველო ემისიების შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ

  • 1¹ტერმინთა განმარტება

საჯარო რეესტრის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
15921¹111233322
მნიშვნელობით ახლოსნიადაგის დაცვის შესახე…ქარსაფარი (მინდორდაცვი…ნიადაგების კონსერვაციი…გარემოსდაცვითი პასუხის…სავალდებულო სერტიფიცირ…სამრეწველო ემისიების შ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 30 ივნ. 2023