ნიადაგის დაცვის შესახებ

მუხლი 12. გარდამავალი დებულებანი

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 2 ნოე. 2021

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ამ კანონის საფუძველზე მიღებულ იქნეს შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები: ა) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანება „ეროზიული პროცესების თავიდან ასაცილებლად მაღალმთიან საძოვრებზე ნახირისა და ფარის ვერტიკალური ძოვების წესის დამტკიცების შესახებ“; ბ) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანება „ეროზიული პროცესების თავიდან ასაცილებლად მაღალმთიან საძოვრებზე ნახირისა და ფარის ძოვებისას და გადაადგილებისას მათი რიცხოვნობის ზღვრული რაოდენობების დამტკიცების შესახებ“; გ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის და საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ერთობლივი ბრძანება „მაღალმთიან რეგიონებში სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობით გამოწვეული ნიადაგისა და წყლის გაუვარგისების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების გაანგარიშების მეთოდის დამტკიცების შესახებ“; დ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის და საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის ერთობლივი ბრძანება „მაღალმთიან რეგიონებში საწვავად და სხვა მიზნით მოხმარებისათვის აკრძალული სუბალპური და ალპური მცენარეულობის ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“; ე) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის, საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარისა და საქართველოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ერთობლივი ბრძანება „მაღალმთიან რეგიონებში ეროზირებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უბნების იდენტიფიკაციის, მათი სამიწათმოწყობო და მიწის საბალანსო დოკუმენტებსა და კარტოგრაფიულ მასალებზე დატანის წესის დამტკიცების შესახებ“.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები მიღებულ იქნეს 2003 წლის 1 იანვრამდე.

3.საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2011 წლის 1 ოქტომბრამდე დაამტკიცოს „სამელიორაციო სისტემების ტექნიკური ექსპლუატაციის წესები“. საქართველოს  2002 წლის 19 ნოემბრის კანონი №1751 - სსმ I, № 31, 10.12.2002 წ; მუხ.138 საქართველოს 2011 წლის 14 ივნისის კანონი №4755 - ვებგვერდი, 28.06.2011წ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე – სახელმწიფოს მეთაური                                                          ედუარდ შევარდნაძე საქართველოს პარლამენტის სპიკერი                                   ვახტანგ გოგუაძე თბილისი , 1994 წლის 12 მაისი. №490 –IIს

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 14 დეკ. 2017-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 8 ოქტ. 1997 – 10 დეკ. 2002 მუხლი კანონში არ იყო

  2. … – 8 ოქტ. 1997 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 29 დეკ. 2010

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
283481759212458¹943093112
მნიშვნელობით ახლოსნიადაგის დაცვის შესახე…ნიადაგების კონსერვაციი…გეოდეზიური და კარტოგრა…საქართველოს საგადასახა…კულტურული მემკვიდრეობი…გარემოს დაცვის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა