Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკანიადაგის დაცვის შესახებმუხლი 11

ნიადაგის დაცვის შესახებ

მუხლი 11. კანონში მოცემული ტერმინების განმარტება

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 2 ნოე. 2021
თემები:დაბინძურების კონტროლი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112131415161718192021

1.ნიადაგი – დედამიწის ფხვიერი ზედა ნაწილი, რომელიც შექმნილია ქანების, კლიმატის, ბიოსფეროს, რელიეფის ხნოვანების და ადამიანის სამეურნეო საქმიანობის ურთიერთქმედებით.

2.ნიადაგის ეროზია − ბუნებრივი ან ანთროპოგენური ფაქტორების ზეგავლენის შედეგად ნიადაგური მასის რღვევა, დაშლა, გადატანა, ჩამორეცხვა.

3.დაჭაობება – პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ნიადაგში ტენიანობის გაზრდის შედეგად, თან სდევს მცენარეულობის, მიკროფლორის, ჟანგვა - აღდგენის რეჟიმის შეცვლა, რკინის ქვეჟანგისა და დაუშლელი ორგანული ნივთიერების დაგროვება.

4.დამლაშებული ნიადაგი – წყალში ხსნადი მარილებით მდიდარი ნიადაგი, რომელიც აბრკოლებს კულტურული მცენარეების განვითარებას.

5.ბიცობი – ნიადაგის ტიპი, რომელსაც პროფილში ნატრიუმიანი ჰორიზონტი გამოსახული აქვს ზედაპირიდან 100 სმ ფარგლებში.

6.მჟავე ნიადაგი – ნიადაგი, რომელსაც ახასიათებს ფუძეებით ნიადაგის მაძღრობის დაბალი ხარისხი და მჟავე აქვს რექცია (PH 60- ზე).

7.ძლიერი ქვიანობა – ნიადაგის ზედაპირის 20-40%- ით დაფარულობა 5 სმ და მეტი ზომის ქვებით.

8.ნიადაგის ბონიტირება – ნიადაგის, როგორც სოფლისა და სატყეო მეურნეობის წარმოების საშუალებების, ხარისხის შედარებითი შეფასება, გამოხატული რაოდენობრივი მაჩვენებლებით დაფუძნებული ნიადაგისა და მოსავლის დონის აღრიცხვაზე.

9.ნიადაგის ტიპი – ნიადაგის კლასიფიკაციის ძირითადი ტაქსონომიური ერთეული, მასში გაერთიანებული ნიადაგები ვითარდება ერთ ტიპურ ბიოლოგიურ, კლიმატურ და ჰიდროლოგიურ პირობებს.

10.ჰუმუსი – ნიადაგის სპეციალური და არასპეციალური ორგანული ნივთიერებების ერთობლიობა, მუქად შეფერილი უფორმო მასა, რომელიც არ შეიცავს ცოცხალ ორგანიზმებსა და მათი ნარჩენების ისეთ მინარევებს,  რომლებსაც შენარჩუნებული აქვთ უჯრედული აგებულება.

11.რადიონუკლიდები – ატომური იარაღის აფეთქების შედეგად ნიადაგში მოხვედრივი სხვადსხვა ქიმიური ელემენტები: Sr, Zn, J და სხვა.

12.ბიოსფერო – bios – სიცოცხლე, sphaiza – სფერო, აქტიური ცხოველმყოფელობის არეალი, რომლის შედგენილობა, სტრუქტურა და ენერგეტიკა განპირობებულია ცოცხალი ორგანიზმების ცხოველმყოფელობით.

13.რეკულტივაცია – re – განმეორებითი, cultivo – მიწების ნაყოფიერებისა და სასოფლო - სამეურნეო თვისებების აღდგენის კომპლექსური სამუშაოები.

14.მონიტორინგი – ნიადაგში მიმდინარე პროცესების ცვლილებებზე დაკვირვება დროსა და სივრცეში.

15.მაღალმთიანი რეგიონი – „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მაღალმთიანი დასახლება.

16.ნახირი – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი.

17.ფარა – წვრილფეხა პირუტყვი (ცხვარი, თხა).

18.მაღალმთიანი საძოვრები – მაღალმთიან რეგიონებში არსებული საძოვრები.

19.ვერტიკალური ძოვება – ნახირისა და ფარის ძოვება ჰიფსომეტრული სიმაღლის მიხედვით სხვადასხვა ზონებში.

20.მიწების მელიორაცია – ჰიდრომელიორაციული, კულტურ-ტექნიკური, რეკულტივაციის, ქიმიური, აგროტექნიკური, სატყეო-სამელიორაციო, ნიადაგდაცვითი და სხვა სახის კომპლექსური ღონისძიებები, რომელთა განხორციელებაც უზრუნველყოფს მიწების მაღალეფექტიან სასოფლო-სამეურნეო გამოყენებას, ნიადაგის ფიზიკურ-მექანიკური, ქიმიური, წყალ-ჰაეროვანი თვისებების გაუმჯობესებას, ნაყოფიერების ამაღლებას და მცენარეთა ზრდა-განვითარებისათვის ოპტიმალური პირობების შექმნას.

21.პირველადი წყალმოსარგებლე – პირი, რომელსაც სამელიორაციო ინფრასტრუქტურა გადაეცა განკერძოებულ სარგებლობაში და რომელიც უზრუნველყოფს მის ექსპლუატაციას. საქართველოს  2002 წლის 19 ნოემბრის კანონი №1751 - სსმ I, № 31, 10.12.2002 წ. მუხ.138 საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4143 - სსმI,№76, 29.12.2010წ. მუხ.516 საქართველოს 2015 წლის 16 ივლისის კანონი №4040 - ვებგვერდი, 28.07.2015წ. საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №973 – ვებგვერდი, 05.11.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №9 · ძალაშია 19 ნოე. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 19 ნოე. 2021· გამოქვეყნდა 5 ნოე. 2021
  2. 28 ივლ. 2015
  3. 4 თებ. 2011· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2010
  4. 10 დეკ. 2002
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 10შემდეგი მუხლი 12

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ნიადაგის დაბინძურების სამართალისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2 ნოე. 2021 · №9

  • 4 ცვლილება · ბოლო 5 ნოე. 2021
  • 6 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ნიადაგის დაცვის შესახებ

  • 1ზოგადი დებულებები
  • 3ნიადაგის დაცვის ღონისძიებები და საშუალებები

ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
  • 1კანონის რეგულირების სფერო
  • 5ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების ღონისძიებები

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ

  • 1¹ტერმინთა განმარტება

გარემოს დაცვის შესახებ

  • 4ძირითადი ცნებების განმარტებანი

სამრეწველო ემისიების შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ

  • 2 (დანართი 1)ტერმინთა განმარტებები

საქართველოს ტყის კოდექსი

  • 2ტერმინთა განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2151¹4132 (და…233211
მნიშვნელობით ახლოსნიადაგების კონსერვაციი…გარემოსდაცვითი პასუხის…ქარსაფარი (მინდორდაცვი…დაცული ტერიტორიების სი…გარემოს დაცვის შესახებნიადაგის დაცვის შესახე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 2 ნოე. 2021 · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026