ნინო ხუციშვილი
იურისტი
- ვერიფიცირებულია Legal.Ge-ის მიერ · 2026 წლის თებერვალი
- 6 წლის გამოცდილება · ქართული, ინგლისური, რუსული
- კასპი, თბილისი, გორი
ნინო ხუციშვილი არის ადვოკატი, რომელიც სპეციალიზირებულია სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში.
რაში დაგეხმარებათ
საბანკო დავები6 სერვისი
- არაავტორიზებული ან არასწორად შესრულებული გადახდის ოპერაცია — გასაჩივრება და ანაზღაურება
- გარანტიის აღსრულება
- საბანკო დარღვევების პრეტენზიები
- საჩივარი ბანკთან/საგადახდო პროვაიდერთან და ეროვნული ბანკის დავების განმხილველი კომისია — წარმომადგენლობა
- სესხის დეფოლტის სამართალწარმოება
- ფასიანი ქაღალდების სამართალწარმოება
ბიოგრაფია
ნინო ხუციშვილი არის ადვოკატი, რომელიც სპეციალიზირებულია სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში.
2016-2020 წლებში წარჩინებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, ხოლო 2020-2022 წლებში სწავლობდა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში, კერძო სამართლის მიმართულებით.
ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.
2016-2018 წლებში იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თვითმმართველობის აქტიური წევრი.
2018 წელს საქმიანობდა ა(ა)იპ „ასოციაცია პირველი თანასწორთა შორის“-ში იურისტისა და ორგანიზაციის წევრის სტატუსით. მონაწილეობდა პროექტების ორგანიზებაში, ჯგუფების ხელმძღვანელობასა და მენტორობაში, მათ შორის, სკოლებს შორის იმიტირებულ სისხლის სამართლის პროცესებში.
2018 წლიდან არის ა(ა)იპ „თავისუფალი განვითარებისა და სამართლის ცენტრი“-ს თანადამფუძნებელი, სადაც აქტიურად იყო ჩართული პროექტების წერასა და ორგანიზებაში, მოლაპარაკებების წარმოებასა და ორგანიზაციულ მართვაში.
2018-2019 წლებში გაიარა სტაჟირება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის კლინიკის იურიდიული კონსულტაციის ცენტრში, 2018-2020 წლებში - მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის დაენიშნა სახელმწიფო სტიპენდია და 2019-2020 წლებში - გაიარა სახელმწიფო სტაჟირება თბილისის საქალაქო სასამართლოში.
2019-2020 წლებში მუშაობდა ადვოკატის თანაშემწედ მერიის ა(ა)იპ იურიდიულ კლინიკაში - „ჩემი ადვოკატი“.
2020-2024 წლებში მუშაობდა სს „თიბისი ბანკში“ იურისტის პოზიციაზე. მისი საქმიანობა მოიცავდა საკრედიტო და იურიდიული დოკუმენტაციის მომზადებასა და ვიზირებას, კლიენტებთან კომუნიკაციას, დოკუმენტების კანონმდებლობასთან და ბანკის შიდა სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას, საკრედიტო პროდუქტების პროგრამულ რეგისტრაციას, სესხების გაცემისა და გადაფარვის პროცედურების განხორციელებასა და საკრედიტო დოკუმენტაციის სრულ ადმინისტრირებას, ხოლო 2024 წლიდან მუშაობს იურისტად სს “პროკრედიტ ბანკში”.
2021-2024 წლებში იყო შპს „რეესტრი+“-ის ავტორიზებული პირი და ახორციელებდა საჯარო რეესტრში უძრავი ქონებისა და მასთან დაკავშირებული ცვლილებების რეგისტრაციას, ასევე, შსს მომსახურების სააგენტოში - სატრანსპორტო საშუალებების გირავნობის რეგისტრაციას.
არის იურისტი და დამოუკიდებელი სპეციალისტი, რომელიც თანამშრომლობს Legal.ge-ის იურიდიული სერვისების პლატფორმასთან.
2026 წლის მარტიდან არის არასამთავრობო ორგანიზაცია "იურისტთა საერთაშორისო საზოგადოების" წევრი. მისი პროფესიული საქმიანობა მოიცავს იურიდიული კონსულტაციების გაწევას და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ აქტოვობებში აქტიურ ჩართულობას.
გავლილი აქვს არაერთი პროფესიული ტრენინგი და კურსი, მიღებული აქვს უამრავი სერთიფიკატი.
მისი პროფესიული კარიერა მოიცავს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორებში მუშაობას, სადაც მან დააგროვა მნიშვნელოვანი გამოცდილება სამართლის სხვადასხვა დარგებში.
Legal.Ge-ის სტატიები ამ სპეციალისტის შესახებ
მეტი ჩემ შესახებ
ღირებულებები / როგორ ვმუშაობთ
პროფესიონალიზმი, კონფიდენციალურობა
კლიენტის ინტერესების პრიორიტეტი, მაღალი პასუხისმგებლობა და ეფექტური სამართლებრივი გადაწყვეტილებები

