1.ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის მფლობელი ფიზიკური პირის გარდაცვალების ან ორგანიზაციის/დაწესებულების რეორგანიზაციის შემთხვევაში მისი მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე ვალდებულია, ეროვნულ არქივს ან/და მის ტერიტორიულ ორგანოს აცნობოს თავისი ვინაობა და დოკუმენტის შენახვის ადგილი. მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე ვალდებულია უზრუნველყოს დოკუმენტის შენახვა და დაცვა ეროვნული არქივის მიერ შემუშავებული და მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესების შესაბამისად.
ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ



