ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სახელმწიფო ენა – ენა (ენები), რომელსაც (რომლებსაც) ეს სტატუსი საქართველოს კონსტიტუციით აქვს მინიჭებული და რომელიც (რომლებიც), ისტორიული ტრადიციის შესაბამისად, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელების და საქართველოს მოქალაქეების, სხვა ფიზიკური და იურიდიული პირების ურთიერთობის ძირითადი საშუალებაა; ბ) არასახელმწიფო ენა – სახელმწიფო ენის გარდა, ნებისმიერი ენა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში მცხოვრები სხვა პირები პირად ცხოვრებაში თუ საჯაროდ სარგებლობენ; გ) ეროვნული უმცირესობის ენა – არასახელმწიფო ენა, რომელსაც, ტრადიციულად, იყენებენ საქართველოს გარკვეულ ტერიტორიაზე კომპაქტურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები; დ) სალიტერატურო ენა – სახელმწიფო ენის მწიგნობრული, ნორმირებული სახე, რომელიც ემსახურება ოფიციალურ-საქმიანი ურთიერთობების, განათლების, მეცნიერების, კულტურის, მასობრივი კომუნიკაციის ყველა სფეროს; ე) სახელმწიფო ენის დეპარტამენტი – საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა. იგი არის სახელმწიფო ენის კონსტიტუციური სტატუსის დაცვისა და პოპულარიზაციის, ქართული სალიტერატურო ენის ნორმებისა და სპეციალურ ტერმინთა დადგენისა და დამკვიდრების უზრუნველმყოფი და სახელმწიფო ენის ერთიანი პოლიტიკის განმახორციელებელი ორგანო; ვ) სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამა – სახელმწიფო ენის განვითარების, ტექნოლოგიური უზრუნველყოფის, ნორმალიზაციისა და სტანდარტიზაციის ძირითად მიმართულებათა განმსაზღვრელი ერთიანი დოკუმენტი, რომელსაც შეიმუშავებს სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისია და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა; ზ) ტრანსლიტერაცია – ერთი ენის ფონემის (ბგერის) მეორე ენის დამწერლობის ნიშნით გადმოცემა.
Article 3. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება
Consolidation №7 Verified against the current consolidation · 26 Jun 2025
Red-line change· previous → current wording
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სახელმწიფო ენა – ენა (ენები), რომელსაც (რომლებსაც) ეს სტატუსი საქართველოს კონსტიტუციით აქვს მინიჭებული და რომელიც (რომლებიც), ისტორიული ტრადიციის შესაბამისად, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელების და საქართველოს მოქალაქეების, სხვა ფიზიკური და იურიდიული პირების ურთიერთობის ძირითადი საშუალებაა;
ბ) არასახელმწიფო ენა – სახელმწიფო ენის გარდა, ნებისმიერი ენა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში მცხოვრები სხვა პირები პირად ცხოვრებაში თუ საჯაროდ სარგებლობენ;
გ) ეროვნული უმცირესობის ენა – არასახელმწიფო ენა, რომელსაც, ტრადიციულად, იყენებენ საქართველოს გარკვეულ ტერიტორიაზე კომპაქტურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები;
დ) სალიტერატურო ენა – სახელმწიფო ენის მწიგნობრული, ნორმირებული სახე, რომელიც ემსახურება ოფიციალურ-საქმიანი ურთიერთობების, განათლების, მეცნიერების, კულტურის, მასობრივი კომუნიკაციის ყველა სფეროს;
Need help with this law?
Describe your situation — we'll help you find the right specialist.
