1.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
1.
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
2.ბრალდებული უნდა დაიკითხოს დღის საათებში, გარდა გადაუდებელი შემთხვევისა.
3.ბრალდებული უნდა დაიკითხოს წინასწარი გამოძიების ადგილას, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – იქ, სადაც იგი იმყოფება.
4.ბრალდებულის დაკითხვა ტარდება სხვა ბრალდებულთაგან განცალკევებით.
5.ბრალდებულის დაკითხვაზე დასწრების უფლება აქვს დამცველს. ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამცველის მონაწილეობა სავალდებულოა.
6.ბრალდებულის პირველ დაკითხვაში მონაწილეობს პროკურორი ამ კოდექსით დადგენილი წესით.
7.ყრუ-მუნჯი ბრალდებულის დაკითხვა ტარდება იმ პირის მონაწილეობით, რომელიც იგებს მის ნიშნებს და შეუძლია იმავე ნიშნებით აზრის გაგებინება მისთვის.
8.ბრალდებული უნდა დაიკითხოს წაყენებული ბრალდების არსის მიხედვით, აგრეთვე საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებათა შესახებ.
9.დაკითხვის დაწყებამდე ბრალდებულს უნდა განემარტოს, რომ უფლება აქვს უარი თქვას ჩვენების მიცემაზე.
10.დაკითხვის დაწყებისთანავე გამომძიებელმა უნდა გაარკვიოს, ცნობს თუ არა ბრალდებული თავს დამნაშავედ წაყენებულ ბრალდებაში.
11.ბრალდებულის დუმილი ნიშნავს, რომ ის თავს დამნაშავედ არ ცნობს.
12.ბრალდებულმა ჩვენების მიცემისას თავისუფლად უნდა ჩამოაყალიბოს მისთვის ცნობილი ყველა გარემოება, რის შემდეგაც მას შეიძლება დაუსვან კითხვა გამომძიებელმა, პროკურორმა და დამცველმა. გამომძიებელს უფლება აქვს განარიდოს კითხვა, თუ იგი საქმეს არ ეხება ან მისახვედრია, მაგრამ კითხვა უნდა დაფიქსირდეს ოქმში.
13.18 წლამდე ასაკის ბრალდებულის დაკითხვაში მონაწილეობს პედაგოგი ან კანონიერი წარმომადგენელი. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21 საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63 საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
The amendments this article has been through
Clarifies the rules regarding compensation for wrongful conviction or detention.
amending act №26092Rules about the rights of suspects during interrogation. Not broadly material.
amending act №27748Clarifies how changes in the Criminal Procedure Code affect existing legal proceedings.
amending act №29152Clarifies that questioning rules do not apply when an official or recidivist is avoiding investigative bodies
amending act №32710Specifies rules for interrogation, including allowing participation by prosecutors and defense attorneys; modifies these rules when an official evades investigation.
amending act №13354Unspecified change.
amending act №11614These lawyers work in the legal area related to this article.