სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
1.ბაზარზე განთავსებული ყველა სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია წარდგენილი უნდა იქნეს მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის დიდი რაოდენობა მიეწოდება ერთ მომხმარებელს, შესაძლოა წარდგენილ იქნეს სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციის ერთი ეგზემპლარი მატერიალური ან ელექტრონული ფორმით.
2.შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია, მომხარებელს სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია გადასცეს მატერიალური ფორმით.
3.სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია მწარმოებლის მიერ შესაძლოა განთავსდეს მის შესაბამის ვებგვერდზე. ამ შემთხვევაში, სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია ვებგვერდზე განთავსებული უნდა იყოს, სულ მცირე, ამ რეგლამენტის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადით.
4.სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია შედგენილი/ხელმისაწვდომი უნდა იყოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენისთვის გათვალისწინებულ ენაზე.
The amendments this article has been through
Allows economic operators to publish declarations on their websites, with a minimum retention period specified.
amending act №5785315The article regarding the format (material or electronic) of declarations of conformity is clarified.
amending act №4366031These lawyers work in the legal area related to this article.