ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) უკანონო შემოსავალი – პირის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონება; ბ) ქონება – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ქონება; გ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია – უკანონო შემოსავლისათვის კანონიერი სახის მიცემა (შეძენა, გამოყენება, გადაცემა ან სხვა მოქმედება), აგრეთვე მისი ნამდვილი წარმოშობის, მესაკუთრის ან მფლობელის ან/და ქონებრივი უფლებების დამალვა ან შენიღბვა ანდა ასეთი ქმედების ჩადენის მცდელობა; დ) მონიტორინგი – ამ კანონით გათვალისწინებული მონიტორინგის განმახორციელებელი პირების მიერ გარიგების მონაწილე პირის იდენტიფიკაცია, გარიგების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენა ამ კანონითა და მის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით; ე) არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონა – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წარდგინებით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი. აღნიშნული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონად მიიჩნევა კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით ან თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მითითებულ ზონაში მოქმედებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმი; ვ) კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციები – ევროსაბჭო, ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფი (FATF) და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც ასეთად აღიარებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ; ზ) ზედამხედველობა – ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული საზედამხედველო ორგანოების მიერ მონიტორინგის განმახორციელებელი შესაბამისი პირების საქმიანობის ზედამხედველობა; თ) საეჭვო გარიგება – გარიგება (მიუხედავად მისი თანხის ოდენობისა და ოპერაციის სახეობისა), რომელზედაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი დაიდო ან შესრულდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით ან/და ქონება (მათ შორის, ფულადი სახსრები), რომლის საფუძველზედაც დაიდო ან შესრულდა გარიგება, მოპოვებულია ან წარმოშობილია დანაშაულებრივი საქმიანობიდან, ან/და გარიგება დაიდო ან შესრულდა ტერორიზმის დაფინანსების მიზნით (ეჭვს იწვევს გარიგების მონაწილე პირი ან გარიგების თანხის წარმოშობა, ან არსებობს სხვა საფუძველი, რომლის გამოც გარიგება შეიძლება მიჩნეულ იქნეს საეჭვოდ), ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტთა ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან, ან/და რომ მასში მონაწილე ფულადი სახსრები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისათვის, ტერორისტული აქტისათვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორისტული ორგანიზაციის ან ტერორიზმის დამფინანსებლის მიერ, ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი ან საცხოვრებელი ადგილი არის არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში, ან რომ მისი თანხის გადარიცხვა ხდება ასეთ ზონაში ან ასეთი ზონიდან; თ 1 ) უჩვეულო გარიგება – რთული, უჩვეულოდ დიდი გარიგება (ოპერაცია) ან/და გარიგების (ოპერაციის) შემადგენელი ცალკეული უჩვეულო ნაწილები, რომელსაც/რომლებსაც არ აქვს აშკარა ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი ან აშკარა კანონიერი მიზანი ან/და რომელიც/რომლებიც არ შეესაბამება გარიგების მონაწილე პირის ჩვეულებრივ საქმიანობას; ი) (ამოღებულია); კ) არარეზიდენტი პირი – პირი, რომელიც არ არის რეზიდენტი საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად; ლ) პირის იდენტიფიკაცია – პირის შესახებ ისეთი ინფორმაციის მოპოვება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იძლევა პირის მოკვლევისა და მისი სხვა პირებისგან გამორჩევის საშუალებას; მ) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური – ამ კანონის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს; ნ) მონიტორინგის განმახორციელებელი პირი – ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული პირი, რომელიც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით ატარებს კანონმდებლობით განსაზღვრულ ღონისძიებებს; ო) არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი – „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული იურიდიული პირი. პ) საეჭვო ზონა – ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც მონიტორინგის განმახორციელებელი პირის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე მიჩნეულია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმის მქონედ; ჟ) ფინანსური ინსტიტუტები – „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინსტიტუტები; რ) ბენეფიციარი მესაკუთრე – ფიზიკური პირი, რომელიც არის პირის საბოლოო მფლობელი ან მაკონტროლებელი პირი ან/და რომლის სახელითაც ხორციელდება გარიგება (ოპერაცია); სამეწარმეო იურიდიული პირის (აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც არ არის იურიდიული პირი) ბენეფიციარი მესაკუთრე არის მისი წილის ან ხმის უფლების მქონე აქციების 25 პროცენტის ან მეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფორმით საბოლოო მესაკუთრე, მფლობელი ან/და მაკონტროლებელი ფიზიკური პირი ან ფიზიკური პირი, რომელიც სხვაგვარად ახორციელებს კონტროლს სამეწარმეო იურიდიული პირის მართვაზე; რ 1 ) პირი – როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი; ს) საეჭვო ფინანსური ინსტიტუტი – საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ვერ უპასუხებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის სტანდარტებს; ტ) მსოფლიო ბანკთაშორისი საფინანსო ტელეკომუნიკაციების საზოგადოება (SWIFT) – საერთაშორისო ბანკთაშორისი ქსელი (სისტემა), რომელიც ბანკთაშორისი ანგარიშსწორების განხორციელებისა და ინფორმაციის გაცვლის ერთ-ერთი საშუალებაა. უ) ფიქტიური ბანკი („შელ ბანკი“) – ბანკი, რომელიც არ არის ფიზიკურად წარმოდგენილი იმ ქვეყანაში, სადაც რეგისტრირებულია/ ლიცენზირებულია, და რომელზედაც კონტროლი და ზედამხედველობა არ ხორციელდება; ფ) (ამოღებულია - 23.12.2017, №1909) ; ქ) პოლიტიკურად აქტიური პირი – უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით უკავია სახელმწიფო (საჯარო) პოლიტიკური თანამდებობა ან/და ეწევა მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობას. პოლიტიკურად აქტიური პირები არიან: სახელმწიფოს მეთაური, მთავრობის ხელმძღვანელი და მთავრობის წევრი, აგრეთვე მათი მოადგილეები, სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი, პარლამენტის წევრი, უზენაესი სასამართლოს წევრი, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირი, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, ელჩი, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძღვანელი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) ხელმძღვანელი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) აღმასრულებელი ორგანოს წევრი, სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოღვაწე, მათი ოჯახის წევრები, აგრეთვე მასთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი. პირი პოლიტიკურად აქტიურ პირად ითვლება ზემოაღნიშნული თანამდებობის დატოვებიდან 1 წლის განმავლობაში; ღ) ოჯახის წევრი – პირის მეუღლე, შვილი (მათ შორის, გერი) და მისი მეუღლე, მშობელი, და, ძმა; ყ) პოლიტიკურად აქტიურ პირთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი – ფიზიკური პირი, რომელიც ფლობს ან/და აკონტროლებს იმ იურიდიული პირის წილს ან ხმის უფლების მქონე აქციებს, რომლის წილს ან ხმის უფლების მქონე აქციებს ფლობს ან/და აკონტროლებს პოლიტიკურად აქტიური პირი, აგრეთვე მასთან სხვაგვარ მჭიდრო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი. შ) კლიენტი – ნებისმიერი პირი, რომელიც მიმართავს მონიტორინგის განმახორციელებელ პირს ამ უკანასკნელის ძირითადი საქმიანობიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მომსახურებისთვის ან/და სარგებლობს ზემოაღნიშნული მომსახურებით; ჩ) სალიზინგო კომპანია – იურიდიული პირი, რომელიც ეწევა სალიზინგო საქმიანობას საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად; ც) ადვოკატი – „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლით განსაზღვრული პირი; ძ) საგადახდო მომსახურების პროვაიდერი (მათ შორის, ელექტრონული ფულის პროვაიდერი) – „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული იურიდიული პირი; წ) გარიგების (ოპერაციის) აღსრულება – გარიგების (ოპერაციის) განხორციელება (მათ შორის, ქონების რეგისტრაცია) მონიტორინგის განმახორციელებელი პირის მიერ, გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ვ“, „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონიტორინგის განმახორციელებელი პირებისა. საქართველოს 2004 წლის 25 თებერვლ ის კანონი № 3422 - სსმ I, № 7 , 1 6 .0 3 . 200 4 წ., მუხ.36 საქართველოს 200 7 წლის 2 7 მარტ ის კანონი № 4518 - სსმ I, № 9 , 31 .0 3 .200 7 წ., მუხ. 83 საქართველოს 2007 წლის 29 ივნის ის კანონი № 5163 - სსმ I, № 27 , 1 7 .0 7 .200 7 წ., მუხ. 269 საქართველოს 2007 წლის 4 ივლის ის კანონი № 5200 - სსმ I, № 28 , 18.07.200 7 წ., მუხ. 287 საქართველოს 2008 წლის 19 მარტ ის კანონი №5952 - სსმ I, №8, 28.0 3 .2008 წ., მუხ.55 საქართველოს 2010 წლის 23 მარტ ის კანონი №2829 - სსმ I, №19, 13.04.2010 წ., მუხ.103 საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5010 - ვებგვერდი, 15.07.2011წ. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5580- ვებგვერდი, 28.12.2011 წ. საქართველოს 2013 წლის 27 ნოემბრის კანონი №1 638 - ვებგვერდი, 10 .1 2 .2013წ. საქართველოს 2014 წლის 29 მაისის კანონი №2464 - ვებგვერდი, 02.06.2014წ. საქართველოს 2014 წლის 24 დეკემბრის კანონი №2965 – ვებგვერდი, 31.12.2014წ. საქართველოს 2015 წლის 3 ივლისის კანონი №3901 - ვებგვერდი, 10.07.2015წ. საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4200 - ვებგვერდი, 10.09. 2015 წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №449 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1909 - ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3603 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის
ძალის დაკარგვის თარიღი: .
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №35 · ძალაშია 13 დეკ. 2018-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 17
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
- ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 30 ოქტ. 2019
მე-2 მუხლში „ქ“ ქვეპუნქტად ჩამოყალიბდა პოლიტიკურად აქტიური პირის განმარტება: უცხო ქვეყნის მოქალაქე, თანამდებობათა ჩამონათვალი, ოჯახის წევრები და უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი, თანამდებობის დატოვებიდან 1 წლის ვადით.
- · გამოქვეყნდა 10 ივლ. 2015
„თ¹“ ქვეპუნქტში უჩვეულო გარიგების განმარტება გაფართოვდა ოპერაციებითა და გარიგების ცალკეული უჩვეულო ნაწილებით. „მ“ ქვეპუნქტში სამსახური დამოუკიდებლად მოქმედებს და მთავრობის კონტროლი ამოღებულია, ხოლო ახალი „ძ“ ქვეპუნქტი განმარტავს საგადახდო მომსახურების პროვაიდერს.
- · გამოქვეყნდა 2 ივნ. 2014
მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტში სამსახურის უფლებამოსილების წყარო ახლა საქართველოს კანონმდებლობაა და განმარტებას დაემატა მთავრობის სახელმწიფო კონტროლი.
მე-2 მუხლს დაემატა „ც“ ქვეპუნქტი, რომელიც ადვოკატს განმარტავს როგორც „ადვოკატთა შესახებ“ კანონის პირველი მუხლით განსაზღვრულ პირს.
- · გამოქვეყნდა 28 დეკ. 2011
„რ“ ქვეპუნქტში ბენეფიციარი მესაკუთრის განმარტებას დაემატა გარიგების (ოპერაციის) სახელით მოქმედების ნიშანი, ხოლო აქციების ზღვარი ჩამოყალიბდა როგორც 25 პროცენტი ან მეტი. ასევე დაემატა „შ“ ქვეპუნქტი (კლიენტი) და „ჩ“ ქვეპუნქტი (სალიზინგო კომპანია).
„ე“ და „ს“ ქვეპუნქტებში ზონისა და საეჭვო ფინანსური ინსტიტუტის განმსაზღვრელი ორგანო საქართველოს მთავრობიდან საქართველოს ეროვნულ ბანკზე გადავიდა. „ს“ ქვეპუნქტში ასევე შეიცვალა ზმნის ფორმა: „ვერ პასუხობს“ გახდა „ვერ უპასუხებს“.
- · გამოქვეყნდა 13 აპრ. 2010
მე-2 მუხლში „რ“ ქვეპუნქტი დაზუსტდა და დაემატა ბენეფიციარი მესაკუთრის 25-პროცენტიანი კრიტერიუმი სამეწარმეო იურიდიული პირისთვის; დაემატა „რ 1“, „ქ“, „ღ“ და „ყ“ ქვეპუნქტები პირის, პოლიტიკურად აქტიური პირის, ოჯახის წევრისა და მასთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირის განმარტებებით.
- · გამოქვეყნდა 28 მარ. 2008
მე-2 მუხლის ტერმინთა ჩამონათვალს დაემატა „უ“ ქვეპუნქტი (ფიქტიური ბანკი) და „ფ“ ქვეპუნქტი (ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი, კომერციული ბანკისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის გარდა).
- · გამოქვეყნდა 18 ივლ. 2007
მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტში უკანონო შემოსავლის განმარტება ახლა ეყრდნობა „უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონების“ ცნებას; დანაშაულის ჩადენის შედეგად მიღებაზე მითითება და საგადასახადო და საბაჟო დანაშაულების გამონაკლისი ამოღებულია.
მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტში განმარტების საგანი გახდა „ზედამხედველობა“ და არა საზედამხედველო ორგანო. ზედამხედველობის სუბიექტებად დასახელდა როგორც მე-4 მუხლის საზედამხედველო ორგანოები, ისე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური.
- · გამოქვეყნდა 16 მარ. 2004
„თ“ ქვეპუნქტში საეჭვო გარიგების განმარტებას დაემატა არაკოოპერირებად ზონასთან დაკავშირებული ორი საფუძველი (მონაწილის მისამართი ან საცხოვრებელი ადგილი ასეთ ზონაში, თანხის გადარიცხვა ასეთ ზონაში ან ზონიდან); „ი“ ქვეპუნქტში სამართალდამცავი ორგანოების განმარტება შეიცვალა ოფშორული ზონის განმარტებით.
რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით
სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება
სპეციალისტები ამ სფეროში
ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი
ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი
კონსულტაცია: ₾200

სალომე კობერიძე
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით
ავთანდილ კუჭავა
CEO
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი საბანაშვილი
არქიტექტორი , ურბანისტი
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

