Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ეროვნული ბანკის შესახებმუხლი 33

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

მუხლი 33. ბოლო ინსტანციის კრედიტორი

რედაქცია №67 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კომერციულ ბანკსა და მიკრობანკზე, ამ კანონის 31-ე მუხლით ნებადართული სესხების გარდა, გასცეს ბოლო ინსტანციის სესხი.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბოლო ინსტანციის სესხის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს, ხოლო საპროცენტო განაკვეთი უნდა იყოს ეროვნული ბანკის მიერ ამ კანონის 31-ე მ უხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სესხებისთვის დადგენილ საპროცენტო განაკვეთებზე მეტი და უზრუნველყოფილი უნდა იყოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დადგენილი აქტივებით.

3.ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, განსაკუთრებულ შემთხვევაში, ფინანსური სისტემის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად გასცეს ბოლო ინსტანციის სესხი იმ კომერციულ ბანკზე, რომლის გადახდისუნარიანობა საეჭვოა, მათ შორის, რეზოლუციის რეჟიმში მყოფ კომერციულ ბანკზე. ამ პუნქტით განსაზღვრული ბოლო ინსტანციის სესხი შეიძლება გაიცეს მხოლოდ შემდეგი პირობების ერთდროულად დაკმაყოფილების შემთხვევაში: ა) სესხისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს შესაბამისი გადასახდელები, მათ შორის, პირგასამტეხლო; ბ) სესხი უნდა გაიცეს არაუმეტეს 91 კალენდარული დღის ვადით, რომელიც გამონაკლის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 91 კალენდარული დღით. თუ ფინანსური კრიზისი არ აღმოფხვრილა ან შეიძლება სრულად არ აღმოიფხვრას ამ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში, ეროვნული ბანკის საბჭო უფლებამოსილია სესხი გასცეს ან მისი ვადა გაახანგრძლივოს ამ ქვეპუნქტით დადგენილზე მეტი ვადით; გ) კომერციული ბანკის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელი უნდა იყოს ადეკვატური რეკაპიტალიზაციის/რეზოლუციის პირობებში, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი გეგმით, რომელიც მოიცავს, მათ შორის, დაფინანსების გეგმას; დ) სესხი უზრუნველყოფილი უნდა იყოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უპირობო და გამოუთხოვადი გარანტიით. ამასთანავე, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კომერციულ ბანკს მოსთხოვოს დამატებითი უზრუნველყოფის წარდგენა; ე) ამ პუნქტის შესაბამისად გაცემული სესხის მიმღებ კომერციულ ბანკს ეროვნულმა ბანკმა დამატებითი მოთხოვნები უნდა დაუწესოს.

4.ეროვნული ბანკის საბჭო განსაზღვრავს ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ბოლო ინსტანციის სესხების გაცემის წესებსა და დამატებით პირობებს. საქართველოს 2010 წლის 23 მარტის ორგანული კანონი №2828 - სსმ I, №19, 13.04.2010 წ., მუხ.102 საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის ორგანული კანონი № 4188 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის ორგანული კანონი №436 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის ორგანული კანონი №5654 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის ორგანული კანონი №2627 – ვებგვერდი, 10.03.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის ორგანული კანონი №3949 – ვებგვერდი, 28.12.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №61 · ძალაშია 28 დეკ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 28 დეკ. 2023 – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 32შემდეგი მუხლი 33¹

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ოქტ. 2026 · №67

  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 11 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 31

მიუთითებენ მასზე

კომერციული ბანკები… 37¹¹მუხლი 55⁶

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 31ეროვნული ბანკის სასესხო და სადეპოზიტო ოპერაციები
  • 65ეროვნული ბანკისათვის აკრძალული საქმიანობა

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 35კომერციული ბანკის რეზოლუციის რეჟიმის ხანგრძლივობა და დასრულება
  • 4ლიცენზირების შესახებ გადაწყვეტილება
  • 37²გადახდების განხორციელების შეჩერება და სამართლებრივი პროცედურების განხორციელების შეზღუდვა რეზოლუციის რეჟიმში

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 9⁴საბანკო საქმიანობის პირობითი ლიცენზია

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 6მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ

  • 9მიკროსესხის გაცემის პირობები

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

  • 24გადაწყვეტილება ლიცენზირების შესახებ
  • 15სესხის გაცემის პირობები და მიზანი

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 59სესხის გაცემის საფუძველი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 625გამსესხებლის ვალდებულება და პროცენტი სესხისათვის

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
241599⁴62537¹¹35437²593155⁶65633
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ეროვნული ბ…კომერციული ბანკების სა…ლიცენზიებისა და ნებართ…მიკრობანკების საქმიანო…მიკროსაფინანსო ორგანიზ…არასაბანკო სადეპოზიტო …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ოქტ. 2026 · რედაქცია №67 · ბოლოს შემოწმდა 24 ოქტ. 2026