Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაკომერციული ბანკების საქმიანობის შესახებმუხლი 37¹¹

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

მუხლი 37¹¹. რეზოლუციის სამართლებრივი გარანტიები

რედაქცია №53 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.სარეზოლუციო ინსტრუმენტის გამოყენებისას ეროვნული ბანკი იყენებს ლიკვიდაციისას დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების რიგითობას, ამ კანონის 37 10 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი გამონაკლისის გათვალისწინებით. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია არ დაიცვას ეს პრინციპი ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

2.სარეზოლუციო უფლებამოსილებების განხორციელებისას ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს ერთი და იმავე რიგის კრედიტორთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვა, ამ კანონის 37 10 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებებისთვის დადგენილი გამონაკლისების გათვალისწინებით. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია არ დაიცვას ეს პრინციპი ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

3.ამ კანონის 37 7 ან 37 8 მუხლით გათვალისწინებული სარეზოლუციო ინსტრუმენტის გამოყენებისას და ამავე კანონის 37 10 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია არ დაიცვას ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული პრინციპები, თუ არსებობს ერთი ან რამდენიმე შემდეგი პირობა: ა) ეროვნული ბანკის მცდელობის მიუხედავად, სარეზოლუციო ინსტრუმენტის გონივრულ ვადაში გამოყენება შეუძლებელია; ბ) ეს აუცილებელი და პროპორციულია რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის კრიტიკული ფუნქციებისა და ძირითადი საქმიანობის შესანარჩუნებლად, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ამ კომერციული ბანკის ძირითადი ოპერაციების, მომსახურებებისა და ტრანზაქციების უწყვეტობა; გ) ეს აუცილებელი და პროპორციულია ფინანსური სირთულეებისა და საფრთხეების ფინანსური სექტორის სხვა მონაწილეებზე გავრცელების რისკების შესამცირებლად; დ) სხვა კრედიტორები იმაზე მეტად იზარალებენ, ვიდრე ისინი იზარალებდნენ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული პრინციპების დაცვის შემთხვევაში.

4.რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქციონერებმა და კრედიტორებმა არ უნდა იზარალონ იმაზე მეტად, ვიდრე ისინი იზარალებდნენ კომერციული ბანკის ლიკვიდაციის შემთხვევაში. ეს პრინციპი დაცული უნდა იქნეს რეზოლუციის საბოლოო შედეგით. თუ რეზოლუციის შემდეგ განხორციელებული შეფასების შედეგად დადასტურდება, რომ რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის ლიკვიდაციის შემთხვევაში მისი აქციონერები ან/და კრედიტორები იმაზე ნაკლებად იზარალებდნენ, ვიდრე მათ იზარალეს ამ კომერციული ბანკის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის შემოღებით, ისინი უფლებამოსილი არიან ფულადი კომპენსაციის მიღება მოითხოვონ. ფულადი კომპენსაცია გადახდილი უნდა იქნეს სარეზოლუციო ფონდიდან.

5.აქციონერების ან/და კრედიტორების კომპენსაციის მიღების უფლებისა და მისი ოდენობის შეფასების მიზნით, სარეზოლუციო უფლებამოსილებების გამოყენების შემდგომ რეზოლუციის რეჟიმის დასრულებამდე შეფასება ხორციელდება დამოუკიდებელი შემფასებლის მიერ. აღნიშნული შეფასება განსხვავდება ამ კანონის 37 3 მუხლით გათვალისწინებული შეფასებისგან. ეროვნული ბანკი ადგენს ამ პუნქტით გათვალისწინებული შეფასების წესს, პროცედურებსა და მეთოდოლოგიას, მათ შორის, დამოუკიდებელი შემფასებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. ამ შეფასების ფარგლებში გამორიცხული უნდა იქნეს როგორც სახელმწიფოს, ისე ეროვნული ბანკის მიერ ყველა სახის არსებული და პოტენციური ფინანსური დახმარება (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კომერციულ ბანკს შეეძლო მიეღო სესხი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლისა და 33-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად).

6.ვალდებულების გადაცემის შემთხვევაში დაუშვებელია ვალდებულებისა და მისი უზრუნველყოფის (მათ შორის, „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე უზრუნველყოფილი, პროგრამის კრედიტორების წინაშე არსებული ვალდებულებებისა და შესაბამისი უზრუნველყოფის აქტივების) განცალკევება. განსაკუთრებულ შემთხვევაში რეზოლუციის ეფექტურად განსახორციელებლად ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გააცალკევოს ვალდებულება და მისი უზრუნველყოფა იმ პირობით, რომ უზრუნველყოფა მსგავსი სახისა და ღირებულების უზრუნველყოფით ჩანაცვლდება ან/და გადახდილი იქნება ფინანსური კომპენსაცია. ფინანსური გირავნობის ხელშეკრულება და ურთიერთგაქვითვის შეთანხმება, რომლებსაც ერთი და იგივე კონტრაჰენტი ჰყავს და ურთიერთგაქვითვის ერთი და იმავე ვალდებულების საგანია, არ შეიძლება განცალკევდეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია რეზოლუციის მიზნების მისაღწევად.

7.ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შეზღუდოს ფინანსური გირავნობის ხელშეკრულების ან ურთიერთგაქვითვის შეთანხმების ადრეული შეწყვეტის უფლებამოსილება, ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნეს შემდეგი პირობების დაცვა: ა) უნდა შეიზღუდოს მხოლოდ ის უფლებები, რომლებიც წარმოიშვა ამ ხელშეკრულების/შეთანხმების პირობების თანახმად, მხოლოდ რეზოლუციის რეჟიმის შემოღების ან/და სარეზოლუციო უფლებამოსილებების განხორციელების შედეგად; ბ) შეზღუდვა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 სამუშაო დღით; გ) ამ ხელშეკრულების/შეთანხმების შემძენი მხარისთვის გადაცემისას აღნიშნული ხელშეკრულებიდან/შეთანხმებიდან გამომდინარე, მისი ადრეული შეწყვეტის უფლებამოსილება აგრძელებს მოქმედებას შემძენი მხარის მიმართ, მის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში; დ) კონტრაჰენტს უფლება აქვს, განახორციელოს ადრეული შეწყვეტის უფლებამოსილება ამ მუხლით განსაზღვრული შეზღუდვის ამოწურვისთანავე ან იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკი შეატყობინებს მას, რომ აღნიშნული ხელშეკრულების/შეთანხმების მესამე მხარისთვის გადაცემა არ განხორციელდება. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5655 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. საქართველოს 2022 წლის 29 ნოემბრის კანონი №2115 – ვებგვერდი, 16.12.2022წ.

რედაქციების შედარება

1. სარეზოლუციო ინსტრუმენტის გამოყენებისას ეროვნული ბანკი იყენებს ლიკვიდაციისას დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების რიგითობას, ამ კანონის 37 10 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი გამონაკლისის გათვალისწინებით. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია არ დაიცვას ეს პრინციპი ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 2. სარეზოლუციო უფლებამოსილებების განხორციელებისას ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს ერთი და იმავე რიგის კრედიტორთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვა, ამ კანონის 37 10 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებებისთვის დადგენილი გამონაკლისების გათვალისწინებით. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია არ დაიცვას ეს პრინციპი ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 3. ამ კანონის 37 7 ან 37 8 მუხლით გათვალისწინებული სარეზოლუციო ინსტრუმენტის გამოყენებისას და ამავე კანონის 37 10 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია არ დაიცვას ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული პრინციპები, თუ არსებობს ერთი ან რამდენიმე შემდეგი პირობა: ა) ეროვნული ბანკის მცდელობის მიუხედავად, სარეზოლუციო ინსტრუმენტის გონივრულ ვადაში გამოყენება შეუძლებელია; ბ) ეს აუცილებელი და პროპორციულია რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის კრიტიკული ფუნქციებისა და ძირითადი საქმიანობის შესანარჩუნებლად, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ამ კომერციული ბანკის ძირითადი ოპერაციების, მომსახურებებისა და ტრანზაქციების უწყვეტობა; გ) ეს აუცილებელი და პროპორციულია ფინანსური სირთულეებისა და საფრთხეების ფინანსური სექტორის სხვა მონაწილეებზე გავრცელების რისკების შესამცირებლად; დ) სხვა კრედიტორები იმაზე მეტად იზარალებენ, ვიდრე ისინი იზარალებდნენ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული პრინციპების დაცვის შემთხვევაში. 4. რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქციონერებმა და კრედიტორებმა არ უნდა იზარალონ იმაზე მეტად, ვიდრე ისინი იზარალებდნენ კომერციული ბანკის ლიკვიდაციის შემთხვევაში. ეს პრინციპი დაცული უნდა იქნეს რეზოლუციის საბოლოო შედეგით. თუ რეზოლუციის შემდეგ განხორციელებული შეფასების შედეგად დადასტურდება, რომ რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის ლიკვიდაციის შემთხვევაში მისი აქციონერები ან/და კრედიტორები იმაზე ნაკლებად იზარალებდნენ, ვიდრე მათ იზარალეს ამ კომერციული ბანკის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის შემოღებით, ისინი უფლებამოსილი არიან ფულადი კომპენსაციის მიღება მოითხოვონ. ფულადი კომპენსაცია გადახდილი უნდა იქნეს სარეზოლუციო ფონდიდან. 5. აქციონერების ან/და კრედიტორების კომპენსაციის მიღების უფლებისა და მისი ოდენობის შეფასების მიზნით, სარეზოლუციო უფლებამოსილებების გამოყენების შემდგომ რეზოლუციის რეჟიმის დასრულებამდე შეფასება ხორციელდება დამოუკიდებელი შემფასებლის მიერ. აღნიშნული შეფასება განსხვავდება ამ კანონის 37 3 მუხლით გათვალისწინებული შეფასებისგან. ეროვნული ბანკი ადგენს ამ პუნქტით გათვალისწინებული შეფასების წესს, პროცედურებსა და მეთოდოლოგიას, მათ შორის, დამოუკიდებელი შემფასებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. ამ შეფასების ფარგლებში გამორიცხული უნდა იქნეს როგორც სახელმწიფოს, ისე ეროვნული ბანკის მიერ ყველა სახის არსებული და პოტენციური ფინანსური დახმარება (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კომერციულ ბანკს შეეძლო მიეღო სესხი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლისა და 33-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად). 6. ვალდებულების გადაცემის შემთხვევაში დაუშვებელია ვალდებულებისა და მისი უზრუნველყოფის  განცალკევება. განსაკუთრებულ შემთხვევაში რეზოლუციის ეფექტურად განსახორციელებლად ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გააცალკევოს ვალდებულება და მისი უზრუნველყოფა იმ პირობით, რომ უზრუნველყოფა მსგავსი სახისა და ღირებულების უზრუნველყოფით ჩანაცვლდება ან/და გადახდილი იქნება ფინანსური კომპენსაცია. ფინანსური გირავნობის ხელშეკრულება და ურთიერთგაქვითვის შეთანხმება, რომლებსაც ერთი და იგივე კონტრაჰენტი ჰყავს და ურთიერთგაქვითვის ერთი და იმავე ვალდებულების საგანია, არ შეიძლება განცალკევდეს, გარდა იმ შემთხვევისა, რო დესაც ეს აუცილებელია რეზოლუციის მიზნების მისაღწევად. [6. ვალდებულების გადაცემის შემთხვევაში დაუშვებელია ვალდებულებისა და მისი უზრუნველყოფის (მათ შორის, „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე უზრუნველყოფილი, პროგრამის კრედიტორების წინაშე არსებული ვალდებულებებისა და შესაბამისი უზრუნველყოფის აქტივების) განცალკევება. განსაკუთრებულ შემთხვევაში რეზოლუციის ეფექტურად განსახორციელებლად ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გააცალკევოს ვალდებულება და მისი უზრუნველყოფა იმ პირობით, რომ უზრუნველყოფა მსგავსი სახისა და ღირებულების უზრუნველყოფით ჩანაცვლდება ან/და გადახდილი იქნება ფინანსური კომპენსაცია. ფინანსური გირავნობის ხელშეკრულება და ურთიერთგაქვითვის შეთანხმება, რომლებსაც ერთი და იგივე კონტრაჰენტი ჰყავს და ურთიერთგაქვითვის ერთი და იმავე ვალდებულების საგანია, არ შეიძლება განცალკევდეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია რეზოლუციის მიზნების მისაღწევად. (ამოქმედდეს 2023 წლის 15 მარტიდან) ] 7. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შეზღუდოს ფინანსური გირავნობის ხელშეკრულების ან ურთიერთგაქვითვის შეთანხმების ადრეული შეწყვეტის უფლებამოსილება, ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნეს შემდეგი პირობების დაცვა: ა) უნდა შეიზღუდოს მხოლოდ ის უფლებები, რომლებიც წარმოიშვა ამ ხელშეკრულების/შეთანხმების პირობების თანახმად, მხოლოდ რეზოლუციის რეჟიმის შემოღების ან/და სარეზოლუციო უფლებამოსილებების განხორციელების შედეგად; ბ) შეზღუდვა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 სამუშაო დღით; გ) ამ ხელშეკრულების/შეთანხმების შემძენი მხარისთვის გადაცემისას აღნიშნული ხელშეკრულებიდან/შეთანხმებიდან გამომდინარე, მისი ადრეული შეწყვეტის უფლებამოსილება აგრძელებს მოქმედებას შემძენი მხარის მიმართ, მის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში; დ) კონტრაჰენტს უფლება აქვს, განახორციელოს ადრეული შეწყვეტის უფლებამოსილება ამ მუხლით განსაზღვრული შეზღუდვის ამოწურვისთანავე ან იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკი შეატყობინებს მას, რომ აღნიშნული ხელშეკრულების/შეთანხმების მესამე მხარისთვის გადაცემა არ განხორციელდება. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5655 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. საქართველოს 2022 წლის 29 ნოემბრის კანონი №2115 – ვებგვერდი, 16.12.2022წ.

წინა მუხლი 37¹⁰შემდეგი მუხლი 37¹²

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №53

3
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
3
რედაქცია
7
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 31მუხლი 33მუხლი 37¹⁰მუხლი 37³მუხლი 37⁸საქართველოს ეროვნუ… 31საქართველოს ეროვნუ… 33

მიუთითებენ მასზე

საქართველოს ეროვნუ… 55⁵მუხლი 37¹⁰მუხლი 32

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 37⁵ეროვნული ბანკის სარეზოლუციო ინსტრუმენტები
  • 32რეზოლუციის პრინციპები
  • 34რეზოლუციის პირობები და კომერციული ბანკის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის შემოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღება

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 55²ეროვნული ბანკის სარეზოლუციო უფლებამოსილებების განხორციელება
  • 55¹კომერციული ბანკის რეზოლუციის მიზნები და ეროვნული ბანკის სარეზოლუციო უფლებამოსილებები
  • 55⁵სარეზოლუციო ფონდი

იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

  • 22იპოთეკური ობლიგაციების პროგრამა ემიტენტის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის მიმდინარეობისას
  • 24განცალკევებული იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის გადახდისუუნარობა

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 107⁴ლიკვიდაცია

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 43საქართველოს ეროვნული ბანკის დამატებითი უფლებამოსილება

ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

  • 27ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები
  • 19რესეკიურიტიზაციის განხორციელების აკრძალვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
107⁴37¹⁰32313337³37⁸37⁵3455⁵313355²55¹2237¹¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსკომერციული ბანკების სა…საქართველოს ეროვნული ბ…იპოთეკით დაცული ობლიგა…საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026