Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ეროვნული ბანკის შესახებმუხლი 55⁶

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

მუხლი 55⁶. კრიზისული სიტუაციებისთვის მომზადება და კრიზისის მართვა

რედაქცია №67 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026
თემები:საბანკო შესაბამისობარისკების მართვაინსტიტუციური კასტოდიური გადაწყვეტილებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.ფინანსური სისტემის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით იქმნება ფინანსური სტაბილურობის უწყებათაშორისი კომიტეტი (შემდგომ − კომიტეტი), რომელიც პასუხისმგებელია კრიზისული სიტუაციებისა და ფინანსური კრიზისის მართვის მექანიზმების შემუშავებისთვის. კომიტეტის შემადგენლობაში შედიან საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსი და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი. კომიტეტის გადაწყვეტილებით, კომიტეტის შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ აგრეთვე სხვა სახელმწიფო/ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლები. კომიტეტს თავმჯდომარეობს და წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში − მისი მოვალეობის შემსრულებელი. კომიტეტის წევრი უფლებამოსილია განახორციელოს კომიტეტის სხდომაში მონაწილეობის უფლებამოსილების სხვა პირისთვის დელეგირება.

2.კომიტეტი სხდომას მართავს არანაკლებ წელიწადში ერთხელ ან ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში.

3.კომიტეტის სამდივნოს ფუნქციებს ასრულებს ეროვნული ბანკი. თუ კომიტეტის დებულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, კომიტეტის წევრები გადაწყვეტილებას ერთხმად იღებენ.

4.კომიტეტის წევრები ვალდებული არიან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად, საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში მაქსიმალურად ითანამშრომლონ ერთმანეთთან დამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით.

5.ეროვნული ბანკი ვალდებულია: ა) კომიტეტს აცნობოს ფინანსური სტაბილურობის პოტენციური საფრთხეებისა და რისკების შესახებ და მიაწოდოს მის ხელთ არსებული, კომიტეტისთვის საჭირო ინფორმაცია; ბ) კომიტეტს დროულად აცნობოს კომერციული ბანკის რეზოლუციის, დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ან/და ამ კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ეროვნული ბანკის ბოლო ინსტანციის სესხის საჭიროების თაობაზე.

6.კომიტეტის წევრებმა კომიტეტს უნდა მიაწოდონ ყველა საჭირო ინფორმაცია (კონფიდენციალური ინფორმაციის ჩათვლით), მათ შორის, ინფორმაცია იდენტიფიცირებული რისკების შესახებ, რომელიც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს კომიტეტის ფუნქციონირებისთვის. კომიტეტის წევრებმა უნდა დაიცვან ინფორმაციის კონფიდენციალურობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7.კომიტეტის საქმიანობა რეგულირდება დებულებით, რომელსაც იღებს კომიტეტი მისი ყველა წევრის ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე. კომიტეტის დებულება აწესრიგებს კომიტეტის წევრთა მიერ ინფორმაციის გაცვლის პროცედურულ საკითხებს, აგრეთვე სისტემური რისკების ერთობლივი იდენტიფიცირებისა და ანალიზის განხორციელების, სისტემური რისკსცენარების შეფასების წესებს, კრიზისული სიტუაციების წინარე შეფასებისა და მართვის ოპერაციული დაგეგმარების წესებს, შესაბამისი სიმულაციების ჩატარების პროცედურულ წესებს და კომიტეტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

8.კომიტეტი/კომიტეტის სამდივნო ეროვნული ბანკის წლიურ ანგარიშთან ერთად ყოველწლიურად აქვეყნებს კომიტეტის საქმიანობის ანგარიშს. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის ორგანული კანონი №5654 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №51 · ძალაშია 16 დეკ. 2022-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 12 ოქტ. 2009 – 31 დეკ. 2019 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 55⁵შემდეგი მუხლი 55⁷

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ბიზნესის უწყვეტობის დაგეგმვა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კრიზისის მართვა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კრიზისის მართვა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბაზელის შესაბამისობა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ოქტ. 2026 · №67

  • 3 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 33

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 16¹ეროვნული ბანკის საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტი
  • 17ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი
  • 3ეროვნული ბანკის ამოცანები და ფუნქციები

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

  • 7საბჭოს შემადგენლობა

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 6უწყებათაშორისი კომისია და სამუშაო ჯგუფი

საქართველოს კონსტიტუცია

  • 68ეროვნული ბანკი

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 41⁴დავების განმხილველი კომისია

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 23აუდიტის კომიტეტი
  • 35დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმი

დაგროვებითი პენსიის შესახებ

  • 11შესარჩევი კომისია
  • 12საპენსიო ფონდის კომიტეტები

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 16საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
683316¹17341⁴71611126233555⁶
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ეროვნული ბ…დეპოზიტების დაზღვევის …ფულის გათეთრებისა და ტ…საქართველოს კონსტიტუცი…საგადახდო სისტემისა და…მიკრობანკების საქმიანო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ოქტ. 2026 · რედაქცია №67 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026