საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

მუხლი 55⁵. სარეზოლუციო ფონდი

რედაქცია №67 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.რეზოლუციის პროცესის ეფექტიანად განხორციელების მიზნით ეროვნული ბანკი ხსნის ამ კანონის 32-ე მუხლით განსაზღვრულ ანგარიშს − სარეზოლუციო ფონდს.

2.ეროვნული ბანკი საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკებსა და უცხოური ბანკების ფილიალებს განუსაზღვრავს სარეზოლუციო ფონდში შესაბამისი წინასწარი შენატანის განხორციელების ვალდებულებას. აღნიშნული წინასწარი შენატანი თითოეული საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკისა და უცხოური ბანკის ფილიალისთვის ობიექტური და პროპორციული კრიტერიუმების საფუძველზე განისაზღვრება. პროპორციულობის კრიტერიუმი გულისხმობს წინასწარი შენატანის იმ ვალდებულებების პროპორციულად განხორციელებას, რომლებიც არ მოიცავს ისეთ ვალდებულებას, რომელიც იმავდროულად არის საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტი ან დაზღვეული დეპოზიტი. ობიექტურობის კრიტერიუმი მოიცავს კომერციული ბანკის რისკის პროფილს.

3.წინასწარი შენატანის დაკისრების კრიტერიუმები და წინასწარი შენატანის განხორციელების წესი განისაზღვრება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად დაადგენს წინასწარი შენატანის დაკისრების საფუძვლებს, გამონაკლისებს, რისკის პროფილის ელემენტებს, წინასწარი შენატანის ზედა ზღვარს, მისი განხორციელების პერიოდულობასა და ვადას. წინასწარი შენატანის ზედა ზღვარი დგინდება იმ პრინციპის გათვალისწინებით, რომ წინასწარი შენატანის განხორციელება საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს კომერციული ბანკის ლიკვიდურობას ან გადახდისუნარიანობას.

4.სარეზოლუციო ფონდში ირიცხება საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკებისა და უცხოური ბანკების ფილიალების წინასწარი შენატანები, დროებითი სახელმწიფო დაფინანსების გაცემის შემთხვევაში − ამ დაფინანსების ფარგლებში გამოყოფილი სახსრების შემდგომი ანაზღაურების მიზნით განხორციელებული შენატანები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გასაცემი სესხები, გარანტიები და გრანტები, სარეზოლუციო ფონდის საინვესტიციო საქმიანობის განხორციელებით მიღებული შემოსავლები, აგრეთვე სხვა წყაროებიდან მიღებული ფინანსური სახსრები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული ლიმიტების ფარგლებში. სარეზოლუციო ფონდის ვალდებულებების უზრუნველსაყოფად შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გაცემული გარანტია.

5.სარეზოლუციო ფონდში ჩარიცხული ფინანსური სახსრები შეიძლება გამოყენებულ იქნეს, მათ შორის, დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში, რეზოლუციის რეჟიმში მყოფ კომერციულ ბანკზე ან დროებით ბანკზე სესხის ან გარანტიის გაცემის, კომერციული ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების გასხვისების ან დროებითი ბანკის ინსტრუმენტის გამოყენების შემთხვევაში, გადაცემულ ვალდებულებებსა და აქტივებს შორის სხვაობის ანაზღაურების მიზნით, აგრეთვე „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37 10 მუხლის მე-12 პუნქტის ან/და იმავე კანონის 37 11 მუხლის მე-4 პუნქტის მიზნებისთვის. საჭიროების შემთხვევაში სესხი ან/და გარანტია შეიძლება გაიცეს კომერციული ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების გასხვისების ან შერწყმის სარეზოლუციო ინსტრუმენტის გამოყენების ფარგლებში კომერციული ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების შემძენ სუბიექტზე. სარეზოლუციო ფონდში ჩარიცხული ფინანსური სახსრები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს აგრეთვე რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის ლიკვიდურობის გაუმჯობესებისთვის, რეზოლუციის პროცესთან დაკავშირებული სხვა ხარჯების, მათ შორის, სარეზოლუციო ფონდის ადმინისტრირებასა და აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების მომზადებასთან დაკავშირებული ხარჯების, დაფარვისთვის.

6.ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკს, უცხოური ბანკის ფილიალს დროებით შეუჩეროს სარეზოლუციო ფონდში წინასწარი შენატანების განხორციელების ვალდებულება, თუ კომერციული ბანკი, უცხოური ბანკის ფილიალი დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში გამოყენებული ფულადი სახსრების შემდგომი ანაზღაურების მიზნით სარეზოლუციო ფონდში შენატანებს ახორციელებს ამ დაფინანსების სრულად დაფარვამდე.

7.სარეზოლუციო ფონდში საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკებისა და უცხოური ბანკების ფილიალების წინასწარი შენატანების განხორციელების შედეგად აკუმულირებულმა თანხებმა უნდა მიაღწიოს სარეზოლუციო ფონდის მიზნობრივ ოდენობას, რომელიც „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დაზღვეული დეპოზიტების მთლიანი მოცულობის 3 პროცენტია.

8.საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკი, უცხოური ბანკის ფილიალი ვალდებულია ყოველთვიურად, არაუგვიანეს შესაბამისი თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა განახორციელოს სარეზოლუციო ფონდში წინასწარი შენატანი ამ კანონისა და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის შესაბამისად.

9.სარეზოლუციო ფონდის ადმინისტრირებას ახორციელებს ეროვნული ბანკი. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სარეზოლუციო ფონდი ადმინისტრირებისთვის გადასცეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს. ეროვნული ბანკი და საჯარო სამართლის იურიდიული პირი − დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო პასუხს არ აგებენ სარეზოლუციო ფონდის გამოყენებით წარმოშობილ ვალდებულებებზე. დაუშვებელია სარეზოლუციო ფონდის აქტივების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი შეზღუდვების, მათ შორის, გირავნობის, ყადაღის ან/და აღსრულების, გამოყენება.

10.ეროვნული ბანკი ვალდებულია სარეზოლუციო ფონდის ფინანსური ანგარიშგება ეროვნული ბანკის ფინანსური ანგარიშგებებისგან დამოუკიდებლად მოამზადოს. სარეზოლუციო ფონდის ფინანსური ანგარიშგება დამოუკიდებელმა აუდიტორმა უნდა შეამოწმოს. სარეზოლუციო ფონდის აქტივების ღირებულება ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების დაცვით უნდა აღირიცხოს.

11.სარეზოლუციო ფონდის შექმნისა და სარეზოლუციო ფონდში წინასწარი შენატანების განხორციელების შედეგად აკუმულირებული ფულადი სახსრების ადმინისტრირების საკითხები განისაზღვრება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით. ამ სამართლებრივი აქტით შეიძლება განისაზღვროს აგრეთვე სარეზოლუციო ფონდში წინასწარი შენატანების განხორციელების შედეგად აკუმულირებული თანხების ინვესტირების საკითხები, ხოლო დროებითი სახელმწიფო დაფინანსების, აგრეთვე დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში გამოყენებული ფულადი სახსრების შემდგომი ანაზღაურების მიზნით სარეზოლუციო ფონდში განხორციელებული შენატანების ადმინისტრირებისა და ინვესტირების საკითხები განისაზღვრება ამ კანონის 55 4 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ერთობლივი სამართლებრივი აქტით. ამ ერთობლივი სამართლებრივი აქტით შეიძლება განისაზღვროს აგრეთვე გარკვეული ტრანზაქციებისთვის აუცილებელი თანხმობის მიღების, მათი ანგარიშგების მოთხოვნების დადგენისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ შესაბამისი თანხების გამოთხოვის წესები.

12.სარეზოლუციო ფონდის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ ადმინისტრირების შემთხვევაში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოსთხოვოს მას და მიიღოს სარეზოლუციო ფონდთან დაკავშირებული ნებისმიერი (მათ შორის, კონფიდენციალური) ინფორმაცია. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის ორგანული კანონი №5654 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის ორგანული კანონი №3949 – ვებგვერდი, 28.12.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №61 · ძალაშია 28 დეკ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 12 ოქტ. 2009 – 31 დეკ. 2019 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნანა თურმანიძე

ნანა თურმანიძე

ბიზნეს იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
436837¹¹37¹⁰37⁵333255⁴55¹55²131413455⁵
მითითებამნიშვნელობით ახლოსკომერციული ბანკების სა…საქართველოს ეროვნული ბ…მიკრობანკების საქმიანო…დეპოზიტების დაზღვევის …საქართველოს კონსტიტუცი…ფასიანი ქაღალდების ბაზ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №67 · ბოლოს შემოწმდა