1.დეკლარაციის „E“ ბლოკში – „კომუნალური ხარჯები“ ფიქსირდება ოჯახის მიერ დეკლარაციის შევსების თვის წინა მეორე თვიდან გასული თორმეტი თვის განმავლობაში გაწეული ხარჯები ოჯახის მიერ ელექტროენერგიის, წყლის, დასუფთავების, ან/და ბუნებრივი აირის მოხმარებაზე წარმოდგენილი გადასახადების ქვითრების ან ასეთ(ებ)ის არქონის შემთხვევაში ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. თუ ოჯახს ამ პერიოდის განმავლობაში ელექტროენერგიის, წყლის, დასუფთავების, ან/და ბუნებრივი აირის მოხმარებაზე გადასახადი არ გადაუხდია, იწერება ციფრი „0“.
2.დეკლარაციის „E“ ბლოკში – „კომუნალური ხარჯები“, ფიქსირდება ოჯახის მიერ გაწეულ ხარჯებს გამოკლებული სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ კომუნალური სუბსიდირების მიზნით გაცემული ფულადი დახმარების/ვაუჩერის ოდენობა, ოჯახის მიერ სააგენტოში მიმართვისა და შესაბამისი უწყების მიერ დადასტურებული დოკუმენტის საფუძველზე, გარდა მინდობით აღზრდის ქვეპროგრამაში ჩართული ოჯახებისა.
3.იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურა ხორციელდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის ოჯახში ვიზიტისას და დეკლარაციის „E“ ბლოკის შევსების დროს ოჯახი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ კომუნალური სუბსიდირების მიზნით ჩაერიცხა ფულადი დახმარება, რაც დასტურდება სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ გაცემული (ოჯახის ხელთ არსებული ან სააგენტოსათვის მიწოდებული) ინფორმაციით, ამავე პუნქტით გათვალისწინებული სხვაობა შესაძლებელია დაფიქსირდეს ოჯახის მიერ სააგენტოში მიმართვის გარეშე. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 17 აგვისტოს ბრძანება №01-35/ნ - ვებგვერდი, 17.08.2015წ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №01-36/ნ - ვებგვერდი, 09.08.2016წ.

