Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგადასახადების ადმინისტრირების შესახებმუხლი 43 (დანართი 1)

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 43 (დანართი 1). ამხანაგობის მიერ მიღებული მოგების (ზარალის) განაწილების დეკლარაციის შევსება

რედაქცია №400 კონსოლიდირებული · 8 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დეკლარაციის პირველ ნაწილში აისახება ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის რეკვიზიტის, დეკლარაციის ტიპის (პირველადი/შესწორებული) და საანგარიშო პერიოდის შესახებ.

2.დეკლარაციის ყველა გვერდზე მიეთითება გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, ამასთან, დეკლარაციაში ასახული მონაცემების უტყუარობა და სისრულე ხელისმოწერით დასტურდება გადასახადის გადამხდელის მიერ თარიღის (რიცხვი, თვე, წელი) მითითებით.

3.დეკლარაციის II ნაწილი ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ და მასში აისახება ინფორმაცია საგადასახადო ორგანოში დეკლარაციის წარდგენისა და რეგისტრაციის შესახებ.

4.იმ შემთხვევაში, თუ დასახელებულ დეკლარაციის უჯრებში აუცილებელი გახდება განსხვავებული მონაცემების შეტანა, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია აღნიშნულზე დეკლარაციაში გააკეთოს სათანადო შენიშვნა.

5.დეკლარაციის III ნაწილის: ა) მე-14 უჯრაში მიეთითება – საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლით დადგენილი ნორმებით განსაზღრული ერთობლივი შემოსავალი, რომელიც მიიღება საანგარიშო პერიოდში ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით. უსასყიდლოდ (ჩუქებით) მიღებული მატერიალური ფასეულობა (გაწეული მომსახურება) ერთობლივ შემოსავალში შეიტანება საბაზრო ღირებულებით; ბ) მე-15 და მე-16 უჯრებში – სასაქონლო-მატერიალური ფასეულობათა ღირებულება (გარდა უსასყიდლოდ (ჩუქებით) მიღებული) შესაბამისად, საანგარიშო პერიოდის დასაწყისისათვის და საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის ( საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-2 ნაწილი ); გ) მე-17 უჯრაში – შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯები (გარდა კაპიტალიზებადი ხარჯებისა), მათ შორის: გ.ა) მე-18 უჯრაში – საანგარიშო პერიოდში გამოქვითვას დაქვემდებარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება (გარდა კაპიტალიზებადი ფასეულობისა). მათ შორის, ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული უსასყიდლოდ (ჩუქებით) მიღებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა; გ.ბ) მე-19 უჯრაში – საანგარიშო პერიოდში გახარჯული ელექტროენერგიის ღირებულება; გ.გ) მე-20 უჯრაში – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად ხელფასის (სარგებელის) სახით გაწეული (ფაქტობრივად გაცემული ხელფასი) ხარჯი; გ.დ) 21-ე უჯრაში – კრედიტისათვის (სესხისათვის) გადახდილი ან გადასახდელი პროცენტები, არა უმეტეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წლიური პროცენტის ფარგლებში, შესაბამისი პერიოდის პროპორციულად ( საქართველოს საგადასახადო კოდექსის 107-ე მუხლი ); გ.ე) 22-ე უჯრაში – რეალიზებულ საქონელთან ან მომსახურებასთან დაკავშირებული უიმედო ვალები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 108-ე მუხლის შეზღუდვების გათვალისწინებით; გ.ვ) 23-ე უჯრაში – საამორტიზაციო ანარიცხები ძირითადი საშუალებების და არამატერიალური აქტივების მიხედვით, რომელიც გამოიანგარიშება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 111-ე , 113-ე , 114-ე და 119-ე მუხლების შესაბამისად; გ.ზ) 24-ე უჯრაში – 1000 ლარამდე ღირებულების ამორტიზაციას დაქვემდებარებული ძირითადი საშუალებების ღირებულება, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 111-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ექსპლოატაციაში გადაცემისას სრულად გამოიქვითება ერთობლივი შემოსავლიდან; გ.თ) 25-ე უჯრაში – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 112-ე მუხლის მიხედვით საგადასახადო წლის განმავლობაში 100 პროცენტიანი ამორტიზაციის დარიცხვის გზით სრულად გამოქვითული ამორტიზაციას დაქვემდებარებული და ექსპლუატაციაში შესული ძირითადი საშუალებების ღირებულება. ამასთან, სრულად გამოქვითვის უფლება არ ვრცელდება ამხანაგობაში (კაპიტალში) შეტანილ, ლიზინგით გაცემულ და ისეთ ძირითად საშუალებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება ამორტიზაციას; გ.ი) 26-ე უჯრაში – საქართველოს საგადასახადო კოდექსი 111-ე მუხლის მე-3 ნაწილის თვითეულ ჯგუფში შემავალი, ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული ძირითადი საშუალების რემონტის ხარჯები, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის 5 პროცენტს. ამასთან, თუ ამხანაგობა ძირითადი საშუალებების გამოქვითვისას იყენებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 112-ე მუხლის ნორმას, მაშინ ძირითადი საშუალებების აღნიშნული ნაწილისათვის რემონტის ხარჯებთან მიმართებაში 5-პროცენტიანი შეზღუდვის წესი არ გამოიყენება; გ.კ) 27-ე უჯრაში – გამოქვითვას დაქვემდებარებული ნებისმიერი ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია შემოსავლის მიღებასთან და არ არის ასახული სხვა უჯრებში, როგორიცაა: გ.კ.ა) სადაზღვევო ხარჯები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 118-ე მუხლის შესაბამისად; გ.კ.ბ) წარმომადგენლობითი ხარჯები, რომლებიც განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 33-ე ნაწილის მიხედვით. ამასთან მისი ოდენობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 116-ე მუხლის შესაბამისად, არ უნდა აღემატებოდეს საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავალის (უჯრა 14) ერთ პროცენტს; გ.კ.გ) სამეცნიერო-კვლევითი, საპროექტო და საცდელ-საკონსტრუქტორო მომსახურების ხარჯები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 110-ე მუხლის მიხედვით; გ.კ.დ) საანგარიშო წელს ბიოლოგიურ აქტივზე ფაქტობრივად გაწეული ხარჯი; გ.კ.ე) გამოქვითვას დაქვემდებარებული სხვა ნებისმიერი ხარჯი (გარდა საქველმოქმედო ორგანიზაციებზე გაცემული შეწირულობებისა და გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადებისა); დ) 28-ე უჯრაში – მე-15 და მე-17 უჯრებში ასახულ მონაცემთა ჯამი; ე) 29-ე უჯრაში – მე-14 და მე-16 უჯრებში ასახულ მონაცემთა ჯამი; ვ) 30-ე უჯრაში – საანგარიშო წლის შემოსავლის (უჯრა 29) გადამეტება გამოქვითვებზე (უჯრა 28), რომელიც შეადგენს 29-ე და 28-ე უჯრების მონაცემთა დადებით სხვაობას; ზ) 31-ე უჯრაში –საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლებული მოგება (შემოსავალი). აგრეთვე გამოქვითვას დაქვემდებარებული საქველმოქმედო ორგანიზაციებზე გაცემული შეწირულობის თანხები, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 117-ე მუხლის შესაბამისად არ უნდა აღემატებოდეს 30-ე უჯრაში (შემოსავლების გადამეტება გამოქვითებზე) ასახული თანხის 10 პროცენტს; თ) 32-ე უჯრაში –ამხანაგობის წილის მფლობელებზე (წევრებზე) მისაკუთვნებელი მოგება, რომელიც მიიღება 30-ე უჯრაში ასახულ მონაცემს გამოკლებული 31-ე უჯრაში ასახული მონაცემი. ი) 33-ე უჯრაში –გამოქვითების გადამეტება შემოსავალზე (ზარალი), რომელიც მიიღება 29-ე და 28-ე უჯრებში ასახულ მონაცემთა უარყოფითი სხვაობით;

6.დეკლარაციის მე-4 ნაწილის საინფორმაციო ცხრილში აისახება ინფორმაცია ამხანაგობის წილის მფლობელიების (წევრების) რეკვიზიტის და მათზე მოგების/ზარალის მიკუთვნების შესახებ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №134 · ძალაშია 6 ივლ. 2016-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 42 (დანართი 1)შემდეგი მუხლი 44 (დანართი 1)

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ამხანაგობის დაბეგვრა და სტრუქტურირებასერვისის გვერდი
  • კორპორატიული გადასახადის განცხადებასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 8 ოქტ. 2026 · №400

  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 11 რედაქცია
  • 30 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს საგადა… 100საქართველოს საგადა… 101საქართველოს საგადა… 107საქართველოს საგადა… 108საქართველოს საგადა… 110საქართველოს საგადა… 111საქართველოს საგადა… 112საქართველოს საგადა… 116საქართველოს საგადა… 117საქართველოს საგადა… 118საქართველოს საგადა… 119საქართველოს საგადა… 145საქართველოს საგადა… 8საქართველოს საგადა… 100საქართველოს საგადა… 101საქართველოს საგადა… 107საქართველოს საგადა… 108საქართველოს საგადა… 110საქართველოს საგადა… 111საქართველოს საგადა… 112საქართველოს საგადა… 116საქართველოს საგადა… 117საქართველოს საგადა… 118საქართველოს საგადა… 119

მიუთითებენ მასზე

მუხლი 17 (დანართი 1)

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 42 (დანართი 1)ამხანაგობის მიერ მიღებული მოგების (ზარალის) განაწილება
  • 33 (დანართი 1)საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის შევსება
  • 38 (დანართი 1)გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციის შევსება

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 143თანამფლობელობა
  • 153დეკლარაციის წარდგენა
  • 67საგადასახადო დეკლარაცია

მეწარმეთა შესახებ

  • 105სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების მოგებისა და ზარალის განაწილება
  • 253კოოპერატივის მოგებისა და ზარალის განაწილება

ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ

  • 5დაფარული ქონების (შემოსავლის) დეკლარირება-ლეგალიზაციის წესი

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 85გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია
  • 86დამატებითი საბაჟო დეკლარაცია

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 37ანგარიშგება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
100101107108110111112116117118119145810010143 (დანართი 1)
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საქართველოს საგადასახა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 8 ოქტ. 2026 · რედაქცია №400 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026