სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 8

რედაქცია №19 კონსოლიდირებული · 24 დეკ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დეკლარაციის „C“ ბლოკი – „ოჯახის წევრთა განათლება  და შემოსავლები“ უნდა შეივსოს ოჯახის ყველა წევრზე. სასურველია ოჯახის ცალკეული წევრის შესახებ ინფორმაცია მიღებულ იქნეს ამ წევრთან უშუალო გასაუბრების შედეგად.

2.დეკლარაციის „C1“ პუნქტის კითხვაზე – „რა ტიპის საგანმანათლებლო დაწესებულებაში დადის შინამეურნეობის წევრი მიმდინარე (გასულ) აკადემიურ წელს“ შევსებისას – სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა უნდა შემოხაზოს შესაბამისი კოდი ოჯახის ყველა არასრულწლოვან (18 წლამდე) ასაკის წევრზე, ხოლო ,,C2” პუნქტის - ,,განათლების მიღწეული დონე” შევსებისას – უნდა შემოიხაზოს შესაბამისი კოდი ოჯახის ყველა სრულწლოვან წევრზე. 3 „C1“ და „C2“ პუნქტებში ყოველ წევრზე უნდა შემოიხაზოს მხოლოდ ერთი შესაბამისი პასუხის კოდი.

4.დეკლარაციის „C3“ პუნქტის ,,პირადი ფულადი შემოსავალი (მიღებული ან მისაღები) დეკლარაციის შევსების თვის წინა მეორე თვეში (ლარი)“ შევსებისას: ა) სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა უნდა განმარტოს, რომ მიღებული ან მისაღები ფულადი შემოსავლის ქვეშ იგულისხმება კონკრეტული პირის მიერ კანონით გათვალისწინებული გადასახადების დაქვითვის შემდეგ, ხელზე მიღებული თანხა. ,,C3“ პუნქტის პირველი გრაფის - „ხელფასი (ყველა სხვა ანაზღაურების ჩათვლით)“ შევსებისას  იგულისხმება კონკრეტული პირის მიერ წინა მეორე თვეში (თვეთა ათვლისას დეკლარაციის შევსების თვის წინა თვე ითვლება პირველ თვედ) ხელზე მიღებული თანხა. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებულ მონაცემებს, სააგენტოს უფლებამოსილი პირი სთხოვს ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელს წარმოადგინოს ცნობა შემოსავლების სამსახურიდან განსხვავებული ინფორმაციის შესახებ, რის შემდეგადაც დეკლარაციის ამ გრაფის კორექტირება (საჭიროების შემთხვევაში) ხორციელდება სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში; ბ) იმ შემთხვევაში, თუ „C3“ პუნქტით გათვალისწინებული ფულადი შემოსავალი წარმოადგენს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებულ სააგენტოს მიერ ადმინისტრირებად რაიმე სახის ფულად სოციალურ გასაცემელს, აღნიშნული დეკლარაციაში უნდა ჩაიწეროს უფლებამოსილი პირის მიერ, სააგენტოში დაცულ მონაცემებზე დაყრდნობით; გ) თუ რომელიმე სახის გასაცემელს ან სხვა ფულად შემოსავალს იღებს ოჯახის არასრულწლოვანი წევრი, მაშინ შესაბამისი თანხა ჩაეწერება არასრულწლოვან წევრს, რომელიც ამ დახმარების/შემოსავლის კანონიერი მიმღებია.

5.დეკლარაციის „C3“ პუნქტის შევსებისას: ა) სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელს უნდა განუმარტოს, რომ მიღებული ან მისაღები ფულადი შემოსავლის ქვეშ იგულისხმება კონკრეტული პირის მიერ ხელზე მიღებული თანხა, ან ის თანხა, რომელიც წინა მეორე თვეში უნდა მიეღო და ჯერ არ მიუღია, მაგრამ მომავალში მიიღებს; ბ) „C3“ პუნქტის პირველი, მე-3, მე–4, მე–5, მე-8, მე-9, მე–12 და მე–13   გრაფების შევსების დროს, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელს აცნობს ინფორმაციას ოჯახის წევრების შემოსავლების შესახებ,  შემოსავლების სამსახურიდან  მიღებულ მონაცემთა ბაზასა და სააგენტოს მიერ წარმოებულ მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით და ავსებს შესაბამის გრაფ(ებ)ას; გ) თუ ოჯახის განაცხადში ოჯახის წევრთა შესახებ მითითებული ინფორმაცია არ შეესაბამება დეკლარაციის შევსების მომენტში არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას, სააგენტოს უფლებამოსილი პირი განსხვავებულ ოჯახის წევრ(ებ)ზე დეკლარაციის „C3“ პუნქტის პირველი, მე-3, მე-4, მე-5, მე-8, მე-9 და მე-13 გრაფებს ავსებს სააგენტოში დაცული ინფორმაციის საფუძველზე; დ) „C3“ პუნქტის მე-2 გრაფაში - „შემოსავალი კერძო საქმიანობიდან“ უნდა დაფიქსირდეს წინა მეორე თვეში ოჯახის მიერ კერძო საქმიანობიდან მიღებული ან მისაღები ფულადი შემოსავალი ლარებში; ე) „C3“ პუნქტის მე-3 გრაფაში – „სახელმწიფო პენსია“ – სააგენტოს უფლებამოსილი პირი მიუთითებს ინფორმაციას განმცხადებლის მიერ  წინა მეორე თვეში  მიღებული  თანხის ოდენობის შესახებ. ამასთან, ინფორმაცია მოწმდება და ივსება სააგენტოს მიერ წარმოებულ მონაცემთა ბაზასთან შედარებით; ვ) „C3“ პუნქტის მე-4 გრაფაში – „სოციალური პაკეტი“ – უნდა ჩაიწეროს ინფორმაცია წინა მეორე თვეში მიღებული თანხის ოდენობის შესახებ, რომელსაც იღებს ოჯახის წევრ(ებ)ი; ზ) „C3“ პუნქტის მე-5 გრაფა – „სახელმწიფო კომპენსაცია“ – უნდა ჩაიწეროს ინფორმაცია წინა მეორე თვეში მიღებული/მისაღები თანხის ოდენობის შესახებ, რომელსაც იღებს ოჯახის წევრ(ებ)ი;. თ) „C3“ პუნქტის მე-6 გრაფაში – „სტიპენდია“ – უნდა ჩაიწეროს ოჯახის უფლებამოსილი პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია უმაღლეს ან პროფესიულ სასწავლებელში ან სხვა ტიპის სასწავლებელში სტუდენტისათვის ან მოსწავლისათვის, წინა მეორე თვეში მიღებული/მისაღები სტიპენდიის თანხის ოდენობის შესახებ; ი) „C3“ პუნქტის მე-7 გრაფაში – „ალიმენტი“ – უნდა ჩაიწეროს სასამართლოს ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, წინა მეორე თვეში მიღებული/მისაღები თანხის ოდენობა; კ) „C3“ პუნქტის მე-8 გრაფაში – „დევნილთა შემწეობა“ – უნდა ჩაიწეროს იმ თანხის ყოველთვიური ოდენობა, რომელიც დანიშნული აქვს ოჯახის თითოეულ წევრ(ებ)ს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ; ლ) „C3“ პუნქტის მე-9 გრაფაში - „ფულადი სოციალური დახმარება საარსებო შემწეობა“ - უნდა ჩაიწეროს ინფორმაცია წინა მეორე თვეში მიღებული/მისაღები საარსებო შემწეობის თანხის ოდენობის შესახებ; მ) „C3“ კითხვის მე-10 გრაფაში – „სხვა ფულადი დახმარება, რომლის გაცემა დამოკიდებულია სარეიტინგო ქულაზე“ – უნდა ჩაიწეროს ოჯახის მიერ მოწოდებული ინფორმაცია წინა მეორე თვეში მიღებული/მისაღები იმ თანხის ოდენობის შესახებ, რომელსაც იღებს ოჯახი სარეიტინგო ქულიდან გამომდინარე დახმარების სახით და რომლის ადმინისტრირებაც არ ხორციელდება სააგენტოს მიერ; ნ) „C3“ პუნქტის მე-11 გრაფაში – „სხვა ფულადი სოციალური დახმარება“ – უნდა დაფიქსირდეს წინა მეორე თვეში მიღებული/მისაღები იმ სოციალური დახმარებ(ებ)ის ჯამური თანხა, რომელიც (რომლებიც) არ არის გათვალიწინებული ამ პუნქტის სხვა გრაფებით (მათ შორის, არ არის სარეიტინგო ქულაზე დამოკიდებული) და ოჯახი იღებს რეგულარულად (არაერთჯერადად), გარდა „დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაცემული ფულადი დახმარებისა და რეინტეგრაციის შემწეობისა; ო) (ამოღებულია - 15.09.2015, №01-41/ნ); პ) „C3“ პუნქტის მე-13 გრაფაში – „მინდობით აღზრდის ანაზღაურება“ – უნდა ჩაიწეროს წინა მეორე თვეში მიღებული/მისაღები ის ყოველთვიური თანხა, რომელსაც იღებს ოჯახი (ან ოჯახის წევრი) – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით მინდობით აღზრდისთვის; ჟ)  „C3“ პუნქტის მე-14 გრაფაში – „სხვა რეგულარული ფულადი შემოსავალი“ – უნდა ჩაიწეროს წინა მეორე თვეში მიღებული/მისაღები ის ფულადი შემოსავალი, რომელიც არ არის გათვალისწინებული „C3“ პუნქტის სხვა რომელიმე გრაფით და აქვს არაერთჯერადი (რეგულარული) ხასიათი (მაგ. საქველმოქმედო ორგანიზაციიდან გრანტის სახით მიღებული თანხა ან კერძო კომპანიისგან მიღებული თანხა); თუ შემოსავალი არის რეგულარული, მაგრამ მისი მიღება არ ხდება ყოველთვიურად, უნდა დაფიქსირდეს ამ შემოსავლის ერთ თვეზე დაანგარიშებული ოდენობა; ამ გრაფაში არ ფიქსირდება ოჯახის წევრ(ებ)ის მიერ ბანკიდან, ლომბარდიდან აღებული კრედიტი/სესხი; რ) „C3“ პუნქტში შესაძლებელია ერთ პიროვნებაზე მიეთითოს ორი და მეტი სახის შემოსავალი. თუ ოჯახის რომელიმე წევრი იღებს ერთი და იმავე სახის შემოსავალს სხვადასხვა წყაროდან შესაბამის გრაფაში უნდა დაფიქსირდეს თანხის ჯამური ოდენობა.

6.დეკლარაციის „C4“ პუნქტში – „რამდენი იყო ოჯახის ჯამური ფულადი შემოსავლები ქვემოთ ჩამოთვლილი წყაროებიდან გასულ 12 თვეში“, ფიქსირდება ოჯახის მიერ დეკლარაციის შევსების მომენტიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიღებული ფულადი შემოსავლები, მათ შორის, მე-4 გრაფაში ქონების გაყიდვასა და ყიდვას შორის არსებული სხვაობა ოჯახის უფლებამოსილი პირის მიერ წარმოდგენილი გაყიდვის-ყიდვის დოკუმენტაციის საფუძველზე. ამ პუნქტში, ოჯახის წევრის მიერ წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე, არ გაითვალისწინება: ა) ოჯახის წევრ(ებ)ის მიერ ბანკიდან, ლომბარდიდან აღებული კრედიტი/სესხი; ბ) ოჯახის არასრულწლოვანი წევრ(ებ)ის მიერ, ნებისმიერი სახის შეჯიბრებაში/კონკურსში/სპორტულ თამაშში მონაწილეობისათვის ან/და გამარჯვებისათვის მიღებული ფულადი სახის ჯილდო/პრიზი; გ) ოჯახის წევრ(ებ)ის მიერ საქველმოქმედო მიზნებისთვის მიღებული ფულადი სახის დახმარება; დ) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისთვის სახელმწიფოს მიერ გაცემული კომპენსაცია. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №01-41/ნ - ვებგვერდი, 16.09.2015წ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №01-36/ნ - ვებგვერდი, 09.08.2016წ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 7 ივნისის ბრძანება №01-38/ნ - ვებგვერდი, 08.06.2017წ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 20 სექტემბრის ბრძანება №01-12/ნ - ვებგვერდი, 21.09.2018წ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 11 თებერვლის ბრძანება №01-14/ნ- ვებგვერდი, 11.02.2021წ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 13 მაისის ბრძანება №01-41/ნ - ვებგვერდი, 13.05.2022წ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2024 წლის 24 დეკემბრის ბრძანება №43/ნ - ვებგვერდი, 24.12.2024წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
159561157676915333 (დ…91 (დ…38 (დ…8
მნიშვნელობით ახლოსსოციალურად დაუცველი ოჯ…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს საგადასახა…კორუფციის წინააღმდეგ ბ…“მიზნობრივი სოციალური …საქართველოს საბიუჯეტო …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №19 · ბოლოს შემოწმდა