1.დეკლარაციის პირველ ნაწილში აისახება ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის რეკვიზიტების, დეკლარაციის ტიპის (პირველადი/შესწორებული) და საანგარიშო პერიოდის შესახებ.
2.დეკლარაციის ყველა გვერდზე მიეთითება გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, ამასთან, დეკლარაციაში ასახული მონაცემების უტყუარობა და სისრულე ხელმოწერით დასტურდება გადასახადის გადამხდელის მიერ თარიღის (რიცხვი, თვე, წელი) მითითებით.
3.დეკლარაციის II ნაწილი ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ და აისახება ინფორმაცია საგადასახადო ორგანოში დეკლარაციის წარდგენისა და რეგისტრაციის შესახებ.
4.იმ შემთხვევაში, თუ დასახელებულ დეკლარაციის უჯრებში აუცილებელი გახდება განსხვავებული მონაცემების შეტანა, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია დეკლარაციაში გააკეთოს სათანადო შენიშვნა.
5.დეკლარაციის III ნაწილის: ა) მე -15 უჯრაში მიეთითება – საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე -100 მუხლით დადგენილი ნორმებით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი , რომელიც მიიღება საანგარიშო პერიოდში ნებისმიერი ფორმით ან / და საქმიანობით ( გარდა საქართველოს საწარმოს მიერ გაცემული და გადახდის წყაროსთან დაბეგრილი დივიდენდისა , საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130- ე მუხლის მე -4 და 4 1 ნაწილების შესაბამისად მიღებული დივიდენდებისა და 131- ე მუხლის მე -5, მე -8 და მე -9 ნაწილების შესაბამისად მიღებული პროცენტებისა ), მათ შორის , შემოსავალი , რომელიც საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან . ამასთან , როცა დეკლარაციას ავსებს არარეზიდენტი ფიზიკური პირი დაკავებული თანხების დაბრუნების მოთხოვნით , დეკლარაციის მე -15 უჯრაში შეიტანება მხოლოდ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134- ე მუხლის პირველი ნაწილის „ გ “, „ დ “ „ დ 1 “ და „ ე “ ქვეპუნქტების შესაბამისად საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლები; ბ) მე-16 უჯრაში – მიკრო და მცირე ბიზნესის სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული ერთობლივი შემოსავალი; გ) მე-17 უჯრაში – რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული შემოსავალი; დ) მე-18 უჯრაში აისახება – მონაცემი, რომელიც მიიღება მე-15 უჯრაში ასახულ ერთობლივ შემოსავალს გამოკლებული ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობი პირის ერთობლივი შემოსავალი (უჯრა 20), მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების სპეც.რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული შემოსავლების აღრიცხვის ფორმის მე-2 და მე-4 სტრიქონებში მითითებული შემოსავლების ჯამი (დანართი „ა“), არასამეწარმეო/არაეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლების/სარგებლის და კუთვნილი საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების ფორმის მე-3 და მე-4 სვეტების ჯამი (დანართი „ბ“), ფიზიკური პირის მიერ საქართველოში არსებული დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციისაგან ან/და თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოსგან მიღებული ხელფასების ჯამი (დანართი „გ“) და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი შეღავათები; ე) მე-19 უჯრაში – სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში ფიზიკური პირის მიერ ქონების იჯარიდან მიღებული შემოსავლები, რომელიც ექვემდებარება მიმდინარე გადასახდელების დარიცხვას; ვ) მე-20 უჯრაში – შეიტანება ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობი პირის მიერ ამ საქმიანობის მიხედვით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის მე-16 ნაწილის შესაბამისად იბეგრება 5%-იანი განაკვეთით; ზ) 21-ე და 22-ე უჯრებში – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად სასაქონლო-მატერიალური ფასეულობათა ღირებულება, შესაბამისად საანგარიშო პერიოდის დასაწყისისათვის და საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის; თ) 23-ე უჯრაში – მე-18 უჯრაში ასახული ერთობლივი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული და გამოქვითვას დაქვემდებარებული ან/და აღსადგენი ხარჯები (24-ე-32-ე უჯრების ჯამი), მათ შორის: თ.ა) მე-24 სტრიქონში – საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული ყველა სასაქონლო – მატერიალური ფასეულობა, მიუხედავად საქართველოს საგადასახადო კოდექსით ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვისათვის დადგენილი შეზღუდვებისა, მათ შორის: კაპიტალიზებადი, უსასყიდლოდ (ჩუქებით) მიღებული, ძირითადი საშუალების ლიკვიდაციის შედეგად მიღებული, ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი ზედმეტობა და სხვა; თ.ბ) 25-ე უჯრაში – საანგარიშო პერიოდში გახარჯული ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, წყლის ღირებულება; თ.გ) 26-ე უჯრაში – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად ხელფასის სახით ფაქტობრივ განაცემებზე (სარგებელზე) გაწეული ხარჯი; თ.დ) 27-ე უჯრაში – კრედიტისათვის (სესხისათვის) გადახდილი ან გადასახდელი პროცენტები, არაუმეტეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წლიური პროცენტის ფარგლებში, შესაბამისი პერიოდის პროპორციულად (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 107-ე მუხლი), მიუხედავად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი შეზღუდვებისა; თ.ე) 28-ე უჯრაში – საამორტიზაციო ანარიცხები ძირითადი საშუალებების და არამატერიალური აქტივების მიხედვით, რომელიც გამოიანგარიშება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 111-ე, 113-ე და 119-ე მუხლების შესაბამისად; თ.ვ) 29-ე უჯრაში – საანგარიშო წლის განმავლობაში 1000 ლარამდე ღირებულების ამორტიზაციას დაქვემდებარებული ძირითადი საშუალებების ღირებულება, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 111-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ექვემდებარება ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას ექსპლოატაციაში გადაცემისას; თ.ზ) 30-ე უჯრაში – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 112-ე მუხლის მიხედვით საგადასახადო წლის განმავლობაში 100-პროცენტიანი ამორტიზაციის დარიცხვის გზით სრულად გამოქვითული ამორტიზაციას დაქვემდებარებული და ექსპლუატაციაში შესული ძირითადი საშუალებების ღირებულება. ამასთან, სრულად გამოქვითვის უფლება არ ვრცელდება ლიზინგით გაცემულ და ისეთ ძირითად საშუალებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება ამორტიზაციას; თ.თ) 31-ე უჯრაში – საქართველოს საგადასახადო კოდექსი 111-ე მუხლის მე-3 ნაწილის თითეულ ჯგუფში შემავალი, ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული ძირითადი საშუალების რემონტის ხარჯები, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საანგარიშოს წინა საგადასახადო წლის ბოლოსათვის შესაბამისი ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის 5 პროცენტს. ამასთან, თუ გადასახადის გადამხდელი ძირითადი საშუალებების გამოქვითვისას იყენებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 112-ე მუხლის ნორმას, მაშინ ძირითადი საშუალებების აღნიშნული ნაწილისათვის რემონტის ხარჯებთან მიმართებაში 5-პროცენტიანი შეზღუდვის წესი არ გამოიყენება; თ.ი) 32- ე უჯრაში ჩასაწერი თანხა განისაზღვრება შემდეგი წესით: თ.ი.ა) მიეთითება ყველა სხვა ნებისმიერი ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია შემოსავლის მიღებასთან (გარდა, 24-ე-31-ე სტრიქონებისა და საქველმოქმედო ორგანიზაციებზე გაცემული თანხებისა), მიუხედავად იმისა, გადასახადის გადამხდელს აქვს თუ არა მათი გამოქვითვის უფლება, ამასთან არ არის ასახული სხვა უჯრებში, როგორიცაა: თ.ი.ა.ა) სადაზღვევო შენატანების ხარჯები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 118-ე მუხლის შესაბამისად; თ.ი.ა.ბ) წარმომადგენლობითი ხარჯები, რომლებიც განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 33-ე ნაწილის მიხედვით. ამასთან, მისი ოდენობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 116-ე მუხლის შესაბამისად არ უნდა აღემატებოდეს საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავალის 1 პროცენტს; თ.ი.ა.გ) სამეცნიერო-კვლევითი, საპროექტო და საცდელ-საკონსტრუქტორო მომსახურების ხარჯები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 110-ე მუხლის მიხედვით; თ.ი.ა.დ) რეალიზებულ საქონელთან ან მომსახურებასთან დაკავშირებული უიმედო ვალები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 108-ე მუხლის შეზღუდვების გათვალისწინებით; თ.ი.ა.ე) ბიოლოგიურ აქტივზე ფაქტობრივად გაწეული ხარჯი; თ.ი.ა.ვ) გამოქვითვას დაქვემდებარებული სხვა ხარჯი; თ.ი.ბ) განისაზღვრება წინა საანგარიშო პერიოდების ხარჯი, რომელთა გამოქვითვის უფლება მოპოვებულია საანგარიშო პერიოდში. თ.ი.გ) განისაზღვრება თანხა, რომელთა გამოქვითვის უფლება არ აქვს გადასახადის გადამხდელს, თუმცა იგი ასახულია „თ.ი.ა“ ქვეპუნქტში და დეკლარაციის 24-ე-31-ე სტრიქონებში. მათ შორის: – საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლებულ შემოსავალზე გაწეული დანახარჯი; – საანგარიშო წლის განმავლობაში კაპიტალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები; – შეძენებზე გაწეული დანახარჯები, რომელზეც პირს სრული ოდენობით ან ნაწილობრივ არ აქვს გამოქვითვის უფლება (მაგ.: მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისგან შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯი); – დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის დღისათვის ჩასათვლელი დღგ-ის თანხა, რომელიც მიკუთვნებული იყო სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე; – ხარჯი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით; – სხვა დანახარჯები, რომელიც არ განეკუთვნება ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯს; თ.ი.დ) „თ.ი.ა“ და „თ.ი.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული თანხების ჯამი მცირდება „თ.ი.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თანხით, სხვაობა შეიტანება დეკლარაციის 32-ე სტრიქონში. შენიშვნა: შესაძლებელია 32-ე სტრიქონის მნიშვნელობა და აქედან გამომდინარე, 23-ე უჯრის მნიშვნელობაც იყოს უარყოფითი სიდიდე; ი) 33-ე უჯრაში –21-ე და 23-ე უჯრებში ასახულ მონაცემთა ჯამი; კ) 34-ე უჯრაში – მე-18 და 22-ე უჯრებში ასახულ მონაცემთა ჯამი; ლ) 35-ე უჯრაში – მე-18 უჯრაში შეტანილი საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გადახდის წყაროსთან დაბეგრილი შემოსავლები. ამასთან, აღნიშნულ უჯრაში არ შეიტანება საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული შემოსავლი, გადახდის წყაროსთან დაბეგრილი ის შემოსავალი, რომელიც მიღებულია არასამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში ქონების იჯარით გაცემით. და აგრეთვე საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული და გადახდის წყაროსთან დაბეგრილი იმ პირთა შემოსავალი, რომლებიც დაკავებული გადასახადის დაბრუნების მოთხოვნით ავსებენ დეკლარაციას; მ) 36-ე უჯრაში – დეკლარაციის 35-ე უჯრაში ასახული საქართველოში არსებული წყაროდან ხელფასის სახით მიღებული და გადახდის წყაროსთან დაბეგრილი შემოსავალი; ნ) 37-ე უჯრაში – სსკ-ის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლებული დასაბეგრი შემოსავალი; ო) 38-ე უჯრაში – წინა წლების აუნაზღაურებელი ზარალი, რომელიც ექვემდებარება გამოქვითვას, მაგრამ არა უმეტეს წინა 5 საგადასახადო წლის ზარალისა, უჯრის შევსებისას გაითვალისწინება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 121-ე მუხლით დაწესებული ნორმები; პ) 39-ე უჯრაში – შემოსავალი, რომელიც ექვემდებარება დაბეგვრას (საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი 20%-იანი განაკვეთით) მიიღება: 34-ე უჯრაში ასახულ მონაცემს გამოკლებული 33-ე უჯრაში ასახული მონაცემი, გამოკლებული 35-ე უჯრაში ასახული მონაცემი, გამოკლებული დაბეგვრისაგან გათავისუფლებული დასაბეგრი შემოსავალი (უჯრა 37) და გამოკლებული წინა საანგარიშო წლების ზარალი (უჯრა 38); ჟ) მე-40 უჯრაში – მიეთითება ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობი პირის 5%-იანი განაკვეთით დასაბეგრი შემოსავალი, რომლის გამოანგარიშებისას მე-20 უჯრაში ასახულ მონაცემს 37-ე უჯრაში ასახული მონაცემი (სრულად ან ნაწილობრივ) აკლდება იმ შემთხვევაში, თუ 39-ე უჯრაში ასახული ციფრი ნულის ტოლია და 37-ე გრაფაში მითითებული შეღავათი სრულად არ იქნა გამოყენებული 39-ე გრაფის გამოანგარიშებისას; რ) 41-ე უჯრაში – საშემოსავლო გადასახადი, რომელიც მიიღება 39-ე და მე-40 უჯრებში ასახული მონაცემების შესაბამის განაკვეთებზე ნამრავლის ჯამით. ს) 42-ე უჯრაში – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოში გადახდის წყაროსთან დაკავებული და ბიუჯეტში გადახდილი გადასახადის თანხა, ან სხვა შემთხვევაში ამ პირის მიერ ბიუჯეტში გადახდილია საშემოსავლო გადასახადის თანხა, თუ დეკლარაცია ივსება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის მე-4, ასევე 132-ე მუხლის მე-3 და 134-ე მუხლის მე-3 ნაწილების შესაბამისად, გადასახადის გადაანგარიშების ან დაბრუნების მოთხოვნით. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ დეკლარაციის 42-ე უჯრაში აისახება გადახდის წყაროსთან დაკავებული ის გადასახადები, რომელზეც არსებობს გადახდის დამადასტურებელი საბუთი; ტ) 43-ე უჯრაში – კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი, რომელიც მიიღება 41-ე და 42-ე უჯრების მონაცემთა დადებითი სხვაობით; უ) 44-ე უჯრებში აისახება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულ(ებ)ის ბიუჯეტებში გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თითოეული ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის მითითებით; ფ) 45-ე უჯრაში – საქართველოს საგადასახადო 154-ე მუხლის პირველი ნაწილის, 153-ე მუხლის მე-4, 132-ე მუხლის მე-3 და 134-ე მუხლის მე-3 ნაწილების შესაბამისად, დაკავებული გადასახადის დაბრუნების მოთხოვნით, ფიზიკური პირის (მათ შორის, მეწარმე ფიზიკური პირი) მიერ წარდგენილი დეკლარაციით განსაზღვრული დასაბრუნებელი გადასახადის ოდენობა, რომელიც მიიღება დეკლარაციის 42-ე და 41-ე უჯრებში ასახულ მონაცემთა სხვაობით, იმ პირობით, რომ 42-ე უჯრაში ასახული საქართველოში გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის თანხა აღემატება დეკლარაციის 41-ე უჯრაში გამოანგარიშებულ საშემოსავლო გადასახადის თანხას; ქ) 46-ე უჯრაში – კაპიტალიზირებადი ხარჯები.
6.დეკლარაციის დანართი „ა“ ივსება მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების მიერ, სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებულ შემოსავლებთან დაკავშირებით. ა) დანართი „ა“-ს პირველ უჯრაში – შეიტანება საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის შემთხვევაში 5% ან 3%, ხოლო მიკრო ბიზნესის შემთხვევაში ჩაიწერება 0%. ბ) მე-2 უჯრაში – მიკრო და მცირე ბიზნესის სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული ერთობლივი შემოსავალი. მათ შორის: ბ.ა) მე-3 უჯრაში – აისახება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლებული დასაბეგრი შემოსავალი, ამასთან, თუ აღნიშნული შეღავათი სრულად გამოიყენება დეკლარაციის III ნაწილში, იგი არ ექვემდებარება აღნიშნულ სვეტში ასახვას, ხოლო დადგენილი შეღავათის დეკლარაციის III ნაწილში ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში მიეთითება შეღავათის დარჩენილი ოდენობა; ბ.ბ) მე-4 უჯრა – ივსება მხოლოდ მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის მიერ იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 84-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემოსავალი, რომელზეც არ ვრცელდება ერთობლივი შემოსავლის 30 000-ლარიანი შეზღუდვა; გ) მე-5 უჯრაში – სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები. მათ შორის, მე-6 უჯრაში – ხელფასის სახით დაქირავებულებზე გადახდილი თანხები; დ) მე-7 უჯრაში – საშემოსავლო გადასახადი დასაბეგრ შემოსავალზე, რომელიც მიიღება მე-2 უჯრასა და მე-3 უჯრას შორის სხვაობის თანხის საშემოსავლო გადასახადის პირველ უჯრაში მითითებულ განაკვეთზე გამრავლებით. მათ შორის, მე-8 უჯრებში აისახება „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის" შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულ(ებ)ის ბიუჯეტებში გადასახადელი საშემოსავლო გადასახადი; თითოეული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მითითებით.
7.დეკლარაციის დანართი „ბ“-ს უჯრებში მონაცემები აისახება უჯრების დასახელებების (შინაარსის) შესაბამისად, ამასთან: ა) მე-2 სვეტში – აისახება მიღებული შემოსავლის სახე: ა.ა) არასამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში ქონების იჯარით/ქირით გაცემით მიღებული შემოსავალი, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ექვემდებარება 20%-იანი განაკვეთით დაბეგვრას, ან/და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად იბეგრება 5%-იანი განაკვეთით. ამასთან, აღნიშნული შემოსავლის დაბეგვრისას არ გაითვალისწინება გაწეული ხარჯები; ა.ბ) არასამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში აქტივის რეალიზაციით მიღებული ნამეტი, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ექვემდებარება 20%-იანი განაკვეთით დაბეგვრას ან/და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად იბეგრება 5%-იანი განაკვეთით; მაგალითი 1 ფაქტობრივი გარემოებები: ფიზიკურმა პირმა 2020 წლის 21 აპრილს განახორციელა საკუთრებაში არსებული ბინის რეალიზაცია, რომელთან დაკავშირებითაც, გაცემულია მშენებლობის ნებართვა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე. რეალიზაციის მომენტისათვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი წარმოადგენდა მშენებარე ობიექტს და არ იყო მიღებული ექსპლუატაციაში, თუმცა შემძენს ფაქტობრივად გადაეცა ბინის დანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის საჭირო ყველა უფლება, რომელიც მას ანიჭებდა ფაქტობრივი ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის შესაძლებლობას. ანალიზი: მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკური პირის მიერ რეალიზებული ბინა რეალიზაციის მომენტისათვის წარმოადგენს მშენებარე ობიექტს და შესაბამისი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი არ არის მიღებული ექსპლუატაციაში, ითვლება, რომ ადგილი აქვს ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ბინის რეალიზაციას, ვინაიდან მასთან დაკავშირებით გაცემულია მშენებლობის ნებართვა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე და ბინის რეალიზაციის მომენტისათვის, შემძენს ფაქტობრივად გადაეცა ბინის დანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის საჭირო ყველა უფლება, რომელიც მას ანიჭებდა ფაქტობრივი ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის შესაძლებლობას. შესაბამისად, ფიზიკური პირის მიერ ბინის რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ექვემდებარება 5%-იანი განაკვეთით დაბეგვრას. შედეგი: გადასახადის გადამხდელის მიერ ბინის რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი ექვემდებარება დეკლარაციის დანართი „ბ“-ს მე-2 სვეტში ასახვას. ა.გ) არაეკონომიკური საქმიანობით მიღებული სარგებელი; ბ) მე-3 სვეტში – აისახება მიღებული შემოსავალი, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად დაბეგრილია გადახდის წყაროსთან; გ) მე-4 სვეტში – აისახება მიღებული შემოსავალი, რომელიც ექვემდებარება დაბეგვრას საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) მე-5 სვეტში – საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლებული და დაბეგვრისაგან გათავისუფლებული დასაბეგრი შემოსავლის ოდენობა, ამასთან, თუ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი შეღავათი დეკლარაციის III ნაწილში ან/და დეკლარაციის დანართი „ა“-ში სრულად გამოიყენება, დადგენილი შეღავათი არ ექვემდებარება აღნიშნულ სვეტში ასახვას, ხოლო ნაწილობრივი გამოყენების შემთხვევაში მიეთითება შეღავათის დარჩენილი ოდენობა; ე) მე-6 სვეტში – აისახება საშემოსავლო გადასახადის შესაბამისი განაკვეთი (20%, 5%); ვ) მე-7 სვეტში – აისახება დანართი „ბ“-ს შესაბამისად დარიცხული საშემოსავლო გადასახადის ოდენობა (თანხა); ზ) მე-8 სვეტში აისახება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულ(ებ)ის დასახელება, დასაბეგრი ობიექტების შესაბამისად;
8.დეკლარაციის დანართი „გ“-ს ავსებენ საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირები, რომელთაც საქართველოში არსებული დიპლომატიური სტატუსის მქონე ორგანიზაცი(ებ)იდან ან/და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონის საწარმო(ებ)იდან მიიღეს ხელფასი და აღნიშნული არ დაბეგრილა გადახდის წყაროსთან. დეკლარაციის დანართი „გ“-ს უჯრებში მონაცემები აისახება უჯრების დასახელებების (შინაარსის) შესაბამისად, ამასთან: ა) პირველ სვეტში – აისახება ხელფასის გაცემის თვე; ბ) მე-2 სვეტში – აისახება საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის მიერ, საქართველოში არსებული დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ან/და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონის საწარმო(ებ)იდან მიღებული ხელფასის ოდენობა; გ) მე-3 სვეტში – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი შეღავათის ოდენობა, ამასთან თუ შეღავათი სრულად გამოიყენება დეკლარაციის III ნაწილსა ან/და დანართი „ა“-სა და დანართი „ბ“-ში, დადგენილი შეღავათი არ ექვემდებარება აღნიშნულ სვეტში ასახვას, ხოლო ნაწილობრივი გამოყენების შემთხვევაში მიეთითება შეღავათის აუთვისებელი ოდენობა; დ) მე-4 სვეტში – აისახება საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი; ე) მე-5 სვეტში – აისახება დანართი „გ“-ს შესაბამისად დარიცხული საშემოსავლო გადასახადის ოდენობა (თანხა); ვ) მე-6 და მე-7 სვეტში – აისახება „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის" შესაბამისად აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში გადასახადელი საშემოსავლო გადასახადი.
9.დეკლარაციის დანართ „დ“-ს სვეტებში აისახება გაცემული და მიღებული სესხების შესახებ ინფორმაცია, კერძოდ: ა) გაცემული სესხ(ებ)ის: ა.ა) პირველ სვეტში აისახება საანგარიშო პერიოდის საწყისი თარიღის მდგომარეობით გაცემული სესხ(ებ)ის ნაშთი; ა.ბ) მე-2 სვეტში აისახება საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გაცემული სესხ(ებ)ის ზრდა ნებისმიერი ფორმით; ა.გ) მე-3 სვეტში აისახება მე-2 სვეტში ასახული ინფორმაციის ის ნაწილი, რომელიც წარმოიქმნა გადაფასებით; ა.დ) მე-4 სვეტში აისახება საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გაცემული სესხ(ებ)ის შემცირება ნებისმიერი ფორმით; ა.ე) მე-5 სვეტში აისახება მე-4 სვეტში ასახული ინფორმაციის ის ნაწილი, რომელიც წარმოიქმნა გადაფასებით; ა.ვ) მე-6 სვეტში აისახება საანგარიშო პერიოდის ბოლო თარიღის მდგომარეობით გაცემული სესხ(ებ)ის ნაშთი; ბ) მიღებული სესხ(ებ)ის: ბ.ა) პირველ სვეტში აისახება საანგარიშო პერიოდის საწყისი თარიღის მდგომარეობით მიღებული სესხ(ებ)ის ნაშთი; ბ.ბ) მე-2 სვეტში აისახება საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მიღებული სესხ(ებ)ის ზრდა ნებისმიერი ფორმით; ბ.გ) მე-3 სვეტში აისახება მე-2 სვეტში ასახული ინფორმაციის ის ნაწილი, რომელიც წარმოიქმნა გადაფასებით; ბ.დ) მე-4 სვეტში აისახება საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მიღებული სესხ(ებ)ის შემცირება ნებისმიერი ფორმით; ბ.ე) მე-5 სვეტში აისახება მე-4 სვეტში ასახული ინფორმაციის ის ნაწილი, რომელიც წარმოიქმნა გადაფასებით; ბ.ვ) მე-6 სვეტში აისახება საანგარიშო პერიოდის ბოლო თარიღის მდგომარეობით მიღებული სესხის ნაშთი. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №505 – ვებგვერდი, 29.09.2011 წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №470- ვებგვერდი, 31.12.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 30 მარტის ბრძანება №131 - ვებგვერდი, 02.04.2018წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 18 ივლისის ბრძანება №275 - ვებგვერდი, 19.07.2023წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 6 ნოემბრის ბრძანება №412 - ვებგვერდი, 07.11.2023წ. დანართი №II-04 1 (იხილეთ თანდართულ ფაილად) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 30 იანვრის ბრძანება № 29 - ვებგვერდი, 31.01.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 8 თებერვლის ბრძანება №40 - ვებგვერდი, 09.02.2022წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 30 იანვრის ბრძანება №28 - ვებგვერდი, 31.01.2024წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 10 ივლისის ბრძანება №234 - ვებგვერდი, 12.07.2024წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №365 - ვებგვერდი, 12.11.2024წ.

