საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 149. მოგების ან ზარალის აუღიარებლობა

რედაქცია №248 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დასაბეგრი შემოსავლის განსაზღვრისას არანაირი მოგება ან ზარალი მხედველობაში არ მიიღება, თუ ხდება: ა) აქტივის გადაცემა მეუღლეებს შორის; ბ) აქტივის გადაცემა ყოფილ მეუღლეებს შორის განქორწინების დროს; გ) აქტივის არანებაყოფლობითი განადგურება/ჩამორთმევა და განადგურების/ჩამორთმევის წლის მომდევნო 2 წლის დასრულებამდე: გ.ა) განადგურების/ჩამორთმევის შედეგად მიღებული კომპენსაციის თანხის რეინვესტირება ხორციელდება მსგავსი სახისა და მახასიათებლის მქონე აქტივში; გ.ბ) განადგურებული/ჩამორთმეული აქტივის ჩანაცვლება ხდება კომპენსაციის შედეგად მიღებული მსგავსი სახისა და მახასიათებლის მქონე აქტივით; დ) უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ნებისმიერი ფორმით (მათ შორის, საერთაშორისო დეპოზიტარული ხელწერილების სახით) სავაჭროდ დაშვებული/განთავსებული რეზიდენტი კომპანიის აქციების რეგისტრირებული მესაკუთრის ცვლილება ამ აქციების ბენეფიციარი მესაკუთრის შეუცვლელად; ე) რეპო შეთანხმების, ფასიანი ქაღალდების გასესხების ან ფინანსური გირავნობის  ფარგლებში სასესხო ფასიანი ქაღალდის მიწოდება და მისი ან მისი ეკვივალენტური სხვა სასესხო ფასიანი ქაღალდის წინასწარ შეთანხმებულ ფასად გამყიდველისთვის/გამსესხებლისთვის დაბრუნება.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შემცვლელი აქტივის ღირებულება განისაზღვრება შეცვლილი აქტივის საბალანსო ღირებულების გათვალისწინებით განადგურების/ჩამორთმევის მომენტისათვის.

3.ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადაცემული აქტივის ღირებულებად ითვლება გარიგების მომენტში მოცემული აქტივის ღირებულება გადამცემი მხარისათვის.

4.ამ მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება იმ აქტივებზე, რომლებიც ამ კოდექსის XV თავის შესაბამისად ექვემდებარება ამორტიზაციას ჯგუფური მეთოდით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად ჯგუფის ყველა აქტივი ერთდროულად გადაიცემა. საქართველოს 2015 წლის 24 დეკემბრის კანონი №4720 - ვებგვერდი, 29.12.2015წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5677 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. დასაბეგრი შემოსავლის განსაზღვრისას არანაირი მოგება ან ზარალი მხედველობაში არ მიიღება, თუ ხდება: ა) აქტივის გადაცემა მეუღლეებს შორის; ბ) აქტივის გადაცემა ყოფილ მეუღლეებს შორის განქორწინების დროს; გ) აქტივის არანებაყოფლობითი განადგურება/ჩამორთმევა და განადგურების/ჩამორთმევის წლის მომდევნო 2 წლის დასრულებამდე: გ.ა) განადგურების/ჩამორთმევის შედეგად მიღებული კომპენსაციის თანხის რეინვესტირება ხორციელდება მსგავსი სახისა და მახასიათებლის მქონე აქტივში; გ.ბ) განადგურებული/ჩამორთმეული აქტივის ჩანაცვლება ხდება კომპენსაციის შედეგად მიღებული მსგავსი სახისა და მახასიათებლის მქონე აქტივით; დ) უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ნებისმიერი ფორმით (მათ შორის, საერთაშორისო დეპოზიტარული ხელწერილების სახით) სავაჭროდ დაშვებული/განთავსებული რეზიდენტი კომპანიის აქციების რეგისტრირებული მესაკუთრის ცვლილება ამ აქციების ბენეფიციარი მესაკუთრის შეუცვლელად; ე) რეპო შეთანხმების, ფასიანი ქაღალდების გასესხების ან ფინანსური გირავნობის  ფარგლებში სასესხო ფასიანი ქაღალდის მიწოდება და მისი ან მისი ეკვივალენტური სხვა სასესხო ფასიანი ქაღალდის წინასწარ შეთანხმებულ ფასად გამყიდველისთვის/გამსესხებლისთვის დაბრუნება. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შემცვლელი აქტივის ღირებულება განისაზღვრება შეცვლილი აქტივის საბალანსო ღირებულების გათვალისწინებით განადგურების/ჩამორთმევის მომენტისათვის. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადაცემული აქტივის ღირებულებად ითვლება გარიგების მომენტში მოცემული აქტივის ღირებულება გადამცემი მხარისათვის. 4. ამ მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება იმ აქტივებზე, რომლებიც ამ კოდექსის XV თავის შესაბამისად ექვემდებარება ამორტიზაციას ჯგუფური მეთოდით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად ჯგუფის ყველა აქტივი ერთდროულად გადაიცემა. საქართველოს 2015 წლის 24 დეკემბრის კანონი №4720 - ვებგვერდი, 29.12.2015წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5677 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №160 · ძალაშია 14 იან. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 31 დეკ. 2019
  2. 149-ე მუხლის პირველ ნაწილში დაემატა „დ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც მითითებული აქციების რეგისტრირებული მესაკუთრის ცვლილება ბენეფიციარის შეუცვლელად სიაში ჩაერთო.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ სარიშვილი

მარიამ სარიშვილი

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი // მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
9874113531479798¹92² (…42 (დ…50¹ (…37⁴38253149
მნიშვნელობით ახლოსგადასახადების ადმინისტ…საქართველოს საგადასახა…დაგროვებითი პენსიის შე…საქართველოს სამოქალაქო…მეწარმეთა შესახებსაქართველოს საბაჟო კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №248 · ბოლოს შემოწმდა