Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საგადასახადო კოდექსიმუხლი 70¹

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 70¹. მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის ანგარიშგება

რედაქცია №247 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის საბოლოო მშობელი საწარმო, რომელიც საქართველოს რეზიდენტია, ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ქვეყნების მიხედვით ანგარიში საანგარიშო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 12 კალენდარული თვისა.

2.მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის შემადგენელი საქართველოს რეზიდენტი საწარმო, რომელიც არის საბოლოო მშობელი ან სუროგატი მშობელი დაწესებულება, ვალდებულია აღნიშნულის შესახებ საანგარიშო წლის ბოლომდე აცნობოს საგადასახადო ორგანოს.

3.ამ მუხლის მიზნებისთვის: ა) მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფი არის ნებისმიერი ჯგუფი, რომელიც: ა.ა) შეიცავს ორ ან ორზე მეტ საწარმოს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის/იურისდიქციის საგადასახადო რეზიდენტები არიან ან შეიცავს საწარმოს, რომელიც წარმოადგენს საგადასახადო მიზნისთვის ერთი ქვეყნის რეზიდენტს და ექვემდებარება დაბეგვრას სხვა ქვეყანაში/იურისდიქციაში, თავისი მუდმივი დაწესებულების საშუალებით განხორციელებულ ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით; ა.ბ) არ წარმოადგენს გამონაკლის მულტინაციონალურ საწარმოთა ჯგუფს; ბ) გამონაკლისი მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფი − ჯგუფის ნებისმიერ ფისკალურ წელთან დაკავშირებით, ჯგუფი, რომლის მთლიანი კონსოლიდირებული ჯგუფური შემოსავალი 750 მლნ ევროზე ნაკლებია იმ ფისკალური წლის განმავლობაში, რომელიც უშუალოდ წინ უსწრებს საანგარიშსწორებო ფისკალურ წელს, როგორც ეს ასახულია მის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშში ამ წინა ფინანსური წლისთვის; გ) საბოლოო მშობელი საწარმო მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის შემადგენელი საწარმო, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს: გ.ა) პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს საკმარისი რაოდენობის წილებს ასეთი მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის ერთ ან ერთზე მეტ შემადგენელ საწარმოში, რომ მას ევალება კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშების მომზადება იმ ქვეყანაში/იურისდიქციაში ზოგადად მოქმედი საბუღალტრო პრინციპების შესაბამისად, რომლის საგადასახადო რეზიდენტსაც წარმოადგენს, ან ვალდებული იქნებოდა მოემზადებინა იგი თავისი წილებით საჯარო ფასიანი ქაღალდების ბირჟაზე ვაჭრობის შემთხვევაში; გ.ბ) არ არსებობს ასეთი მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის სხვა შემადგენელი საწარმო, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს ამ ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ წილებს აღნიშნულ შემადგენელ საწარმოში; დ) სუროგატი მშობელი დაწესებულება − მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის შემადგენელი დაწესებულება, რომელიც ქვეყანაში/იურისდიქციაში, რომლის რეზიდენტსაც იგი წარმოადგენს, დანიშნულ იქნა ამ მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის მიერ ქვეყნების მიხედვით ანგარიშის წარდგენისთვის საბოლოო მშობელი დაწესებულების ერთადერთ შემცვლელად, როდესაც დაკმაყოფილებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული პირობები; ე) შემადგენელ საწარმოდ განიხილება: ე.ა) მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის ნებისმიერი განცალკევებული ეკონომიკური ერთეული, რომელიც შეყვანილია მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშებში ფინანსური ანგარიშგების მიზნისთვის ან შეყვანილი იქნებოდა მასში მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის ასეთი ეკონომიკური ერთეულის წილებით საჯარო ფასიანი ქაღალდების ბირჟაზე ვაჭრობის შემთხვევაში; ე.ბ) ნებისმიერი განცალკევებული ეკონომიკური ერთეული, რომელიც არ არის შეტანილი მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშებში მხოლოდ ზომის ან არსებითობის საფუძველზე; ე.გ) „ე.ა“ და „ე.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის ნებისმიერი განცალკევებული ეკონომიკური ერთეულის ნებისმიერი მუდმივი დაწესებულება იმ პირობით, რომ ეკონომიკური ერთეული ამზადებს განცალკევებულ ფინანსურ ანგარიშს ასეთი მუდმივი დაწესებულებისთვის ფინანსური/საგადასახადო ანგარიშგების და შიდა მენეჯერული კონტროლის მიზნებისთვის.

4.მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის ანგარიშის წარდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817  – ვებგვერდი, 22.07.2020წ. საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1061 – ვებგვერდი, 14.11.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №239 · ძალაშია 2 მარ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 12 ოქტ. 2010 – 1 იან. 2021 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2026· გამოქვეყნდა 14 ნოე. 2025
  2. 1 იან. 2021· გამოქვეყნდა 22 ივლ. 2020

    დაემატა 70¹ მუხლი, რომელიც აწესებს მულტინაციონალური ჯგუფის ქვეყნების მიხედვით ანგარიშის წარდგენისა და შეტყობინების ვალდებულებას, შესაბამის დეფინიციებს და მინისტრის ბრძანებით წესის დადგენას.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 70შემდეგი მუხლი 70²

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ოქტ. 2026 · №247

  • 2 ცვლილება · ბოლო 14 ნოე. 2025
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 6 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 279მუხლი 279¹

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 153დეკლარაციის წარდგენა
  • 59საგადასახადო პერიოდი
  • 135საანგარიშო პერიოდი

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 11³ (დანართი 1)საწარმოს პარტნიორთა/მონაწილეთა შესახებ ინფორმაციის წარდგენა
  • 1 (დანართი 1)გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა
  • 37 (დანართი 1)გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაცია

მეწარმეთა შესახებ

  • 254გარდამავალი დებულებები

საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ

  • 1ტერმინთა განმარტება

საქართველოს შრომის კოდექსი

  • 50საწარმოს გადაცემა

ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ

  • 5რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის მოქმედების სფერო
  • 18მესამე სახელმწიფოში მდებარე მშობელი საწარმოს სათავო ოფისი

არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ

  • 29აღრიცხვა-ანგარიშგება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
129279279¹153591355011³ (…1 (და…37 (დ…25451870¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…მეწარმეთა შესახებსაგადასახადო დავალიანე…საქართველოს შრომის კოდ…ფინანსურ კონგლომერატში…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ოქტ. 2026 · რედაქცია №247 · ბოლოს შემოწმდა 23 ოქტ. 2026