საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 59. საგადასახადო პერიოდი

რედაქცია №248 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საგადასახადო პერიოდი არის დროის მონაკვეთი, რომლითაც განისაზღვრება პირის საგადასახადო ვალდებულება კონკრეტული გადასახადის მიხედვით.

2.თუ საწარმო/ორგანიზაცია დაფუძნდა (სახელმწიფო რეგისტრაცია გაიარა) კალენდარული წლის დაწყების შემდეგ ამ წლის 1 დეკემბრამდე, მისთვის პირველი საგადასახადო პერიოდია დროის მონაკვეთი მისი დაფუძნების (რეგისტრაციის) დღიდან ამ წლის ბოლომდე. ამასთანავე, ამ კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საწარმოს დაფუძნების დღედ ითვლება ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულების დადების დღე.

3.თუ საწარმო/ორგანიზაცია დაფუძნდა 1 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, მისთვის პირველი საგადასახადო პერიოდია დროის მონაკვეთი დაფუძნების დღიდან მომდევნო წლის ბოლომდე, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4.თუ საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაცია/რეორგანიზაცია განხორციელდა კალენდარული წლის დამთავრებამდე, მისთვის უკანასკნელი საგადასახადო პერიოდია დროის მონაკვეთი ამ წლის დასაწყისიდან მისი ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის დასრულების დღემდე.

5.თუ საწარმო/ორგანიზაცია დაფუძნდა მისი ლიკვიდაციის/ რეორგანიზაციის წლის წინა წლის 30 ნოემბრის შემდეგ, მისთვის პირველი და უკანასკნელი საგადასახადო პერიოდებია დროის მონაკვეთი დაფუძნების დღიდან ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის დასრულების დღემდე.

6.ამ მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული წესები არ გამოიყენება იმ საწარმოების/ორგანიზაციების მიმართ, რომლებსაც გამოეყო ან მიუერთდა ერთი ან რამდენიმე საწარმო/ორგანიზაცია.

7.თუ საგადასახადო პერიოდის განმავლობაში საქართველოს საწარმო/ორგანიზაცია იძენს უცხოური საწარმოს სტატუსს ან, პირიქით, უცხოური საწარმო – საქართველოს საწარმოს სტატუსს, საგადასახადო პერიოდი იყოფა ორ ნაწილად: პირველ ნაწილში საწარმო/ორგანიზაცია გადასახადის გადამხდელია თავდაპირველი სტატუსის შესაბამისად, ხოლო მეორეში – შეძენილი სტატუსის შესაბამისად.

7¹.( ამოღებულია - 26.12.2013, №1886 ).

8.ამ მუხლის მე-2–მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული წესები არ გამოიყენება იმ გადასახადის მიმართ, რომლის საგადასახადო პერიოდი არ არის კალენდარული წელი. საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6212 – ვებგვერდი, 29.05.2012წ. საქართველოს 2013 წლის 26 დეკემბრის კანონი №1886 - ვებგვერდი, 30.12.2013წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საგადასახადო პერიოდი არის დროის მონაკვეთი, რომლითაც განისაზღვრება პირის საგადასახადო ვალდებულება კონკრეტული გადასახადის მიხედვით. 2. თუ საწარმო/ორგანიზაცია დაფუძნდა (სახელმწიფო რეგისტრაცია გაიარა) კალენდარული წლის დაწყების შემდეგ ამ წლის 1 დეკემბრამდე, მისთვის პირველი საგადასახადო პერიოდია დროის მონაკვეთი მისი დაფუძნების (რეგისტრაციის) დღიდან ამ წლის ბოლომდე. ამასთანავე, ამ კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საწარმოს დაფუძნების დღედ ითვლება ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულების დადების დღე. 3. თუ საწარმო/ორგანიზაცია დაფუძნდა 1 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, მისთვის პირველი საგადასახადო პერიოდია დროის მონაკვეთი დაფუძნების დღიდან მომდევნო წლის ბოლომდე, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 4. თუ საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაცია/რეორგანიზაცია განხორციელდა კალენდარული წლის დამთავრებამდე, მისთვის უკანასკნელი საგადასახადო პერიოდია დროის მონაკვეთი ამ წლის დასაწყისიდან მისი ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის დასრულების დღემდე. 5. თუ საწარმო/ორგანიზაცია დაფუძნდა მისი ლიკვიდაციის/ რეორგანიზაციის წლის წინა წლის 30 ნოემბრის შემდეგ, მისთვის პირველი და უკანასკნელი საგადასახადო პერიოდებია დროის მონაკვეთი დაფუძნების დღიდან ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის დასრულების დღემდე. 6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული წესები არ გამოიყენება იმ საწარმოების/ორგანიზაციების მიმართ, რომლებსაც გამოეყო ან მიუერთდა ერთი ან რამდენიმე საწარმო/ორგანიზაცია. 7. თუ საგადასახადო პერიოდის განმავლობაში საქართველოს საწარმო/ორგანიზაცია იძენს უცხოური საწარმოს სტატუსს ან, პირიქით, უცხოური საწარმო – საქართველოს საწარმოს სტატუსს, საგადასახადო პერიოდი იყოფა ორ ნაწილად: პირველ ნაწილში საწარმო/ორგანიზაცია გადასახადის გადამხდელია თავდაპირველი სტატუსის შესაბამისად, ხოლო მეორეში – შეძენილი სტატუსის შესაბამისად. 7 1 . ( ამოღებულია - 26.12.2013, №1886 ). 8. ამ მუხლის მე-2–მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული წესები არ გამოიყენება იმ გადასახადის მიმართ, რომლის საგადასახადო პერიოდი არ არის კალენდარული წელი. საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6212 – ვებგვერდი, 29.05.2012წ. საქართველოს 2013 წლის 26 დეკემბრის კანონი №1886 - ვებგვერდი, 30.12.2013წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №66 · ძალაშია 1 იან. 2017-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2013

    59-ე მუხლის 7¹ ნაწილი ამოღებულია.

  2. 59-ე მუხლს დაემატა 7¹ ნაწილი, რომლის მიხედვით შეთანხმებით მოცული და დარჩენილი არასრული ნაწილები ცალ-ცალკე საგადასახადო პერიოდებად ითვლება.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნოდარ ხუციშვილი

ნოდარ ხუციშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
121535515317 (დ…56¹ (…11³ (…765254828859
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საგადასახადო დავალიანე…მეწარმეთა შესახებსაქართველოს საბაჟო კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №248 · ბოლოს შემოწმდა