საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 70². „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმებით (CRS MCAA)  ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები

რედაქცია №248 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.„საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმებით (CRS MCAA) ან/და საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებით (შემდგომ − ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებები) განსაზღვრული ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტი (შემდგომ − ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტი) ვალდებულია განახორციელოს სათანადო პროცედურები აღნიშნული შეთანხმებებით გათვალისწინებული „ანგარიშგების საერთო სტანდარტის“ თანახმად და საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ინფორმაცია შესაბამისი იურისდიქციის რეზიდენტი პირის ანგარიშგებისადმი დაქვემდებარებული თითოეული ფინანსური ანგარიშის თაობაზე.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაცია საგადასახადო ორგანოს წარედგინება იმ კალენდარული წლის დასრულების შემდეგ, რომელსაც იგი უკავშირდება, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული წლის 30 ივნისისა.

3.საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მიღებული ინფორმაციის დაზუსტების მიზნით ანგარიშმგებ ფინანსურ ინსტიტუტს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა, რისთვისაც მას განუსაზღვრავს გონივრულ ვადას არანაკლებ 15 კალენდარული დღისა.

4.საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია მიღებული ინფორმაცია გადასცეს ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებების წევრი იმ იურისდიქციების კომპეტენტურ უწყებებს, რომლებთანაც ამოქმედებულია აღნიშნული შეთანხმებები.

5.ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებებით გათვალისწინებული ანგარიშგების წესს ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

6.საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით განახორციელოს ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტის მიერ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლი.

7.პირის მიერ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებებით გათვალისწინებული „ანგარიშგების საერთო სტანდარტით“ დადგენილი ვალდებულებისთვის თავის ასარიდებლად დადებული გარიგება ან განხორციელებული ქმედება მას არ ათავისუფლებს ამ მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებისგან. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2138 – ვებგვერდი, 15.12.2022წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმებით (CRS MCAA) ან/და საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებით (შემდგომ − ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებები) განსაზღვრული ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტი (შემდგომ − ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტი) ვალდებულია განახორციელოს სათანადო პროცედურები აღნიშნული შეთანხმებებით გათვალისწინებული „ანგარიშგების საერთო სტანდარტის“ თანახმად და საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ინფორმაცია შესაბამისი იურისდიქციის რეზიდენტი პირის ანგარიშგებისადმი დაქვემდებარებული თითოეული ფინანსური ანგარიშის თაობაზე. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაცია საგადასახადო ორგანოს წარედგინება იმ კალენდარული წლის დასრულების შემდეგ, რომელსაც იგი უკავშირდება, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული წლის 30 ივნისისა. 3. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მიღებული ინფორმაციის დაზუსტების მიზნით ანგარიშმგებ ფინანსურ ინსტიტუტს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა, რისთვისაც მას განუსაზღვრავს გონივრულ ვადას არანაკლებ 15 კალენდარული დღისა. 4. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია მიღებული ინფორმაცია გადასცეს ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებების წევრი იმ იურისდიქციების კომპეტენტურ უწყებებს, რომლებთანაც ამოქმედებულია აღნიშნული შეთანხმებები. 5. ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებებით გათვალისწინებული ანგარიშგების წესს ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. 6. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით განახორციელოს ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტის მიერ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლი. 7. პირის მიერ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებებით გათვალისწინებული „ანგარიშგების საერთო სტანდარტით“ დადგენილი ვალდებულებისთვის თავის ასარიდებლად დადებული გარიგება ან განხორციელებული ქმედება მას არ ათავისუფლებს ამ მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებისგან. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2138 – ვებგვერდი, 15.12.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №194 · ძალაშია 1 იან. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 12 ოქტ. 2010 – 1 იან. 2023 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 10 მარ. 2023
  2. · გამოქვეყნდა 15 დეკ. 2022

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნანა თურმანიძე

ნანა თურმანიძე

ბიზნეს იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1611921⁴⁹102921¹70279²42¹4312¹70²
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საინვესტიციო ფონდების …საგადახდო სისტემისა და…მიკროსაფინანსო ორგანიზ…არასაბანკო სადეპოზიტო …საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №248 · ბოლოს შემოწმდა