საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 99. გადასახადისაგან გათავისუფლება

რედაქცია №248 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება: ა) (ამოღებულია - 30.05.2018, №2391) ; ბ) (ამოღებულია - 30.05.2018, №2391) ; გ) (ამოღებულია - 30.05.2018, №2391) ; გ 1 ) (ამოღებულია - 30.05.2018, №2391) ; დ) საქართველოს საპატრიარქოს მიერ რელიგიური დანიშნულებით გამოყენებული ჯვრების, სანთლების, ხატების, წიგნებისა და კალენდრების რეალიზაციით მიღებული მოგება; ე) 2018 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პირველადი მიწოდებით მიღებული მოგება ან მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები/განხორციელებული განაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ასეთი მიწოდებით მიღებული შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება; ვ) 2028 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პირველადი მიწოდებით მიღებული მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები/განხორციელებული განაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით; ზ) (ამოღებულია - 28.06,2019, №4906) ; თ) (ამოღებულია - 28.06,2019, №4906) ; ი) (ამოღებულია - 23.12.2017, №1935) ; კ) არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი საწარმოს, ორგანიზაციის ან/და მეწარმე ფიზიკური პირის მიერ რისკის დაზღვევისა და გადაზღვევის საფუძველზე; ლ) არარეზიდენტის მიერ ქონების ლიზინგით გაცემიდან მიღებული შემოსავალი, რომელიც საქართველოში არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას არ მიეკუთვნება; მ) სახელმწიფოს, საქართველოს ეროვნული ბანკის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს, აგრეთვე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის სასესხო ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით და ამ ფასიანი ქაღალდებიდან პროცენტის სახით მიღებული მოგება ან მოგების განაწილება და საქართველოს ეროვნულ ბანკში ანგარიშებზე განთავსებულ სახსრებზე დარიცხული პროცენტებიდან მიღებული მოგება ან მოგების განაწილება. საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების სია განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით; მ 1 ) არარეზიდენტის მიერ რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდის მიწოდებით მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში ამ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას; მ ​ 2 ) არარეზიდენტის მიერ რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ 2028 წლის 1 იანვრამდე  საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში ამ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას; მ 3 ) არარეზიდენტის მიერ რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული წილობრივი ფასიანი ქაღალდის მიწოდებით მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში ამ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას; ნ) თიზ-ის საწარმოს მიერ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართული საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები/განხორციელებული განაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით; ო) (ამოღებულია - 28.06,2019, №4906) ; პ) (ამოღებულია - 30.05.2018, №2391) ; ჟ) ვირტუალური ზონის იურიდიული პირის მიერ შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიების საქართველოს ფარგლების გარეთ მიწოდებით მიღებული მოგება (მოგების განაწილება); რ) 2026 წლის 1 იანვრამდე ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტის მიერ სასტუმრო მომსახურების გაწევით მიღებული მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები/განხორციელებული განაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით; ს) აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის მომწყობი პირის მიერ აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილება; ტ) სპეციალური სავაჭრო კომპანიის მიერ ნებადართული საქმიანობიდან მიღებული მოგების (გარდა მის მიერ ეკონომიკურ საქმიანობაში 2 წელზე მეტი ვადით გამოყენებული ძირითადი საშუალების მიწოდებით მიღებული მოგებისა) განაწილება; უ) (ამოღებულია - 30.05.2018, №2391) ; ფ) „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემდეგ გაკოტრების რეჟიმში მყოფი პირის მიერ მიღებული მოგების განაწილება; ქ) საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის შესაბამისად ჩამორთმეული საკუთრების სანაცვლო ანაზღაურებით მიღებული მოგების განაწილება; ღ) მაღალმთიანი დასახლების საწარმოს მიერ ამავე მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები/განხორციელებული განაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით, – შესაბამისი სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში (სტატუსის მინიჭების კალენდარული წლის ჩათვლით); ყ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტისგან მიღებული პროცენტებიდან მიღებული მოგების განაწილება; შ) სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის მიერ ამ კოდექსის 24 2 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილება. შენიშვნა: ამ ნაწილის „მ 1 “–„მ 3 “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, თუ სასესხო/წილობრივი ფასიანი ქაღალდი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებამდეა სავაჭროდ დაშვებული ორგანიზებულ ბაზარზე. ამასთანავე, აღნიშნული შეღავათი მოქმედებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებული ბაზრის აღიარების თარიღიდან.

2.ამ მუხლის მიზნებისათვის სასტუმრო მომსახურების (გარდა ამ კოდექსის მე-8 მუხლის 33-ე ნაწილის „დ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასტუმრო მომსახურებისა) სახეებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

3.ამ მუხლის პირველი ნაწილით მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული მოგების თანხის იდენტიფიცირებისათვის ითვლება, რომ საწარმოს მიერ დივიდენდის განაწილებისას პირველ რიგში ეს თანხა გაიცემა. საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4061-სსმI, №75, 27.12.2010წ., მუხ.469 საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4935 - ვებგვერდი, 30.06.2011წ. საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4963 - ვებგვერდი, 30.06.2011წ. საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4961 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი №5120 - ვებგვერდი, 19.10.2011წ. საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5202 - ვებგვერდი, 22.11.2011წ. საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5452 - ვებგვერდი, 22.12.2011წ. საქართველოს 201 2 წლის 13 მარტის კანონი №5 7 91 – ვებგვერდი, 23.0 3 .2012წ. საქართველოს 201 2 წლის 24 აპრილის კანონი №6053 – ვებგვერდი, 27.04.2012წ. საქართველოს 201 2 წლის 10 აპრილის კანონი №6015 – ვებგვერდი, 30.04.2012წ. საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6395 - ვებგვერდი, 19.06.2012წ. საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №64 46 – ვებგვერდი, 25 .0 6 .2012წ. საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი №189 - ვებგვერდი, 29.12.2012წ. საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №817 - ვებგვერდი, 05.08.2013წ. საქართველოს 2013 წლის 30 ივლისის კანონი №906 - ვებგვერდი, 20.08.2013წ. საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1046 – ვებგვერდი, 23.09.2013წ. საქართველოს 2013 წლის 26 დეკემბრის კანონი №1886 - ვებგვერდი, 30.12.2013წ. საქართველოს 2015 წლის 16 ივლისის კანონი №4037 - ვებგვერდი, 28.07 .2015წ. საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის კანონი №5503 - ვებგვერდი, 12.07.2016წ. საქართველოს 2016 წლის 13 მაისის კანონი №5092 - ვებგვერდი, 01.06.2016წ. საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №854 - ვებგვერდი, 02.06.2017წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1935 – ვებგვერდი, 29.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2391 – ვებგვერდი, 12.06.2018წ. საქართველოს 2018 წლის 6 ივნისის კანონი № 2476 – ვებგვერდი, 21.06.2018წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3109 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 5 სექტემბრის კანონი №3383 – ვებგვერდი, 24.09.2018წ. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4906 – ვებგვერდი, 04.07.2019წ. საქართველოს 2020 წლის 18 სექტემბრის კანონი №7169  – ვებგვერდი, 25.09.2020წ. საქართველოს 2022 წლის 16 დეკემბრის კანონი №2439 – ვებგვერდი, 27.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2590 – ვებგვერდი, 24.02.2023წ. საქართველოს 2023 წლის 13 დეკემბრის კანონი №3903 – ვებგვერდი, 25.12.2023წ. საქართველოს 2023 წლის 13 დეკემბრის კანონი №3902 – ვებგვერდი, 25.12.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4022 – ვებგვერდი, 28.12.2023წ. საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1061 – ვებგვერდი, 14.11.2025წ. თავი XIV ერთობლივი შემოსავალი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №239 · ძალაშია 2 მარ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 29 მაი. 2023 – 1 ივნ. 2024 ტექსტი უცნობია

  2. 23 სექ. 2013 – 1 იან. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 37

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 14 ნოე. 2025
  2. · გამოქვეყნდა 28 დეკ. 2023
  3. · გამოქვეყნდა 25 დეკ. 2023
  4. · გამოქვეყნდა 27 დეკ. 2022
  5. · გამოქვეყნდა 1 ივნ. 2016

    99-ე მუხლის ტექსტში თავის აღნიშვნა შეიცვალა და ახლა მითითებულია XIII თავი „მოგების გადასახადი“.

  6. · გამოქვეყნდა 29 დეკ. 2017

    99-ე მუხლის პირველ ნაწილში კოოპერატივის შეღავათი 2023 წლამდე გაგრძელდა, „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულია, არარეზიდენტებისთვის დაემატა „მ¹“–„მ³“ ქვეპუნქტები და „ყ“ ქვეპუნქტს შენიშვნა.

  7. · გამოქვეყნდა 25 სექ. 2020
  8. · გამოქვეყნდა 22 ივლ. 2020
  9. · გამოქვეყნდა 4 ივლ. 2019

    99-ე მუხლის პირველ ნაწილში ამოღებულია „ზ“, „თ“ და „ო“ ქვეპუნქტები, ანუ საერთაშორისო ფინანსური კომპანიებისა და ამ სტატუსის საინვესტიციო ფონდის მოგების გადასახადისგან გათავისუფლება.

  10. · გამოქვეყნდა 21 ივნ. 2018

    99-ე მუხლის 1-ელ ნაწილში დაემატა გათავისუფლება სპეციალური საწარმოს მოგების განაწილებაზე.

  11. · გამოქვეყნდა 12 ივნ. 2018

    99-ე მუხლში მოგების გადასახადისგან გათავისუფლების ექვსი ქვეპუნქტი — „ა“, „ბ“, „გ“, „გ¹“, „პ“ და „უ“ — ამოღებულია.

  12. 99-ე მუხლის პირველ ნაწილში „ღ“ ქვეპუნქტამდე დაემატა „ქ“ ქვეპუნქტი, რომელიც მოგების გადასახადისგან ათავისუფლებს კონსტიტუციის მე-19 მუხლით ჩამორთმეული საკუთრების სანაცვლო ანაზღაურებით მიღებული მოგების განაწილებას; ნორმა ამოქმედდება მომდევნო არჩევნებში არჩეული პრეზიდენტის ფიცის დადებისთანავე.

  13. 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტში მინისტრის დასახელება განახლდა: ავტორიზებული საჯარო სკოლის მოგების გათავისუფლების წესს ადგენს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი.

  14. 99-ე მუხლის 1-ლ პუნქტში დაემატა „გ¹“ ქვეპუნქტი სააგენტოს მოგების გათავისუფლების შესახებ, ხოლო „მ“ ქვეპუნქტში სააგენტო დასახელდა სასესხო ფასიანი ქაღალდებიდან მიღებული მოგების გათავისუფლებულ სუბიექტთა შორის.

  15. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2013

    99-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტში მოგების გადასახადისგან გათავისუფლება გავრცელდა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის ფასიან ქაღალდებზე.

  16. 99-ე მუხლის პირველ პუნქტში მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულ შემოსავალთა ჩამონათვალს დაემატა „ბ 2“ ქვეპუნქტი ინოვაციური საქმიანობისთვის მიღებული გრანტების შესახებ.

  17. · გამოქვეყნდა 28 ივლ. 2015

    99-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატა „წ“ ქვეპუნქტი, რომლითაც მაღალმთიანი დასახლების საწარმოს მოგება 10 წლით თავისუფლდება მოგების გადასახადისგან.

  18. · გამოქვეყნდა 24 დეკ. 2014
  19. · გამოქვეყნდა 20 აგვ. 2013
  20. 99-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატა „ძ“ ქვეპუნქტი, რომლითაც მოგების გადასახადისგან თავისუფლდება ჩამორთმეული საკუთრების სანაცვლო ანაზღაურებით მიღებული მოგება.

  21. 99-ე მუხლის პირველ პუნქტში დაემატა ორი გათავისუფლების ნორმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისთვის: გრანტები და პაი (ბ¹) და 2017 წლამდე პირველადი მიწოდებით მიღებული მოგება (ვ¹).

  22. · გამოქვეყნდა 29 დეკ. 2012

    „ვ“ ქვეპუნქტში ამოღებულია 2014 წლის 1 იანვრის ვადა, ხოლო „ვ“ და „რ“ ქვეპუნქტებში რეინვესტირება უნდა განხორციელდეს საგადასახადო წლის დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში.

  23. · გამოქვეყნდა 19 ივნ. 2012

    99-ე მუხლის პირველი ნაწილის გათავისუფლებათა ჩამონათვალს დაემატა „ც“ პუნქტი გაკოტრების რეჟიმში მყოფი პირის მოგების შესახებ.

  24. 99-ე მუხლის „ჩ“ ქვეპუნქტში მოგების გადასახადის შეღავათი ვრცელდება ოპერირებისთვის მოწვეულ პირზეც და ვადა 1 თვიდან 60 დღემდეა გაზრდილი.

  25. · გამოქვეყნდა 27 აპრ. 2012

    99-ე მუხლის პირველი პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტში გათავისუფლებულ პირთა წრეს დაემატა აზარტული კლუბის მომწყობი; სისტემურ-ელექტრონული თამაშობის მოწყობიდან მიღებული მოგება გამონაკლისად რჩება.

  26. „ო“ ქვეპუნქტში საერთაშორისო საწარმო ჩანაცვლდა თიზ-ის საწარმოთი და ამოღებულია გამონაკლისი რეგისტრირებული გადამხდელისთვის საქონლის მიწოდებით მიღებულ მოგებაზე.

  27. 99-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატა „შ“ და „ჩ“ ქვეპუნქტები, რომლებიც ტურისტული საწარმოს ორ სახის სარგებელსა და შემოსავალს ათავისუფლებს მოგების გადასახადისგან.

  28. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2011

    99-ე მუხლში ამოღებულია „ფ“ ქვეპუნქტი, რომელიც სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი პირის მოგებას აღნიშნული საქმიანობის ნაწილში მოგების გადასახადისგან ათავისუფლებდა.

  29. · გამოქვეყნდა 22 ნოე. 2011
  30. · გამოქვეყნდა 30 ივნ. 2011

    99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტს დაემატა გამონაკლისი 25-ე მუხლის 4¹ და 4² ნაწილების შემთხვევებში მიღებული მოგებისათვის.

  31. 99-ე მუხლის პირველ ნაწილში თავისუფალი საწყობის საწარმოს რეექსპორტის მოგების გათავისუფლება („ნ“) ამოღებულია და „ქ“ ქვეპუნქტით დაემატა სპეციალური სავაჭრო კომპანიის ნებადართული საქმიანობის მოგების გათავისუფლება.

  32. · გამოქვეყნდა 30 ივნ. 2011

    99-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატა „ფ“ ქვეპუნქტი, რომლითაც სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი პირის მოგება ამ საქმიანობის ნაწილში თავისუფლდება მოგების გადასახადისგან.

  33. 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტი ახლა მოიცავს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ, უმაღლეს საგანმანათლებლო საქმიანობას განმახორციელებელ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებსაც.

  34. · გამოქვეყნდა 27 დეკ. 2010

    99-ე მუხლის არსებული ტექსტი პირველ ნაწილად გადანომრა; დაემატა „ტ“ და „უ“ ქვეპუნქტები ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტის მოგების გადასახადისგან გათავისუფლების შესახებ და მე-2 ნაწილი სასტუმრო მომსახურების სახეების მთავრობის მიერ განსაზღვრის თაობაზე.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
925198971052593092068212440 (დ…41 (დ…40¹ (…20299
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…თავისუფალი ინდუსტრიული…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს ეროვნული ბ…საქართველოს საბაჟო კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №248 · ბოლოს შემოწმდა