Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგადასახადების ადმინისტრირების შესახებმუხლი 40¹ (დანართი 1)

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 40¹ (დანართი 1). მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის ( დანართი №II-08 6 ) შევსება

რედაქცია №400 კონსოლიდირებული · 8 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234566³6⁴6⁵6⁶6⁷6⁸78910

1.მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია შედგება ძირითადი ნაწილისა და დანართებისაგან. დანართები დეკლარაციის განუყოფელი ნაწილია.

2.დეკლარაციის სტრიქონებში მონაცემები შეიტანება მათი დასახელებების (შინაარსის) შესაბამისად. ამასთან, მოგების გადასახადის გაანგარიშების მიზნებისათვის არც ერთი ელემენტი არ უნდა იქნეს გამოტოვებული ან ორჯერ ჩართული. იმ შემთხვევაში, თუ აუცილებელი გახდება დეკლარაციის სტრიქონებში მითითებული ლოგიკური ფორმულისაგან ან შინაარსისაგან განსხვავებული მონაცემების შეტანა, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია აღნიშნულზე დეკლარაციაში გააკეთოს სათანადო შენიშვნა.

3.დეკლარაციის I ნაწილში აისახება ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის რეკვიზიტების, დეკლარაციის ტიპის (პირველადი/შესწორებული) და საანგარიშო პერიოდის შესახებ, აგრეთვე ეკონომიკური საქმიანობის („NACE“) კოდი „საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის „ეკონომიკური საქმიანობის სახეების“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ „საქსტატის“ საბჭოს 2016 წლის 28 ივლისის №10 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორი „ეკონომიკური საქმიანობის სახეების“ მიხედვით.   მისამართის სვეტში მიეთითება საწარმოს ფაქტობრივი მისამართი.

4.დეკლარაციის II ნაწილი ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ, დეკლარაციის ქაღალდის ფორმით წარმოდგენის შემთხვევაში, და აისახება ინფორმაცია საგადასახადო ორგანოში დეკლარაციის წარდგენისა და რეგისტრაციის შესახებ. თანდართულ დოკუმენტებში გადასახადის გადამხდელის მიერ მოგების გადასახადის გაანგარიშებასთან დაკავშირებით შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს დამატებითი დანართები, მათ შორის, ახსნა-განმარტების სახით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

5.დეკლარაციის III ნაწილის მეორე სვეტში აისახება მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი, რომელიც იბეგრება მოგების გადასახადის 15%-იანი განაკვეთით (მათ შორის, საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე საწარმოს მიერ შესაბამისი სტატუსის მინიჭებამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილება), გარდა „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე სუბიექტისა, შესაბამისი მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა და მოგების გადასახადი, ხოლო მესამე სვეტში - მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი, რომელიც იბეგრება მოგების გადასახადის 5%-იანი ან 10%-იანი განაკვეთით (მიუხედავად მოგების ფორმირების საანგარიშო პერიოდისა), შესაბამისი მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა და მოგების გადასახადი. დეკლარაციის III ნაწილის მესამე სვეტში აისახება აგრეთვე „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ინოვაციური სტარტაპის და ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი, რომელიც იბეგრება მოგების გადასახადის 15%-იანი განაკვეთით. ამასთან, ამავე ნაწილის: ა) მე-16 სტრიქონში მიეთითება განაწილებული მოგება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 98 1 მუხლის შესაბამისად, რომელიც დეკლარაციის III ნაწილის 16.1, 16.2, 16.3, 16.4 და 16.5 სტრიქონებში ასახული თანხების ჯამის ტოლია: ა.ა) 16.1 სტრიქონი – აისახება წმინდა მოგებიდან განაწილებული დივიდენდი. მათ შორის: – საწარმოს ლიკვიდაციისას განხორციელებული გადახდა/განაცემი, რომელიც აღემატება კაპიტალში (განთავსებულსა და საემისიოში) პარტნიორის მიერ განხორციელებული შენატანის ოდენობას; – საწარმოს მიერ კაპიტალის შემცირების გზით აქტივების გადაცემა, (გარდა საწარმოს მიერ კაპიტალის შემცირებით სახელმწიფოსათვის ან/და მუნიციპალიტეტებისათვის აქტივების გადაცემისა, თუ ამ საწარმოს წილის/აქციების 50 პროცენტზე მეტი სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია), რომლის ღირებულებაც აღემატება კაპიტალში (განთავსებულსა და საემისიოში) პარტნიორის მიერ განხორციელებული შენატანის ოდენობას; – საწარმოს აქციის/წილის გამოსყიდვისას განხორციელებული გადახდა/განაცემი (ლიკვიდაციისას ან კაპიტალის შემცირებისას), რომელიც აღემატება კაპიტალში (განთავსებულსა და საემისიოში) პარტნიორის მიერ განხორციელებული შენატანის ოდენობას; – რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული წილობრივი ფასიანი ქაღალდის გადაცემით პარტნიორზე განხორციელებული გადახდა; შენიშვნა :

16.1 სტრიქონში ასევე შეიტანება 2008 წლამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან განაწილებული დივიდენდი . ამასთან , 16.1 სტრიქონში არ შეიტანება: ა) „ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული მოგების განაწილება სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაზე, კომანდიტურ საზოგადოებაზე, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაზე, სააქციო საზოგადოებასა და კოოპერატივზე, გარდა: ა . ა ) მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული აღნიშნული პირ ( ებ ) ისა; ა.ბ)  2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდში მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის აღნიშნულ პირ(ებ)ზე განაწილებისა, ხოლო სადაზღვევო ორგანიზაციის შემთხვევაში – მის მიერ  2015 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდში მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის აღნიშნულ პირ(ებ)ზე განაწილებისა; ა.გ) საბანკო დაწესებულებაზე, საკრედიტო კავშირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და სესხის გამცემ სუბიექტზე დივიდენდის განაწილებისა, თუ მოგება განეკუთვნება 2008 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდებს; ა.დ) 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე პერიოდების კუთვნილი მოგებიდან სადაზღვევო ორგანიზაციაზე დივიდენდის განაწილებისა, აგრეთვე, 2017 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე პერიოდების კუთვნილი მოგებიდან სადაზღვევო ორგანიზაციაზე 2024 წლის 1 იანვრამდე დივიდენდის განაწილებისა; ბ ) საწარმოს მიერ უცხოური საწარმოსგან ( გარდა შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირისა ) 2017 წლის 1 იანვრიდან მიღებული დივიდენდის განაწილება; გ) 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდში მიღებული წმინდა მოგებიდან განაწილებული დივიდენდის მიმღები „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირის (გარდა ინდივიდუალური მეწარმის  და საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული პირისა) მიერ მისი შემდგომი განაწილება, ხოლო  2008 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე პერიოდების კუთვნილი მოგებიდან – სადაზღვევო ორგანიზაციისგან მიღებული დივიდენდის განაწილება; დ ) 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული დივიდენდის შემდგომი განაწილება; ე) 2008 წლის 1 იანვრის შემდგომი პერიოდების კუთვნილი მოგებიდან საბანკო დაწესებულებისგან, საკრედიტო კავშირისგან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტისგან მიღებული დივიდენდის განაწილება; ვ ) არარეზიდენტი საწარმოს მუდმივი დაწესებულების მიერ 2017 წლის 1 იანვრამდე მიღებული მოგების განაწილება. მაგალითი 1. ფაქტობრივი გარემოებები: საწარმომ 2017 წელს მიღებული წმინდა მოგებიდან (60 000 ლარი) მოახდინა პარტნიორზე გადახდა საწარმოს წილის საკუთრებაში გადაცემით (გაზარდა ამ პარტნიორის წილის ღირებულება, კაპიტალი იყო 20000 ლარი და გახდა 80 000 ლარი). საწარმომ 2018 წლის ივნისში პარტნიორ ფიზიკურ პირზე გასცა 90 000 ლარი – 40 000 ლარი წმინდა მოგების ხარჯზე, ხოლო 50 000 ლარით შეამცირა კაპიტალი. ანალიზი: წმინდა მოგებიდან საწარმოს მიერ პარტნიორზე მისი წილის ღირებულების გაზრდის მიზნით განხორციელებული გადახდა არ წარმოადგენს დივიდენდის განაწილებას და შესაბამისად 2017 წელს ასეთი გადახდა (60 000 ლარი) არ დაიბეგრა მოგების გადასახადით. განაწილებულ მოგებად არ ითვლება პარტნიორის მიერ შენატანის ოდენობის ფარგლებში განხორციელებული გატანა, შესაბამისად, 2018 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდის მიხედვით მოგების გადასახადით დაბეგვრას დაექვემდებარება 30 000 ლარი ((50 000 – 20 000), ვინაიდან 20000 ლარი წარმოადგენს პარტნიორის მიერ განხორციელებულ შენატანს), ასევე ამავე საანგარიშო პერიოდის მიხედვით დაექვემდებარება დაბეგვრას წმინდა მოგების ხარჯზე გაცემული 40 000 ლარი. შედეგი: 2018 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდის მიხედვით დივიდენდის სახით დაბეგვრას დაექვემდებარება 70 000 ლარი (30 000 + 40 000). შესაბამისად, 16.1 სტრიქონში ჩაიწერება 70000 ლარი. ა.ა.ა) 16.1.1 სტრიქონში მიეთითება  სადაზღვევო ორგანიზაციის შემთხვევაში – 2015 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან განაწილებული დივიდენდი, ხოლო სხვა შემთხვევაში – 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან განაწილებული დივიდენდი, გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლით გათავისუფლებული დივიდენდის განაწილებისა; ა.ა.ბ) 16.1.2 სტრიქონში მიეთითება 2017 წლის 1 იანვრიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 94-ე ნაწილით გათვალისწინებული პირის სტატუსის დაკარგვამდე იმ საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან განაწილებული დივიდენდი (გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლით გათავისუფლებული დივიდენდის განაწილებისა), როდესაც პირი მოგების გადასახადით იბეგრებოდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 95-ე ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით. ა.ა.გ) 16.1.3 სტრიქონში მიეთითება საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე საწარმოს მიერ მოგების გადასახადით დასაბეგრი განაწილებული მოგების თანხა, რომელიც წარმოადგენს ამავე დეკლარაციის დანართი №1 6 -ით გაანგარიშებულ თანხას; ა.ა.დ) 16.1.4 სტრიქონში მიეთითება საინვესტიციო კომპანიის სტატუსის მქონე საწარმოს მიერ მოგების გადასახადის 5%-იანი განაკვეთით დასაბეგრი განაწილებული მოგების თანხა, თუ საინვესტიციო კომპანია ინვესტიციას ახორციელებს მხოლოდ საბანკო დეპოზიტებში ან/და ფინანსურ ინსტრუმენტებში, გარდა რეზიდენტი საწარმოსგან მიღებული მოგების განაწილების შემთხვევისა; ა.ბ) 16.2 სტრიქონში აისახება არარეზიდენტი საწარმოს მიერ მისი მუდმივი დაწესებულებისთვის მიკუთვნებული მოგების გატანა. კერძოდ,  ამ მუდმივი დაწესებულების  საქმიანობის შედეგად მიღებული მოგებიდან არარეზიდენტი საწარმოსათვის ფულადი ან არაფულადი ფორმით განხორციელებული განაცემი. მუდმივ დაწესებულებას მიეკუთვნება მოგება, რომელიც მას შეიძლებოდა მიეღო, როგორც იმავე ან ანალოგიური საქმიანობით დაკავებულ, იმავე ან ანალოგიურ პირობებში მყოფ დამოუკიდებელ საწარმოს. ა.გ) 16.3 სტრიქონში შეიტანება ურთიერთდამოკიდებულ პირებთან (რომელიც მოგების გადასახადით არ იბეგრება საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) განხორციელებული ოპერაცი(ებ)ის ფარგლებში გარიგების ფასსა და საბაზრო ფასს შორის სხვაობის თანხა, როდესაც მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგზე. კერძოდ: ა.გ.ა) 16.3.1 სტრიქონში - გარიგების საბაზრო ფასსა და მიღებულ/მისაღებ შემოსავალს შორის სხვაობა, თუ გარიგების საბაზრო ფასი აღემატება მიღებულ/მისაღებ შემოსავალს; ა.გ.ბ) 16.3.2 სტრიქონში - გარიგების შედეგად გაწეულ ხარჯსა და გარიგების საბაზრო ფასს შორის სხვაობა, თუ გარიგების შედეგად გაწეული ხარჯი აღემატება გარიგების საბაზრო ფასს; ა.დ) 16.4 სტრიქონში მიეთითება საშემოსავლო გადასახადისაგან/მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებულ პირთან (გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციისა, საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსი და საქართველოს ეროვნული ბანკისა) განხორციელებული ოპერაცი(ებ)ის ფარგლებში გარიგების ფასსა და საბაზრო ფასს შორის სხვაობის თანხა. კერძოდ: ა.დ.ა) გარიგების საბაზრო ფასსა და მიღებულ/მისაღებ შემოსავალს შორის სხვაობა, თუ გარიგების საბაზრო ფასი აღემატება მიღებულ/მისაღებ შემოსავალს; ა.დ.ბ) გარიგების შედეგად გაწეულ ხარჯსა და გარიგების საბაზრო ფასს შორის სხვაობა, თუ გარიგების შედეგად გაწეული ხარჯი აღემატება გარიგების საბაზრო ფასს; მაგალითი 2. ფაქტობრივი გარემოებები: 2017 წლის აგვისტოს თვეში გადასახადის გადამხდელმა საწარმომ საქართველოს საგადასახადო კოდექსით მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულ პირთან დადო გარიგება, რომლის შესაბამისადაც, იმავე თვეში პირმა მიაწოდა 8 000 ლარის საბაზრო ღირებულების საქონელი, ხოლო საწარმომ მომწოდებელს გადაუხადა გარიგებით გათვალისწინებული ფასი - 10 000 ლარის ოდენობით. საწარმომ აღნიშნული შემოსავალი არ ჩათვალა მოგების განაწილებად და არ დაბეგრა მოგების გადასახადით. ანალიზი: ვინაიდან გარიგების ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული პირი, მოგების გადასახადით დაბეგვრის მიზნებისათვის, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მხარეთა შორის დადებული გარიგების ფაქტობრივი ფასი განსხვავდება თუ არა საბაზრო ფასისგან. ვინაიდან მაგალითში საბაზრო ფასი ნაკლებია გარიგების ფასზე, საწარმოს წარმოეშობა მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი. შედეგი: საწარმო ვალდებულია, მოგების გადასახადით დაბეგროს 2000 ლარი (სხვაობა საწარმოს მიერ გაწეულ ხარჯსა და გარიგების საბაზრო ფასს შორის). შენიშვნა: საშემოსავლო/მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულ პირად, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში, ჩაითვლება პირი: ა) რომელიც შექმნილია ან რომელსაც მინიჭებული აქვს შესაბამისი სტატუსი საშემოსავლო/მოგების გადასახადისგან გათავისუფლების მიზნით (მაგალითად: თიზ-ის საწარმო, სპეციალური სავაჭრო კომპანია, ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტი, მაღალმთიანი დასახლების საწარმო, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, ვირტუალური ზონის იურიდიული პირი). ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 98 ​​ 1 მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებულ პირად არ ჩაითვლება სპეციალური სავაჭრო კომპანია იმ ოპერაციებთან მიმართებაში, რომელთა მიმართ კმაყოფილდება ამავე კოდექსის 24​​ 1 მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა; ბ) რომელიც ახორციელებს საშემოსავლო/მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულ სანებართვო საქმიანობას (მაგალითად: აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის მომწყობი პირი). ა.ე) 16.5 სტრიქონში აისახება განხორციელებული კონტროლირებული ოპერაციის საქართველოს საგადასახადო კოდექსის XVII თავით დადგენილი წესით გამოანგარიშებული კორექტირების თანხა, თუ ამ ოპერაციის დადგენილი პირობები არ შეესაბამება საბაზრო პრინციპს. ბ) მე-17 სტრიქონში აისახება ხარჯი (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 98 2 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული), რომელიც დაკავშირებული არ არის ეკონომიკურ საქმიანობასთან. კერძოდ: ბ.ა) 17.1 სტრიქონში აიხება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საგადასახადო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს გაწეული ხარჯების დოკუმენტურად დადასტურების ვალდებულებას; ბ.ბ) 17.2 სტრიქონში აისახება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება; ბ.გ) 17.3 სტრიქონში აისახება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 98 2 მუხლის პირველი ნაწილის „გ“-„ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სხვა ხარჯი. კერძოდ: ბ.გ.ა) მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისაგან შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ სტატუსის მქონე ფიზიკური პირის მიერ საქონლის მიწოდებით/მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი საერთო წესით იბეგრება; ბ.გ.ბ) ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირისაგან ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის (გარდა საგადასახადო კოდექსის 95 3 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფიქსირებული გადასახადის განაკვეთით დასაბეგრი საქმიანობისა) ფარგლებში შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯი; ბ.გ.გ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წლიური პროცენტის ფარგლების ზემოთ კრედიტისათვის (სესხისათვის) გადახდილი პროცენტი; ბ.გ.დ)   პირის (გარდა სპეციალური სავაჭრო კომპანიისა) მიერ სპეციალური სავაჭრო კომპანიისაგან უცხოური საქონლის შესაძენად ამ საქონლის საბაჟო ღირებულებაზე მეტი ოდენობით გაწეული ხარჯი, გარდა იმ ხარჯისა, რომელიც აღნიშნული სპეციალური სავაჭრო კომპანიისათვის გადახდებს არ უკავშირდება. გ) მე-18 სტრიქონი – მიეთითება გადახდები (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული), რომელიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან. კერძოდ: გ.ა) 18.1 სტრიქონი ტოლია 18.1.1 - 18.1.5 სტრიქონებში ასახული თანხების ჯამის: გ.ა.ა) 18.1.1 სტრიქონში აისახება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირის, აგრეთვე საგადასახადო კოდექსის შესაბამისად   მოგების   გადასახადისაგან   გათავისუფლებული   პირის   (გარდა საბიუჯეტო   ორგანიზაციისა, საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსი და საქართველოს ეროვნული ბანკისა) მიერ გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შესაძენად განხორციელებული გადახდა; გ.ა.ბ)  18.1.2 სტრიქონში მიეთითება შეღავათიანი   დაბეგვრის   მქონე   ქვეყანაში   რეგისტრირებული   პირისათვის, აგრეთვე საგადასახადო კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული პირისათვის (გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციისა, საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსი და საქართველოს ეროვნული ბანკისა) გადახდილი, სახელშეკრულებო ურთიერთობიდან წარმოშობილი პირგასამტეხლო ან/და სხვა ჯარიმა; გ.ა.გ) 18.1.3 სტრიქონში მიეთითება   შეღავათიანი   დაბეგვრის   მქონე   ქვეყანაში   რეგისტრირებული   პირისათვის, აგრეთვე საგადასახადო კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული პირისათვის (გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციისა, საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსი და საქართველოს ეროვნული ბანკისა) ავანსის გადახდა; გ.ა.დ) 18.1.4 სტრიქონში მიეთითება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირისათვის, აგრეთვე საგადასახადო კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული პირისათვის (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსი და საქართველოს ეროვნული ბანკისა) სესხის გაცემა ან/და ამ პირის მიმართ არსებული მოთხოვნის შესაძენად განხორციელებული  გადახდა.  ეს  ქვეპუნქტი  არ  ვრცელდება  კომერციული  ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ საგადასახადო კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებულ პირთან განხორციელებულ ოპერაციებზე;“; გ.ა.ე) 18.1.5 სტრიქონში მიეთითება ზარალი, რომელიც წარმოშობილია შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული  პირისათვის,  აგრეთვე  საგადასახადო  კოდექსის  შესაბამისად  მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული პირისათვის (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსი და საქართველოს ეროვნული ბანკისა) მოთხოვნის უფლების გადაცემით ან მოთხოვნის უფლებაზე უარის თქმით; გ.ბ) 18.2 სტრიქონში აისახება არარეზიდენტის, აგრეთვე საგადასახადო კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული პირის კაპიტალში შენატანი ან აქციის/წილის (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული აქციისა/წილისა) შესაძენად განხორციელებული გადახდა. შენიშვნა: ამ ინსტრუქციის 40 1 მუხლის მე-5 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის მე-2 მაგალითის შენიშვნით გათვალისწინებულ პირთაგან, მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულ პირად განიხილება პირი, რომლის მიერ, მის კაპიტალში შენატანის განხორციელების ან/და მისი აქციის/წილის შეძენის წლის წინა კალენდარული წლის განმავლობაში, მიღებული მოგების გადასახადით გათავისუფლებული შემოსავალი ამავე პერიოდში მიღებული შემოსავლის 30 პროცენტს აღემატება. გ.გ) 18.3 სტრიქონში აისახება ფიზიკური პირისათვის ან არარეზიდენტისათვის სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა) ან/და პარტნიორი ფიზიკური პირის ან პარტნიორი არარეზიდენტის მიერ მესამე პირისაგან აღებული სესხის საბანკო ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახსრებით უზრუნველყოფა, როდესაც მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის თანხა შეადგენს სესხის უზრუნველსაყოფად საბანკო ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახსრების ოდენობას. ეს  ქვეპუნქტი არ ვრცელდება   კომერციული   ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე; გ.დ) 18.4  სტრიქონში აისახება  კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ან სესხის გამცემი სუბიექტის მიერ პარტნიორ არარეზიდენტზე, საგადასახადო კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებულ პარტნიორზე ან კაპიტალში არანაკლებ 1 პროცენტით მონაწილეობის უფლების მქონე პარტნიორ ფიზიკურ პირზე     სესხის     გაცემა  ან/და პარტნიორის  მიერ   მესამე   პირისაგან   აღებული  სესხის საბანკო ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახსრებით უზრუნველყოფა, როდესაც მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის თანხა შეადგენს სესხის უზრუნველსაყოფად საბანკო ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახსრების ოდენობას. დ)  მე-19 სტრიქონი - აისახება უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 98 3 მუხლით განსაზღვრული). კერძოდ: დ.ა) 19.1 სტრიქონი - სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების დანაკლისი; დ.ბ) კალენდარული წლის განმავლობაში საქველმოქმედო ორგანიზაციაზე გაცემული შემოწირულობა, რომელიც აღემატება წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული წმინდა მოგების 10%-ს; ამასთან, ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგომისას შემოწირულობა მოგების გადასახადით დაიბეგრება იმ საანგარიშო პერიოდიდან, როცა მიმდინარე წლის განმავლობაში ჯამურად გაცემული შემოწირულობა გადააჭარბებს წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული წმინდა მოგების 10%-ს; მაგალითი 3. ფაქტობრივი გარემოებები: 2017 წლის აგვისტოს თვეში გადასახადის გადამხდელმა საწარმომ სარეკლამო აქციის ფარგლებში მომხმარებლებს გადასცა ქუდები, რომელზეც გამოსახული იყო საწარმოს ემბლემა. აქციის ფარგლებში გაწეულ იქნა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი - 10 000 ლარის ოდენობით. გადასახადის გადამხდელმა აღნიშნული ხარჯი ჩათვალა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯად და არ დაბეგრა მოგების გადასახადით. ანალიზი: იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ სარეკლამო აქციის მიზანს წარმოადგენს შემდგომში მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, იგი არ მიიჩნევა უსასყიდლოდ საქონლის მიწოდებად და ასევე არ წარმოადგენს ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის. შესაბამისად, იგი არ წარმოადგენს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს. შედეგი: გადასახადის გადამხდელს, აგვისტოს თვის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, არ წარმოეშობა მოგების გადასახადის გადახდის ვალდებულება. მაგალითი   4. ფაქტობრივი გარემოებები: საწარმოს  მიერ  2017  წელს  მიღებული  წმინდა  მოგება  შეადგენს  100  000  ლარს. 2018  წლის  5 იანვარს საქველმოქმედო ორგანიზაციაზე  გასცა შემოწირულობა 5 000 ლარი, ხოლო აგვისტოს თვეში - 7 500 ლარი. ანალიზი: საწარმოს  მიერ  2018  წლის  განმავლობაში  გაცემულმა  შემოწირულობამ  (5000+7500) გადააჭარბა  წინა  კალენდარული  წლის  განმავლობაში  მიღებული  წმინდა  მოგების  10%-ს (12500>(100 000*10%). შედეგი: საწარმოს   2018   წლის   აგვისტოს   საანგარიშო   პერიოდის   მიხედვით   წარმოეშვება 2500 (12500-10000) ლარის დაბეგვრის ვალდებულება. დ.გ) უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება ან ფულადი სახსრების გადაცემა, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად არ დაიბეგრა გადახდის წყაროსთან; უსასყიდლო მიწოდებად ითვლება საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის   მიზანი   არ   არის   მოგების,   შემოსავლის   ან   კომპენსაციის   მიღება;   ამასთან, აღნიშნულში არ გაითვალისწინება: - სახელმწიფოსათვის, მუნიციპალიტეტისათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა; - საქველმოქმედო ორგანიზაციისათვის უძრავი ქონების უსასყიდლოდ მიწოდება, თუ  ამ ქონების მიმღები ორგანიზაცია ქველმოქმედებას ახორციელებს ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ან/და მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ არანაკლებ ბოლო 3 კალენდარული წლის განმავლობაში; - საქართველოს საგადასახადო კოდექსის 249-ე მუხლით გათვალისწინებული თავდებობის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული თავდებობის, აგრეთვე სერვიტუტის მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა. დ.დ) ტურისტული საწარმოს მიერ ან/და მის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე სასტუმროს ფუნქციონირებისთვის/ოპერირებისთვის მოწვეული პირის/პირების მიერ სასტუმრო ნომრის მესაკუთრისათვის კალენდარული წლის განმავლობაში 60 დღეზე მეტი ვადით სასტუმროს მომსახურების (სასტუმროში ცხოვრების) უსასყიდლოდ გაწევა. ე) მე-20 სტრიქონი - აისახება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 98 4 მუხლით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე მეტი ოდენობით გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯი. წარმომადგენლობითი ხარჯის ზღვრული ოდენობაა წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 1 პროცენტი, ხოლო თუ გაწეული ხარჯი აღემატება მიღებულ შემოსავალს − გაწეული ხარჯის 1 პროცენტი. ამასთან, საწარმოს დაფუძნების კალენდარულ  წელს  გაწეული  წარმომადგენლობითი  ხარჯის  ზღვრული  ოდენობაა მიმდინარე კალენდარული წლის დასრულებამდე გაწეული ხარჯის 1 პროცენტი. მაგალითი 5 ფაქტობრივი გარემოებები: საწარმოს მიერ 2017 წელს მიღებული შემოსავალი შეადგენს 1 000 000 ლარს, ხოლო გაწეული ხარჯი „ბასს“-ის მიხედვით - 1 200 000 ლარს. 2018 წლის 5 იანვარს გაწეულმა წარმომადგენლობითმა ხარჯმა შეადგინა  5000 ლარი, ხოლო აგვისტოს თვეში – 6000 ლარი, ნოემბერის თვეში  კი – 4000 ლარი. ანალიზი: წარმომადგენლობითი ხარჯის ზღვრული ოდენობაა წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 1 პროცენტი, ხოლო თუ გაწეული ხარჯი აღემატება მიღებულ შემოსავალს − გაწეული ხარჯის 1 პროცენტი. მოცემულ მაგალითში 2017 წელს გაწეული ხარჯი აღემატება ამავე პერიოდის შემოსავალს, შესაბამისად, წარმომადგენლობითი ხარჯის ზღვრული ოდენობა განისაზღვრება გაწეული ხარჯის 1%–ით (1 200 000*1%) – 12 000 ლარი. საწარმოს 2018 წლის იანვრისა (5000<12 000) და აგვისტოს ((5000+6000)<12 000) თვეებში გაწეულმა წარმომადგენლობითმა ხარჯმა ჯამურად არ გადაარჭაბა ზღვრულ ოდენობას, ამდენად, შესაბამის საანგარიშო პერიოდებზე საწარმოს არ წარმოეშვება მოგების გასახადით დაბეგვრის ვალდებულება. ნოემბრის თვეში წარმომადგენლობითმა ჯამურმა ხარჯმა შეადგინა 15 000 (5000+6000+4000) ლარი, რაც აღემატება ზღვრულ ოდენობას. შესაბამისად, საწარმოს ნოემბრის საანგარიშო პერიოდის მიხედვით წარმოეშვება მოგების გადასახადით დაბეგვრის ვალდებულება ზღვრულ ოდენობაზე მეტი ოდენობით გაწულ წარმომადგენლობით ხარჯზე. შედეგი: საწარმოს 2018 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდის მიხედვით წარმოეშვება 3 000 (15 000-12 000) ლარის დაბეგვრის ვალდებულება. მაგალითი 6 ფაქტობრივი გარემოებები: საწარმო დაფუძნდა 2018 წლის 3 თებერვალს. მის მიერ ბასს-ის მიხედვით გაწეული ჯამური ხარჯი 2018 წლის აგვისტოს თვეში შეადგენს 100 000 ლარს, მათ შორის, წარმომადგენლობითი ხარჯი – 1 200 ლარს. საწარმოს 2018 წლის ბოლომდე დამატებითი ხარჯი არ გაუწევია. ანალიზი: საწარმოს დაფუძნების კალენდარულ წელს გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯის ზღვრული ოდენობაა მიმდინარე კალენდარული წლის დასრულებამდე გაწეული ხარჯის 1%. ვინაიდან საწარმომ აგვისტოს თვეში არ იცოდა კალენდარული წლის ჭრილში მის მიერ გაწეული ხარჯის ოდენობა, მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოს საანგარიშო პერიოდის მიხედვით გაწეულმა წარმომადგენლობითმა ხარჯმა გადააჭარბა ამავე პერიოდისთვის გაწეული ხარჯის 1%-ს, საწარმოს უფლება აქვს აგვისტოს თვის საანგარიშო პერიოდის დეკლარაციაში არ ასახოს აღნიშნული დაბეგვრის ობიექტი. ხოლო ვინაიდან 2018 წელს საწარმოს დამატებითი ხარჯი არ გაუწევია და წარმომადგენლობითმა ხარჯმა კალენდარული წლის ჭრილში გადააჭარბა ზღვრულ ოდენობას, საწარმოს წარმოეშობა მოგების გადასახადით დაბეგვრის ვალდებულება. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ საწარმოს მიერ იმ საკითხის შეფასება, კალენდარული წლის ჭრილში გადააჭარბა თუ არა წარმომადგენლობითმა ხარჯმა ზღვრულ ოდენობას, შესაძლებელი იყო მხოლოდ კალენდარული წლის ბოლოს, საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ვალდებულება წარმოეშობა დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდში. შედეგი: საწარმოს 2018 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდის მიხედვით წარმოეშობა 200 (1 200-(100 000*1%)) ლარის დაბეგვრის ვალდებულება. ვ)   21-ე   სტრიქონი   -   მიეთითება   მოგების   გადასახადით   დაბეგვრის   ობიექტის თანხების ჯამი (სტ.21=სტ.16+სტ.17+სტ.18+სტ.19+სტ.20); ზ) 22-ე სტრიქონი - მიეთითება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლით გათვალისწინებული მოგების გადასახადისგან გათავისუფლებული მოგების განაწილება, გაწეული ხარჯი, განხორცილებული განაცემი; თ) 23-ე  სტრიქონი  –  მიეთითება  მოგების  გადასახადით  დასაბეგრი  თანხა; ი) 24-ე სტრიქონი – აისახება მოგების გადასახადი; კ)  25-ე     სტრიქონი  –   მიეთითება  საქართველოს  საგადასახადო  კოდექსის  124-ე მუხლის მე-2 – მე-3 ნაწილების, 309-ე მუხლის 92-ე – 93-ე და 119-ე – 120-ე ნაწილებით გათვალისწინებული ჩასათვლელი თანხების ჯამი (სტ.25=სტ.25.1+სტ.25.2+სტ.25.3): კ.ა) 25.1 სტრიქონი –  აისახება სადაზღვევო ორგანიზაციის შემთხვევაში – 2015 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში, ხოლო სხვა შემთხვევაში – 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილებისას ამ პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის ამავე დეკლარაციის დანართი №1-ით გაანგარიშებული თანხა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს დეკლარაციის 16.1.1.   სტრიქონში   ასახული   მონაცემის   შესაბამისად   გამოანგარიშებული მოგების გადასახადის თანხას. ამასთან, თუ დეკლარაციის დანართი №1-ის მე-5 სტრიქონში ასახული თანხა მეტია დეკლარაციის III ნაწილის 16.1.1 სტრიქონის მიხედვით გამოანგარიშებული   მოგების   გადასახადის   თანხაზე,   მაშინ   25.1   სტრიქონში   აისახება სტრიქონი 16.1.1-ის მიხედვით გაანგარიშებული მოგების გადასახადის თანხა. თუ დეკლარაციის დანართი №1-ის მე-5 სტრიქონში ასახული თანხა ნაკლებია დეკლარაციის III ნაწილის 16.1.1 სტრიქონის მიხედვით გამოანგარიშებული მოგების გადასახადის თანხაზე, 25.1 სტრიქონში მიეთითება დეკლარაციის დანართი №1-ის მე-5 სტრიქონის მიხედვით გაანგარიშებული მოგების გადასახადის თანხა; კ.ბ) 25.2 სტრიქონში მიეთითება საქართველოს  ფარგლების  გარეთ წყაროსთან დაკავებული ან  გადახდილი მოგების გადასახადის თანხა, რომელიც გამოანგარიშებული იქნებოდა საქართველოში აღნიშნულ შემოსავალზე საქართველოში არსებული წესითა და განაკვეთებით, რომელიც არ ღემატება 16.1 სტრიქონის მეორე სვეტში ასახული  მონაცემიდან გამოანგარიშებულ გადასახადის თანხასა და 25.1 სტრიქონის ამავე სვეტში ასახულ მონაცემებს შორის სხვაობით მიღებულ თანხას, ამასთან, საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე საწარმოს მიერ სტატუსის ფარგლებში მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილების შემთხვევაში  –  არაუმეტეს 16.1.3 სტრიქონის მესამე სვეტში ასახული  მონაცემიდან გამოანგარიშებულ გადასახადის თანხისა. კ.გ) 25.3 სტრიქონი –  აისახება საწარმოს მიერ 2017 წლის 1 იანვრიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 94-ე ნაწილით გათვალისწინებული პირის სტატუსის დაკარგვამდე საანგარიშო პერიოდებში (როდესაც პირი მოგების გადასახადით იბეგრებოდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 95-ე ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით) მიღებული წმინდა მოგების განაწილებისას დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის ამავე დეკლარაციის დანართი №1 3 -ით გაანგარიშებული თანხა, მაგრამ არაუმეტეს დეკლარაციის 16.1.2 სტრიქონში ასახული მონაცემის შესაბამისად   გამოანგარიშებული მოგების გადასახადის თანხისა. ლ) 26-ე სტრიქონი - მიეთითება მოგების გადასახადის თანხა სტრიქონ 25-ში ასახული მონაცემის გამოკლებით (სტ.26=სტ.24-სტ.25, ამასთან სტ.26≥0); მ) 27-ე სტრიქონი – წარმოადგენს დეკლარაციის 18.1.1, 18.1.3, 18.1.4, 18.2, 18.3 სტრიქონების  მიხედვით  და საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო შემოწმების შედეგად საანგარიშო  პერიოდში  და საანგარიშო  პერიოდის  წინა პერიოდებში დაბეგვრას დაქვემდებარებული (დაბეგრილი) დაბეგვრის ობიექტის მიხედვით საანგარიშო პერიოდში აღსადგენ მოგების გადასახადის თანხას: მ.ა) 27.1 სტრიქონი – აისახება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 98 2 მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრული – შეძენილი სასესხო ფასიანი ქაღალდის, კაპიტალში მონაწილეობის უფლების (აქციის/წილის) ან მოთხოვნის მიწოდების შედეგად ანაზღაურების შემთხვევაში (თანხის ფაქტობრივად მიღების შემთხვევაში), საანგარიშო პერიოდში ანაზღაურებული თანხა; მ.ბ) 27.2 სტრიქონი – აისახება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 98 2 მუხლის მე-8 ნაწილით განსაზღვრული – გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნების ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღების შემთხვევაში, სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხა ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხა; მ.გ) 27.3 სტრიქონი – აისახება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 98 2 მუხლის მე-9 ნაწილით განსაზღვრული – სესხის საბანკო ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გაუქმების შემთხვევაში, უზრუნველყოფის გაუქმების საანგარიშო პერიოდში გაუქმებული საბანკო ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის თანხა; მ.დ) 27.4 სტრიქონი – აისახება საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო შემოწმების შედეგად დაბეგრილი თანხა, რომელზეც დარიცხული მოგების გადასახადი ექვემდებარება ჩათვლას. ნ) 28-ე სტრიქონი - აისახება კუთვნილი მოგების გადასახადი (სტ.28=სტ.26-სტ.27, როცა სტ.26>სტ.27); ო) 29-ე სტრიქონი - მიეთითება დაბრუნებას დაქვემდებარებული მოგების გადასახადი (სტ.29= სტ27- სტ.26, როცა სტ.27>სტ.26).

6.დეკლარაციის III ნაწილის დანართი №1 ივსება სტრიქონების დასახელების შესაბამისად, კერძოდ: ა) პირველ სტრიქონში მიეთითება საანგარიშო პერიოდში დივიდენდის სახით განაწილებული თანხის ოდენობა, რომელიც ექვემდებარება დაბეგვრას; ბ) მე-2 სტრიქონში მიეთითება სადაზღვევო ორგანიზაციის შემთხვევაში – 2015 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების, ხოლო სხვა შემთხვევაში – 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა; გ) მე-3 სტრიქონში მიეთითება სადაზღვევო ორგანიზაციის შემთხვევაში – 2015 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში, ხოლო სხვა შემთხვევაში – 2008 წლის 1 იანვრიდან   2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ოდენობა ჯამურად (მათ შორის, უარყოფითი ფინანსური შედეგის (ზარალი) გათვალისწინებით); დ) მე-4 სტრიქონში მიეთითება სადაზღვევო ორგანიზაციის შემთხვევაში – 2015 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში, ხოლო სხვა შემთხვევაში – 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ხარჯზე დივიდენდის სანაცვლოდ საწარმოს მიერ პარტნიორისათვის გადაცემული ამ საწარმოს აქციების/წილის ღირებულება; ე) მე-5 სტრიქონში მიეთითება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 93-ე ან 143-ე ნაწილის მიხედვით ჩასათვლელი თანხა, რომელიც წარმოადგენს სადაზღვევო ორგანიზაციის შემთხვევაში – 2015 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე, ხოლო სხვა შემთხვევაში – 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილებისას ამავე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხას. აღნიშნული თანხის ოდენობა იანგარიშება პირველი და მე-2 სტრიქონების ნამრავლის გაყოფით მე-3 და მე-4 სტრიქონების სხვაობაზე (სტ.1*სტ.2/(სტ.3- სტ.4)). 6 ​ 1 .  დეკლარაციის III ნაწილის დანართი №1 ​ 1 ივსება სადაზღვევო ორგანიზაციის შემთხვევაში – 2015 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე, ხოლო სხვა შემთხვევაში – 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილებისას ამავე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხის მიხედვით ჩასათვლელი თანხის კორექტირების მიზნით, შემდეგ შემთხვევებში, თუ: ა) სადაზღვევო ორგანიზაციის შემთხვევაში – 2015 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე, ხოლო სხვა შემთხვევაში – 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული მოგების გადასახადის გადახდა განხორციელდა ამავე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილების შემდგომ, ან/და ბ) სადაზღვევო ორგანიზაციის შემთხვევაში – 2015 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე, ხოლო სხვა შემთხვევაში – 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით მოგების გადასახადის დარიცხვა განხორციელდა ამავე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილების შემდგომ. 6 ​ 2 . დეკლარაციის III ნაწილის დანართი №1 ​ 1 ივსება ამავე მუხლის 6 ​ 1 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევების დადგომის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, შემდეგი წესით: ა) I ნაწილის პირველ, მე-2 და მე-3 სვეტებში აისახება იმ საანგარიშო პერიოდ(ებ)ის (მათ შორის, მიმდინარე საანგარიშო პერიოდის) მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის მონაცემები, რომელშიც განხორციელდა სადაზღვევო ორგანიზაციის შემთხვევაში – 2015 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე, ხოლო სხვა შემთხვევაში – 2008 წლის  1  იანვრიდან   2017  წლის 1 იანვრამდე მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილება; ბ)  II ნაწილის: ბ.ა) პირველ სტრიქონში მიეთითება სადაზღვევო ორგანიზაციის შემთხვევაში – 2015 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე, ხოლო სხვა შემთხვევაში – 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე მიღებული წმინდა მოგებიდან განაწილებული დივიდენდის ოდენობა, რომლის განაწილებაც განხორციელდა ამავე დანართის I ნაწილის პირველი სვეტში ასახული საანგარიშო პერიოდ(ებ)ის (მათ შორის მიმდინარე საანგარიშო პერიოდში) მიხედვით და ექვემდებარება დაბეგვრას; ბ.ბ)  მე-2  სტრიქონში  მიეთითება სადაზღვევო ორგანიზაციის შემთხვევაში – 2015 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე, ხოლო სხვა შემთხვევაში – 2008  წლის  1  იანვრიდან  2017  წლის  1  იანვრამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა; ბ.გ)  მე-3  სტრიქონში  მიეთითება სადაზღვევო ორგანიზაციის შემთხვევაში – 2015 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე, ხოლო სხვა შემთხვევაში - 2008  წლის  1  იანვრიდან 2017  წლის  1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ოდენობა ჯამურად (მათ შორის, უარყოფითი ფინანსური შედეგის (ზარალი) გათვალისწინებით); ბ.დ) მე-4 სტრიქონში მიეთითება სადაზღვევო ორგანიზაციის შემთხვევაში – 2015 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე, ხოლო სხვა შემთხვევაში – 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ხარჯზე დივიდენდის სანაცვლოდ საწარმოს მიერ პარტნიორისათვის გადაცემული ამ საწარმოს აქციების/წილის ღირებულება; ბ.ე) მე-5 სტრიქონში მიეთითება შემდეგი სახით გაანგარიშებული ჩასათვლელი თანხა: სტ.1*სტ.2/(სტ.3-სტ.4); გ) III ნაწილში აისახება დამატებით ჩასათვლელი თანხა, რომელიც არის ამავე დანართის II ნაწილის მე-5 სტრიქონისა და I ნაწილის მე-2 სვეტის ჯამს შორის სხვაობა, მაგრამ არაუმეტეს I ნაწილის მე-3 სვეტის ჯამში ასახული მონაცემის შესაბამისად   გამოანგარიშებული მოგების გადასახადის თანხასა და ამავე ნაწილის მე-2 სვეტის ჯამში ასახულ მონაცემს შორის სხვაობისა და ექვემდებარება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას.

6³.დეკლარაციის III ნაწილის დანართი 1 2 ივსება სვეტების დასახელებების შესაბამისად, დეკლარაციის III ნაწილის 27.1-27.3 გრაფებში აღნიშნული შემთხვევების დადგომისას. ამასთან: ა) პირველ სვეტში მიეთითება საანგარიშო პერიოდი, რომელშიც დაიბეგრა თანხა; ბ) მე-2 სვეტში მიეთითება შესაბამისი დეკლარაციის გრაფა, რომელშიც დაიბეგრა თანხა; გ) მე-3 სვეტში მიეთითება დაბეგრილი თანხა, რომლის შესაბამისი მოგების გადასახადიც ექვემდებარება შემცირებას (დაბრუნებას) საანგარიშო პერიოდში. ამასთან, აღნიშნული  თანხა არ უნდა იყოს დანართი 1 2 -ის პირველ და მე-2 სვეტებში მითითებული საანგარიშო პერიოდის დეკლარაციის შესაბამის გრაფაში დაბეგრილ თანხაზე მეტი, უკვე გამოყენებულის გათვალისწინებით.

6⁴.დეკლარაციის III ნაწილის დანართი №1 3 ივსება სტრიქონების დასახელების შესაბამისად, კერძოდ: ა) პირველ სტრიქონში მიეთითება საანგარიშო პერიოდში დივიდენდის სახით განაწილებული თანხის ოდენობა, რომელიც ექვემდებარება დაბეგვრას; ბ) მე-2 სტრიქონში მიეთითება 2017 წლის 1 იანვრიდან სტატუსის დაკარგვამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა; გ) მე-3 სტრიქონში მიეთითება 2017 წლის 1 იანვრიდან სტატუსის დაკარგვამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ოდენობა ჯამურად (მათ შორის, უარყოფითი ფინანსური შედეგის (ზარალი) გათვალისწინებით); დ) მე-4 სტრიქონში მიეთითება 2017 წლის 1 იანვრიდან სტატუსის დაკარგვამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ხარჯზე დივიდენდის სანაცვლოდ საწარმოს მიერ პარტნიორისთვის გადაცემული ამ საწარმოს აქციების/წილის ღირებულება; ე) მე-5 სტრიქონში მიეთითება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 120-ე ნაწილის მიხედვით ჩასათვლელი თანხა, რომელიც წარმოადგენს 2017 წლის 1 იანვრიდან სტატუსის დაკარგვამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილებისას ამავე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხას. აღნიშნული თანხის ოდენობა იანგარიშება პირველი და მე-2 სტრიქონების ნამრავლის გაყოფით მე-3 და მე-4 სტრიქონების სხვაობაზე (სტ.1*სტ.2/(სტ.3- სტ.4)).

6⁵.დეკლარაციის III ნაწილის დანართი №1 4 ივსება 2017 წლის 1 იანვრიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 94-ე ნაწილით გათვალისწინებული პირის სტატუსის დაკარგვამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილებისას ამავე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხის მიხედვით ჩასათვლელი თანხის კორექტირების მიზნით შემდეგ შემთხვევებში, თუ: ა) 2017 წლის 1 იანვრიდან სტატუსის დაკარგვამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული მოგების გადასახადის გადახდა განხორციელდა ამავე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილების შემდგომ, ან/და ბ) 2017 წლის 1 იანვრიდან სტატუსის დაკარგვამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით მოგების გადასახადის დარიცხვა განხორციელდა ამავე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილების შემდგომ.

6⁶.დეკლარაციის III ნაწილის დანართი №1 4 ივსება ამავე მუხლის 6 5 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევების დადგომის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, შემდეგი წესით: ა)  I  ნაწილის პირველ, მე-2 და მე-3 სვეტებში აისახება იმ საანგარიშო პერიოდ(ებ)ის (მათ შორის, მიმდინარე საანგარიშო პერიოდის) მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის მონაცემები, რომელშიც განხორციელდა 2017 წლის 1 იანვრიდან სტატუსის დაკარგვამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილება; ბ)  II ნაწილის: ბ.ა) პირველ სტრიქონში მიეთითება 2017 წლის 1 იანვრიდან სტატუსის დაკარგვამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან განაწილებული დივიდენდის ოდენობა, რომლის განაწილებაც განხორციელდა ამავე დანართის I ნაწილის პირველი სვეტში ასახული საანგარიშო პერიოდ(ებ)ის (მათ შორის მიმდინარე საანგარიშო პერიოდში) მიხედვით და ექვემდებარება დაბეგვრას; ბ.ბ)  მე-2  სტრიქონში  მიეთითება  2017 წლის 1 იანვრიდან სტატუსის დაკარგვამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა; ბ.გ)  მე-3  სტრიქონში  მიეთითება  2017 წლის 1 იანვრიდან სტატუსის დაკარგვამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ოდენობა ჯამურად (მათ შორის, უარყოფითი ფინანსური შედეგის (ზარალი) გათვალისწინებით); ბ.დ) მე-4 სტრიქონში მიეთითება 2017 წლის 1 იანვრიდან სტატუსის დაკარგვამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ხარჯზე დივიდენდის სანაცვლოდ საწარმოს მიერ პარტნიორისათვის გადაცემული ამ საწარმოს აქციების/წილის ღირებულება; ბ.ე) მე-5 სტრიქონში მიეთითება შემდეგი სახით გაანგარიშებული ჩასათვლელი თანხა: სტ.1*სტ.2/(სტ.3-სტ.4). გ) III ნაწილში აისახება დამატებით ჩასათვლელი თანხა, რომელიც არის ამავე დანართის II ნაწილის მე-5 სტრიქონისა და I ნაწილის მე-2 სვეტის ჯამს შორის სხვაობა, მაგრამ არაუმეტეს I ნაწილის მე-3 სვეტის ჯამში ასახული მონაცემის შესაბამისად   გამოანგარიშებული მოგების გადასახადის თანხასა და ამავე ნაწილის მე-2 სვეტის ჯამში ასახულ მონაცემს შორის სხვაობისა და ექვემდებარება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას.

6⁷.დეკლარაციის III ნაწილის დანართი 1 5 ივსება სვეტების დასახელებების შესაბამისად, დეკლარაციის III ნაწილის 27.4 გრაფაში აღნიშნული შემთხვევების დადგომისას. ამასთან: ა) პირველ სვეტში მიეთითება საგადასახადო მოთხოვნის ნომერი; ბ) მე-2 სვეტში მიეთითება საგადასახადო მოთხოვნის თარიღი; გ) მე-3 სვეტში მიეთითება საგადასახადო ორგანოს მიერ დაბეგრილი თანხა, რომლის შესაბამისი მოგების გადასახადიც ექვემდებარება შემცირებას (დაბრუნებას) საანგარიშო პერიოდში. ამასთან, აღნიშნული თანხა არ უნდა იყოს დანართ 1 5 -ის პირველ და მე-2 სვეტებში მითითებულ საგადასახადო მოთხოვნით დარიცხულ თანხაზე მეტი, უკვე შემცირებული გადასახადის თანხის (ასეთის არასებობის შემთხვევაში) გათვალისწინებით.

6⁸.დეკლარაციის III ნაწილის დანართი 1 6 წარმოადგენს საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე საწარმოს მოგების გადასახადით დასაბეგრი განაწილებული მოგების თანხის შესამცირებელი თანხის გაანგარიშების ფორმას და ივსება სვეტების დასახელების შესაბამისად. კერძოდ: ა) პირველ სვეტში მიეთითება შესაბამისი კალენდარული წელი, რომლის განმავლობაში მიღებული წმინდა მოგების დივიდენდის სახით განაწილებაც ხორციელდება მიმდინარე საანგარიშო პერიოდში (თვეში); ბ) მე-2 სვეტში მიეთითება შესაბამისი კალენდარული წლის განმავლობაში  მიღებული წმინდა მოგების ოდენობა; გ) მე-3 სვეტში მიეთითება შესაბამისი კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული წმინდა მოგებიდან მიმდინარე საანგარიშო პერიოდში (თვეში) განაწილებული დივიდენდის ოდენობა, რომელიც ექვემდებარება მოგების გადასახადით დაბეგვრას; დ) მე-4 სვეტში მიეთითება  „საერთაშორისო კომპანიის სტატუსის განსაზღვრის, მისთვის ნებადართული საქმიანობისა და ცალკეული ხარჯების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 ოქტომბრის №619 დადგენილების დანართი №3-ით გათვალისწინებული საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირის მიერ შესაბამისი კალენდარული წლის განმავლობაში საქართველოში გაწეული ხარჯის ოდენობა, რომლის გაწევის შემთხვევაშიც პირს უფლება აქვს შეამციროს მოგების გადასახადით დასაბეგრი განაწილებული მოგების თანხა; ე) მე-5 სვეტში მიეთითება მოგების გადასახადი მოგების გადასახადით დასაბეგრი განაწილებული მოგების თანხის შესამცირებელი თანხის ოდენობა, რომელიც იანგარიშება შესაბამისი კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული წმინდა მოგების ოდენობაში მიმდინარე საანგარიშო პერიოდში (თვეში) განაწილებული დივიდენდის ოდენობის ხვედრითი წილის პროპორციულად; ვ) მე-6 სვეტში მიეთითება მოგების გადასახადით დასაბეგრი განაწილებული მოგების თანხა, რომელიც წარმოადგენს მე-3 და მე-5 სვეტების ჯამურ მონაცემებს შორის სხვაობას და აისახება დეკლარაციის III ნაწილის 16.1.3 სტრიქონში. მაგალითი 7 ფაქტობრივი გარემოებები: საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირის მიერ 2020  წლის განმავლობაში მიღებულმა წმინდა მოგებამ შეადგინა 100 000 ლარი. საწარმომ მიღებული წმინდა მოგება 2021 წლის მაისის თვეში სრულად გაანაწილა დამფუძნებელ რეზიდენტ ფიზიკურ და რეზიდენტ იურიდიულ პირზე. მათ შორის, რეზიდენტ ფიზიკურ პირზე – 20 000 ლარი, ხოლო რეზიდენტ იურიდიულ პირზე - 80 000 ლარი. საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირის მიერ საქართველოს მოქალაქე რეზიდენტი დაქირავებული პირებისთვის გადახდილმა ხელფასის ხარჯმა 2020 წლის განმავლობაში შეადგინა 60 000 ლარი. ანალიზი: იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 98 1 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაწილებულ მოგებად არ ითვლება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირზე (გარდა ინდივიდუალური საწარმოსი და ამ კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული პირისა) დივიდენდის განაწილება, მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს წარმოადგენს რეზიდენტ ფიზიკურ პირზე დივიდენდის სახით განაწილებული თანხის ოდენობა – 20 000 ლარი. საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირის მიერ საქართველოს მოქალაქე რეზიდენტი დაქირავებული პირებისათვის გადახდილი ხელფასის ხარჯი წარმოადგენს „საერთაშორისო კომპანიის სტატუსის განსაზღვრის, მისთვის ნებადართული საქმიანობისა და ცალკეული ხარჯების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 ოქტომბრის №619 დადგენილების დანართი №3-ით გათვალისწინებულ იმ ხარჯს, რომლის საქართველოში გაწევის შემთხვევაში, საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირს უფლება აქვს შეამციროს მოგების გადასახადით დასაბეგრი განაწილებული მოგების თანხა. ამასთან, ვინაიდან კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული წმინდა მოგების ოდენობაში მოგების გადასახადით დასაბეგრი განაწილებული მოგების თანხის ხვედრითი წილი  20%-ია (20 000/100 000*100=20%), საწარმო უფლებამოსილია  მოგების გადასახადით დასაბეგრი განაწილებული მოგების თანხა შეამციროს 12 000 ლარის ოდენობით (60 000*20%=12 000) შედეგი: მოგების გადასახადით დასაბეგრი განაწილებული მოგების თანხა შეადგენს 8 000  ლარს, რომელიც აისახება დეკლარაციის III ნაწილის 16.1.3 სტრიქონში. 6​ 9 . დეკლარაციის III ნაწილის დანართი 1 7 წარმოადგენს ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტის მიერ წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილების შემთხვევაში მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხის კვლევისა და განვითარებისთვის გაწეული ხარჯების სამმაგი ოდენობით შესამცირებელი თანხის გათვალისწინებით, მოგების გადასახადით დასაბეგრი განაწილებული მოგების თანხის გაანგარიშების ფორმას და ივსება სვეტების დასახელების შესაბამისად. კერძოდ: ა) პირველ სვეტში მიეთითება მიმდინარე საანგარიშო პერიოდში (თვეში) განაწილებული დივიდენდის ოდენობა, რომელიც ექვემდებარება მოგების გადასახადით დაბეგვრას; ბ) მე-2 სვეტში მიეთითება მათ შორის, წინა ფინანსური წლის განმავლობაში მიღებული წმინდა მოგებიდან მიმდინარე საანგარიშო პერიოდში (თვეში) განაწილებული დივიდენდის ოდენობა, რომელიც ექვემდებარება მოგების გადასახადით დაბეგვრას; გ) მე-3 სვეტში მიეთითება ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტის მიერ წინა ფინანსური წლის განმავლობაში კვლევისა და განვითარებისთვის გაწეული ხარჯების სამმაგი ოდენობა, რომლის გაწევის შემთხვევაშიც პირს უფლება აქვს შეამციროს მოგების გადასახადით დასაბეგრი განაწილებული მოგების თანხა; დ) მე-4 სვეტში მიეთითება ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტის მიერ წინა ფინანსური წლის განმავლობაში კვლევისა და განვითარებისთვის გაწეული ხარჯების სამმაგი ოდენობიდან ხარჯების ის ოდენობა, რომლითაც  წინა საანგარიშო პერიოდებში შემცირდა მოგების გადასახადით დასაბეგრი განაწილებული მოგების თანხა; ე) მე-5 სვეტში მიეთითება  ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტის მიერ წინა ფინანსური წლის განმავლობაში კვლევისა და განვითარებისთვის გაწეული ხარჯების სამმაგი ოდენობიდან ხარჯების ის ოდენობა, რომლითაც  მიმდინარე საანგარიშო პერიოდში მცირდება  მოგების გადასახადით დასაბეგრი განაწილებული მოგების თანხა (სვ.3-სვ.4); ვ) მე-6 სვეტში მიეთითება მიმდინარე საანგარიშო პერიოდში მოგების გადასახადით დასაბეგრი განაწილებული მოგების თანხა  კვლევისა და განვითარებისთვის გაწეული ხარჯების თანხის შემცირების შემდგომ, რომელიც წარმოადგენს პირველ და მე-2 სვეტებს შორის სხვაობას, თუ მე-5 სვეტში ასახული თანხის ოდენობა მეტია ან ტოლია მე-2 სვეტში ასახულ თანხის ოდენობაზე, ან პირველ და მე-5 სვეტებს შორის სხვაობას, თუ მე-5 სვეტში ასახული თანხის ოდენობა ნაკლებია მე-2 სვეტში ასახულ თანხის ოდენობაზე. აღნიშნული თანხა აისახება დეკლარაციის III ნაწილის 16.1 სტრიქონის მესამე სვეტში.

7.დეკლარაციის III ნაწილის დანართი №2 ივსება სტრიქონების დასახელების შესაბამისად, მარტის თვის საანგარიშო პერიოდის მიხედვით წარსადგენ დეკლარაციაში, კერძოდ: ა) პირველ სტრიქონში მიეთითება წინა კალენდარული წლის ბოლოს არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი; ბ) მე-2  სტრიქონში მიეთითება წინა კალენდარული წლის ბოლოს არსებული ძირითადი საშუალებების ნარჩენი საბალანსო ღირებულება (ბასს-ის მიხედვით).

8.დეკლარაციის IV ნაწილი ივსება სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი პირის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის  თამაშობების ორგანიზატორის მიერ. კერძოდ: ა) პირველი სტრიქონის მე-3 სვეტში აისახება სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზატორის მიერ საქმიანობის ამ ნაწილში (გარდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ თამაშობებში მონაწილეობის შედეგად მიღებული დასაბეგრი მოგებისა) საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებას შორის სხვაობის თანხა; ბ) პირველი სტრიქონის მე-4 სვეტში აისახება შესაბამისი კუთვნილი მოგების გადასახადი (სვ. 4=პირველი სტრიქონის სვ.3*20%); გ) მე-2 სტრიქონის მე-3 სვეტში აისახება სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზატორის მიერ საქმიანობის ამ ნაწილში (გარდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ ტოტალიზატორის თამაშობებში მონაწილეობის შედეგად მიღებული დასაბეგრი მოგებისა) საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებული ფსონების ჯამური თანხა; დ) მე-2 სტრიქონის მე-4 სვეტში აისახება შესაბამისი კუთვნილი მოგების გადასახადი (სვ.4=მეორე სტრიქონის სვ.3*7%); ე) მე-3 სტრიქონის მე-3 სვეტში აისახება სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი პირის მიერ საქმიანობის ამ ნაწილში საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებას შორის სხვაობის თანხა; ვ) მე-3 სტრიქონის მე-4 სვეტში აისახება კუთვნილი მოგების გადასახადი სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნაწილში (სვ.4=მესამე სტრიქონის სვ.3*20%); ზ) მე-4 სტრიქონის მე-3 სვეტში აისახება უცხო ქვეყნის მოქალაქეების სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ თამაშობებში მონაწილეობის შედეგად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზატორის მიერ საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებულ ფსონებსა და ამ მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობის თანხა; თ) მე-4 სტრიქონის მე-4 სვეტში აისახება შესაბამისი კუთვნილი მოგების გადასახადი (სვ.4=მეოთხე სტრიქონის სვ.3*5%); ი) მე-5 სტრიქონის მე-3 სვეტში აისახება უცხო ქვეყნის მოქალაქეების სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ ტოტალიზატორის თამაშობებში მონაწილეობის შედეგად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზატორის მიერ საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებულ ფსონებსა და ამ მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობის თანხა; კ) მე-5 სტრიქონის მე-4 სვეტში აისახება შესაბამისი კუთვნილი მოგების გადასახადი (სვ.4=მეხუთე სტრიქონის სვ.3*5%).

9.დეკლარაციის დანართ 3-ის („სესხების და კაპიტალის აღრიცხვა“) სვეტებში აისახება გაცემული და მიღებული სესხ(ებ)ის, ასევე როგორც საწარმოს კაპიტალში, ისე საწარმოს მიერ სხვა საწარმოში რიცხული კაპიტალის შესახებ ინფორმაცია, კერძოდ: ა) გაცემული სესხ(ებ)ის: ა.ა) პირველ სვეტში აისახება საანგარიშო თვის საწყისი თარიღის მდგომარეობით გაცემული სესხ(ებ)ის ნაშთი; ა.ბ) მე-2 სვეტში აისახება საანგარიშო თვის განმავლობაში გაცემული სესხ(ებ)ის ზრდა ნებისმიერი ფორმით; ა.გ) მე-3 სვეტში აისახება მე-2 სვეტში ასახული ინფორმაციის ის ნაწილი, რომელიც წარმოიქმნა გადაფასებით; ა.დ) მე-4 სვეტში აისახება საანგარიშო თვის განმავლობაში გაცემული სესხ(ებ)ის შემცირება ნებისმიერი ფორმით; ა.ე) მე-5 სვეტში აისახება მე-4 სვეტში ასახული ინფორმაციის ის ნაწილი, რომელიც წარმოიქმნა გადაფასებით; ა.ვ) მე-6 სვეტში აისახება საანგარიშო თვის ბოლო თარიღის მდგომარეობით გაცემული სესხ(ებ)ის ნაშთი; ბ) მიღებული სესხ(ებ)ის: ბ.ა) პირველ სვეტში აისახება საანგარიშო თვის საწყისი თარიღის მდგომარეობით მიღებული სესხ(ებ)ის ნაშთი; ბ.ბ) მე-2 სვეტში აისახება საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებული სესხ(ებ)ის ზრდა ნებისმიერი ფორმით; ბ.გ) მე-3 სვეტში აისახება მე-2 სვეტში ასახული ინფორმაციის ის ნაწილი, რომელიც წარმოიქმნა გადაფასებით; ბ.დ) მე-4 სვეტში აისახება საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებული სესხ(ებ)ის შემცირება ნებისმიერი ფორმით; ბ.ე) მე-5 სვეტში აისახება მე-4 სვეტში ასახული ინფორმაციის ის ნაწილი, რომელიც წარმოიქმნა გადაფასებით; ბ.ვ) მე-6 სვეტში აისახება საანგარიშო თვის ბოლო თარიღის მდგომარეობით მიღებული სესხ(ებ)ის ნაშთი; გ) საწარმოს კაპიტალის: გ.ა) პირველ სვეტში აისახება საანგარიშო თვის საწყისი თარიღის მდგომარეობით საწარმოს კაპიტალის ოდენობა; გ.ბ) მე-2 სვეტში აისახება საანგარიშო თვის განმავლობაში საწარმოს კაპიტალის ზრდა; გ.გ) მე-4 სვეტში აისახება საანგარიშო თვის განმავლობაში საწარმოს კაპიტალის შემცირება; გ.დ) მე-6 სვეტში აისახება საანგარიშო თვის ბოლო თარიღის მდგომარეობით საწარმოს კაპიტალის ოდენობა; დ) სხვა საწარმოში რიცხული კაპიტალის: დ.ა) პირველ სვეტში აისახება საანგარიშო თვის საწყისი თარიღის მდგომარეობით სხვა საწარმოში რიცხული კაპიტალის ოდენობა; დ.ბ) მე-2 სვეტში აისახება საანგარიშო თვის განმავლობაში სხვა საწარმოში რიცხული კაპიტალის ზრდა; დ.გ) მე-4 სვეტში აისახება საანგარიშო თვის განმავლობაში სხვა საწარმოში რიცხული კაპიტალის შემცირება; დ.დ) მე-6 სვეტში აისახება საანგარიშო თვის ბოლო თარიღის მდგომარეობით სხვა საწარმოში რიცხული კაპიტალის ოდენობა.

10.დეკლარაციის დანართი 4 („ინფორმაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 126-129¹ მუხლებით გათვალისწინებული საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შესახებ“) ივსება მარტის თვის საანგარიშო პერიოდის მიხედვით წარსადგენ დეკლარაციაში, რომელშიც აისახება წინა კალენდარული წლის მონაცემები. აღნიშნული დანართი ივსება, თუ პირის მიერ წინა კალენდარული წლის განმავლობაში განხორციელებული საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების ჯამური მოცულობა (თანხა)  აღემატება  500 000  ლარს.  ამასთან, აღნიშნული ოპერაციების ჯამურ მოცულობაში ასევე გაითვალისწინება უსასყიდლოდ გაწეული კონტროლირებული ოპერაციების საბაზრო ღირებულება და არსებული კრედიტორული ან/და დებიტორული დავალიანების მოცულობა. დანართ 4-ის სვეტებში, დასახელების შესაბამისად აისახება შემდეგი ინფორმაცია: ა) პირველ – მე-3 სვეტებში – ურთიერთდამოკიდებული პირის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი და რეზიდენტობა; ბ) მე-4 სვეტში – საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციებში მონაწილე პირებს შორის ურთიერთდამოკიდებულების ფორმა, კერძოდ: ბ.ა) პირდაპირ საწარმოს 50 პროცენტზე მეტის ფლობა; ბ.ბ) არაპირდაპირ საწარმოს 50 პროცენტზე მეტის ფლობა; ბ.გ) სამეწარმეო გადაწყვეტილებების პრაქტიკული კონტროლი; ბ.დ) შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნის რეზიდენტი; ბ.ე) მუდმივი დაწესებულება; გ) მე-5 სვეტში  – იმ საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციის სახე, რომელიც საწარმომ განახორციელა ან/და ოპერაციის სახე, რომელზეც უფიქსირდება დებიტორული/კრედიტორული დავალიანება. ამასთან, თუ, კონტროლირებული ოპერაციის ფარგლებში ერთი და იმავე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, კალენდარული წლის განმავლობაში განხორციელებულია რამდენიმე კონტროლირებული ოპერაცია, ინფორმაცია აღნიშნული ოპერაციების შესახებ აისახება ერთ სტრიქონად; ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის კონტროლირებულ ოპერაციად ითვლება: გ.ა) საქონლის/მომსახურების მიწოდება/შესყიდვა; გ.ბ) მატერიალური/არამატერიალური აქტივების მიწოდება/შესყიდვა; გ.გ) მიღებული/გაცემული სესხი; გ.დ) საპროცენტო შემოსავალი/ხარჯი; გ.ე) მიღებული/გაცემული გარანტია; გ.ვ) სხვა ფინანსური ოპერაციები; გ.ზ) არამატერიალური აქტივის გამოყენებისთვის გადახდილი/მიღებული თანხები (როიალტი); გ.თ) ბიზნესის რესტრუქტურიზაცია . ამ ქვეპუნქტის  მიზნებისთვის  ბიზნესის რესტრუქტურიზაცია არის  ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის კომერციულ ან ფინანსურ ურთიერთობებში განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელთა შედეგადაც იცვლება მხარეთა მიერ შესრულებული ფუნქციები, აღებული რისკები და გამოყენებული აქტივები; ასევე, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის არსებული ხელშეკრულების შეწყვეტა, გადახედვა და არსებითი ცვლილება; გ.ი) სხვა კონტროლირებული ოპერაცია. ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის კონტროლირებული ოპერაცია, მათ შორის, არის უსასყიდლოდ განხორციელებული და ბარტერული ოპერაციები; დ) მე-6 სვეტში – მე-5 სვეტში ასახული საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციის მოცულობა (ღირებულება),  მისი განხორციელების ვალუტაში (ოპერაციების ჯამური თანხა); თუ პირს უფიქსირდება კრედიტორული/დებიტორული დავალიანება, თუმცა საანგარიშო პერიოდში არ განუხორციელებია ოპერაცია, საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციის მოცულობად (ღირებულებად) მიეთითება - 0; ე) მე-7 სვეტში – განხორციელებული საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციის მოცულობა ეროვნულ ვალუტაში (ლარში), ოპერაციის განხორციელების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი უცხო ქვეყნის ვალუტის მიმართ განსაზღვრული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსით; ვ) მე-8 სვეტში – კრედიტორული ან დებიტორული დავალიანების ნაშთი საანგარიშო წლის ბოლოსთვის მისი განხორციელების ვალუტაში. იმ შემთხვევაში, თუ პირს წარმოეშვა კონტროლირებული ოპერაციის განხორციელების ვალდებულება, თუმცა არ განუხორციელებია, კრედიტორული/დებიტორული დავალიანების ნაშთი მიეთითება განსახორციელებელი ოპერაციის მოცულობის (ღირებულების) გათვალისწინებით; ზ) მე-9 სვეტში – საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციის დაწყების თარიღი; თ) მე-10 სვეტში – კონტროლირებული ოპერაციების შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ფლობის შესახებ ინფორმაცია (მაქვს/არ მაქვს/მზადდება/ვაპირებ მომზადებას). მაგალითი: ფაქტობრივი გარემოებები: 2020 წელს საქართველოს რეზიდენტ შპს „A“-სა და შვეიცარიის კონფედერაციის რეზიდენტ  საწარმო  „B“-ს  შორის  გაფორმდა  საკრედიტო  ხაზის  ხელშეკრულება 2 000 000 აშშ დოლარზე. „B“ არის შპს „A“-ს 52%-იანი წილის მფლობელი. 2020, 2022, 2023 და 2024 წლებში საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებულია 8 სესხის ხელშეკრულება, სულ მიღებულია 1 500 000 აშშ დოლარი, მათ შორის, 2024 წელს მიღებულია სესხები:

1)15.03.2024 – 350 000 აშშ დოლარი;

2)15.08.2024 – 300 000 აშშ დოლარი. ამასთან, 2020-2023 წელს მიღებული სესხები დაბრუნებულია სრულად. 2024 წლის 31 დეკემბერს შპს „A“-მ დააბრუნა მიღებული სესხის ძირი თანხიდან 250 000 აშშ დოლარი, ამავე თარიღისთვის შპს „A“-ს მიერ გადასახდელი პროცენტი შეადგენდა 97 500 აშშ დოლარს, რაც ასევე სრულად გადაიხადა. დეკლარაციის წარდგენის მომენტისთვის ოპერაციების შეფასებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას შპს „A“ არ ფლობს. შედეგი: 2025 წლის მარტის საანგარიშო თვის დეკლარაციაში შპს „A“-ს მიერ დეკლარაციის დანართ 4 -ში აისახება ინფორმაცია ორ სტრიქონად  შემდეგი სახით: I ოპერაცია:

1)პირველ - მე-3 სვეტებში მიეთითება – „B“ საწარმოს დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, რეზიდენტობის ქვეყანა – შვეიცარიის კონფედერაცია;

2)მე-4 სვეტში აისახება  ურთიერთდამოკიდებულების ფორმა – პირდაპირ საწარმოს 50 პროცენტზე მეტის ფლობა;

3)მე-5 სვეტში აისახება განხორციელებული ოპერაციის სახე – მიღებული სესხი;

4)მე-6 სვეტში აისახება 2024 წლის განმავლობაში ჯამურად მიღებული სესხის მოცულობა  –  650 000  აშშ  დოლარი,  ხოლო  მე-7 სვეტში  –  სესხის მოცულობა  ოპერაციის განხორციელების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი უცხო ქვეყნის ვალუტის მიმართ განსაზღვრული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად  –  1 744 340   ლარი   (350 000*2.6758  (15.03.2024   წლის   აშშ   დოლარის გაცვლითი   კურსი   ლართან   მიმართებით)   +   300 000*2.6927(15.08.2025   წლის   აშშ დოლარის გაცვლითი კურსი ლართან მიმართებით));

5)მე-8 სვეტში აისახება დებიტორული დავალიანების ნაშთი – 400 000 აშშ დოლარი (650 000 – 250 000);

6)მე-9 სვეტში აისახება მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების თარიღი – 2020 წელი;

7)მე-10 სვეტში აისახება კონტროლირებული ოპერაციების შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ფლობის შესახებ ინფორმაცია – „არ მაქვს“. II ოპერაცია:

1)პირველ – მე-3 სვეტებში მიეთითება - „B“ საწარმოს დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, რეზიდენტობის ქვეყანა – შვეიცარიის კონფედერაცია;

2)მე-4 სვეტში აისახება ურთიერთდამოკიდებულების ფორმა – პირდაპირ საწარმოს 50 პროცენტზე მეტის ფლობა;

3)მე-5 სვეტში აისახება განხორციელებული ოპერაციის სახე – საპროცენტო ხარჯი;

4)მე-6 სვეტში აისახება 2024 წლის განმავლობაში საპროცენტო ხარჯის მოცულობა – 97 500  აშშ  დოლარი,  ხოლო  მე-7  სვეტში –მოცულობა  ოპერაციის განხორციელების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი უცხო ქვეყნის ვალუტის მიმართ განსაზღვრული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად  –  273 663   ლარი   (97 500*2.8068  (31.12.2024   წლის   აშშ   დოლარის გაცვლითი   კურსი   ლართან   მიმართებით));

5)მე-8 სვეტში აისახება საპროცენტო დავალიანების ნაშთი – 0;

6)მე-9 სვეტში აისახება მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების თარიღი – 2020 წელი;

7)მე-10 სვეტში აისახება კონტროლირებული ოპერაციების შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ფლობის შესახებ ინფორმაცია – „არ მაქვს“. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 13 იანვრის ბრძანება №7 - ვებგვერდი, 16.01.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №300 - ვებგვერდი, 04.09.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 23 ოქტომბრის ბრძანება №382 - ვებგვერდი, 24.10.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 30 მარტის ბრძანება №131 - ვებგვერდი, 02.04.2018წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №313 - ვებგვერდი, 16.10.2019წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 6 ოქტომბრის ბრძანება №248 - ვებგვერდი, 07.10.2020წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 27 ოქტომბრის ბრძანება №260 - ვებგვერდი, 28.10.2020წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 დეკემბრის ბრძანება №312 - ვებგვერდი, 21.12.2020წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 11 იანვრის ბრძანება №3 - ვებგვერდი, 12.01.2021წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 3 აგვისტოს ბრძანება №193 - ვებგვერდი, 04.08.2021წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 8 თებერვლის ბრძანება №40 - ვებგვერდი, 09.02.2022წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 13 ივნისის ბრძანება №186 - ვებგვერდი, 14.06.2022წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 5 ივნისის ბრძანება №193 - ვებგვერდი, 06.06.2023წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 18 ივლისის ბრძანება №275 - ვებგვერდი, 19.07.2023წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №517 - ვებგვერდი, 29.12.2023წ. ​საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 30 იანვრის ბრძანება №28 - ვებგვერდი, 31.01.2024წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 10 ივლისის ბრძანება №234 - ვებგვერდი, 12.07.2024წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №365 - ვებგვერდი, 12.11.2024წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2025 წლის 7 თებერვლის ბრძანება №31 - ვებგვერდი, 10.02.2025წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2025 წლის 28 მარტის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 31.03.2025წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2025 წლის 9 დეკემბრის ბრძანება №317 - ვებგვერდი, 10.12.2025წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 24 თებერვლის ბრძანება №52 - ვებგვერდი, 25.02.2026წ. დანართი №II-09 (დანართი იხილეთ თანდართულ ფაილად) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 4 სექტემბრის ბრძანება №291 – ვებგვერდი, 05.09.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 27 მარტის ბრძანება №99 – ვებგვერდი, 27.03.2014წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 24 თებერვლის ბრძანება №52 - ვებგვერდი, 25.02.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №390 · ძალაშია 25 თებ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 40 (დანართი 1)შემდეგი მუხლი 41 (დანართი 1)

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 8 ოქტ. 2026 · №400

  • 29 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 41 (დანართი 1)მოგების გადასახადის დეკლარაციის (დანართი №II-09) შევსება
  • 40 (დანართი 1)მოგების გადასახადის დეკლარაცია
  • 33 (დანართი 1)საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის შევსება

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 153დეკლარაციის წარდგენა
  • 67საგადასახადო დეკლარაცია
  • 43გადასახადის გადამხდელის ვალდებულებები

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 84სტანდარტული საბაჟო დეკლარაცია და მისი თანმხლები დოკუმენტები
  • 86დამატებითი საბაჟო დეკლარაცია
  • 85გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია

თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ

  • 9გადასახადები თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ

  • 32

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
932153674341 (დ…40 (დ…33 (დ…84868540¹ (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსგადასახადების ადმინისტ…საქართველოს საგადასახა…საქართველოს საბაჟო კოდ…თავისუფალი ინდუსტრიული…მოქალაქეთა პოლიტიკური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 8 ოქტ. 2026 · რედაქცია №400 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026