Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საგადასახადო კოდექსიმუხლი 206

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 206. გადასახადისგან გათავისუფლება

რედაქცია №247 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026
თემები:პირადი საგადასახადო დაგეგმვაუძრავი ქონების გადასახადისაგადასახადო დაგეგმვაქონების დაგეგმვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია: ა) ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა), თუ ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავალი 100 000 ლარს არ აღემატება; ბ) (ამოღებულია – 24.06.2011, №4963) ; გ) (ამოღებულია – 24.06.2011, №4963) ; დ) მიმოსვლის გზები, ელექტროგადამცემი ხაზები, აგრეთვე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საკაბელო ხაზები; ე) ორგანიზაციის ქონება, აგრეთვე ორგანიზაციაზე ლიზინგით გაცემული ქონება, გარდა მიწისა და ორგანიზაციის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული ქონებისა; ვ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების (საქმიანობის) საწარმოებლად გამოყენებული ქონება; ზ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ის ნაწილი, რომელიც გადაცემული აქვს საბიუჯეტო ორგანიზაციას, გარდა ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული მიწისა; თ) ბუნებისა და ისტორიული ძეგლების დაცვის ორგანიზაციების მიწის ფართობები, რომლებზედაც განლაგებულია სახელმწიფოს მიერ ისტორიულ, კულტურულ ან/და არქიტექტურულ ძეგლებად მიჩნეული ნაგებობები, თუ ისინი არ გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის, რომელშიც არ იგულისხმება შესასვლელი ბილეთების რეალიზაცია; ი) ბუნებრივი პარკებით, ბოტანიკური და დენდროლოგიური ბაღებით, კულტურისა და დასვენების მუნიციპალური პარკებით, სასაფლაოებით, ზოოლოგიური ბაღებით ან/და პარკებით, ოკეანარიუმებით, სკვერებით, ხეივნებით, დაცული ტერიტორიებით, სატყეო ორგანიზაციებით, აგრეთვე ღია საუწყებო პარკებით, ბაღებითა და ტყე-ბაღებით დაკავებული მიწები, გარდა ამ ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული ნაკვეთებისა; ი 1 ) ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთი ან მისი ნაწილი; კ) ქალაქის წყალსაცავები და მათი აკვატორიები; ის მიწები, რომლებიც გამოიყენება სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციებისათვის, თუ ისინი არ გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებისა და ეკონომიკური საქმიანობისათვის; ლ) სასმელი წყლით მოსახლეობის მომარაგებისათვის, ელექტროსადგურებისა და სამელიორაციო სისტემებისა და მათი ფუნქციონირებისათვის განკუთვნილი წყალსაცავებით დაკავებული მიწები და ამ ობიექტების სანიტარიულ-დაცვითი და ტექნიკური ზონები; მ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების (საქმიანობის) საწარმოებლად გამოყენებული მიწის ნაკვეთები, თუ ისინი სხვა მიზნით არ გამოიყენება; ნ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის ნაყოფიერი ფენაც სანახევროდ ან მეტადაა დაზიანებული სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის, მეწყრის და სხვა) შედეგად, რაც დასტურდება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ გაცემული ცნობით; ო) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ტერიტორიებზე არსებული ქონება – დროებით, კონფლიქტის მოგვარებამდე და ეკონომიკური სიტუაციის მოწესრიგებამდე; ო 1 ) პირის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული მიწა, რომელიც მდებარეობს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ტერიტორიების მიმდებარედ, რის გამოც პირი ვერ სარგებლობს მოცემული მიწის ნაკვეთით, რაც დასტურდება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული ცნობით; ო 2 ) პირის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული ქონება და მასზე დამაგრებული მიწა, თუ იგი ამ ქონებით ვერ სარგებლობს იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა მიერ საცხოვრებლად გამოყენების გამო და ეს ქონება რეგისტრირებულია, როგორც დევნილთა კომპაქტურად (ორგანიზებულად) განსახლების ობიექტი, რაც დასტურდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობით; პ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გამოუყენებელი სათიბები, საძოვრები, სარეკულტივაციო და სამარაგო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები; ჟ) ის მიწები, რომლებიც გამოიყენება აეროდრომების, აეროპორტების, ვერტოდრომებისა და აერონავიგაციის უსაფრთხოების ზონებად და მიწისქვეშა კომუნიკაციებისათვის, აგრეთვე ნავსადგურებისათვის პერსპექტიული განვითარების მიზნით დამაგრებული მიწის ნაკვეთები, თუ ისინი არ გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის; რ) ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებმაც მიიღეს ახალასათვისებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები, – მიღებიდან 5 წლის განმავლობაში; ს) ნასოფლარის ტერიტორიაზე, აგრეთვე განსახლების სახელმწიფო ღონისძიებათა შესაბამისად დასახლებულ მოქალაქეთა ოჯახები ამ ტერიტორიაზე არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე – დასახლებიდან 5 წლის განმავლობაში; ტ) 2004 წლის 1 მარტის მდგომარეობით ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული 5 ჰექტარამდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. შენიშვნა : ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება კომლის წევრის ან პირველი/მეორე რიგის მემკვიდრის მიერ აღნიშნული ქონების ჩუქებით/მემკვიდრეობით მიღების, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ წევრებისაგან (მეპაიეებისაგან) ამ ქონების შენატანის (პაის) სახით მიღების შემთხვევებშიც; ტ 1 ) 2011 წლის 1 იანვრის მდგომარეობით იძულებით გადაადგილებული ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული 5 ჰექტარამდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი; უ) პირველადი წყალმოსარგებლისათვის − კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული სამელიორაციო ინფრასტრუქტურა და მიწის ნაკვეთის ის ნაწილი, რომელზედაც სამელიორაციო ინფრასტრუქტურაა დამაგრებული; ფ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებსაც შესაძლებლობა მეორე მსოფლიო ომის შედეგად შეეზღუდათ, და მათთან გათანაბრებული პირები პრივატიზების წესით მიღებულ მიწის ნაკვეთებზე; ქ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირის საკუთრებაში არსებული, მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთი; ღ) სამეცნიერო-კვლევითი, სასწავლო, საცდელ-სასელექციო, ექსპერიმენტული, ჯიშთა გამოცდის მიწის ნაკვეთები, რომლებიც გამოიყენება სამეცნიერო და სასწავლო მიზნებისათვის და რომლებზედაც სამუშაოები ბიუჯეტიდან ფინანსდება; ყ) მიწის ნაკვეთები, რომლებიც გამოიყენება ბიუჯეტიდან დაფინანსებული 60 წლის და 60 წელზე მეტი ასაკის პირთა ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატების/თავშესაფრების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (მათ შორის, ბავშვთა) ან/და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა/მოზარდთა სააღმზრდელო დაწესებულებების ან დღის ცენტრების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების (სკოლების) მიერ თავიანთი ძირითადი ფუნქციების შესრულებისათვის; მიწის ნაკვეთები, გამოყენებული ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების, სპეციალური სკოლა-ინტერნატების, ბავშვთა სოფლებისა და ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მიერ, რომლებიც უსასყიდლოდ ახორციელებენ ბავშვთა მოვლა-აღზრდას და მათთვის განათლების მიცემას, თუ ისინი არ გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის; შ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც მისაღები მოსავლის ნახევარზე მეტი განადგურდა სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის, მეწყრის და სხვა) ან სხვა ფორსმაჟორული გარემოების შედეგად, რაც დასტურდება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ უფლებამოსილი პირის (პირების) მიერ გაცემული ცნობით; ჩ) თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში არსებული ქონება; ც) ბიოლოგიური აქტივი; ძ) საქართველოს რეზიდენტისგან ლიზინგით მიღებული ქონება; წ) სამედიცინო საქმიანობისათვის გამოყენებული ქონება, გარდა მიწისა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებათა საკუთრებაშია ან ასეთ დაწესებულებებზე ლიზინგით არის გაცემული; ჭ) სამედიცინო საქმიანობისათვის გამოყენებული, სამედიცინო დაწესებულებებზე დამაგრებული მიწის ნაკვეთები; ხ) 2026 წლის 1 იანვრამდე ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტის სასტუმრო მომსახურებასთან დაკავშირებული ქონება; ჯ) „ეკონომიკური საქმიანობის სახეების საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის“ 01 კოდით გათვალისწინებულ საქმიანობაში (სოფლის მეურნეობაში) დასაქმებული პირის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება, აგრეთვე ასეთ პირზე ლიზინგით გაცემული მოძრავი ქონება, რომლებსაც ეს პირი ამავე საქმიანობაში იყენებს; ჯ 1 ) 2028 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საკუთრებაში არსებული, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გამოყენებული ქონება (გარდა მიწისა) და ამავე საქმიანობისთვის მასზე ლიზინგით გაცემული მოძრავი ქონება; ჰ) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიერ დადგენილი წესით ავტორიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო სკოლის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობაში გამოყენებული ქონება (მათ შორის, მიწის ნაკვეთები); ჰ 1 ) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი (მიწის ნაკვეთი); ჰ 2 ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს მიერ დადგენილი ფართობის ზღვრული ოდენობის ფარგლებში; ჰ 3 ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8903 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული საქონელი; ჰ 4 ) „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გაკოტრების რეჟიმში მყოფი პირის ქონება; ჰ 5 ) სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული, სახელმწიფო ორგანოს ან/და მუნიციპალიტეტის მიერ უსასყიდლოდ გადაცემული უძრავი ქონება, რომელიც გამოიყენება საგანმანათლებლო საქმიანობაში ან/და საგანმანათლებლო საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების გასაწევად; ჰ 6 ) მაღალმთიანი დასახლების საწარმოს საკუთრებაში არსებული, ამავე მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე მდებარე ქონება – შესაბამისი სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში (სტატუსის მინიჭების კალენდარული წლის ჩათვლით).

2.დადგენილი საგადასახადო შეღავათი არ ვრცელდება პირის მიერ იჯარით, უზუფრუქტით, ქირით ან სხვა ამგვარი ფორმით სხვა პირისთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთზე (ან მის ნაწილზე) ან/და საწარმოს/ორგანიზაციის მიერ ამავე ფორმით გადაცემულ შენობა-ნაგებობებზე (ან მათ ნაწილზე), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უძრავ ქონებას გადასცემს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და გადაცემული უძრავი ქონება გამოიყენება უმაღლეს საგანმანათლებლო საქმიანობაში ან/და უმაღლეს საგანმანათლებლო საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების გასაწევად.

3.თუ დეკლარაციის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგ პირმა იჯარით, უზუფრუქტით, ქირით ან სხვა ამგვარი ფორმით გასცა მიწის ნაკვეთი, ამ პირზე საგადასახადო შეღავათი აღარ გავრცელდება. ამასთანავე, პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს საანგარიშო წლის ბოლომდე წარუდგინოს დეკლარაცია და გადაიხადოს გადასახადი საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად. საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4061-სსმI, №75, 27.12.2010წ., მუხ.469 საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4142-სსმI, №76, 29.12.2010წ., მუხ.515 საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4963 - ვებგვერდი, 30.06.2011წ. საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი №5118 - ვებგვერდი, 31.10.2011წ. საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5202 - ვებგვერდი, 22.11.2011წ. საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6211 – ვებგვერდი, 29.05.2012წ. საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6395 - ვებგვერდი, 19.06.2012წ. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6 5 47 – ვებგვერდი, 0 4.0 7 .2012წ. საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №817 - ვებგვერდი, 05.08.2013წ. საქართველოს 2013 წლის 26 დეკემბრის კანონი №1873 - ვებგვერდი, 28.12.2013წ. საქართველოს 2013 წლის 26 დეკემბრის კანონი №1886 - ვებგვერდი, 30.12.2013წ. საქართველოს 2014 წლის 26 ივლისის კანონი №2540 - ვებგვერდი, 06.08.2014წ. საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2953 - ვებგვერდი, 23.12.2014წ. საქართველოს 2015 წლის 16 ივლისის კანონი №4037 - ვებგვერდი, 28.07 .2015წ. საქართველოს 2016 წლის 8 ივნისის კანონი № 5382 - ვებგვერდი, 17.06.2016წ. საქართველოს 2016 წლის 8 ივნისის კანონი № 5372 - ვებგვერდი, 24.06.2016წ. საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის კანონი №5491 - ვებგვერდი, 29.06.2016წ. საქართველოს 2017 წლის 23 მარტის კანონი №499 - ვებგვერდი, 27.03.2017წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1935 – ვებგვერდი, 29.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3109 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817  – ვებგვერდი, 22.07.2020წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6942 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2020 წლის 18 სექტემბრის კანონი №7169  – ვებგვერდი, 25.09.2020წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №342 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2021 წლის 22 ივლისის კანონი №809 – ვებგვერდი, 26.07.2021წ. საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №970 – ვებგვერდი, 05.11.2021წ. საქართველოს 2022 წლის 16 დეკემბრის კანონი №2439 – ვებგვერდი, 27.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3829 – ვებგვერდი, 15.12.2023წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №845 – ვებგვერდი, 03.07.2025წ. საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1061 – ვებგვერდი, 14.11.2025წ. საქართველოს 2026 წლის 30 სექტემბრის კანონი №1874 – ვებგვერდი, 30.09.2026წ. კარი X. (ამოღებულია) საქართველოს 201 2 წლის 27 მარტის კანონი №5942 – ვებგვერდი, 12.04.2012წ. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4906 – ვებგვერდი, 04.07.2019წ. თავი XXX. (ამოღებულია) საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4906 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №246 · ძალაშია 30 სექ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 33

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 30 სექ. 2026
  2. 1 იან. 2026· გამოქვეყნდა 14 ნოე. 2025
  3. 3 ივლ. 2025
  4. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 15 დეკ. 2023
  5. 1 იან. 2023· გამოქვეყნდა 27 დეკ. 2022
  6. 1 იან. 2023· გამოქვეყნდა 1 ივნ. 2016
  7. 1 იან. 2022· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2017

    206-ე მუხლიდან ამოღებულია ორი უკუძალის შენიშვნა („უ“ და „ჩ“ ქვეპუნქტებთან), ხოლო „ჯ1“ ქვეპუნქტის ვადა 2018 წლიდან 2023 წლამდე შეიცვალა.

  8. 19 ნოე. 2021· გამოქვეყნდა 5 ნოე. 2021
  9. 26 ივლ. 2021
  10. 1 აპრ. 2021· გამოქვეყნდა 25 სექ. 2020
  11. 18 მარ. 2021
  12. 1 იან. 2021· გამოქვეყნდა 22 ივლ. 2020
  13. 28 ივლ. 2020
  14. 27 დეკ. 2019
  15. 11 ივლ. 2018

    206-ე მუხლში „ო²“ ქვეპუნქტის ცნობის გამცემი სამინისტრო და „ჰ“ ქვეპუნქტის მინისტრი ახალი დასახელებებით ჩამოყალიბდა.

  16. 1 ოქტ. 2017· გამოქვეყნდა 24 ივნ. 2016
  17. 1 იან. 2017· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2013

    „შ“ ქვეპუნქტში სტიქიით განადგურებული მოსავლის მიწის გათავისუფლების საფუძვლად წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებისა და კომისიის დასკვნის ნაცვლად ამ ორგანოს მიერ გაცემული ცნობა განისაზღვრა, დაემატა 2011 წლის 1 იანვრიდან გავრცელების დათქმა. დაემატა „ჰ 5“ ქვეპუნქტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო საქმიანობაში გამოყენებული უძრავი ქონების გასათავისუფლებლად.

  18. 29 ივნ. 2016
  19. 17 ივნ. 2016
  20. 1 იან. 2016· გამოქვეყნდა 28 ივლ. 2015

    206-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატა „ქ“ ქვეპუნქტი (მიწის ნაკვეთზე 50-პროცენტიანი შემცირება) და „ჰ6“ ქვეპუნქტი (საწარმოს ქონების 10-წლიანი გათავისუფლება).

  21. 1 იან. 2015· გამოქვეყნდა 23 დეკ. 2014

    206-ე მუხლის პირველი ნაწილის გათავისუფლებულ ობიექტთა ჩამონათვალს დაემატა „უ“ ქვეპუნქტი სამელიორაციო ინფრასტრუქტურის შესახებ, რომელიც პირველად წყალმოსარგებლეებზე — კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე — გადაიცა და მოქმედებს 2015 წლის 1 ივლისამდე.

  22. 6 აგვ. 2014

    206-ე მუხლის პირველ პუნქტში დაემატა „ო²“ ქვეპუნქტი, რომელიც ქონების გადასახადისგან ათავისუფლებს დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტად რეგისტრირებულ და დევნილთა მიერ საცხოვრებლად გამოყენებულ ქონებას და მასზე დამაგრებულ მიწას; გათავისუფლება სამინისტროს ცნობით დასტურდება.

  23. 1 იან. 2014· გამოქვეყნდა 28 დეკ. 2013

    206-ე მუხლის პირველ პუნქტში დაემატა „უ“ ქვეპუნქტი, რომელიც ქონების გადასახადისგან ათავისუფლებს პირველადი წყალმოსარგებლე კერძო სამართლის იურიდიული პირებისთვის გადაცემულ სამელიორაციო ინფრასტრუქტურას 2015 წლის 1 იანვრამდე.

  24. 5 აგვ. 2013

    206-ე მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის შენიშვნის სფერო გაფართოვდა კოოპერატივის მიერ მეპაიეებისგან პაის სახით მიღებულ ქონებაზე, ხოლო „ჯ¹“ ქვეპუნქტით დაემატა კოოპერატივის სასოფლო-სამეურნეო ქონების 2017 წლამდე გათავისუფლება.

  25. 15 ივლ. 2012· გამოქვეყნდა 4 ივლ. 2012

    206-ე მუხლის „ტ“ ქვეპუნქტს (2004 წლის 1 მარტის მდგომარეობით ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული 5 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწა) დაემატა შენიშვნა, რომლითაც შეღავათი ვრცელდება კომლის წევრსა და პირველი/მეორე რიგის მემკვიდრეზე ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებისას.

  26. 1 ივლ. 2012· გამოქვეყნდა 19 ივნ. 2012

    206-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატა „ჰ⁴“ ქვეპუნქტი გაკოტრების რეჟიმში მყოფი პირის ქონების გათავისუფლების შესახებ.

  27. 29 მაი. 2012

    206-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ახლებურად აღწერს ელექტროგადამცემ და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საკაბელო ხაზებს, ხოლო ქონების გადასახადისგან გათავისუფლებულ ობიექტებს დაემატა „ო¹“ და „ჰ¹“–„ჰ³“ ქვეპუნქტები.

  28. 4 იან. 2012· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2011
  29. 1 იან. 2012· გამოქვეყნდა 22 ნოე. 2011
  30. 1 იან. 2012· გამოქვეყნდა 30 ივნ. 2011
  31. 31 ოქტ. 2011

    206-ე მუხლის პირველ ნაწილში „ე“ და „წ“ ქვეპუნქტებით გათავისუფლება გავრცელდა ლიზინგით გაცემულ ქონებაზე, ხოლო ახალი „ჯ“ ქვეპუნქტი ათავისუფლებს სოფლის მეურნეობაში გამოყენებულ მოძრავ ქონებას.

  32. 4 თებ. 2011· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2010
  33. 31 დეკ. 2010· გამოქვეყნდა 27 დეკ. 2010

    206-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატა „ხ“ ქვეპუნქტი ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტის სასტუმრო მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების შესახებ.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 205შემდეგი მუხლი 207

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ქონების გადასახადის დაგეგმვა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მემკვიდრეობის დაბეგვრა და დაგეგმვასერვისის გვერდი
  • უძრავი ქონების გასხვისების გადასახადისერვისის გვერდი
  • უძრავი ქონების დაბეგვრა და დაგეგმვასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ხათუნა მანჯგალაძე

ხათუნა მანჯგალაძე

ბიზნეს იურისტი ექსტრემალური და უცხოელი ინვესტორებისთვის,

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
მარიამ სარიშვილი

მარიამ სარიშვილი

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი // მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ოქტ. 2026 · №247

  • 33 ცვლილება · ბოლო 30 სექ. 2026
  • ციტირებულია 3 მუხლი
  • 52 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 309მაღალმთიანი რეგიონ… 10გადასახადების ადმი… 88 (დანართი 1)

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 82გადასახადისაგან გათავისუფლება
  • 73ცალკეულ შემთხვევაში დაბეგვრის ობიექტისა და საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა
  • 80დაბეგვრის ობიექტი

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 110 (დანართი 1)დაბეგვრისა და საგადასახადო ანგარიშგების წესი
  • 88 (დანართი 1)საწარმოს/ორგანიზაციის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის შევსება
  • 111¹⁵ (დანართი 1)საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 146-ე  ნაწილით გათვალისწინებული  გადასახადებისაგან/გადასახდელებისაგან გათავისუფლების  წესი და პირობები

ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ

  • 5ინვესტორისა და კონტრაქტორის გადასახადებით დაბეგვრა

საავტომობილო გზების შესახებ

  • 14³საფასურის გადახდისაგან გათავისუფლება

სახელმწიფო ქონების შესახებ

  • 49²სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერად სარგებლობისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი საფასურის გადახდისაგან გათავისუფლება

თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ

  • 5საშეღავათო პირობები

თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ

  • 9გადასახადები თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში

ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ

  • 2

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
914³49²309827380588 (დ…110 (…111¹⁵…5102206
მითითებამნიშვნელობით ახლოსგადასახადების ადმინისტ…საქართველოს საგადასახა…მაღალმთიანი რეგიონების…ოლიმპიური მოძრაობის ხე…საავტომობილო გზების შე…სახელმწიფო ქონების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ოქტ. 2026 · რედაქცია №247 · ბოლოს შემოწმდა 27 ოქტ. 2026