სახელმწიფო ქონების შესახებ

მუხლი 5. ინფორმაცია სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ

რედაქცია №63 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 3 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილიგურანდა გრიგოლიასალომე ოსეფაშვილი

1.სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ ინფორმაცია განთავსდება ელექტრონული აუქციონის სისტემის ვებგვერდზე (www.eauction.ge) ან ქონების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.privatization.ge), რაც ინფორმაციის ოფიციალურ გამოქვეყნებად ითვლება. აუქციონის გამოცხადება და ვაჭრობა ხორციელდება ვებგვერდზე www.eauction.ge. ინფორმაციის საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს აგრეთვე ისეთ პერიოდულ გამოცემაში, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება.

1¹.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის განთავსების წესი არ ვრცელდება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებზე, რომლებიც მათთვის სარგებლობაში გადაცემული ან/და მათ ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ ინფორმაციას განათავსებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად.

2.(ამოღებულია - 22.05.2020, №5960) .

3.საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების ვადას ადგენს პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო.

4.(ამოღებულია).

5.(ამოღებულია).

6.(ამოღებულია).

7.(ამოღებულია).

8.(ამოღებულია). საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3963-სსმIII,№74,24.12.2010წ.,მუხ.444 საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6332 – ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2013 წლის 29 ნოემბრის კანონი №1665 - ვებგვერდი, 04.12.2013წ. საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5960 – ვებგვერდი, 28.05.2020წ. საქართველოს 2020 წლის 29 მაისის კანონი №5989 – ვებგვერდი, 10.06.2020წ. საქართველოს 2025 წლის 11 ნოემბრის კანონი №1023 – ვებგვერდი, 14.11.2025წ.

უზენაესი სასამართლო

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 3

ყველა გადაწყვეტილება
  • №ბს-549(კ-2021)2023-12-2520ადმინისტრაციული
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ბრძანების ბათილობა და საჩივრის განხილვის დავალება

    დავა ეხება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ სახელმწიფო ქონების პრივატიზაციასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ პრივატიზების შესახებ ინფორმაციის კანონით განსაზღვრულ ერთ-ერთ ვებგვერდზე ოფიციალური გამოქვეყნება საკმარისია გასაჩივრების ვადის დენის დასაწყებად. დასრულებული პრივატიზაციის წინმსწრები ეტაპების კანონიერება შეიძლება შეფასდეს პრივატიზაციის შედეგად დადებული ხელშეკრულების ბათილობის თაობაზე სარჩელის განხილვისას. სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, გააუქმა სააპელაციო განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნა.

  • №ბს-601-601(კს-18)2018-10-0423ადმინისტრაციული
    კრებულიგანსჯადობა / პროცესუალური (T3)

    საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის გასაჩივრების საქმეში სამინისტროს მესამე პირად ჩაბმა

    დავა ეხება თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის უარის ბათილად ცნობასა და მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების აქტის გამოცემას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ საქმეში მესამე პირად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ჩააბა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ორგანოს მესამე პირად ჩაბმის საკითხი მისი უფლებამოსილების, ფუნქციებისა და სტატუსის მიხედვით, საკითხის გადაწყვეტისას მოქმედი ნორმების საფუძველზე წყდება. სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და მისი მესამე პირად ჩაბმის შესახებ განჩინება უცვლელად დარჩა; არსებითი სასარჩელო მოთხოვნები უზენაეს სასამართლოს ამ განჩინებით არ გადაუწყვეტია.

  • №ას-556-556-20182018-07-3140სამოქალაქო
    დაუშვებლობა (T5)

    როდის შეუძლია სასამართლოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს შემცირება?

    სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ კომპანიისგან საპრივატიზებო ვალდებულებების დარღვევისთვის 429300 ლარის პირგასამტეხლო მოითხოვა. პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და 150000 ლარი დააკისრა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა. უზენაესმა სასამართლომ მიუთითა, რომ კვალიფიციური შედავების პირობებში სასამართლოს შეუძლია შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირება და ერთი და იმავე დარღვევისთვის პირგასამტეხლოს ორჯერ დაკისრება დაუშვებელია. სააგენტოს საკასაციო საჩივარი სსსკ 391-ე მუხლით დაუშვებლად იქნა ცნობილი და არსებითად არ განხილულა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №58 · ძალაშია 14 ნოე. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 10 ივნ. 2020 – 1 იან. 2021 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სახელმწიფო ქონების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
19²471845²651050 (დ…11911868125
მითითებამნიშვნელობით ახლოსადგილობრივი თვითმმართვ…ადგილობრივი თვითმმართვ…სახელმწიფო ქონების შეს…აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…მიმდინარე კონტროლის პრ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №63 · ბოლოს შემოწმდა