სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

მუხლი 32. კოლიზიური თხოვნები

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პირის ექსტრადიციის თაობაზე კოლიზიური თხოვნების არსებობის შემთხვევაში მათი დასაშვებობის საკითხს ინდივიდუალურად, ამ კანონით დადგენილი წესით განიხილავს შესაბამისი უფლებამოსილი სასამართლო.

2.კოლიზიური თხოვნების არსებობის შემთხვევაში პირის ამ კანონით დადგენილი წესით, გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირის მიერ გამოხატულია თანხმობა თხოვნის გამომგზავნ ყველა სახელმწიფოში გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციაზე.

3.ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ რომელ სახელმწიფოს უნდა გადაეცეს ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი იღებს დანაშაულის ჩადენის ადგილის, დანაშაულის სიმძიმის, ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და 34 1 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის, ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობებით საქართველოსთვის მომართვის თარიღების, პირის მოქალაქეობისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია პირის ექსტრადიციის საკითხის გადასაწყვეტად კონსულტაციები გამართოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან.

5.პირის გადაცემის შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს და უცხო სახელმწიფოს კოლიზიური თხოვნების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს თხოვნას. საქართველოს 2013 წლის 30 მაისის კანონი № 671 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3156 – ვებგვერდი, 06.08.2018წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პირის ექსტრადიციის თაობაზე კოლიზიური თხოვნების არსებობის შემთხვევაში მათი დასაშვებობის საკითხს ინდივიდუალურად, ამ კანონით დადგენილი წესით განიხილავს შესაბამისი უფლებამოსილი სასამართლო. 2. კოლიზიური თხოვნების არსებობის შემთხვევაში პირის ამ კანონით დადგენილი წესით, გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირის მიერ გამოხატულია თანხმობა თხოვნის გამომგზავნ ყველა სახელმწიფოში გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციაზე. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ რომელ სახელმწიფოს უნდა გადაეცეს ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი იღებს დანაშაულის ჩადენის ადგილის, დანაშაულის სიმძიმის, ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და 34 1 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის, ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობებით საქართველოსთვის მომართვის თარიღების, პირის მოქალაქეობისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია პირის ექსტრადიციის საკითხის გადასაწყვეტად კონსულტაციები გამართოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან. 5. პირის გადაცემის შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს და უცხო სახელმწიფოს კოლიზიური თხოვნების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს თხოვნას. საქართველოს 2013 წლის 30 მაისის კანონი № 671 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3156 – ვებგვერდი, 06.08.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 6 აგვ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
18292034¹30363452565955268032
მითითებამნიშვნელობით ახლოსსისხლის სამართლის სფერ…სისხლის სამართლის საერ…უცხოელთა და მოქალაქეობ…საერთაშორისო დაცვის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა