Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსიმუხლი 21¹³³

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

მუხლი 21¹³³. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობა უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების შესახებ

რედაქცია №111 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:სამუშაო ნებართვები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910111314

1.უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობა წარედგინება სასამართლოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს ადგილსამყოფლის მიხედვით, შემოწმების დაწყებამდე.

2.უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს შემოწმების ჩატარების საფუძველს და მისი საჭიროების დასაბუთებას. შუამდგომლობაში უნდა მიეთითოს უცხოელის იმ საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის თაობაზე ზუსტი მონაცემები, რომელიც უნდა შემოწმდეს, შემოწმების ვადა, ხასიათი და ფარგლები, ხოლო უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის განადგურების ან გადამალვის შემთხვევაში − აგრეთვე იმ უცხოელის შესახებ მონაცემები, რომლის სამგზავრო დოკუმენტი უნდა იქნეს მოძიებული ან რომლის საცხოვრებელი ადგილი უნდა გადამოწმდეს.

3.უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე მოსამართლე შესაბამის ბრძანებას გამოსცემს შუამდგომლობის წარდგენიდან 72 საათის განმავლობაში.

4.მოსამართლე უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობას განიხილავს ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე, იმ საცხოვრებელი ადგილის მესაკუთრისთვის/მფლობელისთვის, სამუშაო ადგილის შემთხვევაში − დამსაქმებლისთვის ან იმ სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის  მესაკუთრისთვის/მფლობელისთვის შეუტყობინებლად, რომლის შემოწმებასაც ითხოვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო.

5.უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების შესახებ მოსამართლის ბრძანებაში აღინიშნება: ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) განკარგულება უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების შესახებ, შესაბამისი დასაბუთება, უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის ადგილმდებარეობის თაობაზე ზუსტი მონაცემები, მესაკუთრის/მფლობელის ან დამსაქმებლის შესახებ ინფორმაცია, ხოლო უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის განადგურების ან გადამალვის შემთხვევაში − აგრეთვე იმ უცხოელის შესახებ მონაცემები, რომლის სამგზავრო დოკუმენტი იქნება მოძიებული ან რომლის საცხოვრებელი ადგილი გადამოწმდება; გ) ბრძანების მოქმედების ვადა, რომლის ფარგლებშიც დასაშვებია უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმება; დ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.

6.უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმებაზე უარის თქმის შესახებ ბრძანებაში აღინიშნება: ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) განკარგულება უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმებაზე უარის თქმის შესახებ, შესაბამისი დასაბუთება,  უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის ადგილმდებარეობის თაობაზე ზუსტი მონაცემები, აგრეთვე იმ საცხოვრებელი ადგილის მესაკუთრის/მფლობელის, სამუშაო ადგილის შემთხვევაში − დამსაქმებლის ან იმ სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის მესაკუთრის/მფლობელის შესახებ ინფორმაცია, რომლის შემოწმებაზედაც უარი ითქვა; გ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.

7.უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების შესახებ მოსამართლის ბრძანება დგება 3 ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი რჩება სასამართლოში, ხოლო ორი გადაეცემა (ეგზავნება) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც მათგან ერთ ეგზემპლარს წარუდგენს (გადასცემს) საცხოვრებელი ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის მესაკუთრეს/მფლობელს ან დამსაქმებელს შემოწმების დაწყებამდე. უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის ბრძანება დგება 3 ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი რჩება სასამართლოში, ხოლო ორი გადაეცემა (ეგზავნება) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს.

8.უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების შესახებ მოსამართლის ბრძანების მოქმედების ვადაა 1 თვე.

9.უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების შესახებ ან მის შემოწმებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის ბრძანება საჯაროდ არ ცხადდება.

10.მოსამართლის ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე და მისი გასაჩივრება არ აჩერებს ბრძანების მოქმედებას.

11.მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი საცხოვრებელი ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის მესაკუთრეს/მფლობელს, სამუშაო ადგილის შემთხვევაში − დამსაქმებელს ან იმ უცხოელს, რომლის მიმართაც ტარდება შემოწმება, შეაქვს ბრძანების გამომცემ სასამართლოში მისთვის (მხარისთვის) ბრძანების ასლის გადაცემიდან 48 საათის განმავლობაში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს. საჩივრისა და თანდართული მასალების ასლები ეგზავნება მეორე მხარეს. [ 11. მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი საცხოვრებელი ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის მესაკუთრეს/მფლობელს, სამუშაო ადგილის შემთხვევაში − დამსაქმებელს ან იმ უცხოელს, რომლის მიმართაც ტარდება შემოწმება, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს შეაქვს ბრძანების გამომცემ სასამართლოში მისთვის (მხარისთვის) ბრძანების ასლის გადაცემიდან 48 საათის განმავლობაში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს. საჩივრისა და თანდართული მასალების ასლები ეგზავნება მეორე მხარეს. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] 12. საჩივარს სააპელაციო სასამართლო განიხილავს ერთპიროვნულად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საჩივრის განხილვისთვის დადგენილი წესით.

13.სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ ბრძანებას აუქმებს ბრძანებით.

14.სააპელაციო სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და არ საჩივრდება. საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №931 – ვებგვერდი, 08.07.2025წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1805 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობა წარედგინება სასამართლოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს ადგილსამყოფლის მიხედვით, შემოწმების დაწყებამდე. 2. უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს შემოწმების ჩატარების საფუძველს და მისი საჭიროების დასაბუთებას. შუამდგომლობაში უნდა მიეთითოს უცხოელის იმ საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის თაობაზე ზუსტი მონაცემები, რომელიც უნდა შემოწმდეს, შემოწმების ვადა, ხასიათი და ფარგლები, ხოლო უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის განადგურების ან გადამალვის შემთხვევაში − აგრეთვე იმ უცხოელის შესახებ მონაცემები, რომლის სამგზავრო დოკუმენტი უნდა იქნეს მოძიებული ან რომლის საცხოვრებელი ადგილი უნდა გადამოწმდეს. 3. უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე მოსამართლე შესაბამის ბრძანებას გამოსცემს შუამდგომლობის წარდგენიდან 72 საათის განმავლობაში. 4. მოსამართლე უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობას განიხილავს ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე, იმ საცხოვრებელი ადგილის მესაკუთრისთვის/მფლობელისთვის, სამუშაო ადგილის შემთხვევაში − დამსაქმებლისთვის ან იმ სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის  მესაკუთრისთვის/მფლობელისთვის შეუტყობინებლად, რომლის შემოწმებასაც ითხოვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო. 5. უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების შესახებ მოსამართლის ბრძანებაში აღინიშნება: ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) განკარგულება უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების შესახებ, შესაბამისი დასაბუთება, უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის ადგილმდებარეობის თაობაზე ზუსტი მონაცემები, მესაკუთრის/მფლობელის ან დამსაქმებლის შესახებ ინფორმაცია, ხოლო უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის განადგურების ან გადამალვის შემთხვევაში − აგრეთვე იმ უცხოელის შესახებ მონაცემები, რომლის სამგზავრო დოკუმენტი იქნება მოძიებული ან რომლის საცხოვრებელი ადგილი გადამოწმდება; გ) ბრძანების მოქმედების ვადა, რომლის ფარგლებშიც დასაშვებია უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმება; დ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი. 6. უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმებაზე უარის თქმის შესახებ ბრძანებაში აღინიშნება: ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) განკარგულება უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმებაზე უარის თქმის შესახებ, შესაბამისი დასაბუთება,  უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის ადგილმდებარეობის თაობაზე ზუსტი მონაცემები, აგრეთვე იმ საცხოვრებელი ადგილის მესაკუთრის/მფლობელის, სამუშაო ადგილის შემთხვევაში − დამსაქმებლის ან იმ სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის მესაკუთრის/მფლობელის შესახებ ინფორმაცია, რომლის შემოწმებაზედაც უარი ითქვა; გ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი. 7. უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების შესახებ მოსამართლის ბრძანება დგება 3 ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი რჩება სასამართლოში, ხოლო ორი გადაეცემა (ეგზავნება) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც მათგან ერთ ეგზემპლარს წარუდგენს (გადასცემს) საცხოვრებელი ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის მესაკუთრეს/მფლობელს ან დამსაქმებელს შემოწმების დაწყებამდე. უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის ბრძანება დგება 3 ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი რჩება სასამართლოში, ხოლო ორი გადაეცემა (ეგზავნება) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს. 8. უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების შესახებ მოსამართლის ბრძანების მოქმედების ვადაა 1 თვე. 9. უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების შესახებ ან მის შემოწმებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის ბრძანება საჯაროდ არ ცხადდება. 10. მოსამართლის ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე და მისი გასაჩივრება არ აჩერებს ბრძანების მოქმედებას. 11. მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი საცხოვრებელი ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის მესაკუთრეს/მფლობელს, სამუშაო ადგილის შემთხვევაში − დამსაქმებელს ან იმ უცხოელს, რომლის მიმართაც ტარდება შემოწმება, შეაქვს ბრძანების გამომცემ სასამართლოში მისთვის (მხარისთვის) ბრძანების ასლის გადაცემიდან 48 საათის განმავლობაში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს. საჩივრისა და თანდართული მასალების ასლები ეგზავნება მეორე მხარეს. [ 11. მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი საცხოვრებელი ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის მესაკუთრეს/მფლობელს, სამუშაო ადგილის შემთხვევაში − დამსაქმებელს ან იმ უცხოელს, რომლის მიმართაც ტარდება შემოწმება, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს შეაქვს ბრძანების გამომცემ სასამართლოში მისთვის (მხარისთვის) ბრძანების ასლის გადაცემიდან 48 საათის განმავლობაში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს. საჩივრისა და თანდართული მასალების ასლები ეგზავნება მეორე მხარეს. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] 12. საჩივარს სააპელაციო სასამართლო განიხილავს ერთპიროვნულად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საჩივრის განხილვისთვის დადგენილი წესით. 13. სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ ბრძანებას აუქმებს ბრძანებით. 14. სააპელაციო სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და არ საჩივრდება. საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №931 – ვებგვერდი, 08.07.2025წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1805 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.
რედაქციების შედარება

ტექსტობრივი ცვლილება არ არის

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 სექ. 2026· გამოქვეყნდა 29 ივნ. 2026
  2. 8 ივლ. 2025
წინა მუხლი 21¹³²შემდეგი მუხლი 21¹³⁴

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ბინადრობა კორპორატიული ტრანსფერის დროს4 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მორის გიგაური

მორის გიგაური

იურისტი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №111

2
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2026-06-29
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 21⁸⁴მუხლი 21¹³⁴

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹³⁴უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმება გადაუდებელი აუცილებლობისას
  • 21¹³²მოსამართლის ბრძანება უცხოელის საცხოვრებელი/ სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების შესახებ
  • 21¹²²უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის გადაწყვეტის წესი

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 53³უკანონო მიგრაციის გამოსავლენად უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმება
  • 51¹უცხოელის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოსთან თანამშრომლობის ვალდებულება
  • 52უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვის დაწყება

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 45უცხო სახელმწიფოში მსჯავრდებულ საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირთა გადმოცემა
  • 44საქართველოს სასამართლოების მიერ მსჯავრდებულ უცხო სახელმწიფოს მოქალაქეთა გადაცემა
  • 56⁵ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებული საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობის საქართველოში აღსრულების პროცედურები

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 290უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთან შესაბამისობის დადასტურება

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 25საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 23საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹³⁴21⁸⁴21¹³²21¹²²290454456⁵53³51¹52232521¹³³
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…უცხოელთა და მოქალაქეობ…სისხლის სამართლის სფერ…საქართველოს სისხლის სა…საერთაშორისო დაცვის შე…საერთაშორისო დაცვის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026