საქართველოს საპატენტო კანონი

მუხლი 53. წინათსარგებლობის უფლება

რედაქცია №11 კონსოლიდირებული · 27 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.წინათსარგებლობის უფლება გულისხმობს პირის უფლებას, გამოიყენოს გამოგონება პატენტის მოქმედების მიუხედავად, თუ იგი კეთილსინდისიერად სარგებლობდა ამ გამოგონებით ან ჩაატარა მოსამზადებელი სამუშაოები მისი გამოყენებისათვის საქპატენტში განაცხადის წარდგენის ან პრიორიტეტის თარიღამდე.

2.წინათსარგებლობის უფლება მესამე პირს აძლევს გამოგონების მხოლოდ იმ მიზნითა და მოცულობით გამოყენების უფლებას, რა მიზნით და მოცულობითაც უკვე გამოიყენა იგი ან ჩაატარა მოსამზადებელი სამუშაოები, განაცხადის წარდგენის ან პრიორიტეტის თარიღამდე.

3.დაუშვებელია წინათსარგებლობის უფლებაზე კერძო ლიცენზიის გაცემა.

4.წინათსარგებლობის უფლების გადაცემა დასაშვებია მხოლოდ ისეთ საწარმოსთან ერთად, სადაც განხორციელდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქმედებები. საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183 საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3278 - სსმ I, №37, 14.07.2010 წ., მუხ.219

სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 2

ყველა გადაწყვეტილება
  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    არღვევს თუ არა სარჩელის წარდგენა მოპასუხის სახელის უფლებას?

    გ. კ-ა მოითხოვდა პატენტით დაცული ობიექტების გამოყენებით მიღებული მოგებიდან 50000 ლარის გადახდას ან აგრეგატების საპროექტო გადაწყვეტით მუშაობაზე გადაყვანას, ხოლო შპს სადავო პატენტებში სადგურზე დანერგვის მითითების გაუქმებას ითხოვდა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ მხოლოდ სარჩელის წარდგენა მოპასუხის სახელის უფლების დარღვევას არ წარმოადგენს და პატენტმფლობელის უფლებები პატენტის ტექსტში დანერგვის ადგილის მითითებაზე დამოკიდებული არ არის. სასამართლომ მიუთითა, რომ შესამოწმებელია მხარეთა უფლებები სამსახურებრივი ობიექტის მიმართ და შესაფასებელია მოსარჩელის მიერ წარდგენილი გაანგარიშება. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო განჩინება გაუქმდა და საქმე სსსკ 412-ის საფუძველზე ხელახლა განსახილველად დაბრუნდა.

  • №3კ-1112-012002-12-3027
    არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    როგორ უნდა გამოიკვლიოს სასამართლომ პატენტით დაცული გამოგონების გამოყენების შესახებ ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებები?

    დავა შეეხებოდა პატენტით დაცული გამოგონებების სავარაუდო უნებართვო გამოყენებით მიყენებული ზიანისა და საავტორო ჯილდოს ანაზღაურებას, აგრეთვე გამოგონებების გამოყენების აკრძალვას. უზენაესმა სასამართლომ მიუთითა, რომ გამოსარკვევი იყო გამოგონებების გამოყენების, პატენტების მოქმედებისა და მოპასუხის მიერ მათი გამოყენების უფლების საკითხები. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ დაკისრებული თანხების გაანგარიშება გაუქმებულ ხელშეკრულებას დაეყრდნო და ნაწილობრივი გადაწყვეტილების მიღების პირობები არ არსებობდა. საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ნაწილობრივი გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე სსსკ 412-ის საფუძველზე იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. წინათსარგებლობის უფლება გულისხმობს პირის უფლებას, გამოიყენოს გამოგონება პატენტის მოქმედების მიუხედავად, თუ იგი კეთილსინდისიერად სარგებლობდა ამ გამოგონებით ან ჩაატარა მოსამზადებელი სამუშაოები მისი გამოყენებისათვის საქპატენტში განაცხადის წარდგენის ან პრიორიტეტის თარიღამდე. 2. წინათსარგებლობის უფლება მესამე პირს აძლევს გამოგონების მხოლოდ იმ მიზნითა და მოცულობით გამოყენების უფლებას, რა მიზნით და მოცულობითაც უკვე გამოიყენა იგი ან ჩაატარა მოსამზადებელი სამუშაოები, განაცხადის წარდგენის ან პრიორიტეტის თარიღამდე. 3. დაუშვებელია წინათსარგებლობის უფლებაზე კერძო ლიცენზიის გაცემა. 4. წინათსარგებლობის უფლების გადაცემა დასაშვებია მხოლოდ ისეთ საწარმოსთან ერთად, სადაც განხორციელდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქმედებები. საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183 საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3278 - სსმ I, №37, 14.07.2010 წ., მუხ.219

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 14 ივლ. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 24 თებ. 1999 – 12 მაი. 2000 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 53-ე მუხლის 1-ელ და მე-2 პუნქტებში „პრიორიტეტის დადგენის თარიღამდე“ შეიცვალა „პრიორიტეტის თარიღამდე“; წინათსარგებლობის უფლების შინაარსი უცვლელია.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
555119353919181702721¹2053
მნიშვნელობით ახლოსდიზაინის შესახებსაქართველოს საპატენტო …ინვესტიციების სახელმწი…ინოვაციების შესახებაუცილებელი საზოგადოებრ…ლიცენზიებისა და ნებართ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №11 · ბოლოს შემოწმდა