საქართველოს საჰაერო კოდექსი

მუხლი 72. სპეციალიზებული ექსპლუატაცია (საავიაციო სამუშაოები) და მისი (მათი) განხორციელების წესი

რედაქცია №36 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სპეციალიზებული ექსპლუატაცია (საავიაციო სამუშაოები) შესაძლებელია განხორციელდეს როგორც საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის პირადი მიზნებისთვის, ისე დამკვეთის მოთხოვნის საფუძველზე, კომერციული მიზნით.

2.სპეციალიზებულ ექსპლუატაციას (საავიაციო სამუშაოებს) საქართველოში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი ახორციელებს დეკლარაციის ან ავტორიზაციის საფუძველზე, ხოლო სხვა ქვეყანაში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი − შესაბამისი ნებართვის საფუძველზე.

3.სპეციალიზებული ავიაციის (საავიაციო სამუშაოების) მიმართ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს სააგენტო.

4.თუ საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ დადგენილია პირობები, რომლებითაც გარკვეულ ტერიტორიაზე ეკოლოგიის ან ადამიანებისა და სატრანსპორტო საშუალებებისთვის დაწესებული განსაკუთრებული რეჟიმის გამო იზღუდება ან იკრძალება სპეციალიზებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოების) განხორციელება, სპეციალიზებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოების) განხორციელების ამ ორგანოებთან შეთანხმების ვალდებულება საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტს ეკისრება. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130 საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2023 წლის 15 ივნისის კანონი №3269 – ვებგვერდი, 04.07.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №32 · ძალაშია 1 იან. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 4 ივლ. 2023

    72-ე მუხლი გადაიწერა სპეციალიზებული ექსპლუატაციის რეჟიმად: დეკლარაცია/ავტორიზაცია ადგილობრივი ხომალდისთვის, ნებართვა უცხოური ხომალდისთვის, მოთხოვნებს ადგენს სააგენტო, ხოლო ტერიტორიულ შეზღუდვებთან შეთანხმება ეკისრება ექსპლუატანტს.

  2. · გამოქვეყნდა 10 მარ. 2011

    72-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებში ადმინისტრაციის უფლებამოსილებები (მოთხოვნების განსაზღვრა, ნებართვის გაცემა) სააგენტოზე გადავიდა; დაემატა „მიმართ“ და „ა. შ.“ შეიცვალა „სხვა“-თი.

  3. 72-ე მუხლის მე-4 პუნქტში სავალდებულო მოთხოვნებს ადმინისტრაცია განსაზღვრავს დამკვეთის ინტერესებისა და ფრენის უსაფრთხოების გათვალისწინებით; მე-5 პუნქტში დაშვებულ ხომალდებს დაემატა საქართველოს სახელმწიფო ხომალდები და ნებართვის გამცემი ადმინისტრაციაა.

  4. · გამოქვეყნდა 30 მაი. 2006

    72-ე მუხლის მე-2 პუნქტში ლიცენზია ნებართვით შეიცვალა, მე-4 და მე-5 პუნქტებში უფლებამოსილებები კომისიას გადაეცა, მე-5 პუნქტში მხოლოდ უცხო ქვეყნების სახელმწიფო ხომალდები დაიშვება, ხოლო მე-7 პუნქტი ამოღებულია.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
25²625¹⁰1486255921³18263872
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საჰაერო კო…ნავთობისა და გაზის შეს…დაგროვებითი პენსიის შე…საგზაო მოძრაობის შესახ…ოპერატიულ-სამძებრო საქ…საინვესტიციო ფონდების …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №36 · ბოლოს შემოწმდა