1.საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები ხორციელდება უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებით.
2.იმ შემთხვევაში, თუ სრულად ვერ განხორციელდა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფა, შემდგომი ღონისძიებების გატარების მიზანშეწონილობის საკითხს განსაზღვრავს შესაბამისი საგადასახადო ორგანო. საქართველოს ფინანსთა მინისტრი ს 2011 წლის 1 მარტის №117 ბრძანება - ვებგვერდი, 02.03.2011წ.

