მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 38¹ (დანართი 1). დროებით ამოუღებადი დავალიანება

რედაქცია №149 კონსოლიდირებული · 18 ნოე. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საგადასახადო ორგანოს უფროსი/მოადგილე უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საგადასახადო დავალიანების/საგადასახადო ორგანოს მიერ ადმინისტრირებადი მოსაკრებლების (ამ მუხლის მიზნებისთვის შემდგომში - დავალიანება) „დროებით ამოუღებად დავალიანებად მიჩნევის თაობაზე“. ამ პუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილება ფორმდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით), რომელიც არის გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი ოპერაციის წარმოების საფუძველი.

2.„დროებით ამოუღებად დავალიანებად მიჩნევის თაობაზე“ საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დასაშვებია, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა: ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს ერიცხება ხანდაზმული დავალიანება და ბოლო სამი კალენდარული წლის და შემდგომ პერიოდში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების მომენტამდე, პირადი აღრიცხვის ბარათზე, მათ შორის, დროებითი აღრიცხვის ბარათზე არ უფიქსირდება დარიცხვა; ბ) საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ განხორციელებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები სრულად ვერ უზრუნველყოფს დავალიანების გადახდევინებას.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, დოკუმენტურად უნდა დასტურდებოდეს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) მარეგისტრირებელ ორგანოებში რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინება; ბ) გამოცემულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ; გ) პირის საბანკო ანგარიშებზე წარდგენილია საინკასო დავალება (საბანკო ანგარიშის არსებობის შემთხვევაში); დ) დავალიანების მქონე პირის ან/და მესამე პირის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი არ არის მესამე პირზე გადახდევინების მიქცევისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 240-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი (სასამართლოს გადაწყვეტილება ან სხვა მტკიცებულებები), ან მესამე პირისათვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული თანხა სრულად ვერ უზრუნველყოფს დავალიანების გადახდევინებას; ე) მარეგისტრირებელი ორგანოებიდან (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო) ან/და დავალიანების მქონე პირის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ამ პირს არ გააჩნია ქონება, ხოლო ქონების არსებობის შემთხვევაში, ექსპერტის, აუდიტორის ან სხვა კომპეტენტური პირის მიერ შედგენილი დასკვნით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დადგენილი ან ქონების სავარაუდო ღირებულება სრულად ვერ უზრუნველყოფს დავალიანების გადახდევინებას.

3¹.დავალიანების „დროებით ამოუღებად დავალიანებად მიჩნევის თაობაზე“ საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს უნდა ერთოდეს (ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და,,ბ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით) საგადასახადო ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელიც მიუთითებს პირის მიმართ ამ მუხლის მე-3 პუნქტის,,ა“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, ასევე ამავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში მითითებული ინფორმაციის შესწავლის ან გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე გატარებული ოპერაციების შესახებ.

4.საგადასახადო ორგანოს უფროსი/მოადგილე უფლებამოსილია „დროებით ამოუღებად დავალიანებად მიჩნევის თაობაზე“ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოაცხადოს ძალადაკარგულად, თუ: ა) გაუქმდა დავალიანება; ბ) საგადასახადო ორგანოში გამოვლინდა/დაფიქსირდა ინფორმაცია პირის მიერ ქონების შესაძლო ფლობის შესახებ.

5.საგადასახადო ორგანოს უფროსის / მოადგილის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი „ დროებით ამოუღებად დავალიანებად მიჩნევის თაობაზე “, არ წარმოადგენს დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გაუქმების საფუძველს .

6.„ დროებით ამოუღებად დავალიანებად მიჩნევის თაობაზე “ საგადასახადო ორგანოს უფროსის / მოადგილის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის საფუძველზე ბარათებისა და აღრიცხვის ფორმების წარმოების წესი განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით . საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 10 ნოემბრის ბრძანება №405 - ვებგვერდი, 13.11.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 5 მაისის ბრძანება №109 - ვებგვერდი, 06.05.2020წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 21 ივნისის ბრძანება №196 - ვებგვერდი, 22.06.2022წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁴⁶3133¹6325223825467 (დ…65⁴ (…62 (დ…17² (…17 (დ…38¹ (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსმიმდინარე კონტროლის პრ…საქართველოს საგადასახა…საქართველოს ადმინისტრა…გადასახადების ადმინისტ…დაზღვევის შესახებსაქართველოს საბიუჯეტო …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №149 · ბოლოს შემოწმდა