1.ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტში შეტანილი ქონება შესაძლებელია შეფასდეს ქონებაზე ყადაღის დადების პროცედურის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირების მიერ საბაზრო ფასებით.
2.ყადაღადადებული ქონების შეფასებისას, თუ ცალკეული საგნების შეფასება ვერ ხერხდება, შესაძლებელია ქონების შეფასება განხორციელდეს ექსპერტის, აუდიტორის ან სხვა კომპეტენტური პირის მიერ.
3.ქონების შეფასების შესახებ დასკვნ ა ში მითითებული უნდა იყოს თითოეული ყადაღადადებული ქონების საბაზრო ღირებულება , ასევე ყადაღადადებული ქონების საერთო ღირებულება.
4.დასკვნა ქონების შეფასების შესახებ დაერთვება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტს.
5.დასკვნა ქონების შეფასების შესახებ წარმოადგენს „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ” აქტის განუყოფელ ნაწილს. საქართველოს ფინანსთა მინისტრ ი ს 2011 წლის 2 მაისის ბრძანება №266 - ვებგვერდი, 04.05.2011 წ.

