Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგადასახადების ადმინისტრირების შესახებმუხლი 54

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 54. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარდგენა

რედაქცია №397 კონსოლიდირებული · 4 აგვ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.დანართი №III-05 და დანართი №III-05 1 ფორმის შევსებული საფ-ის პირველი ეგზემპლარი საქონლის/მომსახურების მყიდველს (მიმღებს) წარედგინება მოთხოვნიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა, ხოლო დანართი №III-06 ფორმის შევსებული საფ-ის პირველი ეგზემპლარი – მიწოდებისთანავე. საფ-ის მეორე ეგზემპლარები რჩება საქონლის/მომსახურების გამყიდველს (მიმწოდებელს).

2.საფ-ის მონაცემები შეიტანება საგადასახადო ორგანოში წარსადგენ დღგ-ის დეკლარაციაში, ხოლო გადამხდელებთან არსებული ეგზემპლარები საგადასახადო ორგანოს კონტროლის მიზნით წარედგინება მხოლოდ მისი მოთხოვნის შემთხვევაში.

3.დაუშვებელია საქონლის (მომსახურების) მიმწოდებლის მიერ, არასწორად შევსებული (შეცდომით შეტანილი რეკვიზიტებით) საფ-ის მიცემა მყიდველისათვის (მიმღებისათვის). გაუქმების მიზნით, გადასახადის გადამხდელის მიერ არასწორად შევსებული საფ-ების (გარდა ელექტრონული ფორმის საფ-ისა) ყველა ეგზემპლარი წარედგინება საგადასახადო ორგანოს ამ ორგანოდან საფ-ების შემდგომი გატანისას, მაგრამ არა უგვიანეს მომდევნო წლის 15 იანვრისა.

4.თუ საგადასახადო ორგანომ დღგ-ის გადამხდელისაგან მოითხოვა იმ საფ-ების წარდგენა, რომლებიც მისგან ამოღებულია საგამოძიებო და სხვა უფლებამოსილი ორგანოების მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, გადამხდელს უფლება აქვს საგადასახადო ორგანოში წარადგინოს ამოღებული საფ-ების ქსეროასლები და ამ ორგანოების სათანადო პასუხისმგებელი პირების მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული ცნობა შესაბამისი საფ-ების ამოღების შესახებ, ხოლო ამოღებული საფ-ების დაბრუნების შემდეგ � მათი დედნები.

5.შეუვსებელი ან შევსებული (რომელიც არ გაცემულა მყიდველზე) საფ-ის დაკარგვის შემთხვევაში, გადამხდელი დაუყოვნებლივ აცნობებს საგადასახადო ორგანოს ამ საფ-ის გაუქმების მიზნით. ამასთან, შევსებული (რომელიც არ გაცემულა მყიდველზე) საფ-ის დაკარგვის შემთხვევაში, იგივე დასაბეგრ ოპერაციაზე იმავე თარიღით გამოიწერება ახალი საფ-ი, რომელზედაც შენიშვნის სახით აღინიშნება დაკარგული საფ-ის სერია და ნომერი.

6.იმ შემთხვევაში, როდესაც საფ-ის გამოწერის და მყიდველისათვის გადაცემის შემდეგ, გამყიდველი დაკარგავს საფ-ის თავის ეგზემპლარს, მას უფლება აქვს, საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დაკარგული საფ-ის მყიდველთან არსებული პირველი ეგზემპლარის ნოტარიულად დამოწმებული ასლი, ხოლო თუ მყიდველმა დაკარგა საფ-ის თავისი (პირველი) ეგზემპლარი, მას შეუძლია წარადგინოს გამყიდველთან არსებული მე-2 ეგზემპლარის ნოტარიულად დამოწმებული ასლი.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. დანართი №II-05№III-05 და დანართი №III-05 1 ფორმის შევსებული საფ-ის პირველი ეგზემპლარი საქონლის/მომსახურების მყიდველს (მიმღებს) წარედგინება მოთხოვნიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა, ხოლო დანართი №II-06№III-06 ფორმის შევსებული საფ-ის პირველი ეგზემპლარი �– მიწოდებისთანავე. საფ-ის მეორე ეგზემპლარები რჩება საქონლის/მომსახურების გამყიდველს (მიმწოდებელს). 2. საფ-ის მონაცემები შეიტანება საგადასახადო ორგანოში წარსადგენ დღგ-ის დეკლარაციაში, ხოლო გადამხდელებთან არსებული ეგზემპლარები საგადასახადო ორგანოს კონტროლის მიზნით წარედგინება მხოლოდ მისი მოთხოვნის შემთხვევაში. 3. დაუშვებელია საქონლის (მომსახურების) მიმწოდებლის მიერ, არასწორად შევსებული (შეცდომით შეტანილი რეკვიზიტებით) საფ-ის მიცემა მყიდველისათვის (მიმღებისათვის). გაუქმების მიზნით, გადასახადის გადამხდელის მიერ არასწორად შევსებული საფ-ების (გარდა ელექტრონული ფორმის საფ-ისა) ყველა ეგზემპლარი წარედგინება საგადასახადო ორგანოს ამ ორგანოდან საფ-ების შემდგომი გატანისას, მაგრამ არა უგვიანეს მომდევნო წლის 15 იანვრისა. 4. თუ საგადასახადო ორგანომ დღგ-ის გადამხდელისაგან მოითხოვა იმ საფ-ების წარდგენა, რომლებიც მისგან ამოღებულია საგამოძიებო და სხვა უფლებამოსილი ორგანოების მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, გადამხდელს უფლება აქვს საგადასახადო ორგანოში წარადგინოს ამოღებული საფ-ების ქსეროასლები და ამ ორგანოების სათანადო პასუხისმგებელი პირების მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული ცნობა შესაბამისი საფ-ების ამოღების შესახებ, ხოლო ამოღებული საფ-ების დაბრუნების შემდეგ � მათი დედნები. 5. შეუვსებელი ან შევსებული(რომელიცშევსებული (რომელიც არ გაცემულა მყიდველზე) საფ-ის დაკარგვის შემთხვევაში, გადამხდელი დაუყოვნებლივ აცნობებს საგადასახადო ორგანოს ამ საფ-ის გაუქმების მიზნით. ამასთან, შევსებული (გამოწერილი)(რომელიც არ გაცემულა მყიდველზე) საფ-ის დაკარგვის შემთხვევაში, იგივე დასაბეგრ ოპერაციაზე იმავე თარიღით გამოიწერება ახალი საფ-ი, რომელზედაც შენიშვნის სახით აღინიშნება დაკარგული საფ-ის სერია და ნომერი. 6. იმ შემთხვევაში, როდესაც საფ-ის გამოწერის და მყიდველისათვის გადაცემის შემდეგ, გამყიდველი დაკარგავს საფ-ის თავის ეგზემპლარს, მას უფლება აქვს, საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დაკარგული საფ-ის მყიდველთან არსებული პირველი ეგზემპლარის ნოტარიულად დამოწმებული ასლი, ხოლო თუ მყიდველმა დაკარგა საფ-ის თავისი (პირველი) ეგზემპლარი, მას შეუძლია წარადგინოს გამყიდველთან არსებული მე-2 ეგზემპლარის ნოტარიულად დამოწმებული ასლი.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 სექ. 2025· გამოქვეყნდა 5 აგვ. 2025
  2. 16 ოქტ. 2024
  3. 13 თებ. 2017· გამოქვეყნდა 7 თებ. 2017
  4. 18 აგვ. 2013· გამოქვეყნდა 16 აგვ. 2013
  5. 24 აგვ. 2011· გამოქვეყნდა 23 აგვ. 2011
  6. 2 აგვ. 2011
წინა მუხლი 53შემდეგი მუხლი 55

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 2026-08-04 · №397

2
ციტირებულია მუხლი
6
ცვლილება
ბოლო 2025-08-05
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 55მუხლი 59

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 180საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა
  • 153დეკლარაციის წარდგენა
  • 72¹საგადასახადო დოკუმენტი

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 154შემცვლელი საქონლის წინასწარ შემოტანა
  • 86დამატებითი საბაჟო დეკლარაცია
  • 65იმპორტის გადასახადის გადახდის ვადა

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 24საგადახდო დავალების მიღება
  • 26საგადახდო დავალების შესრულების ვადები

საქართველოს საპატენტო კანონი

  • 33განაცხადის შეტანის თარიღის დადასტურება

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 26ინფორმაციის წარდგენის წესი და ვადები

დიზაინის შესახებ

  • 15განაცხადის შეტანის თარიღის დადასტურება

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 63სესხის მიმღების მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა, ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის საშუალებები და პირობები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
33631518015372¹5559242615486652654
მითითებამნიშვნელობით ახლოსგადასახადების ადმინისტ…საქართველოს საგადასახა…საქართველოს საბაჟო კოდ…საგადახდო სისტემისა და…საქართველოს საპატენტო …ფულის გათეთრებისა და ტ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 4 აგვ. 2026