Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებმუხლი 26

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

მუხლი 26. საგადახდო დავალების შესრულების ვადები

რედაქცია №21 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026
თემები:გადახდის სისტემებიგადახდის მომსახურებაკრიპტო გადახდების ინტეგრაცია ბიზნესისთვის

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.თუ გადამხდელი და მიმღები ერთი და იმავე პროვაიდერის მომხმარებლები არიან, პროვაიდერმა უნდა უზრუნველყოს საგადახდო დავალებაში მითითებული თანხის მიმღების ანგარიშზე ასახვა ან/და მისთვის ამ თანხის სხვაგვარად ხელმისაწვდომობა საგადახდო დავალების მიღების დღეს, თუკი საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2.თუ გადამხდელსა და მიმღებს სხვადასხვა საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ჰყავთ: ა) გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა უნდა უზრუნველყოს საგადახდო დავალებაში მითითებული თანხის მიმღების პროვაიდერის ანგარიშზე ჩარიცხვა საგადახდო დავალების მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო საბანკო დღისა, თუ საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ბ) მიმღების პროვაიდერი ვალდებულია მის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დღეს, ხოლო თუ თანხის ჩარიცხვის დღე პროვაიდერისთვის არასამუშაო დღეა − არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, ასახოს ჩარიცხული თანხა მიმღების ანგარიშზე ან ეს თანხა სხვაგვარად გახადოს მისთვის ხელმისაწვდომი. თუკი გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერი არ არის ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირი, საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით შესაძლოა განისაზღვროს ამ ქვეპუნქტისგან განსხვავებული მოთხოვნები.

3.გადახდის ოპერაციის თანხაზე სარგებლის თარიღი გადამხდელის საგადახდო ანგარიშისთვის არ უნდა უსწრებდეს იმ თარიღს, როდესაც ამ ანგარიშზე განხორციელდა გადახდის ოპერაციის თანხის დადებეტება.

4.თუ მიმღების პროვაიდერი ვერ ახერხებს მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მიმღების დადგენას, მიმღების პროვაიდერმა უნდა უზრუნველყოს თანხის დაბრუნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით.

5.მიმღების პროვაიდერი ვალდებულია მიმღების მიერ ან მისი მეშვეობით ინიციირებული საგადახდო დავალება გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერს გადასცეს ანგარიშსწორებისთვის მიმღების პროვაიდერსა და მიმღებს შორის შეთანხმებულ ვადაში, ხოლო პირდაპირი დებეტის შემთხვევაში − შეთანხმებულ დღეს.

6.საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია მიმღებისთვის თანხა ხელმისაწვდომი გახადოს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ვადის დაცვით იმ შემთხვევაშიც, თუ მიმღებს ამ საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან საგადახდო ანგარიში არ აქვს.

7.მომხმარებლის მიერ საგადახდო ანგარიშზე ამ ანგარიშის ვალუტაში ნაღდი თანხის შეტანისას ან მისი ელექტრონულ ფულზე გადაცვლისას პროვაიდერი ვალდებულია ეს თანხა მისი მიღებიდან დაუყოვნებლივ დაუკრედიტოს და ხელმისაწვდომი გახადოს ანგარიშის მფლობელისთვის ან ელექტრონული ფულის მომხმარებლისთვის. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია ინკასირებული ნაღდი ფულის იურიდიული პირის ანგარიშზე შეტანისას თანხა მისთვის ხელმისაწვდომი გახადოს არაუგვიანეს მისი მიღების დღის მომდევნო სამუშაო დღისა.

8.გადამხდელს უფლება აქვს, საგადახდო დავალების შესრულების დასადასტურებლად თავის პროვაიდერს დამატებით მოსთხოვოს დადასტურებული დოკუმენტი. საგადახდო დავალების შესრულების დადასტურების მიზნით დოკუმენტი გაიცემა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით, მატერიალური ან ელექტრონული ფორმით. იგი, გარდა გადამხდელის მიერ საგადახდო დავალებაში მითითებული ინფორმაციისა, უნდა შეიცავდეს ამავე წესით განსაზღვრულ ინფორმაციას.

9.გადახდის ოპერაციის რეკვიზიტების საფუძველზე გადახდის ოპერაციის საგადახდო სისტემაში გატარება/არსებობა, ოპერაციის რეკვიზიტები, დანიშნულება და თარიღი, აგრეთვე მიმღების პროვაიდერის ანგარიშზე ჩარიცხვა შეიძლება დადასტურდეს ნებისმიერი უფლებამოსილი პირის წინაშე, წერილობით ან ელექტრონული ფორმით, სისტემიდან მიღებული ელექტრონული დოკუმენტით. საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4199 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №446 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №15 · ძალაშია 1 იან. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2025· გამოქვეყნდა 23 სექ. 2022

    მე-3–მე-6 პუნქტები ახლებურად ჩამოყალიბდა: დაემატა სარგებლის თარიღის წესი, დაბრუნებისა და დავალების გადაცემის წესები გადანაწილდა მე-4 და მე-5 პუნქტებზე, ხოლო მე-6 და მე-7 პუნქტებით დაწესდა ანგარიშის არმქონე მიმღებისთვის თანხის ხელმისაწვდომობისა და ნაღდი თანხის დაკრედიტების ვალდებულებები. დადასტურების წესი გადავიდა მე-8 და მე-9 პუნქტებში (მე-9-ში დაზუსტებით „ოპერაციის რეკვიზიტების საფუძველზე“).

  2. 22 მარ. 2017
  3. 10 სექ. 2015
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 25შემდეგი მუხლი 27

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საგადახდო მომსახურების ხელშეკრულება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კრიპტო გადახდის გეითვეის ინტეგრაცია (BTCPay, NOWPayments, Coinbase Commerce)სერვისის გვერდი
  • საგადახდო სერვისის პროვაიდერის სამართალისერვისის გვერდი
  • სტეიბლქოინებით (USDT, USDC) გადახდების მიღების დაყენებასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ოქტ. 2026 · №21

  • 3 ცვლილება · ბოლო 23 სექ. 2022
  • ციტირებულია 5 მუხლი
  • 5 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 15

მიუთითებენ მასზე

მუხლი 19მუხლი 21მუხლი 24მუხლი 31მუხლი 31¹

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 24საგადახდო დავალების მიღება
  • 28გადარიცხული და ჩარიცხული თანხების ოდენობ ები
  • 23საგადახდო დავალება

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 53საგადასახადო ვალდებულება და მისი შესრულება
  • 7¹საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან გახსნილი საგადახდო ანგარიშის მიმართ მოთხოვნები
  • 43გადასახადის გადამხდელის ვალდებულებები

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

  • 19დეპოზიტორისათვის ასანაზღაურებელი თანხის გადახდის ვადები და პროცედურები

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 18²საგადასახადო ან/და სხვა ვალდებულების სხვა პირის მიერ შესრულება

მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

  • 7საქონლის მიწოდება

საზღვაო კოდექსი

  • 152

საქართველოს საჰაერო კოდექსი

  • 70მიმღების მიერ ტვირთის მიუღებლობა ან დაგვიანებით მიღება

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 48¹ (დანართი 1)ანაზღაურების გადახდა საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
15218²537¹43241519213131¹282319726
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაგადახდო სისტემისა და…საქართველოს საგადასახა…დეპოზიტების დაზღვევის …საქართველოს საბიუჯეტო …მომხმარებლის უფლებების…საზღვაო კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ოქტ. 2026 · რედაქცია №21 · ბოლოს შემოწმდა 27 ოქტ. 2026