Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებმუხლი 20¹

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

მუხლი 20¹. საგადახდო ინსტრუმენტის მიღება და ქო-ბეჯინგი

რედაქცია №21 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026
თემები:გადახდის სისტემებიგადახდის მომსახურებაDAO-ს ოპერაციები და საზოგადოებრივი მართვამარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობაკრიპტო გადახდების ინტეგრაცია ბიზნესისთვისინსტიტუციური კასტოდიური გადაწყვეტილებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011121313¹13²14

1.საგადახდო მომსახურების პროვაიდერს არ აქვს უფლება, მიმღებს დაუწესოს ისეთი შეზღუდვა, რომელიც მიმღებს კონკრეტულ საგადახდო ინსტრუმენტზე უკრძალავს გადამხდელისთვის საკომისიოს დაწესების ან/და მისთვის ფასდაკლების/ფასდათმობის შეთავაზების უფლებას. დაწესებული საკომისიო არ უნდა აღემატებოდეს კონკრეტული საგადახდო ინსტრუმენტის გამოყენებით მიმღებისთვის წარმოშობილ პირდაპირ ხარჯს. მიმღების პროვაიდერი ვალდებულია უზრუნველყოს მიმღების მიერ ამ პუნქტით განსაზღვრული დებულებების დაცვა. კონკურენციისა და ეფექტიანი საგადახდო ინსტრუმენტების წასახალისებლად საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია აკრძალოს ან შეზღუდოს მიმღების უფლება, მოითხოვოს საკომისიო.

2.საგადახდო მომსახურების პროვაიდერსა და მიმღებს არ აქვთ უფლება, უარი განაცხადონ საგადახდო ინსტრუმენტის მიღებაზე ემიტენტის ან/და მომხმარებლის მიხედვით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით ან/და საგადახდო ინსტრუმენტის სპეციფიკიდან, ფინანსური სტაბილურობის, საგადახდო სისტემის ეფექტიანობის ან უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა.

3.მიმღები, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გადამხდელს უდგენს საკომისიოს, ვალდებულია აღნიშნულის შესახებ მომხმარებელს შეატყობინოს ნათელი და გასაგები ფორმით. მიმღებმა აღნიშნული ინფორმაცია თვალსაჩინოდ უნდა განათავსოს სავაჭრო/მომსახურების ობიექტის შესასვლელში და სალაროსთან. დისტანციური გაყიდვების შემთხვევაში აღნიშნული ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს მიმღების ვებგვერდზე ან სხვა შესაბამის ელექტრონულ ან მობილურ მატარებელზე და გადამხდელსა და მიმღებს შორის გარიგების დადებამდე გონივრულ ვადაში უნდა მიეწოდოს მომხმარებელს.

4.საგადახდო მომსახურების პროვაიდერს არ აქვს უფლება, დააწესოს ისეთი შეზღუდვა, რომელიც მიმღებს უკრძალავს, მომხმარებელს მიუთითოს მიმღებისთვის სასურველი ინსტრუმენტის გამოყენებაზე. საგადახდო მომსახურების პროვაიდერს აგრეთვე არ აქვს უფლება, დააწესოს ისეთი შეზღუდვა, რომელიც მიმღებს არ აძლევს საშუალებას, კონკრეტული საგადახდო სქემის ინსტრუმენტი განსაზღვროს თავისთვის სხვა საგადახდო ინსტრუმენტებზე მეტად ან ნაკლებად პრიორიტეტულად.

5.საგადახდო მომსახურების პროვაიდერს არ აქვს უფლება, დააწესოს ისეთი შეზღუდვა, რომელიც მიმღებს უკრძალავს, გადამხდელს მიაწოდოს ინფორმაცია ურთიერთგაცვლის საკომისიოს და სავაჭრო/მომსახურების ობიექტის საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებული საკომისიოს შესახებ.

6.ექვაირინგის განმახორციელებელ საგადახდო მომსახურების პროვაიდერსა და მიმღებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება არ შეიძლება ითვალისწინებდეს ისეთ პირობას, რომელიც არაობიექტურ, არაპროპორციულ და დისკრიმინაციულ მდგომარეობას შექმნის ცალკეული გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის.

7.დაუშვებელია ისეთი პირობების არსებობა, რომლებიც საგადახდო მომსახურების პროვაიდერს შეუზღუდავს საგადახდო ინსტრუმენტზე ქო-ბეჯინგის უზრუნველყოფას ორი ან ორზე მეტი საგადახდო ბრენდის ან საგადახდო აპლიკაციის საშუალებით.

8.საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ მის მიერ გამოშვებული საგადახდო ინსტრუმენტი იყოს ელექტრონულად იდენტიფიცირებადი და ვიზუალურად იმგვარად გარჩევადი, რომ გადამხდელსა და მიმღებს ცალსახად შეეძლოთ გადამხდელის მიერ შერჩეული საგადახდო ინსტრუმენტის ბრენდისა და კატეგორიის გარჩევა.

9.მომხმარებელს უფლება აქვს, საგადახდო მომსახურების პროვაიდერს მოსთხოვოს საბარათე ინსტრუმენტზე ორი ან ორზე მეტი სხვადასხვა საგადახდო ბრენდის არსებობა, თუ ამ საგადახდო მომსახურების პროვაიდერს აქვს ასეთი მომსახურება. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე გონივრული ვადით ადრე მომხმარებელს მიაწოდოს ნათელი და ობიექტური ინფორმაცია მასთან ხელმისაწვდომი ყველა საგადახდო ბრენდის და მათი მახასიათებლების, მათ შორის, მათი ფუნქციონირების, უსაფრთხოებისა და მომხმარებლის ხარჯების, შესახებ.

10.საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებული არ არის ქო-ბეჯინგით უზრუნველყოფილი საგადახდო ინსტრუმენტით განხორციელებული ოპერაციების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს ან განხორციელებულ ოპერაციაზე საკომისიო გადაუხადოს იმ საგადახდო სქემას, რომლის ბრენდი არ იქნა გამოყენებული ოპერაციის შესრულებისას.

11.საგადახდო ინსტრუმენტზე ორი ან ორზე მეტი საგადახდო ბრენდის ან საგადახდო აპლიკაციის არსებობიდან გამომდინარე, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ გადახდის ოპერაციების სპეციფიკურ არხში ან/და პროცესში გადამისამართების ნებისმიერი პრინციპი ან ეკვივალენტური ზომა, აგრეთვე სხვა ტექნიკური და უსაფრთხოების სტანდარტები და მოთხოვნები უნდა იყოს არადისკრიმინაციული და გამოყენებული უნდა იყოს არადისკრიმინაციული ფორმით.

12.ქო-ბეჯინგით უზრუნველყოფილი საგადახდო ინსტრუმენტის გამოყენებისას საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს, აგრეთვე გადახდის ოპერაციის შესრულებაში ჩართულ ნებისმიერ მხარეს არ აქვთ უფლება, საგადახდო ინსტრუმენტზე ან სავაჭრო/მომსახურების ობიექტების მოწყობილობებზე გამოიყენონ ისეთი ავტომატური მექანიზმები, პროგრამული უზრუნველყოფა ან მოწყობილობები, რომლებიც ზღუდავს გადამხდელის ან მიმღების მიერ საგადახდო ბრენდის ან აპლიკაციის არჩევის შესაძლებლობას.

13.მიმღებები უფლებამოსილი არიან სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში არსებულ მოწყობილობებში ჰქონდეთ ისეთი ავტომატური მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს კონკრეტული საგადახდო ბრენდის ან საგადახდო აპლიკაციის პრიორიტეტულად არჩევის საშუალებას. აღნიშნულ შემთხვევაში გადამხდელს არ უნდა შეეზღუდოს მიმღების მიერ ავტომატურად შერჩეულ პრიორიტეტზე უარის თქმის უფლება იმ სხვა საგადახდო ინსტრუმენტის სასარგებლოდ, რომელსაც მიმღები აგრეთვე იღებს გადახდისთვის.

13¹.კონკურენციის ხელშეწყობის, საოპერაციო ეფექტიანობის გაუმჯობესებისა და მომხმარებლის (მათ შორის, სავაჭრო/მომსახურების ობიექტის) უფლების − აირჩიოს მისთვის სასურველი გადახდის სისტემა/მეთოდი − დაცვის მიზნით საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია ჭკვიანი მარშრუტიზაციის განმახორციელებელი საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ გადახდის ოპერაციის დამუშავების მოთხოვნისთანავე  ხელმისაწვდომი გახადოს და მიაწოდოს მას ჭკვიანი მარშრუტიზაციის მხარდამჭერი მექანიზმები იმგვარად, რომ არ დაუშვას დისკრიმინაციული მიდგომა, მათ შორის, გადახდის ოპერაციის შესრულების დროის, პრიორიტეტულობის ან საკომისიოების თვალსაზრისით, მის მიერ გადახდის ოპერაციის დამუშავებასა და ჭკვიანი მარშრუტიზაციის განმახორციელებელი საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან მიღებული გადახდის ოპერაციის დამუშავებას შორის.

13².საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა უნდა უზრუნველყოს, რომ ჭკვიანი მარშრუტიზაციის განხორციელების პროცესი იყოს გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული, ამასთანავე, ამ კრიტერიუმების დარღვევით არ ანიჭებდეს უპირატესობას რომელიმე გადახდის ქსელს, სისტემას ან მომსახურებას. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია შეიმუშაოს ჭკვიანი მარშრუტიზაციის სტანდარტი და ის შესათანხმებლად წარუდგინოს საქართველოს ეროვნულ ბანკს. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ჭკვიანი მარშრუტიზაციის სტანდარტის განხილვის, აგრეთვე ჭკვიანი მარშრუტიზაციის დანერგვის, მონიტორინგისა და აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით თავის მიერ დადგენილი წესით განსაზღვროს ტექნიკური, პროცედურული და სხვა მოთხოვნები.

14.დაუშვებელია საგადახდო სქემის, აგრეთვე გადახდის ოპერაციაში მონაწილე ნებისმიერი მხარის, მათ შორის, ტექნიკური მომსახურების უზრუნველმყოფი მხარის, მიერ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებთან ისეთი ხელშეკრულების გაფორმება, რომელიც ხელს უშლის ამ მუხლით განსაზღვრული დებულებების შესრულებას. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022წ. საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1142 - ვებგვერდი, 12.12.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №20 · ძალაშია 2 მარ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 2 მარ. 2026 – 1 აპრ. 2026 ტექსტი უცნობია

  2. 1 ივლ. 2023 – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

  3. 12 ივნ. 2012 – 1 ივლ. 2023 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 აპრ. 2026· გამოქვეყნდა 12 დეკ. 2025
  2. 1 იან. 2025· გამოქვეყნდა 23 სექ. 2022
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 20შემდეგი მუხლი 20²

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ელექტრონული ფულის პროვაიდერის ლიცენზია1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • P2P ვაჭრობის დაყენება და რისკების მართვა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბარათებზე ლიმიტების და გადახდების ოპტიმიზაციასერვისის გვერდი
  • კასტოდიური პარტნიორის შერჩევა კომპანიებისთვის (BitGo, Fireblocks, Copper)სერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ოქტ. 2026 · №21

  • 2 ცვლილება · ბოლო 12 დეკ. 2025
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 5 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 5

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 20მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება ან/და მასთან შეთანხმების დადება
  • 30¹საგადახდო ინსტრუმენტის გამოყენების და საგადახდო ანგარიშზე წვდომის შეზღუდვა
  • 16ინფორმაციის მიღება და გამოქვეყნება

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 7¹საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან გახსნილი საგადახდო ანგარიშის მიმართ მოთხოვნები
  • 38ინფორმაციის მოთხოვნის უფლება
  • 258საკონტროლო შესყიდვა

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 48²საგადახდო სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია და ზედამხედველობა
  • 64²ეროვნულ ბანკთან არსებული საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების სფეროში დავების განმხილველი კომისია
  • 48³საკრედიტო საქმიანობა და საბანკო საქმიანობა

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 28აკრძალული გარიგებები, მუშაობის მეთოდები

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 72 (დანართი 1)დღგ - ის ჩათვლის მიღების წესი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21⁴⁶საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁴⁶48²64²48³7¹3825872 (დ…52030¹162820¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაგადახდო სისტემისა და…საქართველოს საგადასახა…საქართველოს ეროვნული ბ…მიკრობანკების საქმიანო…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ოქტ. 2026 · რედაქცია №21 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026