Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებმუხლი 15

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

მუხლი 15. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია და საგადახდო მომსახურების განხორციელება

რედაქცია №21 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026
თემები:გადახდის სისტემებიგადახდის მომსახურებაკრიპტო ლიცენზირებარეგულატორული ლანდშაფტი და ლიცენზირებაციფრული ბანკინგიკრიპტო M&A

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.დაუშვებელია საგადახდო მომსახურების იმ პირის მიერ განხორციელება, რომელიც არ არის: ა) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი; ბ) კომერციული ბანკი, მიკრობანკი ან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია; გ) ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი.

2.საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციასა და რეგისტრაციის გაუქმებას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი თავის მიერ დადგენილი წესით. საგადახდო მომსახურების პროვაიდერს რეგისტრაციისას ენიჭება კონკრეტული საგადახდო მომსახურების/მომსახურებების განხორციელების უფლება.

3.საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს საგადახდო მომსახურების პროვაიდერების სიას შესაბამისი პროვაიდერისთვის ნებადართული საგადახდო მომსახურების/მომსახურებების მითითებით. აღნიშნულ სიაში განცალკევებით მიეთითება საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერი.

4.საგადახდო მომსახურების პროვაიდერის კაპიტალი მისი საქმიანობის არცერთ ეტაპზე არ უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრულ და გაანგარიშებულ საზედამხედველო კაპიტალის ოდენობაზე ნაკლები.

5.პირი, რომელიც საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მნიშვნელოვანი წილის შეძენას აპირებს, ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს განაცხადი და საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. აღნიშნულის თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკი გადაწყვეტილებას იღებს ინფორმაციის წარდგენიდან 1 თვის ვადაში. ამ ვადაში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ პასუხის გაუცემლობა ავტომატურად ნიშნავს შესაბამისი გარიგების განხორციელებაზე თანხმობის მიცემას.

6.თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად საქართველოს ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ პოტენციური შემძენის შესახებ წარმოდგენილია არასაკმარისი ან/და არაზუსტი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მას უფლება აქვს, დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია მოსთხოვოს უშუალოდ პოტენციურ შემძენს ან/და საგადახდო მომსახურების პროვაიდერს. ამ შემთხვევაში ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება შეჩერდება დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენამდე.

7.საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მნიშვნელოვანი წილის შეძენასთან დაკავშირებით პოტენციური შემძენის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის შეტყობინების წესი, ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარუდგენლობასა და, საქართველოს ეროვნული ბანკისგან დასაბუთებული უარის მიღების მიუხედავად, მნიშვნელოვანი წილის შეძენასთან დაკავშირებული საკითხები. საქართველოს 2015 წლის 12  ივნისის კანონი №3719 - ვებგვერდი, 24.06.2015წ. საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4199 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №446 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1897 - ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2610 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №17 · ძალაშია 1 ივლ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ივლ. 2023 – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

  2. 10 სექ. 2015 – 1 ივნ. 2016 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2025· გამოქვეყნდა 23 სექ. 2022

    მე-15 მუხლის მე-2−მე-7 პუნქტები ახლებურად ჩამოყალიბდა: აგენტის, პასუხისმგებლობისა და ვალუტის გაცვლის ნორმების ნაცვლად დაწესდა რეგისტრაცია კონკრეტული მომსახურებების უფლებით, პროვაიდერთა სია, საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნა და მნიშვნელოვანი წილის შეძენის განაცხადისა და 1 თვიანი განხილვის რეჟიმი.

  2. 1 ივლ. 2023· გამოქვეყნდა 10 მარ. 2023
  3. 1 იან. 2019· გამოქვეყნდა 11 იან. 2018

    მე-15 მუხლს დაემატა მე-7 პუნქტი პროვაიდერის ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმებზე; პირველ პუნქტში დასაწყისის ერთი სიტყვა ამოღებულია.

  4. 1 ივნ. 2016· გამოქვეყნდა 24 ივნ. 2015

    მე-15 მუხლს დაემატა მე-6 პუნქტი, რომელიც პროვაიდერს ანიჭებს ვალუტის გაცვლის ოპერაციის შესრულების უფლებას ელექტრონულ ფულთან ან გადახდის ოპერაციასთან კავშირის შემთხვევაში.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 14შემდეგი მუხლი 16

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ვირტუალური აქტივების სერვის პროვაიდერები2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კლიენტის იდენტიფიკაციის პროცედურები2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კრიპტო კომპანიების შესყიდვა და შერწყმა (M&A)2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კრიპტო-ბირჟის ლიცენზირება (VASP)2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ოქტ. 2026 · №21

  • 4 ცვლილება · ბოლო 10 მარ. 2023
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 8 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 14

მიუთითებენ მასზე

მუხლი 14მუხლი 26

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 13¹საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის ნებადართული საქმიანობა
  • 48²საგადახდო მომსახურების პროვაიდერის კომერციულ ბანკად, მიკრობანკად ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციად გარდაქმნა
  • 5ოპერატორად რეგისტრაციისგან გამონაკლისი და საგადახდო სისტემის დანერგვა

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 48²საგადახდო სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია და ზედამხედველობა
  • 52²სესხის გამცემი სუბიექტის საქმიანობის ზედამხედველობა და ინფორმაციის კონფიდენციალურობა
  • 64²ეროვნულ ბანკთან არსებული საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების სფეროში დავების განმხილველი კომისია

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 7¹საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან გახსნილი საგადახდო ანგარიშის მიმართ მოთხოვნები

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 23¹ზოგადი მოთხოვნები

ფაქტორინგის შესახებ

  • 9პირის ფაქტორინგულ კომპანიად რეგისტრაცია
  • 33გარდამავალი დებულებები

სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ

  • 7სარეგისტრაციო მოსაკრებლების სახეები და განაკვეთები; რეგისტრაციის უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო დაწესებულებები

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 46 (დანართი 1)დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
723¹48²52²64²7¹46 (დ…142613¹48²593315
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაგადახდო სისტემისა და…საქართველოს ეროვნული ბ…საქართველოს საგადასახა…ფასიანი ქაღალდების ბაზ…ფაქტორინგის შესახებსარეგისტრაციო მოსაკრებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ოქტ. 2026 · რედაქცია №21 · ბოლოს შემოწმდა 27 ოქტ. 2026