Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგადასახადების ადმინისტრირების შესახებმუხლი 46¹ (დანართი 1)

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 46¹ (დანართი 1). საქართველოს ტერიტორიაზე დაფუძნებული რამდენიმე პირის დღგ-ით დასაბეგრ ერთ პირად განხილვა

რედაქცია №400 კონსოლიდირებული · 8 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, დღგ-ის გადახდისგან თავის არიდების აღკვეთის მიზნისთვის, ერთ დასაბეგრ პირად განიხილოს საქართველოს ტერიტორიაზე დაფუძნებული ნებისმიერი რამდენიმე პირი (შემდგომ – პირთა ჯგუფი) მათი ფორმალური/იურიდიული დამოუკიდებლობის მიუხედავად, თუ სახეზეა ყველა შემდეგი პირობა: ა) მათ საქმიანობასთან/მართვასთან დაკავშირებულ ძირითად გადაწყვეტილებებს იღებს ერთი და იგივე პირი; ბ) მათი საქმიანობის ადგილი იდენტურია; გ) მათი საქმიანობის სახე და შინაარსი იდენტურია; დ) ჯგუფის მონაწილე რომელიმე წევრი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად.

2.ამ მუხლის მიზნისთვის: ა) ითვლება, რომ პირთა საქმიანობასთან/მართვასთან დაკავშირებულ ძირითად გადაწყვეტილებებს იღებს ერთი და იგივე პირი, თუ ერთი და იმავე პირის მიერ მიიღება გადაწყვეტილება ჩამოთვლილთაგან, სულ მცირე, ორ საკითხთან დაკავშირებით: ა.ა) კონტრაქტორების შერჩევა და მათთან გარიგებების დადება; ა.ბ) საქონლის/მომსახურების ფასის განსაზღვრა; ა.გ) დასაქმებულ პირთა შერჩევა და მათთან გასაფორმებელი შრომითი ხელშეკრულების პირობების განსაზღვრა; ა.დ) ხელმძღვანელი პირის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება; ა.ე) დივიდენდის განაწილება; ა.ვ) საწარმოს რეორგანიზაცია; ა.ზ) ინვესტიციების განხორციელება; ა.თ) ვალდებულებათა აღება; ა.ი) ვალდებულებათა უზრუნველყოფა; ა.კ) სხვა საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები, რომლებიც არსებითად დაკავშირებულია პირის საქმიანობასთან ან/და მართვასთან; ბ) საქმიანობის სახე და შინაარსი იდენტურია, თუ სახეზე არის ერთ-ერთი შემდეგი პირობა: ბ.ა) პირები ახორციელებენ ერთსა და იმავე, ანალოგიური ან მსგავსი საქონლის ან/და მომსახურების მიწოდებას; ბ.ბ) პირები ახორციელებენ ერთსა და იმავე ეკონომიკურ სექტორთან დაკავშირებულ ანალოგიურ ან მსგავს ძირითად საქმიანობას; ბ.გ) პირების საქმიანობა ორიენტირებულია ერთსა და იმავე სამიზნე მომხმარებელზე; ბ.დ) პირები ფლობენ ან/და იყენებენ ერთსა და იმავე ძირითად საშუალებებს; ბ.ე) სხვა გარემოება, რაც მიუთითებს საქმიანობის სახისა და შინაარსის იდენტურობაზე.

3.ამ მუხლის საფუძველზე ერთ დასაბეგრ პირად განხილულ პირთა ჯგუფის წევრები შეიძლება იყვნენ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი პირები, რომელთა დაფუძნების ადგილი მდებარეობს საქართველოს ტერიტორიაზე, ან, ასეთის არარსებობის შემთხვევაში, მათი მუდმივი მისამართი ან საცხოვრებელი ადგილი არის საქართველოში.

4.ამ მუხლის შესაბამისად, პირთა ჯგუფის ერთ დასაბეგრ პირად განხილვის შემთხვევაში, პირთა ჯგუფის თითოეული წევრის დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის მიზნით, დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის განსაზღვრისას, მხედველობაში მიიღება ჯგუფის ყველა წევრის მიერ განხორციელებული საქონლის მიწოდების/ მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხა, გარდა ამავე ჯგუფის წევრებს შორის განხორციელებული საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების თანხებისა.

5.პირთა ჯგუფის თითოეული წევრი დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც, ჯგუფის შემადგენლობაში შემავალ პირთა დასაბეგრი ოპერაციების საერთო (ჯამური) თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდეგ, პირთა ჯგუფის თითოეულ წევრს წარმოეშობა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი დამატებული ღირებულების გადასახადთან დაკავშირებული ყველა უფლება და ვალდებულება.

6.ამ მუხლით განსაზღვრული პირობების არსებობის დადგენა და, შესაბამისად, პირთა ჯგუფის გამოვლენა ხორციელდება საგადასახადო შემოწმების ფარგლებში. მაგალითი : ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებულმა ფიზიკურმა პირმა გაგამ სამეწარმეო საქმიანობა დაიწყო 2024 წლის თებერვლიდან. იმავე წლის ივნისის თვეში დაარეგისტრირა  შპს „გაგა“, რომლის წილის 100%-ის მფლობელი თავადაა, ხოლო ივლისის თვეში 50/50-პროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით მეუღლესთან ერთად დაარეგისტრირა შპს „გუგა“. სამივე პირისათვის საქმიანობის სახე იდენტურია და არცერთი მათგანი არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად. მათ მიერ განხორციელებული ბრუნვები შეადგენს: თვე (2024 წ.) დასაბეგრი ოპერაციების თანხა ი/მ „გაგა“ შპს „გაგა“ შპს „გუგა“ საერთო ბრუნვა თებერვალი 10000 10 000 მარტი 12000 22 000 აპრილი 10000 32 000 მაისი 13000 45 000 ივნისი 5000 13500 63 500 ივლისი 7000 7 000 12000 89 500 1 აგვისტო 5500 95 000 15 აგვისტო 4000 99 000 20 აგვისტო 6000 105 000 31 აგვისტო 20 000 125 000 სექტემბერი 9 500 14800 19 000 ოქტომბერი 8 000 10 600 25 000 ნოემბერი 5 000 12 000 15 000 დეკემბერი 7 000 13 500 14 500 იანვარი 7 000 14 000 16 500 12 კალენდარული თვის ჯამი 99000 95 400 95 500 დადგინდა, რომ გაგა იღებდა როგორც საკუთარ, ისე საწარმოების საქმიანობასთან დაკავშირებულ ძირითად გადაწყვეტილებებს. შედეგი: საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ინდივიდუალური მეწარმე, შპს „გაგა“ და შპს „გუგა“ განიხილოს ერთ დასაბეგრ პირად, რადგან მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა ამ ინსტრუქციის 46 1 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ყველა პირობა. შესაბამისად, სამივე პირის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხა, დღგ-ის მიზნებისთვის, განხილული უნდა იქნეს ერთი პირის ბრუნვად. ამრიგად, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი და საგადასახადო ვალდებულებები ჯგუფის წევრი თითოეული პირისათვის განისაზღვრება სამივე პირის მიერ განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციების ჯამური თანხის გათვალისწინებით – აგვისტოს თვის იმ ოპერაციის განხორციელებიდან, რომლის მიხედვითაც, დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ გადააჭარბა 100 000 ლარს. აქედან გამომდინარე, ინდივიდუალურ მეწარმეს, შპს „გაგას“ და შპს „გუგას“ დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშობათ 2024 წლის 20 აგვისტოს განხორციელებული  ოპერაციით. საგადასახადო ორგანო ვალდებულია ჯგუფის თითოეული წევრი დაარეგისტრიროს დღგ-ის გადამხდელად. აღნიშნულ შემთხვევაში, 2024 წლის 20 აგვისტოს განხორციელებულ ოპერაციაზე შპს „გაგა“, ხოლო ყოველ შემდეგ დასაბეგრ ოპერაციაზე ინდივიდუალური მეწარმე გაგა, შპს „გაგა“ და შპს „გუგა“, ჩაითვლებიან დღგ-ის გადამხდელებად. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 15 ოქტომბრის ბრძანება №342 - ვებგვერდი, 16.10.2024წ. დანართი №III-01 (თან ერთვის თანდართული ფაილის სახით) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის  19 ნოემბრის ბრძანება №337 – ვებგვერდი,21.11.2014წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2025 წლის 18 მარტის ბრძანება №66 - ვებგვერდი, 19.03.2025წ. დანართი №III-02 (ამოღებულია) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 30 ივნისის ბრძანება №199 – ვებგვერდი, 02.07.2014წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №373 · ძალაშია 19 მარ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 3 იან. 2011 – 16 ოქტ. 2024 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 46 (დანართი 1)შემდეგი მუხლი 47 (დანართი 1)

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 8 ოქტ. 2026 · №400

  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 72 (დანართი 1)დღგ - ის ჩათვლის მიღების წესი
  • 73² (დანართი 1)ცალკეული შემთხვევები , როდესაც დღგ - ის ჩათვლა შესაძლებელია განხორციელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176- ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულისგან განსხვავებული საფუძვლით
  • 75¹⁰ (დანართი 1)დღგ - ის თანხის დაბრუნების უფლებამოსილი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს დღგ - ის გადამხდელი

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 158დღგ-ით დასაბეგრი პირი
  • 161უკუდაბეგვრა
  • 175დღგ-ის ჩათვლის უფლება

შრომის უსაფრთხოების შესახებ

  • 20ზედამხედველი ორგანოს საქმიანობისათვის ხელის შეშლა
  • 21სამუშაო პროცესის შეჩერების შესახებ ზედამხედველი ორგანოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა

ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ

  • 6დამოუკიდებლობა

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 18²საგადასახადო ან/და სხვა ვალდებულების სხვა პირის მიერ შესრულება

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21⁴⁶საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
621⁴⁶18²15816117572 (დ…73² (…75¹⁰ …202146¹ (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…შრომის უსაფრთხოების შე…ეროვნული მარეგულირებელ…საქართველოს საბიუჯეტო …საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 8 ოქტ. 2026 · რედაქცია №400 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026