Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებმუხლი 13

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

მუხლი 13. საგადახდო მომსახურების ცნება

რედაქცია №21 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026
თემები:გადახდის სისტემებიგადახდის მომსახურებასაერთაშორისო ტრანზაქციებიკრიპტო გადახდების ინტეგრაცია ბიზნესისთვისციფრული ბანკინგიკრიპტო კომპლაიენსი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.ამ კანონის მიზნებისთვის საგადახდო მომსახურება არის: ა) მომსახურება, რომელიც უზრუნველყოფს გადამხდელის ანგარიშიდან ფულადი სახსრების ჩამოჭრას და მის შესრულებასთან დაკავშირებულ ოპერაციებს; ბ) მომსახურება, რომელიც უზრუნველყოფს მიმღების ანგარიშზე ფულადი სახსრების ჩარიცხვას და მის შესრულებასთან დაკავშირებულ ოპერაციებს; გ) გადახდის ოპერაციის განხორციელება საგადახდო ინსტრუმენტის მეშვეობით, მათ შორის, პირდაპირი დებეტის (მათ შორის, ერთჯერადი დავალების), საკრედიტო გადარიცხვის (მუდმივი დავალების ჩათვლით), საგადახდო ბარათის ან სხვა ელექტრონული საშუალების, მათ შორის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ უსაფრთხოდ დაკავშირებული საგადახდო ანგარიშის გამოყენებით, საგადახდო მომსახურების მომხმარებლის საკუთარი ფულადი სახსრების ან მისთვის ხელმისაწვდომი საკრედიტო რესურსის ფარგლებში; დ) საგადახდო ინსტრუმენტების, მათ შორის, ელექტრონული ფულის ინსტრუმენტების, გამოშვება ან/და ექვაირინგი; ე) ფულადი გზავნილები; ვ) ელექტრონული ფულის გამოშვება, გადახდის ოპერაციების განხორციელება ელექტრონული ფულის მეშვეობით, მობილური ტელეფონის, ინტერნეტის ან სხვა ელექტრონული საშუალების გამოყენებით; ზ) გადახდის ინიციირების მომსახურება; თ) ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურება.

2.ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება შემდეგ მომსახურებებზე: ა) გადამხდელსა და მიმღებს შორის შუამავლის გარეშე, ნაღდი ფულით განხორციელებულ გადახდის ოპერაციაზე; ბ) გადამხდელსა და მიმღებს შორის კომერციული შუამავლის მეშვეობით განხორციელებულ გადახდის ოპერაციაზე; გ) საინკასაციო მომსახურებაზე, რომელიც დაკავშირებულია ბანკნოტებისა და მონეტების ტრანსპორტირებასთან, მათ შორის, მათ შეგროვებასთან, დამუშავებასა და მიწოდებასთან; დ) ნაღდი ფულის ნაღდ ფულზე გადაცვლის მომსახურებაზე, რომელიც საგადახდო ანგარიშების საშუალებით არ ხორციელდება; ე) ოპერაციაზე, რომელიც სისტემის მონაწილეებს შორის საგადახდო სისტემის ფარგლებში ხორციელდება; ვ) ტექნიკური, სატელეკომუნიკაციო, ციფრული ან საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების მიმწოდებლის მიერ განხორციელებულ მომსახურებაზე, რომელიც გულისხმობს ტექნიკურ მხარდაჭერას საგადახდო მომსახურების განხორციელების უზრუნველსაყოფად და რომლის დროსაც გადასარიცხი თანხა ამ მომსახურების მიმწოდებლის მფლობელობაში არ ხვდება; ამგვარი მომსახურება მოიცავს მონაცემთა გადამუშავებასა და შენახვას, კონფიდენციალურობის დაცვას, მონაცემებისა და სუბიექტების ავთენტიფიკაციას, სატელეკომუნიკაციო ან საინფორმაციო ტექნოლოგიებით უზრუნველყოფას, საგადახდო მომსახურებისთვის განკუთვნილი ტექნიკური საშუალებების მიწოდებას და მომსახურებას; ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ გამონაკლისში არ ექცევა ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებები; ზ) გადახდის ოპერაციაზე, რომელსაც ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი ან მომსახურების მიმწოდებელი ახორციელებს მისი ქსელის ან მომსახურების აბონენტისთვის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებაზე დამატებით და დაკმაყოფილებულია ყველა შემდეგი დებულება: ზ.ა) გადახდის ოპერაცია სრულდება ციფრული შიგთავსის/ინფორმაციის ან ხმოვანი სერვისების შესაძენად (მიუხედავად ციფრული შიგთავსის/ინფორმაციის შეძენის ან მოხმარებისთვის გამოყენებული მოწყობილობისა) ან გადახდის ოპერაცია სრულდება ელექტრონული მოწყობილობიდან ან მისი საშუალებით საქველმოქმედო დანიშნულებით ან ბილეთების შესაძენად და მათი საფასური ჩამოიჭრება ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორთან ან მომსახურების მიმწოდებელთან არსებული შესაბამისი აბონენტის ბალანსიდან/ლიმიტიდან; ზ.ბ) გადახდის ცალკეული ოპერაციების თანხა 50 ლარს არ აღემატება; ზ.გ)   თითოეული აბონენტის მიერ თვის განმავლობაში შესრულებული გადახდის ოპერაციების საერთო თანხა 300 ლარს არ აღემატება, მათ შორის, იმ შემთხვევაშიც, როდესაც აბონენტი წინასწარ ავსებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორთან ან მომსახურების მიმწოდებელთან არსებულ აბონენტის ბალანსს; თ) გადახდის ოპერაციაზე, რომელიც დაკავშირებულია ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილის მიერ კლიენტების სახსრებით ფასიანი ქაღალდების ოპერაციების განხორციელებასთან, მათ შორის, დივიდენდებისა და სხვა შემოსავლების განაწილებასთან, ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვასთან; ი) ჯგუფში შემავალ კომპანიებს შორის გადახდებზე, რომლებიც ხორციელდება ისეთი საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მონაწილეობის გარეშე, რომელიც იმავე ჯგუფს არ მიეკუთვნება; კ) გადახდის ოპერაციაზე, რომელიც მოიცავს ნაღდი ფულის შეგროვებას და მიწოდებას იმ საქმიანობის ფარგლებში, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით ეკონომიკურ საქმიანობას არ წარმოადგენს; ლ) სავაჭრო/მომსახურების ობიექტის მიერ განხორციელებულ მომსახურებაზე, რომლის დროსაც მიმღების (სავაჭრო/მომსახურების ობიექტის) მიერ ნაღდი ფული გაიცემა გადამხდელის მიერ უშუალოდ გადახდის ოპერაციის შესრულებამდე გამოხატული მოთხოვნის საფუძველზე მის მიერ მიმღებისგან საქონლის ან მომსახურების შეძენისას და გასაცემი ნაღდი ფულის თანხა წარმოადგენს გადამხდელის მიერ საქონლის ან მომსახურების შეძენის მიზნით შესრულებული გადახდის ოპერაციის თანხის ნაწილს; მ) ბანკომატის მეშვეობით ნაღდი ფულის გაცემის მომსახურებაზე, რომელსაც მომსახურების მიმწოდებელი ახორციელებს ერთი ან რამდენიმე საგადახდო ბარათის ემიტენტის სახელით და იგი არ წარმოადგენს მომხმარებელთან (ნაღდი ფულის მიმღებ პირთან) გაფორმებული ხელშეკრულების მხარეს და იმავდროულად იგი არ ასრულებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სხვა საგადახდო მომსახურებას; ნ) გადახდის ოპერაციაზე, რომელიც ხორციელდება ჩეკით „ჩეკის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

3.საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით, ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება სპეციფიკური, შეზღუდული გამოყენების საგადახდო ინსტრუმენტზე, რომელიც მოქმედებს მხოლოდ საქართველოში და აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას: ა) უშუალოდ ინსტრუმენტის გამომშვებსა და მომსახურების მიმწოდებლებს შორის არსებული კომერციული/სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში ინსტრუმენტის მფლობელს საშუალება აქვს, მხოლოდ ამავე მომსახურების მიმწოდებლების შეზღუდულ ქსელში შეიძინოს საქონელი ან/და მომსახურება; ბ) ინსტრუმენტი შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მხოლოდ საქონლის ან/და მომსახურების მკაცრად შეზღუდული სპექტრის შესაძენად; გ) ინსტრუმენტი გაიცემა მეწარმე სუბიექტის ან ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნით, ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს სოციალურ ან საგადასახადო მიზნებს და გამოიყენება განსაზღვრული საქონლის ან/და მომსახურების შესაძენად იმ მიმწოდებლებისგან, რომელთაც ხელშეკრულება დადებული აქვთ ამ ინსტრუმენტის გამომშვებთან.

4.საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ან სხვა პირი, რომელსაც სურს გამოუშვას ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საგადახდო ინსტრუმენტი, ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს თანხმობის მისაღებად წერილობით წარუდგინოს საგადახდო ინსტრუმენტის შესახებ ინფორმაცია და აღწერა, აგრეთვე მითითება იმავე პუნქტის იმ დებულებებზე, რომლებსაც ინსტრუმენტი აკმაყოფილებს და აღნიშნულის დასაბუთება.

5.საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მომსახურების განმახორციელებელ პირს მოსთხოვოს ინფორმაცია ამ მომსახურების ფარგლებში შესრულებული გადახდების შესახებ.

6.საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში საბროკერო კომპანია, აქტივების მმართველი კომპანია, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, სესხის გამცემი სუბიექტი, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი და საკრედიტო საინფორმაციო ბიურო უფლებამოსილი არიან ამ კანონის შესაბამისად განახორციელონ გადახდის ინიციირების მომსახურება ან/და ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურება.

7.საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უფლებამოსილია საგადახდო მომსახურება განახორციელოს აგენტის/აგენტების მეშვეობით. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაადგინოს აგენტის/აგენტების შესახებ ინფორმაციის მისთვის წარდგენის წესი.

8.საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, რომელიც საგადახდო მომსახურებას აგენტის მეშვეობით ახორციელებს ან/და თავის საქმიანობაში აუთსორსინგულ კომპანიას იყენებს, მესამე პირის წინაშე პასუხისმგებელია აგენტის მიერ განხორციელებული საგადახდო მომსახურებისთვის ან/და აუთსორსინგული კომპანიის ქმედებით გამოწვეული შედეგისთვის. აღნიშნული არ ათავისუფლებს აგენტს ან/და აუთსორსინგულ კომპანიას საგადახდო მომსახურების პროვაიდერის წინაშე წარმოშობილი ვალდებულებებისგან. საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4199 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №446 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2610 – ვებგვერდი, 10.03.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3939 – ვებგვერდი, 27.12.2023წ. საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1142 - ვებგვერდი, 12.12.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №19 · ძალაშია 1 აპრ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ივლ. 2023 – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 აპრ. 2026· გამოქვეყნდა 12 დეკ. 2025
  2. 1 იან. 2025· გამოქვეყნდა 23 სექ. 2022

    13¹ მუხლის პირველ პუნქტში გაფართოვდა ნებადართული საქმიანობის ჩამონათვალი (საინკასაციო მომსახურება, რეკლამა, პროგრამული უზრუნველყოფა, სისტემები, იჯარა, მოწყობილობები) და დაზუსტდა სესხის პირობები. მე-2 პუნქტი ადგენს დეპოზიტებისა და სხვა დაბრუნებადი სახსრების მოზიდვის აკრძალვას, მე-3 და მე-5 პუნქტებში ფორმულირება შეიცვალა, ხოლო ახალი მე-6 პუნქტი ზოგიერთ პროვაიდერს სხვა საქმიანობის უფლებას აძლევს.

  3. 27 დეკ. 2023
  4. 1 ივლ. 2023· გამოქვეყნდა 10 მარ. 2023
  5. 22 მარ. 2017
  6. 10 სექ. 2015
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 12შემდეგი მუხლი 13¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ვირტუალური აქტივების სერვის პროვაიდერები2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • VASP ლიცენზიის მოპოვება (ეროვნული ბანკი)2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ელექტრონული ფულის პროვაიდერის ლიცენზია1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საგადახდო მომსახურების ხელშეკრულება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ოქტ. 2026 · №21

  • 6 ცვლილება · ბოლო 12 დეკ. 2025
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 11 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 1

მიუთითებენ მასზე

მუხლი 48მუხლი 48¹

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 19საგადახდო მომსახურების დაცვა
  • 13¹საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის ნებადართული საქმიანობა
  • 2ტერმინთა განმარტება

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 17ფულადი სახსრების გადარიცხვა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 7¹საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან გახსნილი საგადახდო ანგარიშის მიმართ მოთხოვნები
  • 14მომსახურება
  • 238საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფა საგადასახადო ორგანოს მიერ

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 859ცნება

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ

  • 4მიკროსაფინანსო საქმიანობა

შემოსავლების სამსახურის შესახებ

  • 4სამსახურის ფუნქციები

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 20საბანკო საქმიანობა

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 66⁶ (დანართი 1)უძრავ ;ნივთთან დაკავშირებული მომსახურება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
48592047¹1423866⁶ (…14848¹1913¹21713
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაგადახდო სისტემისა და…ფულის გათეთრებისა და ტ…საქართველოს საგადასახა…საქართველოს სამოქალაქო…მიკროსაფინანსო ორგანიზ…შემოსავლების სამსახური…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ოქტ. 2026 · რედაქცია №21 · ბოლოს შემოწმდა 27 ოქტ. 2026