საბარათე ინსტრუმენტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

მუხლი 7 (დანართი 1). ელექტრონული ფულის საბარათე ინსტრუმენტი

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 27 ივნ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.პროვაიდერი უფლებამოსილია, ეროვნულ ბანკთან შეთანხმების შემდეგ, არაიდენტიფიცირებულ/არავერიფიცირებულ ფიზიკურ პირზე გასცეს  წინასწარი გადახდის ბარათი/საბარათე ინსტრუმენტი, თუ ეს ინსტრუმენტი აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს: ა) ინსტრუმენტით შესაძლებელია ფულადი სახსრების გადარიცხვა მხოლოდ საქონლის ან მომსახურების საფასურის გადახდის მიზნით; ბ) ინსტრუმენტზე შეუძლებელია, დროის ნებისმიერ მომენტში, შენახულ იქნეს ელექტრონული ფული, რომლის ოდენობა აღემატება 500 ლარს ან უცხოურ ვალუტაში მის ეკვივალენტს; გ) ინსტრუმენტით ნებადართული ფულადი სახსრების გადარიცხვების ჯამური ოდენობა თვეში არ აღემატება 500 ლარს, თუ ინსტრუმენტის გამოყენება მხოლოდ საქართველოშია შესაძლებელი ან ინსტრუმენტზე შესაძლებელია ელექტრონული ფულის მხოლოდ ერთჯერადად განთავსება/ჩარიცხვა; დ) ინსტრუმენტზე ანონიმური ელექტრონული ფულის ჩარიცხვა დაუშვებელია; ე) ინსტრუმენტის ემიტენტი ახორციელებს საქმიანი ურთიერთობის მონიტორინგს საეჭვო გარიგებების გამოსავლენად.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თანხობრივი ზღვარი, ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით, შეიძლება გაიზარდოს 1500 ლარამდე, თუ ინსტრუმენტის გამოყენება მხოლოდ საქართველოშია შესაძლებელი.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისი არ გავრცელდება ელექტრონული ფულის ინსტრუმენტზე, რომელიც ჯამურად 150 ლარზე ან უცხოურ ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ფულადი სახსრების ნაღდი ფორმით გატანის ან დაბრუნების შესაძლებლობას იძლევა.

4.ემიტენტს უფლება აქვს გამოუშვას ისეთი არაპერსონიფიცირებული წინასწარი გადახდის ბარათი, რომელიც ითვალისწინებს შემძენის მიერ ამ ბარათის სხვა ფიზიკური პირისთვის სარგებლობაში გადაცემას. აღნიშნული ბარათი უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების მოთხოვნებს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
628¹7¹181733¹9³ (დ…9171 (და…4 (და…6 (და…557 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაბარათე ინსტრუმენტის …ფულის გათეთრებისა და ტ…საგადახდო სისტემისა და…სესხის გამცემი სუბიექტ…საქართველოს საგადასახა…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა