Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგადასახადების ადმინისტრირების შესახებმუხლი 62 (დანართი 1)

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 62 (დანართი 1). ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვის ჟურნალები

რედაქცია №400 კონსოლიდირებული · 8 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:122¹3456789101112131415161718

1.საქართველოს ტერიტორიაზე ნსაფ-ის გამოყენებას დაქვემდებარებული ნავთობპროდუქტების მიმწოდებლები ვალდებულნი არიან აწარმოონ სპეციალური საბუღალტრო დოკუმენტი: ა) საბითუმო მიწოდების შემთხვევაში – „ნავთობპროდუქტების საბითუმო პარტიების მიღებისა და მიწოდების ყოველდღიური აღრიცხვის ჟურნალი“ (დანართი №III-16); ბ) საცალო მიწოდების შემთხვევაში: ბ.ა) ერთ ობიექტზე ნავთობპროდუქტის გაცემისას ერთი სარეალიზაციო ფასის არსებობისას - „ნავთობპროდუქტების საცალო რეალიზაციის ყოველდღიური აღრიცხვის ჟურნალი“ (დანართი №III-17); ბ.ბ) ერთ ობიექტზე ნავთობპროდუქტის გაცემისას ორი სარეალიზაციო ფასის არსებობისას - „ნავთობპროდუქტების საცალო რეალიზაციის ყოველდღიური აღრიცხვის ჟურნალი ერთ ობიექტზე ორი სარეალიზაციო ფასის არსებობის შემთხვევაში“ (დანართი №III-17 1 ).

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ა“ და „ბ.ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ჟურნალები შესაძლებელია იყოს ელექტრონული ან მატერიალური ფორმის; ბ) „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ჟურნალი შესაძლებელია იყოს მხოლოდ მატერიალური ფორმის.

2¹.მატერიალური ფორმის ჟურნალები ინახება უშუალოდ იმ ობიექტზე, სადაც ხორციელდება ნავთობპროდუქტების მიღება-რეალიზაცია (შენახვა). მათი გატანა ან გაგზავნა სხვა ობიექტზე (შენობაში) დაუშვებელია, გარდა საგადასახადო ორგანოს წერილობითი მოთხოვნის ან თანხმობის შემთხვევებისა.

3.ელექტრონული ჟურნალების რეგისტრაციის მიზნით გადასახადის გადამხდელმა განცხადებით უნდა მიმართოს საგადასახადო ორგანოს. ელექტრონული ფორმის ჟურნალების რეგისტრაცია ხორციელდება სტაციონარული ობიექტის მიხედვით, ერთ სტაციონარულ ობიექტზე გაითვალისწინება ერთი ჟურნალის რეგისტრაცია.

4.მატერიალური ფორმის ჟურნალები უნდა იყოს აკინძული და დამოწმებული გადასახადის გადამხდელის და საგადასახადო ორგანოს პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით. მატერიალური ფორმის ჟურნალის რეგისტრაცია ხორციელდება თითოეული დასახელების და მარკის ნავთობპროდუქტის ოთხნიშნა კოდების შესაბამისად.

5.ჟურნალები ივსება ყოველდღიურად.

6.№III-17 დანართის შესაბამისი ჟურნალის მე-9 სვეტსა და №III-17 1 დანართის შესაბამისი ჟურნალის მე-9 სვეტში აისახება დღის განმავლობაში ფასდათმობის გარეშე გაცემული ნავთობპროდუქტის რაოდენობა ლიტრებში.

7.№III-17 დანართის შესაბამისი ჟურნალის მე-11 სვეტისა და  №III-17 1 დანართის შესაბამისი ჟურნალის მე-11 სვეტის შევსება ევალებათ მხოლოდ იმ გადასახადის გადამხდელებს, რომლებიც ნავთობპროდუქტების მიწოდებას ახორციელებენ ამ ინსტრუქციის 58-ე მუხლის მე-15 და 15 1 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

8.№III-17 დანართის შესაბამისი ჟურნალის მე-12 და მე-13 სვეტებსა და №III-17 1 დანართის შესაბამისი ჟურნალის მე-12 და მე-13 სვეტებს ავსებენ ის გადამხდელები, რომლებიც ნავთობპროდუქტების მიწოდებას ახორციელებენ ავტოგასამართი სადგურებიდან ფიზიკურ პირებზე ნსაფ-ის გამოწერის გარეშე და იყენებენ იდენტიფიცირებული ფიზიკური პირების მიმართ მათ მიერ შეძენილი საქონლის რაოდენობის ან/და დროის მონაკვეთის მიხედვით ეტაპობრივი ფასდათმობის სისტემას, შემდეგი პირობების დაცვით: ა) ყველა სავაჭრო თუ სარეალიზაციო ობიექტი (სადაც ხდება აღნიშნული ფასდათმობის სისტემის გამოყენება) ჩართულია ერთიან სააღრიცხვო სისტემაში, მუდმივი ან ნახევრად მუდმივი შეერთებით; ბ) ყველა ობიექტიდან ინფორმაციის (ტრანზაქცია) გაცვლა (მიღება-გაცემა) ცენტრალურ სააღრიცხვო სისტემასთან ხდება სპეციალური სააღრიცხვო ტერმინალების მეშვეობით; გ) სააღრიცხვო ტერმინალი მომხმარებელზე გადასაცემად ბეჭდავს დეტალურ ჩეკს შემდეგი ინფორმაციის მითითებით: შეძენილი საქონლის დასახელება, მთლიანი თანხა, ფასდათმობის რაოდენობა (შესაძლებელია იყოს როგორც პროცენტული, ასევე ფიქსირებული) და რეალურად გადახდილი თანხა; დ) მთლიანი თანხის, საქონლის მიხედვით ფასდათმობის რაოდენობის და რეალურად გადახდილი თანხის (არანაკლებ თვითღირებულების) მითითებით, ყოველი ფასდათმობის ოპერაცია სააღრიცხვო ტერმინალში ფიქსირდება ფასდათმობის მიმღები ფიზიკური პირის ბარათის იდენტიფიცირებული ნომრის მიხედვით, ხოლო ცენტრალურ მონაცემთა ბაზაში – ფასდათმობის მიმღები ფიზიკური პირის სახელის, გვარის, პირადი ნომრის და ბარათის იდენტიფიცირებული ნომრის მიხედვით; ე) ფასდათმობის რაოდენობა ფიქსირებულია ან გამომდინარეობს ბონუსური სქემიდან; ვ) რეალიზატორი საწარმოს მიერ დამტკიცებული ბონუსური სქემა ფიქსირდება პროგრამულად და ეგზავნება მთელ ქსელში დამონტაჟებულ სააღრიცხვო ტერმინალებს; ზ) როგორც ბონუსური სქემის, ასევე ფიქსირებული ფასდათმობის შემთხვევაში,  ცენტრალური სისტემა აწვდის სააღრიცხვო ტერმინალს ინფორმაციას ფასდათმობის რაოდენობის შესახებ კომპანიის მიერ შემუშავებული ფასდათმობის სქემის მიხედვით; თ) როგორც ბონუსური სქემის, ასევე ფიქსირებული ფასდათმობის შემთხვევაში ფასდათმობის ზედა და ქვედა ზღვარი დგინდება რეალიზატორი საწარმოს მიერ; ი) ფასდათმობის სისტემა თავსებადია რეალიზატორი საწარმოს ბუღალტრულ სისტემასთან. ყოველი ფასდათმობის ოპერაციის შედეგად მიღებული რეალიზაცია (დღის ოპერაციების მიხედვით ჯამში) აღირიცხება საწარმოს ბუღალტრულ სისტემაში; კ) ინფორმაცია (სტატისტიკური თუ დეტალური) აღნიშნული ოპერაციებით რეალიზაციაზე გამჭვირვალე და ხელმისაწვდომია საგადასახადო ორგანოებისათვის; ლ) ფასდათმობისას სისტემაში გამოყენებული ყოველი ბარათი არის ჩიპური ან მაგნიტური ტექნოლოგიის, აღრიცხული და დანომრილი.

9.III-17 დანართის შესაბამისი ჟურნალის მე-14 სვეტსა და №III-17 1 დანართის შესაბამისი ჟურნალის მე-14 სვეტში მიეთითება ტექნიკური ჩამოსხმის საფუძველი – მადოზირებელი მექანიზმის სისწორის შემოწმების დამადასტურებელი დოკუმენტი.

10.III-17 დანართის შესაბამისი ჟურნალის მე-15 და მე-16 სვეტებსა და №III-17 1 დანართის შესაბამისი ჟურნალის მე-15 და მე-16 სვეტებში აისახება მადოზირებელი მექანიზმის შემოწმების მიზნით განხორციელებული ტექნიკური ჩამოსხმის/ჩაბრუნების ოდენობა (ლიტრებში).

11.№III-16 დანართის, №III-17 დანართის და №III-17 1 დანართის ჟურნალებში შესაბამისი ჩანაწერები კეთდება გადასახადის გადამხდელის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ.

12.დაუშვებელია ჟურნალში აღრიცხვის გარეშე გაცემული ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირების დაწყება, ხოლო მიღების შემთხვევაში – ჩამოცლის დაწყება.

13.ელექტრონულ ჟურნალში მონაცემები აისახება თითოეული დასახელების და მარკის ნავთობპროდუქტის ოთხნიშნა კოდების მიხედვით.

14.ჟურნალში ნავთობპროდუქტების ნაშთების კორექტირება შესაძლებელია განხორციელდეს ნავთობპროდუქტების დანაკარგების გათვალისწინებით.

15.დაუშვებელია მატერიალური ფორმის ჟურნალში ჩანაწერების ამოშლა, გადაშლა ან სხვაგვარი გადაშლის საშუალების გამოყენება. აუცილებლობიდან გამომდინარე, შეცდომით გაკეთებული ჩანაწერი ჟურნალის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ მკრთალად გადაიხაზება პასტით ისე, რომ ნათლად შეიძლებოდეს შეცდომით გაკეთებული ჩანაწერის წაკითხვა, ახალი ჩანაწერი კეთდება იმავე სვეტში შემდეგ სტრიქონზე გარკვევით, ხოლო სვეტში „შენიშვნა“ იწერება: „შესწორება №... გრაფაში გაკეთებულია (თარიღი), ხელმოწერა (გვარი, სახელი)“. ელექტრონულ ჟურნალში შეცდომით გაკეთებული ჩანაწერის კორექტირებისათვის კეთდება ახალი ჩანაწერი.

16.წლის დამთავრების (ან ჟურნალის სრულად შევსების) შემდგომ, მატერიალური ფორმის ჟურნალის თავფურცელზე კეთდება  ჩანაწერი  ჟურნალში რეგისტრირებული რიგითი ნომრების დიაპაზონების, ჩანაწერების დასაწყისისა და დამთავრების შესახებ.

17.შევსებული ჟურნალი გადასახადის გადამხდელის მიერ ინახება სხვა ბუღალტრულ დოკუმენტებთან ერთად, 6 წლის განმავლობაში. ელექტრონული ფორმის ჟურნალის წარმოების შემთხვევაში, ყოველი წლის მიხედვით ჟურნალი ექვემდებარება ამობეჭდვას და დაარქივებას.

18.გადასახადის გადამხდელი ვალდებულია მიიღოს ყველა ზომა, რათა დაცული იყოს ჟურნალი დაკარგვის ან სხვაგვარი ზემოქმედებისგან. მატერიალური ფორმის ჟურნალის გაცნობა (საგადასახადო ორგანოს თანამშრომლის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ) ხორციელდება გადასახადის გადამხდელის ან ბუღალტრის თანდასწრებით. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 28 ივლისის ბრძანება №225 – ვებგვერდი, 29.07.2014წ. , საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2025 წლის 29 იანვრის ბრძანება №23 - ვებგვერდი, 31.01.2025წ. დანართი №III-16 (ჟურნალის გარეკანი) ნავთობპოდუქტების საბითუმო პარტიების მიღებისა და მიწოდების ყოველდღიური აღრიცხვის ჟურნალი საბითუმო მიმწოდებლის დასახელება ––––––––––––––––––––––––––– საიდენტიფიკაციო ნომერი –– –– –– –– –– –– –– –– –– ობიექტის მისამართი ––––––––––– სარეგისტრაციო ნომერი –– –– –– –– –– მიწერის ნავსადგური, ბუნკირების გემის დასახელება ------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------- სარეგისტრაციო ნომერი –– –– –– –– –– ნავთობპროდუქტის დასახელება ––––––––––– კოდი –– –– –– –– (ჟურნალის გვერდი) „––––––––––––––––„ 201. წელი (თვე) № თარიღი ნაშთი ნავთობპრო დუქტის გაცემ ა მდე (მიღებამდე) მიმღები (მომწოდე ბელი) მიმღები (მიმწოდებელი) ობიექტის სარეგისტრაციო ნომერი ნსაფ-ის სერია და ნომერი (იმპორტის შემთხვევაში სდ) გაცემული რაოდენობა მიღებული რაოდენობა ნაშთი ნავთობპრო დუქტის გაცემის (მიღების) შემდეგ შენიშვნა კგ ლიტრი კგ ლიტრი კგ ლიტრი კგ ლიტრი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 საწარმოს ხელმძღვანელი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––– დანართი №III-17 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 28 ივლისის ბრძანება №225 – ვებგვერდი, 29.07.2014წ. დანართი №III-17 1 (იხილეთ თანდართული რედაქციით) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2025 წლის 29 იანვრის ბრძანება №23 - ვებგვერდი, 31.01.2025წ. თავი XIV 1 (ამოღებულია) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №432 – ვებგვერდი, 10.08.2011წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №367 – ვებგვერდი, 03.09.2012წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №369 · ძალაშია 31 იან. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 61² (დანართი 1)შემდეგი მუხლი 62¹ (დანართი 1)

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 8 ოქტ. 2026 · №400

  • 43 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 57 (დანართი 1)ნავთობპროდუქტების ოპერაციების აღრიცხვის სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა
  • 59 (დანართი 1)ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარდგენა
  • 58 (დანართი 1)ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 91მცირე ბიზნესის შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის პრინციპები
  • 7¹საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან გახსნილი საგადახდო ანგარიშის მიმართ მოთხოვნები
  • 72¹საგადასახადო დოკუმენტი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 155¹ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების რეალიზაციის, ტრანსპორტირებისა და შენახვის წესების დარღვევა

ნავთობისა და გაზის შესახებ

  • 25¹¹ნედლეულისა და ნავთობგაზპროდუქტების სერტიფიცირება
  • 25²სპეციალიზებული ტრანსპორტირება

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 35ინფორმაციის გამოცხადება და მიმწოდებლის ვალდებულებები
  • 14ბუნებრივი გაზით მომარაგებისა და მომსახურების შესახებ მონაცემთა შეგროვება

მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ

  • 4მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაცია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
25¹¹25²155¹43514917¹72¹57 (დ…59 (დ…58 (დ…62 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსგადასახადების ადმინისტ…საქართველოს საგადასახა…საქართველოს ადმინისტრა…ნავთობისა და გაზის შეს…ბუნებრივი გაზის მიწოდე…მკაცრი აღრიცხვის ფორმე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 8 ოქტ. 2026 · რედაქცია №400 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026