Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგადასახადების ადმინისტრირების შესახებმუხლი 61 (დანართი 1)

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 61 (დანართი 1). ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებული შვიდნიშნა კოდების აღრიცხვიანობა

რედაქცია №400 კონსოლიდირებული · 8 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.გადასახადის გადამხდელი  ვალდებულია, ნავთობპროდუქტის სტაციონარული ობიექტის (მათ შორის, ნავთობის აირებით და აირისებრი ნახშირწყალბადებით (გათხევადებული) (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2711 12, 2711 13, 2711 14 000 00, 2711 19 000 00 კოდებში მითითებული ნავთობპროდუქტების აირები) საყოფაცხოვრებო ბალონების გასამართი სადგურის) რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს, რომელიც აღნიშნულ ობიექტს ანიჭებს შვიდნიშნა კოდს.

2.გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელს, მისი მომართვის საფუძველზე, ანიჭებს შვიდნიშნა კოდს, რომელიც არ არის სტაციონარული ობიექტის მაიდენტიფიცირებელი, შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ ნავთობპროდუქტის მიწოდება ხორციელდება ტალონებით ან/და ელექტრონული ფორმით აღრიცხული უნაღდო ანგარიშსწორებით, ნავთობპროდუქტის ტრანსპორტირების გარეშე, რა შემთხვევაშიც მიმწოდებელი ვალდებულია, აღნიშნულის შესახებ წინასწარ აცნობოს საგადასახადო ორგანოს; ბ) თუ ნავთობპროდუქტის მიწოდება ხორციელდება ტალონებით ან/და ელექტრონული ფორმით აღრიცხული უნაღდო ანგარიშსწორებით, ამასთან, პირს არ აქვს საკუთრებაში/სარგებლობაში სტაციონარული ობიექტი და ნავთობპროდუქტი შეძენილი აქვს გამყიდველის საცავში შენახვისა და ტალონების საშუალებით შემდგომი რეალიზაციის პირობით, რა შემთხვევაშიც პირი ვალდებულია, აღნიშნულის შესახებ წინასწარ აცნობოს საგადასახადო ორგანოს; გ) თუ პირი ახორციელებს ამ პუნქტის „ა“ ან/და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შეძენილი ნავთობპროდუქტის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებას/გახარჯვას მის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ ძირითად საშუალებაზე (ავტოტრანსპორტი, სპეცტექნიკა და სხვა), აღნიშნული ნავთობპროდუქტის კანონმდებლობით დადგენილი წესით ტრანსპორტირების შემთხვევაში (გარდა ავტოსატრანსპორტო საშუალების ავზში ჩასხმული ნავთობპროდუქტისა), საწვავის მიღების ადგილიდან ზემოხსენებული ძირითადი საშუალების მდებარეობის ადგილამდე გადაზიდვისას, თუ პირს არა აქვს აღნიშნულ მისამართზე საკუთრებაში/სარგებლობაში სტაციონარული ობიექტი, რა დროსაც იგი ვალდებულია, აღნიშნულის შესახებ წინასწარ აცნობოს საგადასახადო ორგანოს.

3.საგადასახადო ორგანო უზრუნველყოფს ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებული შვიდნიშნა კოდების ცენტრალიზებულ აღრიცხვას ერთიანი ელექტრონული რეესტრის ფორმით.

4.ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული შვიდნიშნა კოდის რეგისტრაციის გარეშე ეკონომიკური საქმიანობა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით.

5.საყოფაცხოვრებო ბალონების გასამართი სადგურიდან დაუშვებელია ნავთობის აირებისა და აირისებრი ნახშირწყალბადების (გათხევადებული) (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2711 12, 2711 13, 2711 14 000 00, 2711 19 000 00 კოდებში მითითებული ნავთობპროდუქტების აირები) ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის მიწოდება.

6.ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებული შვიდნიშნა კოდის მინიჭებას, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების გათვალისწინებით ექვემდებარება: ა) საბითუმო მიმწოდებლის საცავი; ბ) საბაჟო საწყობი; გ) მწარმოებლის საცავი, საწყობი; დ) საცალო საცავი; ე) საბოლოო მომხმარებლის საცავი; ვ) ტალონებით ან/და ელექტრონული ფორმით აღრიცხული უნაღდო ანგარიშსწორებით მიწოდება; ზ) ბუნკირების გემი; თ) ტალონებით ან/და ელექტრონული ფორმით აღრიცხული უნაღდო ანგარიშსწორებით შეძენილი ნავთობპროდუქტების ტალონებით გადაყიდვა; ი) ტალონებით ან/და ელექტრონული ფორმით აღრიცხული უნაღდო ანგარიშსწორებით შეძენილი საკუთარი მოხმარების ნავთობპროდუქტის ტრანსპორტირება.

7.გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებული შვიდნიშნა კოდის მინიჭებას აგრეთვე ექვემდებარება: ა) საბაჟო ორგანოს საწყობი; ბ)  „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2): ბ.ა) მე-2 მუხლით გათვალისწინებული საბაჟო გამშვები პუნქტები,  გარდა „ბათუმის აეროპორტის“, „ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული და ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა“ და „თბილისის აეროპორტი და თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონისა“; ბ.ბ) მე-3 მუხლით გათვალისწინებული  გაფორმების ეკონომიკური ზონები და გაფორმების განყოფილებები, გარდა გაფორმების ეკონომიკური ზონა „აეროპორტისა“. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 1 მარტის ბრძანება №115 – ვებგვერდი , 02.03.2011 წ . საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №300 - ვებგვერდი, 04.09.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №306 - ვებგვერდი, 09.10.2019წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 16 სექტემბრის ბრძანება №313 - ვებგვერდი, 19.09.2022წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №379 - ვებგვერდი, 19.10.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №318 · ძალაშია 19 ოქტ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 60 (დანართი 1)შემდეგი მუხლი 61¹ (დანართი 1)

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 8 ოქტ. 2026 · №400

  • 39 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 61² (დანართი 1)ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებული შვიდნიშნა კოდების სააღრიცხვო მონაცემების ცვლილება და გაუქმება
  • 61¹ (დანართი 1)ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებული შვიდნიშნა კოდების მინიჭების წესი
  • 62 (დანართი 1)ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვის ჟურნალები

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 66გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა
  • 43გადასახადის გადამხდელის ვალდებულებები
  • 201ქონების გადასახადის გადამხდელი და დაბეგვრის ობიექტი

ნავთობისა და გაზის შესახებ

  • 8⁸ანგარიშვალდებულება და სანქციები
  • 25¹¹ნედლეულისა და ნავთობგაზპროდუქტების სერტიფიცირება

,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 21გარდამავალი დებულებანი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 155¹ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების რეალიზაციის, ტრანსპორტირებისა და შენახვის წესების დარღვევა
  • 96²საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მიერ დადგენილი მოთხოვნების დარღვევა ნავთობისა და გაზის სექტორში

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21⁴⁶საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁴⁶8⁸25¹¹155¹96²21664320161² (…61¹ (…62 (დ…61 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსგადასახადების ადმინისტ…საქართველოს საგადასახა…ნავთობისა და გაზის შეს…,,მეწარმეთა და არასამე…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 8 ოქტ. 2026 · რედაქცია №400 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026