Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საბაჟო კოდექსიმუხლი 207

საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 207. სხვადასხვა დოკუმენტისა და ნივთის შემოტანა

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025
თემები:იმპორტის ლიცენზირებასაგადასახადო შეღავათისაგადასახადო დავები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება შემდეგი დოკუმენტებისა და ნივთების შემოტანა: ა) საჯარო დაწესებულებისთვის უსასყიდლოდ გამოგზავნილი დოკუმენტი; ბ) უსასყიდლოდ გავრცელებისთვის განკუთვნილი უცხო ქვეყნის მთავრობის ან ოფიციალური საერთაშორისო ორგანოს პუბლიკაცია; გ) არჩევნებისთვის განკუთვნილი ბიულეტენი, რომლის შემოტანა უცხო ქვეყნის დაწესებულების/ორგანიზაციის მიერაა ორგანიზებული; დ) სასამართლოსთვის ან სხვა სახელმწიფო დაწესებულებისთვის მტკიცებულების სახით ან მსგავსი მიზნით წარსადგენი ნივთი; ე) სახელმწიფო ან საბანკო დაწესებულებებს შორის ინფორმაციის გაცვლის ფარგლებში გამოგზავნილი ხელმოწერის ნიმუში ან ხელმოწერასთან დაკავშირებული ნაბეჭდი ცირკულარი; ვ) საქართველოს ეროვნული ბანკისთვის გამოგზავნილი ოფიციალური ბეჭდური მასალა; ზ) უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული კომპანიის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდის მფლობელისთვის ან ხელმომწერისთვის გამოგზავნილი, ამავე კომპანიის მიერ მომზადებული მოხსენება, ანგარიში, შენიშვნა, პროსპექტი, განაცხადის ფორმა ან სხვა დოკუმენტი; თ) ადრესატისთვის უსასყიდლოდ გაგზავნილი ინფორმაციის გადასაცემად გამოსაყენებელი ინფორმაციის მატარებელი (პერფორირებული ბარათი, ხმის ჩანაწერი, მიკროფირი და სხვა), თუ ეს შეღავათი არ იქნება ბოროტად გამოყენებული ან ამ შეღავათით კონკურენციის წესები არ დაირღვევა; ი) საერთაშორისო შეხვედრაზე, კონფერენციაზე ან კონგრესზე გამოყენებისთვის განკუთვნილი ფაილი, არქივი, ნაბეჭდი ბლანკი ან მსგავსი დოკუმენტი, აღნიშნული შეკრების შესახებ მომზადებული ანგარიში; კ) უცხო ქვეყანაში შეკვეთის მისაღებად ან შესასრულებლად ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გამართულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შემოტანილი გეგმა, ტექნიკური ნახაზი, სქემა, აღწერილობა ან მსგავსი დოკუმენტი; ლ) უცხო ქვეყანაში დაფუძნებული დაწესებულების მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ჩატარებულ გამოცდაში გამოსაყენებელი დოკუმენტი; მ) საერთაშორისო კონვენციის ფარგლებში სატრანსპორტო საშუალების ან საქონლის საერთაშორისო გადაადგილებისას ოფიციალურ დოკუმენტად გამოსაყენებელი ნაბეჭდი ბლანკი; ნ) უცხო ქვეყნის სატრანსპორტო კომპანიის ან სასტუმრო საქმიანობის განმახორციელებლის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დაფუძნებული ტურისტული სააგენტოსთვის გამოგზავნილი ნაბეჭდი ბლანკი, ეტიკეტი, ბილეთი ან მსგავსი დოკუმენტი; ო) გამოყენებული ნაბეჭდი ბლანკი ან ბილეთი, კონოსამენტი, ზედნადები ან სხვა სამეწარმეო დოკუმენტი ან ოფისისთვის განკუთვნილი დოკუმენტი; პ) უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური ნაბეჭდი ბლანკი; უცხო ქვეყნის ასოციაციის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მდებარე შესაბამისი ასოციაციისთვის გასავრცელებლად გამოგზავნილი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ბეჭდური მასალა; ჟ) საინფორმაციო სააგენტოსთვის ან გაზეთის ან ჟურნალის გამომცემლობისთვის გამოგზავნილი ფოტოსურათი, დიაპოზიტივი ან ფოტოსურათისთვის სტანდარტული პასპარტუ (წარწერით ან წარწერის გარეშე); რ) უცხო ქვეყანაში გადასახდელის გადახდის ფაქტის დამადასტურებელი საგადასახადო ან მსგავსი დანიშნულების მარკა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 4 ივლ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 206შემდეგი მუხლი 208

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • გადასახადისგან გათავისუფლების განაცხადები3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საგადასახადო შეღავათებისერვისის გვერდი
  • საიმპორტო ნებართვები და ლიცენზიებისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო დარსაველიძე

ნინო დარსაველიძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾150

დაუსვით კითხვაპროფილი
ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 17 დეკ. 2025 · №10

  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 197სახელმწიფო ორგანოს, საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ საქონლის შემოტანა
  • 201საერთაშორისო ურთიერთობების ფარგლებში მიღებული საჩუქრის შემოტანა
  • 200ორდენის ან ჯილდოს შემოტანა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 199გადასახადისაგან გათავისუფლება
  • 82გადასახადისაგან გათავისუფლება
  • 173საქონლის იმპორტის დღგ-ისგან გათავისუფლება

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 68 (დანართი 1)უცხოეთის დიპლომატიური პირებისათვის განკუთვნილი საქონლის/მომსახურების დღგ-ისგან გათავისუფლება
  • 111¹⁵ (დანართი 1)საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 146-ე  ნაწილით გათვალისწინებული  გადასახადებისაგან/გადასახდელებისაგან გათავისუფლების  წესი და პირობები
  • 86¹ (დანართი 1)აქციზისგან გათავისუფლება საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად

დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ

  • 6დოკუმენტების სახეობები, რომლებიც სავალდებულო ეგზემპლარებს არ განეკუთვნება

საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ

  • 26¹⁶საერთაშორისო ვაჭრობა იმ სახელმწიფოსთან, რომელიც არ არის კონვენციის წევრი
  • 26⁹საერთაშორისო ვაჭრობის გამონაკლისი შემთხვევები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26¹⁶26⁹1998217368 (დ…111¹⁵…86¹ (…6197201200207
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…დოკუმენტის სავალდებულო…საქართველოს „წითელი ნუ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025 · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026